მსოფლიო
პოლიტიკა
კულტურა/შოუბიზნესი

24

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

სამშაბათი, მთვარის ოცდამერვე დღე დაიწყება 02:47-ზე, მთვარე ტყუპშია – შეგიძლიათ დაიწყოთ ნებისმიერი საქმე. განსაკუთრებით მიწისა და უძრავი ქონების შესაძენად. აკეთეთ ბიზნესი და იმუშავეთ. დაიწყეთ ახალი საქმეები. მოაგვარეთ ფინანსური საკითხები. გააფორმეთ მნიშვნელოვანი დოკუმენტები, ხელშეკრულებები და კონტრაქტები. შეინარჩუნეთ სიმშვიდე და კეთილგანწყობა ყველა საკითხში. საიდუმლოდ შეინახეთ თქვენი წარმატებები და მიღწევები. უხვად მიირთვით მწვანილი, ხილი და ბოსტნეული. უმჯობესია რაციონიდან გამორიცხოთ მარცვლეული და ცხოველური საკვები.
სპორტი
Faceამბები
სამხედრო
მოზაიკა
საზოგადოება
მეცნიერება
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"სასკანდალო რა არის, ვერ მივხვდი" - აბაშიძე-კარასინის სატელეფონო საუბრის ჩანაწერი ახალი მაგისტრალის მშენებლობის შესახებ და ზურაბ აბაშიძის განმარტება
"სასკანდალო რა არის, ვერ მივხვდი" - აბაშიძე-კარასინის სატელეფონო საუბრის ჩანაწერი ახალი მაგისტრალის მშენებლობის შესახებ და ზურაბ აბაშიძის განმარტება

სა­ქარ­თვე­ლოს პრე­მი­ერ-მი­ნის­ტრის სპე­ცი­ა­ლუ­რი წარ­მო­მად­გე­ნე­ლი რუ­სეთ­თან ურ­თი­ერ­თო­ბის სა­კი­თხებ­ში ზუ­რაბ აბა­ში­ძე რუ­სე­თის ფე­დე­რა­ცი­ის საბ­ჭოს სა­ერ­თა­შო­რი­სო კო­მი­ტე­ტის თავ­მჯდო­მა­რე გრი­გო­რი კა­რა­სინ­თან სა­ტე­ლე­ფო­ნო სა­უბ­რის ჩა­ნა­წე­რის ავ­თენ­ტუ­რო­ბას ადას­ტუ­რებს და აცხა­დებს, რომ ჩა­ნა­წე­რი ორ­ჯერ მო­ის­მი­ნა და სას­კან­და­ლო რა არის, ჯერ ვერ მიხ­ვდა.

  • მისი თქმით, როცა ფორ­სმა­ჟო­რუ­ლი სი­ტუ­ა­ცია იქ­მნე­ბა სა­ზღვარ­ზე სატ­რან­სპორ­ტო თვალ­საზ­რი­სით, მა­შინ ერ­თმა­ნეთს ყო­ველ­თვის უკავ­შირ­დე­ბი­ან და ეს ჩვე­უ­ლებ­რი­ვი მოვ­ლე­ნაა.

"ეს არის გა­სუ­ლი წლის 21 ივ­ნი­სი, შე­იძ­ლე­ბა 20 ივ­ნი­სი. მა­შინ რთუ­ლი ვი­თა­რე­ბა იყო ყაზ­ბე­გი-ლარ­სის მი­მარ­თუ­ლე­ბით, ათა­სო­ბით მან­ქა­ნა იდგა ორი­ვე მხა­რეს. რთუ­ლი სი­ტუ­ა­ცია შე­იქ­მნა და ჩვენ მაქ­სი­მა­ლუ­რად ვცდი­ლობ­დით, რომ ეს სი­ტუ­ა­ცია და­რე­გუ­ლი­რე­ბუ­ლი­ყო. ამას­თან და­კავ­ში­რე­ბით მქონ­და ე.წ. პრა­ღის ფორ­მატ­ში კა­რა­სინ­თან კავ­ში­რი.

ეს ფორ­მა­ტი სწო­რედ იმის­თვის არ­სე­ბობს, რომ ასე­თი სა­კი­თხე­ბის მოგ­ვა­რე­ბა შე­საძ­ლე­ბე­ლი გახ­დეს უშუ­ა­ლო კონ­ტაქ­ტით. დღის წეს­რი­გით და ჩვე­ნი მან­და­ტით არის გან­სა­ზღვრუ­ლი ასე, რომ ჩვენ მა­შინ ვურ­თი­ერ­თობ­დით, სა­ტე­ლე­ფო­ნო კავ­ში­რი გვქონ­და. ჩავ­რთეთ ად­გი­ლობ­რი­ვი სამ­სა­ხუ­რე­ბი, მე­სა­ზღვრე­ე­ბი, მე­ბა­ჟე­ე­ბი, რათა ეს სი­ტუ­ა­ცია და­რე­გუ­ლი­რე­ბუ­ლი­ყო. ჩვე­ნი მე­ზო­ბე­ლი ქვეყ­ნე­ბი იყ­ვნენ შე­წუ­ხე­ბუ­ლი, მათ შო­რის სომ­ხე­თი­დან ჩა­მო­ვი­და მათი წარ­მო­მად­გე­ნე­ლი. აი, ამა­ზე ვსა­უბ­რობ­დით.

  • ორ­ჯერ მო­ვის­მი­ნე ეს ჩა­ნა­წე­რი, ავ­თენ­ტუ­რია ეს სა­უ­ბა­რი და სას­კან­და­ლო რა არის, ჯერ ვერ მივ­ხვდი. ვსა­უბ­რობ, რომ ჩვე­ნი მხრი­დან მი­დის მშე­ნებ­ლო­ბა, პა­რა­ლე­ლუ­რი დიდი ინფრას­ტრუქ­ტუ­რუ­ლი პრო­ექ­ტი ხორ­ცი­ელ­დე­ბა და სა­დღაც წე­ლი­წად-ნა­ხევ­რის შემ­დეგ, 24 წელს არის მისი დას­რუ­ლე­ბა გათ­ვა­ლის­წი­ნე­ბუ­ლი, ეს წა­ად­გე­ბა იმ საქ­მეს, რომ ვი­თა­რე­ბა გა­ნი­მუხ­ტოს. მი­დის იქ პა­რა­ლე­ლუ­რი მშე­ნებ­ლო­ბა, გზე­ბი შენ­დე­ბა, გვი­რა­ბე­ბი.

რა­ღაც­ნა­ი­რად შე­ეც­დე­ბი­ან, რომ ეს წარ­მო­ა­ჩი­ნონ, რო­გორც დიდი სკან­და­ლი და თუ ამას მო­ის­მენ მშვი­დად და და­აკ­ვირ­დე­ბი, რაზე ვსა­უბ­რობ, ასე­თი სა­უბ­რე­ბი ჩვენ მა­შინ გვქონ­და. როცა იქ­მნე­ბა ფორ­სმა­ჟო­რუ­ლი სი­ტუ­ა­ცია სა­ზღვარ­ზე სატ­რან­სპორ­ტო თვალ­საზ­რი­სით, მა­შინ ჩვენ ერ­თმა­ნეთს ყო­ველ­თვის ვუ­კავ­შირ­დე­ბით და ეს ჩვე­უ­ლებ­რი­ვი მოვ­ლე­ნაა“, - აღ­ნიშ­ნა ზუ­რაბ აბა­ში­ძემ სა­ზო­გა­დო­ებ­რივ მა­უ­წყე­ბელ­თან.

  • აბა­ში­ძე-კა­რა­სი­ნის სა­უ­ბა­რი Youtube-ზე, Cyber Kmara-ს არხზე გავ­რცელ­და. გა­მოქ­ვეყ­ნე­ბუ­ლი ჩა­ნა­წე­რის თა­ნახ­მად, აბა­ში­ძე და კა­რა­სი­ნი ახა­ლი მა­გის­ტრა­ლის მშე­ნებ­ლო­ბის შე­სა­ხებ სა­უბ­რო­ბენ. ჩა­ნა­წე­რის თა­ნახ­მად, ზუ­რაბ აბა­ში­ძე მას გა­ნუ­მარ­ტავს, რომ ზემო ლარ­სის მი­მარ­თუ­ლე­ბით პა­რა­ლე­ლუ­რი მა­გის­ტრა­ლის მშე­ნებ­ლო­ბა მიმ­დი­ნა­რე­ობს.

გთა­ვა­ზობთ ფრაგ­მენტს გავ­რცე­ლე­ბუ­ლი ჩა­ნა­წე­რი­დან:

კა­რა­სი­ნი: ზუ­რაბ ირაკ­ლი­ე­ვიჩ, მო­გე­სალ­მე­ბით!

აბა­ში­ძე: მო­გე­სალ­მე­ბი!

კა­რა­სი­ნი: იმე­დია, ჯან­მრთე­ლად ხარ.

აბა­ში­ძე: ყვე­ლა­ფე­რი ნორ­მა­ლუ­რა­დაა. ყვე­ლა­ფე­რი კარ­გად არის.

კა­რა­სი­ნი: მად­ლო­ბა ღმერ­თს.

აბა­ში­ძე: რო­გორ მი­დის ცხოვ­რე­ბა? რო­გორ არის ოჯა­ხი?

კა­რა­სი­ნი: არა უშავს, აქ­ტი­უ­რად. ოჯა­ხი ნორ­მა­ლუ­რად არის, მად­ლო­ბა ღმერ­თს.

აბა­ში­ძე: ძა­ლი­ან კარ­გი.

კა­რა­სი­ნი: მე ვე­სა­უბ­რე ჩვენს ტრან­სპორ­ტის სა­მი­ნის­ტრო­ში ხელ­მძღვა­ნე­ლო­ბას. მინ­და, რომ შენც იყო საქ­მის კურ­სში. ისი­ნი ძა­ლი­ან კმა­ყო­ფი­ლე­ბი არი­ან ბოლო კო­მუ­ნი­კა­ცი­ე­ბით, რომ­ლე­ბიც პრო­დუქ­ტი­უ­ლი იყო. ნა­წი­ლობ­რივ ზემო ლარ­სი ფი­გუ­რი­რებს და არის სხვა პრობ­ლე­მე­ბი. უფრო მე­ტიც, მათ სურთ ეს კონ­ტაქ­ტე­ბი რე­გუ­ლა­რუ­ლი გა­ხა­დონ. მი­მა­ნიშ­ნეს, რომ პერ­სპექ­ტი­ვა­ში არის რა­ღაც გეგ­მა ახა­ლი დე­რეფ­ნის მშე­ნებ­ლო­ბის, რო­მე­ლიც თქვენ და ჩვენ დაგ­ვა­კავ­ში­რებ­და.

აბა­ში­ძე: ეს სად არის?

კა­რა­სი­ნი: არ ვიცი. რუკა არ გვქონ­და ხელთ. კრას­ნო­და­რის მხა­რი­დან პირ­და­პირ ტე­რი­ტო­რი­ა­ზე, რა­ღაც ად­გი­ლია, პი­რო­ბი­თად ვთქვათ, სამ­ხრეთ ოსე­თის მარ­ცხნივ. კარ­გად არ მეს­მის, რა არის ეს.

აბა­ში­ძე: ვერ გა­ვი­გე, მაგ­რამ ახლა მიმ­დი­ნა­რე­ობს მშე­ნებ­ლო­ბა, რო­მე­ლიც წე­ლი­წად-ნა­ხე­ვარ­ში დას­რულ­დე­ბა.

კა­რა­სი­ნი: ეს რა არის?

აბა­ში­ძე: უზარ­მა­ზა­რი, მოქ­მე­დი გზის პა­რა­ლე­ლუ­რი მა­გის­ტრა­ლი, ლარ­სის მი­მარ­თუ­ლე­ბით. გვი­რა­ბე­ბი, გზე­ბი...

მკითხველის კომენტარები / 60 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
გელა
2

"სასკანდალო რა არის, ვერ მივხვდი" -ოოოო !

ჰოდა, სწორედ ესაა ყველაზე დიდი უბედურება !!!

rrr
9

ტფუ ირაკლიას ბიჭი მაინც არ იყო, კ/ფ "არაჩვეულებრივი გამოფენა"დდდდდ

ავტორი:

"სასკანდალო რა არის, ვერ მივხვდი" - აბაშიძე-კარასინის სატელეფონო საუბრის ჩანაწერი ახალი მაგისტრალის მშენებლობის შესახებ და ზურაბ აბაშიძის განმარტება

"სასკანდალო რა არის, ვერ მივხვდი" - აბაშიძე-კარასინის სატელეფონო საუბრის ჩანაწერი ახალი მაგისტრალის მშენებლობის შესახებ და ზურაბ აბაშიძის განმარტება

საქართველოს პრემიერ-მინისტრის სპეციალური წარმომადგენელი რუსეთთან ურთიერთობის საკითხებში ზურაბ აბაშიძე რუსეთის ფედერაციის საბჭოს საერთაშორისო კომიტეტის თავმჯდომარე გრიგორი კარასინთან სატელეფონო საუბრის ჩანაწერის ავთენტურობას ადასტურებს და აცხადებს, რომ ჩანაწერი ორჯერ მოისმინა და სასკანდალო რა არის, ჯერ ვერ მიხვდა.

  • მისი თქმით, როცა ფორსმაჟორული სიტუაცია იქმნება საზღვარზე სატრანსპორტო თვალსაზრისით, მაშინ ერთმანეთს ყოველთვის უკავშირდებიან და ეს ჩვეულებრივი მოვლენაა.

"ეს არის გასული წლის 21 ივნისი, შეიძლება 20 ივნისი. მაშინ რთული ვითარება იყო ყაზბეგი-ლარსის მიმართულებით, ათასობით მანქანა იდგა ორივე მხარეს. რთული სიტუაცია შეიქმნა და ჩვენ მაქსიმალურად ვცდილობდით, რომ ეს სიტუაცია დარეგულირებულიყო. ამასთან დაკავშირებით მქონდა ე.წ. პრაღის ფორმატში კარასინთან კავშირი.

ეს ფორმატი სწორედ იმისთვის არსებობს, რომ ასეთი საკითხების მოგვარება შესაძლებელი გახდეს უშუალო კონტაქტით. დღის წესრიგით და ჩვენი მანდატით არის განსაზღვრული ასე, რომ ჩვენ მაშინ ვურთიერთობდით, სატელეფონო კავშირი გვქონდა. ჩავრთეთ ადგილობრივი სამსახურები, მესაზღვრეები, მებაჟეები, რათა ეს სიტუაცია დარეგულირებულიყო. ჩვენი მეზობელი ქვეყნები იყვნენ შეწუხებული, მათ შორის სომხეთიდან ჩამოვიდა მათი წარმომადგენელი. აი, ამაზე ვსაუბრობდით.

  • ორჯერ მოვისმინე ეს ჩანაწერი, ავთენტურია ეს საუბარი და სასკანდალო რა არის, ჯერ ვერ მივხვდი. ვსაუბრობ, რომ ჩვენი მხრიდან მიდის მშენებლობა, პარალელური დიდი ინფრასტრუქტურული პროექტი ხორციელდება და სადღაც წელიწად-ნახევრის შემდეგ, 24 წელს არის მისი დასრულება გათვალისწინებული, ეს წაადგება იმ საქმეს, რომ ვითარება განიმუხტოს. მიდის იქ პარალელური მშენებლობა, გზები შენდება, გვირაბები.

რაღაცნაირად შეეცდებიან, რომ ეს წარმოაჩინონ, როგორც დიდი სკანდალი და თუ ამას მოისმენ მშვიდად და დააკვირდები, რაზე ვსაუბრობ, ასეთი საუბრები ჩვენ მაშინ გვქონდა. როცა იქმნება ფორსმაჟორული სიტუაცია საზღვარზე სატრანსპორტო თვალსაზრისით, მაშინ ჩვენ ერთმანეთს ყოველთვის ვუკავშირდებით და ეს ჩვეულებრივი მოვლენაა“, - აღნიშნა ზურაბ აბაშიძემ საზოგადოებრივ მაუწყებელთან.

  • აბაშიძე-კარასინის საუბარი Youtube-ზე, Cyber Kmara-ს არხზე გავრცელდა. გამოქვეყნებული ჩანაწერის თანახმად, აბაშიძე და კარასინი ახალი მაგისტრალის მშენებლობის შესახებ საუბრობენ. ჩანაწერის თანახმად, ზურაბ აბაშიძე მას განუმარტავს, რომ ზემო ლარსის მიმართულებით პარალელური მაგისტრალის მშენებლობა მიმდინარეობს.

გთავაზობთ ფრაგმენტს გავრცელებული ჩანაწერიდან:

კარასინი: ზურაბ ირაკლიევიჩ, მოგესალმებით!

აბაშიძე: მოგესალმები!

კარასინი: იმედია, ჯანმრთელად ხარ.

აბაშიძე: ყველაფერი ნორმალურადაა. ყველაფერი კარგად არის.

კარასინი: მადლობა ღმერთს.

აბაშიძე: როგორ მიდის ცხოვრება? როგორ არის ოჯახი?

კარასინი: არა უშავს, აქტიურად. ოჯახი ნორმალურად არის, მადლობა ღმერთს.

აბაშიძე: ძალიან კარგი.

კარასინი: მე ვესაუბრე ჩვენს ტრანსპორტის სამინისტროში ხელმძღვანელობას. მინდა, რომ შენც იყო საქმის კურსში. ისინი ძალიან კმაყოფილები არიან ბოლო კომუნიკაციებით, რომლებიც პროდუქტიული იყო. ნაწილობრივ ზემო ლარსი ფიგურირებს და არის სხვა პრობლემები. უფრო მეტიც, მათ სურთ ეს კონტაქტები რეგულარული გახადონ. მიმანიშნეს, რომ პერსპექტივაში არის რაღაც გეგმა ახალი დერეფნის მშენებლობის, რომელიც თქვენ და ჩვენ დაგვაკავშირებდა.

აბაშიძე: ეს სად არის?

კარასინი: არ ვიცი. რუკა არ გვქონდა ხელთ. კრასნოდარის მხარიდან პირდაპირ ტერიტორიაზე, რაღაც ადგილია, პირობითად ვთქვათ, სამხრეთ ოსეთის მარცხნივ. კარგად არ მესმის, რა არის ეს.

აბაშიძე: ვერ გავიგე, მაგრამ ახლა მიმდინარეობს მშენებლობა, რომელიც წელიწად-ნახევარში დასრულდება.

კარასინი: ეს რა არის?

აბაშიძე: უზარმაზარი, მოქმედი გზის პარალელური მაგისტრალი, ლარსის მიმართულებით. გვირაბები, გზები...

<iframe width="560" height="315" src="https://www.youtube.com/embed/ofwss2SdvyM" title="YouTube video player" frameborder="0" allow="accelerometer; autoplay; clipboard-write; encrypted-media; gyroscope; picture-in-picture; web-share" allowfullscreen></iframe>