ტელეწამყვანი ნიკოლოზ წულუკიძე ჟურნალ OK!-სთან საუბრობს ოჯახის ტრაგედიის შესახებ და საკუთარ განცდებზე ყვება. გთავაზობთ ამონარიდებს ინტერვიუდან.
"სახლიდან რომ გავდიოდი, ლიფტის სარკეში ვიყურებოდი და თითქოს ღმერთს მადლობას ვეუბნებოდი, რომ ისე ვცხოვრობდი, როგორც მინდოდა. იმ სარკეში აღარ ვიყურები, სათქმელი აღარ მაქვს. ეს არის შიში, რომ მე ჯერ არ ვარ მზად ახალი ცხოვრებისთვის
მე ჯერ იმისთვისაც არ ვარ მზად, სასაფლაოზე ვიარო. მე ჯერ ბურუსში დავდივარ ხელის ცეცებით და ვცდილობ, თავიდან ვისწავლო ცხოვრება. ამდენი კეთილი ადამიანი დამესია, რათა ფეხზე წამომაყენოს. ვალდებული ვარ, ვიდგე იმისთვის, რომ მერე სხვა წამოვაყენო", - ამბობს ნიკოლოზ წულუკიძე.
"სესილია ძალიან გაიზარდა. ის უფრო ზრუნავს ახლა ჩვენზე. სერიოზული გოგოა, მას პატივი უნდა სცე, ენის მოჩლექით ვერ დაელაპარაკები. გარდა იმისა, რომ მიყვარს, პატივს ვცემ საოცარი პიროვნული თვისებების გამო. ჩვენ მეგობრები ვართ", - თქვა ტელეწამყვანმა.
"რამდენიმე დღის წინ ნეაპოლში ვიყავი ხვიჩა კვარაცხელიას საგულშემატკივროდ... იმ დროს, როცა სტადიონზე გამარჯვების ემოციები დუღდა, მე არ მქონდა შიგნით ხალასი აღფრთოვანების ემოცია... დრო უნდა, ალბათ. ან დრო ვერაფერს შეცვლის", - თქვა ნიკოლოზ წულუკიძემ.
ცნობისთვის ნიკოლოზ წულუკიძის ოჯახში რამდენიმე თვის წინ უდიდესი ტრაგედია დატრიალდა. მისი 2 წლის შვილი მაღალსართულიანი კორპუსის ფანჯრიდან გადავარდა და დაიღუპა.
წყარო: ჟურნალი OK!