ხელოვნური ინტელექტი 21-ე საუკუნეში უფრო მეტ ადამიანს "აცდუნებს." იმდენად დიდია მისი შესაძლებლობები, რომ ახლახან, 20 წლის ტიკტოკერმა, jjonnyynnojj-მ, წარმოგვიდგინა ფოტოები, რომელიც დღეს უკვე ვირუსულად ვრცელდება სოციალურ ქსელში.
პროექტის სახელწოდებაა - "ქვეყნები, რომ ადამიანები იყვნენ...“
ენთუზიასტმა ხელოვნური ინტელექტის პროგრამული უზრუნველყოფის საშუალებით 50 ქვეყნის ფოტო წარმოგვიდგინა, მათ შორისაა საქართველოც. Midjourney-ის პროგრამა საშუალებას აძლევს ნებისმიერ მსურველს შექმნას ფოტოები ტექსტური მოთხოვნებიდან გამომდინარე. ამ შემთხვევაში, ავტორმა დააკონკრეტა ის ქვეყნები, რომელთა ადამიანად ქცევა სურდა და ამისთვის გამოიყენა "შესაძლო ფიზიკური მახასიათებლები."
პორტრეტები უკიდურესად რეალისტურია, მიუხედავად იმისა, რომ რამდენიმე მათგანი ასახავს ბევრ სტერეოტიპს. მაგალითად, ვიეტნამი წარმოდგენილია ახალგაზრდა ქალით, რომელსაც სახეზე სისხლის კვალი აქვს და აცვია ამერიკული სამხედრო ფორმა, პერუ ილუსტრირებულია ინდიელთა ტრადიციული სამოსით...
წარმოგიდგენთ 20 ქვეყნის ფოტოს, მათ შორისაა საქართველოც