საზოგადოება
მსოფლიო

16

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ორშაბათი, მთვარის მეოცე დღე დაიწყება 01:14-ზე, მთვარე მერწყულშია – რეკომენდებულია კოლექტიური მუშაობა, ერთობლივი პრობლემების გადაჭრა. ფინანსური საკითხების მოგვარება. მშენებლობის დაწყება. ძველი კავშირების გაძლიერება. გამოავლინეთ ლიდერის თვისებები. არ არის რეკომენდებული შურისა და ბოროტების გამოვლენა. ეგოიზმის და საკუთარი შესაძლებლობების გადაჭარბებული შეფასება. გაუფრთხილდით ხერხემალს. დღე კარგია მარხვისთვის. კარგია რომანტიკული შეხვედრა წყნარ ატმოსფეროში.
მოზაიკა
სამართალი
სპორტი
კულტურა/შოუბიზნესი
კონფლიქტები
სამხედრო
მეცნიერება
Faceამბები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"გელათთან დაკავშირებით დასკვნა შესრულებულია საპატრიარქოს უშუალო თხოვნის საფუძველზე... არავითარ პოლიტიკას ადგილი არ აქვს" - რას აცხადებს საპატრიარქო
"გელათთან დაკავშირებით დასკვნა შესრულებულია საპატრიარქოს უშუალო თხოვნის საფუძველზე... არავითარ პოლიტიკას ადგილი არ აქვს" - რას აცხადებს საპატრიარქო

თით­ქოს, გი­ორ­გი ჩუ­ბი­ნაშ­ვი­ლის სა­ხე­ლო­ბის ქარ­თუ­ლი ხე­ლოვ­ნე­ბის ის­ტო­რი­ი­სა და ძეგლ­თა დაც­ვის ეროვ­ნუ­ლი კვლე­ვი­თი ცენ­ტრის მიერ გე­ლათ­თან და­კავ­ში­რე­ბით გა­მოქ­ვეყ­ნე­ბუ­ლი დას­კვნა, შეს­რუ­ლე­ბუ­ლია პრი­ვა­ტუ­ლად და მას არ გა­აჩ­ნია იუ­რი­დი­უ­ლი ლე­გი­ტი­მა­ცია, სი­ნამ­დვი­ლეს არ შე­ე­სა­ბა­მე­ბა, - ამის შე­სა­ხებ სა­ქარ­თვე­ლოს სა­პატ­რი­არ­ქოს მიერ გავ­რცე­ლე­ბულ გან­ცხა­დე­ბა­შია აღ­ნიშ­ნუ­ლი.

მათი გან­მარ­ტე­ბით, დას­კვნა სა­პატ­რი­არ­ქოს უშუ­ა­ლო თხოვ­ნის სა­ფუძ­ველ­ზეა შეს­რუ­ლე­ბუ­ლი და არა­ვი­თარ პო­ლი­ტი­კას არ აქვს ად­გი­ლი.

"გი­ორ­გი ჩუ­ბი­ნაშ­ვი­ლის სა­ხე­ლო­ბის ქარ­თუ­ლი ხე­ლოვ­ნე­ბის ის­ტო­რი­ი­სა და ძეგლ­თა დაც­ვის ეროვ­ნუ­ლი კვლე­ვი­თი ცენ­ტრის მიერ გავ­რცე­ლე­ბულ დას­კვნას­თან და­კავ­ში­რე­ბით, გუ­შინ­დე­ლი გან­ცხა­დე­ბე­ბი­დან გა­მომ­დი­ნა­რე, მი­ზან­შე­წო­ნი­ლად მი­ვიჩ­ნევთ გან­მარ­ტე­ბის გა­კე­თე­ბას. აღ­ვნიშ­ნავთ, რომ ჩუ­ბი­ნაშ­ვი­ლის ცენ­ტრის დას­კვნა შეს­რუ­ლე­ბუ­ლია სა­პატ­რი­არ­ქოს უშუ­ა­ლო თხოვ­ნის სა­ფუძ­ველ­ზე და აქ არა­ვი­თარ პო­ლი­ტი­კას ად­გი­ლი არ აქვს, არა­მედ ის გან­პი­რო­ბე­ბუ­ლია ძეგლის დაც­ვი­სა და სა­უ­კე­თე­სო ინ­ტე­რე­სე­ბი­დან გა­მომ­დი­ნა­რე. მრა­ვა­ლი უცხო­ე­ლი სპე­ცი­ა­ლის­ტის დას­კვნებ­თან ერ­თად, სა­ჭი­როდ მი­ვიჩ­ნი­ეთ, თა­ვი­სი სა­მეც­ნი­ე­რო შე­ფა­სე­ბა და პრო­ფე­სი­უ­ლი დას­კვნა წარ­მო­ედ­გი­ნა გი­ორ­გი ჩუ­ბი­ნაშ­ვი­ლის სა­ხე­ლო­ბის ცენ­ტრს, რო­მელ­საც ჩვე­ნი ეროვ­ნუ­ლი კულ­ტუ­რის შეს­წავ­ლი­სა და პო­პუ­ლა­რი­ზა­ცი­ის მხრივ ის­ტო­რი­უ­ლად და დღე­საც ფას­და­უ­დე­ბე­ლი სა­მუ­შაო აქვს შეს­რუ­ლე­ბუ­ლი.

რაც შე­ე­ხე­ბა გუ­შინ­დელ გან­ცხა­დე­ბებს, თით­ქოს აღ­ნიშ­ნუ­ლი დას­კვნა შეს­რუ­ლე­ბუ­ლია პრი­ვა­ტუ­ლად და მას არ გა­აჩ­ნია იუ­რი­დი­უ­ლი ლე­გი­ტი­მა­ცია, სი­ნამ­დვი­ლეს არ შე­ე­სა­ბა­მე­ბა.

ასე­ვე გვინ­და შე­ვე­ხოთ პრო­ტოპ­რეს­ვი­ტერ გი­ორ­გი ზვი­ა­და­ძის კო­მენ­ტარს, რო­მე­ლიც "მთა­ვა­რი არ­ხით" გა­და­ი­ცა. რო­გორც პრო­ტოპ­რეს­ვი­ტერ­მა გი­ორ­გიმ გვაც­ნო­ბა, გა­სულ სი­უ­ჟეტ­ში მისი ინ­ტერ­ვიუ სრუ­ლად არ მოხ­ვდა და სრულ­ყო­ფი­ლად არ ასა­ხა მისი და­მო­კი­დე­ბუ­ლე­ბა. მან აღ­ნიშ­ნა, რომ დას­კვნის შე­ფა­სე­ბა სცილ­დე­ბა მის კომ­პე­ტენ­ცი­ას და იგი სრუ­ლად იზი­ა­რებს სა­პატ­რი­არ­ქოს პო­ზი­ცი­ას.

და­დას­ტუ­რე­ბუ­ლად შეგ­ვიძ­ლია ვთქვათ, რომ სა­მეც­ნი­ე­რო საბ­ჭოს წევრთა ჩარ­თუ­ლო­ბი­თა და კვო­რუ­მის პი­რო­ბებ­ში მოხ­და ამ დას­კვნის მი­ღე­ბა, მას ხელს აწერს და ამ­ტკი­ცებს გი­ორ­გი ჩუ­ბი­ნაშ­ვი­ლის ცენ­ტრის დი­რექ­ტო­რი, ქალ­ბა­ტო­ნი მა­რი­ამ გა­ჩე­ჩი­ლა­ძე.

და ბო­ლოს, კი­დევ ერთხელ აღ­ვნიშ­ნავთ, რომ ჩვენ ვა­ფა­სებთ ჩუ­ბი­ნაშ­ვი­ლის ცენ­ტრის სა­მეც­ნი­ე­რო ავ­ტო­რი­ტეტს და ვუ­დას­ტუ­რებთ პა­ტი­ვის­ცე­მას“, - აღ­ნიშ­ნუ­ლია გან­ცხა­დე­ბა­ში.

შუშის სასახლის მეუფე-მიტროპოლიტი
16

გელათი რად გინდათ , იორდანეში ხო იყიდეთ მიწა?

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ისრაელმა ირანზე მასშტაბური დარტყმები განახორციელა: განადგურებულია ბირთვულ იარაღი, დაიღუპნენ სამხედრო მეთაურები
ავტორი:

"გელათთან დაკავშირებით დასკვნა შესრულებულია საპატრიარქოს უშუალო თხოვნის საფუძველზე... არავითარ პოლიტიკას ადგილი არ აქვს" - რას აცხადებს საპატრიარქო

"გელათთან დაკავშირებით დასკვნა შესრულებულია საპატრიარქოს უშუალო თხოვნის საფუძველზე... არავითარ პოლიტიკას ადგილი არ აქვს" - რას აცხადებს საპატრიარქო

თითქოს, გიორგი ჩუბინაშვილის სახელობის ქართული ხელოვნების ისტორიისა და ძეგლთა დაცვის ეროვნული კვლევითი ცენტრის მიერ გელათთან დაკავშირებით გამოქვეყნებული დასკვნა, შესრულებულია პრივატულად და მას არ გააჩნია იურიდიული ლეგიტიმაცია, სინამდვილეს არ შეესაბამება, - ამის შესახებ საქართველოს საპატრიარქოს მიერ გავრცელებულ განცხადებაშია აღნიშნული.

მათი განმარტებით, დასკვნა საპატრიარქოს უშუალო თხოვნის საფუძველზეა შესრულებული და არავითარ პოლიტიკას არ აქვს ადგილი.

"გიორგი ჩუბინაშვილის სახელობის ქართული ხელოვნების ისტორიისა და ძეგლთა დაცვის ეროვნული კვლევითი ცენტრის მიერ გავრცელებულ დასკვნასთან დაკავშირებით, გუშინდელი განცხადებებიდან გამომდინარე, მიზანშეწონილად მივიჩნევთ განმარტების გაკეთებას. აღვნიშნავთ, რომ ჩუბინაშვილის ცენტრის დასკვნა შესრულებულია საპატრიარქოს უშუალო თხოვნის საფუძველზე და აქ არავითარ პოლიტიკას ადგილი არ აქვს, არამედ ის განპირობებულია ძეგლის დაცვისა და საუკეთესო ინტერესებიდან გამომდინარე. მრავალი უცხოელი სპეციალისტის დასკვნებთან ერთად, საჭიროდ მივიჩნიეთ, თავისი სამეცნიერო შეფასება და პროფესიული დასკვნა წარმოედგინა გიორგი ჩუბინაშვილის სახელობის ცენტრს, რომელსაც ჩვენი ეროვნული კულტურის შესწავლისა და პოპულარიზაციის მხრივ ისტორიულად და დღესაც ფასდაუდებელი სამუშაო აქვს შესრულებული.

რაც შეეხება გუშინდელ განცხადებებს, თითქოს აღნიშნული დასკვნა შესრულებულია პრივატულად და მას არ გააჩნია იურიდიული ლეგიტიმაცია, სინამდვილეს არ შეესაბამება.

ასევე გვინდა შევეხოთ პროტოპრესვიტერ გიორგი ზვიადაძის კომენტარს, რომელიც ,,მთავარი არხით" გადაიცა. როგორც პროტოპრესვიტერმა გიორგიმ გვაცნობა, გასულ სიუჟეტში მისი ინტერვიუ სრულად არ მოხვდა და სრულყოფილად არ ასახა მისი დამოკიდებულება. მან აღნიშნა, რომ დასკვნის შეფასება სცილდება მის კომპეტენციას და იგი სრულად იზიარებს საპატრიარქოს პოზიციას.

დადასტურებულად შეგვიძლია ვთქვათ, რომ სამეცნიერო საბჭოს წევრთა ჩართულობითა და კვორუმის პირობებში მოხდა ამ დასკვნის მიღება, მას ხელს აწერს და ამტკიცებს გიორგი ჩუბინაშვილის ცენტრის დირექტორი, ქალბატონი მარიამ გაჩეჩილაძე.

და ბოლოს, კიდევ ერთხელ აღვნიშნავთ, რომ ჩვენ ვაფასებთ ჩუბინაშვილის ცენტრის სამეცნიერო ავტორიტეტს და ვუდასტურებთ პატივისცემას“, - აღნიშნულია განცხადებაში.