მსოფლიო
სამართალი
მოზაიკა

16

ივლისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ოთხშაბათი, მთვარის ოცდამეორე დღე დაიწყება 23:52-ზე, მთვარე ვერძში გადავა 08:31-ზე – გაზარდეთ თქვენი ცოდნის დონე. შეისწავლეთ ახალი. იმუშავეთ მნიშვნელოვან დოკუმენტებთან. ხელი მოაწერე კონტრაქტებს. დაალაგეთ არქივი. დაუთმეთ დღე განათლებას და სწავლას. მოაგვარეთ მარტივი საკითხები და არ მიიღოთ სერიოზული გადაწყვეტილებები. არ არის რეკომენდებული: ახალი და სერიოზული საქმეების დაწყება. ბევრი მუშაობა. ვაჭრობა. სიზარმაცე. იყავით ყურადღებიანი ბარძაყების, ქვედა ხერხემლის მიმართ. არ არის რეკომენდებული მარხვა ან შიმშილი. კარგია ტანსაცმლის გაუთოება და შენახვა; ზამთრისთვის ხილის გაყინვა და კონსერვაცია.
პოლიტიკა
საზოგადოება
Faceამბები
მეცნიერება
კონფლიქტები
სამხედრო
სპორტი
წიგნები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"აფრიკისა და პუტინისთვის..." - ვინ არის ბელგიელი სტალინისტი, ვინც აფრიკაში პრორუსულ დეზინფორმაციულ კამპანიას ხელმძღვანელობს?
"აფრიკისა და პუტინისთვის..." - ვინ არის ბელგიელი სტალინისტი, ვინც აფრიკაში პრორუსულ დეზინფორმაციულ კამპანიას ხელმძღვანელობს?

უკ­რა­ი­ნა­ში რუ­სე­თის შეჭ­რი­დან მო­ყო­ლე­ბუ­ლი სო­ცი­ა­ლურ ქსე­ლებ­ში გა­ჩაღ­და ფარ­თო­მას­შტა­ბი­ა­ნი კამ­პა­ნია, რო­მე­ლიც მიზ­ნად ისა­ხავს რუ­სე­თის პო­პუ­ლა­რი­ზა­ცი­ას და უკ­რა­ი­ნის დის­კრე­დი­ტა­ცი­ას აფ­რი­კის ფრან­გუ­ლე­ნო­ვან ქვეყ­ნებ­ში.

კამ­პა­ნია სა­ხელ­წო­დე­ბით Russospère ("რუ­სუ­ლი სფე­რო"), საფ­რან­გეთ­სა და და­სავ­ლეთს ადა­ნა­შა­უ­ლებს კო­ლო­ნი­ა­ლიზმსა და რუ­სო­ფო­ბი­ა­ში. უკ­რა­ი­ნელ ჯა­რის­კა­ცებს კი "ნა­ცის­ტებს" და "სა­ტა­ნის­ტებს" უწო­დებს. ისი­ნი ადი­დე­ბენ "ვაგ­ნერს" და აქ­ვეყ­ნე­ბენ კონ­ტაქ­ტებს, რათა და­ქი­რა­ვე­ბუ­ლებ­მა რე­გის­ტრა­ცია შეძ­ლონ.

ექ­სპერ­ტე­ბის თქმით, პრო­რუ­სუ­ლი დე­ზინ­ფორ­მა­ცია ხელს უწყობს აფ­რი­კის ქვეყ­ნებ­სა და და­სავ­ლეთს შო­რის ურ­თი­ერ­თო­ბე­ბის გა­უ­ა­რე­სე­ბას და კონ­ტი­ნენტზე უკ­რა­ი­ნის მხარ­და­ჭე­რის ნაკ­ლე­ბო­ბას.

BBC-ის ან­ტი­დე­ზინ­ფორ­მა­ცი­ის დე­პარ­ტა­მენ­ტი და­უ­კავ­შირ­და 65 წლის ბელ­გი­ელ სტა­ლი­ნისტს, რო­მე­ლიც დე­ზინ­ფორ­მა­ცი­ის კამ­პა­ნი­ას ხელ­მძღვა­ნე­ლობს.

  • რუ­სე­თის და PMC "ვაგ­ნე­რის" და­სა­ცა­ვად
პოს­ტი "რუ­სოს­ფე­როს: ერთ-ერთ გვერ­დზე

"რუ­სოს­ფე­როს" აღ­წე­რა­ში ნათ­ქვა­მია, რომ ეს არის "ქსე­ლი რუ­სე­თის და­სა­ცა­ვად". იგი 2021 წელს შე­იქ­მნა, სო­ცი­ა­ლურ ქსე­ლებ­ში ჯგუ­ფე­ბის სა­ხით, მაგ­რამ 2022 წლის თე­ბერ­ვლამ­დე, უკ­რა­ი­ნა­ში რუ­სე­თის სრულ­მას­შტა­ბი­ან შეჭ­რამ­დე რამ­დე­ნი­მე დღით ადრე ამოქ­მედ­და და სწრა­ფად და­აგ­რო­ვა 80 000-ზე მეტი მიმ­დე­ვა­რი.

გან­სხვა­ვე­ბით რუ­სუ­ლი სა­ხელ­მწი­ფო მე­დი­ის­გან, რო­მე­ლიც მთლი­ა­ნად ან ნა­წი­ლობ­რივ შე­ზღუ­დუ­ლია სო­ცი­ა­ლურ ქსე­ლებ­ში, Russospère მოქ­მე­დებს Facebook-ზე, Twitter-ზე, YouTube-სა და Telegram-ზე.

ეს ონ­ლა­ინ­კამ­პა­ნია ბრი­ტა­ნუ­ლი Logically-ის კვლე­ვის სა­გა­ნია, რო­მე­ლიც დე­ზინ­ფორ­მა­ცი­ის გა­მო­საკ­ვლე­ვად ხე­ლოვ­ნურ ინ­ტე­ლექტს (AI) იყე­ნებს. შიდა ხე­ლოვ­ნუ­რი ინ­ტე­ლექ­ტის პლატ­ფორ­მი­სა და ღია მო­ნა­ცე­მე­ბის მეშ­ვე­ო­ბით მი­ღე­ბუ­ლი ინ­ფორ­მა­ცი­ით, Logically-ის გა­მომ­ძი­ებ­ლებ­მა შე­ის­წავ­ლეს კამ­პა­ნი­ის მას­შტა­ბე­ბი და აღ­მო­ა­ჩი­ნეს მისი ხელ­მძღვა­ნე­ლი - ბელ­გი­ე­ლი კაცი, სა­ხე­ლად ლუკ მი­შე­ლი.

BBC-თან მი­შელ­მა და­ა­დას­ტუ­რა, რომ "რუ­სოს­ფე­როს" უკან იდგა. მისი თქმით, კამ­პა­ნია ფი­ნან­სურ მხარ­და­ჭე­რას არ იღებს რუ­სე­თის­გან. მისი მტკი­ცე­ბით, არა­ნა­ი­რი კავ­ში­რი არ აქვს Wagner PMC-თან და მის ლი­დერ ევ­გე­ნი პრი­გო­ჟინ­თან.

”მე ვმარ­თავ კი­ბერ ომს, მე­დია ომს... და პრი­გო­ჟი­ნი ხელ­მძღვა­ნე­ლობს ნამ­დვილ ომს”, - გა­ნა­ცხა­და მან მე­დი­ას­თან.

მი­შე­ლი ევ­რო­პა­ში თით­ქმის უც­ნო­ბია, მაგ­რამ მისი საქ­მი­ა­ნო­ბის ცენ­ტრი აფ­რი­კაა
მი­შელს ევ­რო­პა­ში თით­ქმის არ იც­ნო­ბენ, მაგ­რამ მისი საქ­მი­ა­ნო­ბის ცენ­ტრი აფ­რი­კაა

კაილ უოლ­ტე­რი, Logically-ის გა­მო­ძი­ე­ბის თა­ნა­ავ­ტო­რი, BBC-სთან ამ­ბობს, რომ Russospère მი­შე­ლის წარ­მო­ე­ბუ­ლი სა­ინ­ფორ­მა­ციო ომის პირ­ვე­ლი წარ­მა­ტე­ბუ­ლი პრო­ექ­ტია. მისი თქმით, თა­ვი­დან "ბო­ტე­ბის“ სა­შუ­ა­ლე­ბით შეძ­ლეს ჯგუ­ფე­ბის პო­პუ­ლა­რი­ზა­ცია, მაგ­რამ ახლა მათი მთა­ვა­რი აუ­დი­ტო­რია აფ­რი­კის სხვა­დას­ხვა ქვეყ­ნე­ბი­დან რე­ა­ლუ­რი ადა­მი­ა­ნე­ბის­გან შედ­გე­ბა.

  • კა­და­ფის და პუ­ტი­ნის თაყ­ვა­ნის­მცე­მე­ლი

მი­შელ­მა პო­ლი­ტი­კუ­რი მოღ­ვა­წე­ო­ბა მშობ­ლი­ურ ბელ­გი­ა­ში, ნე­ო­ფა­შის­ტურ ჯგუ­ფებ­ში და­ი­წყო. 1980-იან წლებ­ში ის გახ­და ჟან ტი­რი­არ­ტის მიმ­დე­ვა­რი, რო­მე­ლიც ნა­ცის­ტებ­თან თა­ნამ­შრომ­ლობ­და მე­ო­რე მსოფ­ლიო ომის დროს. ტი­რი­არ­ტი ქა­და­გებ­და ნა­ცი­ო­ნალ-ბოლ­შე­ვიზმს და ოც­ნე­ბობ­და გა­ერ­თი­ა­ნე­ბულ ევ­რო­პა­ზე ვლა­დი­ვოს­ტო­კი­დან-დუბ­ლი­ნამ­დე, რო­მე­ლიც შე­ე­წი­ნა­აღ­მდე­გე­ბო­და ამე­რი­კას.

სწო­რედ მისი მეშ­ვე­ო­ბით გა­იც­ნო მი­შელ­მა რუსი სამ­თავ­რო­ბო იდე­ო­ლო­გი ალექ­სან­დრე დუ­გი­ნი, რო­მელ­მაც ტი­რი­არტზე დიდი გავ­ლე­ნა მო­ახ­დი­ნა. თუმ­ცა, ახლო მე­გობ­რო­ბა არ გა­მო­უ­ვი­დათ: ბელ­გი­ელ­მა BBC-ს გა­ნუ­ცხა­და, რომ არ ეთან­ხმე­ბო­და დუ­გი­ნის "ეზო­თე­რულ ფა­შიზმს“.

მოგ­ვი­ა­ნე­ბით მი­შე­ლი ლი­ბი­ის მმარ­თვე­ლის, მუ­ა­მარ კა­და­ფის მხარ­დამ­ჭე­რი გახ­და, შემ­დეგ კი ბუ­რუნ­დის პრე­ზი­დენ­ტის, პიერ ნკუ­რუნ­ზი­ზას მრჩევ­ლად და­ი­ნიშ­ნა, რო­მე­ლიც ქვე­ყა­ნას თით­ქმის 15 წლის გან­მავ­ლო­ბა­ში მარ­თავ­და, გარ­და­იც­ვა­ლა საპ­რე­ზი­დენ­ტო მე­სა­მე ვა­დის დას­რუ­ლე­ბამ­დე ცოტა ხნით ადრე.

მთე­ლი ამ ხნის გან­მავ­ლო­ბა­ში მი­შე­ლი რჩე­ბო­და მოს­კოვ­თან კავ­შირ­ში. 2000-იან წლებ­ში ის თა­ნამ­შრომ­ლობ­და "ნა­შას“ ახალ­გაზ­რდულ მოძ­რა­ო­ბას­თან კრემლში. მი­შე­ლის უახ­ლო­ე­სი თა­ნა­მო­აზ­რე, ფრან­გი ფაბ­რის ბე­ო­რი, "ნა­შას“ მოძ­რა­ო­ბის ერთ-ერთ წევ­რზე და­ქორ­წინ­და და კრას­ნო­და­რის მხა­რე­ში და­სახ­ლდა. ახლა ის ეხ­მა­რე­ბა მი­შელს კამ­პა­ნი­ის მარ­თვა­ში.

"მე სტა­ლი­ნის­ტი ვარ", - გა­ნუ­ცხა­და მი­შელ­მა BBC-ს.

"მე ვი­ცავ რუ­სეთს 1980-იანი წლე­ბი­დან. მე მჯე­რა, რომ რუ­სე­თი ერ­თა­დერ­თი ან­ტი­ა­მე­რი­კუ­ლი ძა­ლაა ევ­რო­პა­ში. მე ნოს­ტალ­გი­ით ვარ საბ­ჭო­თა კავ­ში­რის მი­მართ გან­წყო­ბი­ლი და ვოც­ნე­ბობ, თა­ვი­სუ­ფა­ლი სამ­ყა­როს არ­სე­ბო­ბა­ზე, ამე­რი­კის გა­რე­შე...“

  • სო­ცი­ა­ლუ­რი მე­დი­ი­დან ქუ­ჩის პრო­ტეს­ტამ­დე

ინ­დი­ვი­დუ­ა­ლუ­რი სა­ინ­ფორ­მა­ციო კამ­პა­ნი­ე­ბის გავ­ლე­ნის შე­ფა­სე­ბა უკი­დუ­რე­სად რთუ­ლია. თუმ­ცა, პრო­რუ­სულ­მა პრო­პა­გან­დამ ნა­ყო­ფი­ე­რი ნი­ა­და­გი იპო­ვა აფ­რი­კა­ში და მას მხარს უჭე­რენ რუ­სეთ­თან მო­მუ­შა­ვე ად­გი­ლობ­რი­ვი გავ­ლე­ნი­ა­ნი ადა­მი­ა­ნე­ბი.

"რუ­სუ­ლი დე­ზინ­ფორ­მა­ცია იყო ერთ-ერთი ფაქ­ტო­რი, რო­მელ­მაც ხელი შე­უ­წყო ფრან­გუ­ლი ჯა­რე­ბის გაყ­ვა­ნას სა­ჰე­ლის ქვეყ­ნე­ბი­დან, გან­სა­კუთ­რე­ბით ბურ­კი­ნა-ფა­სო­დან“, - ამ­ბობს ულფ ლე­სინ­გი, კონ­რად ადე­ნა­უ­ე­რის ფონ­დის რე­გი­ო­ნა­ლუ­რი პროგ­რა­მის მე­ნე­ჯე­რი.

2013 წლი­დან მო­ყო­ლე­ბუ­ლი, 5000 ჯა­რის­კა­ცის­გან შემ­დგა­რი ფრან­გუ­ლი კონ­ტინ­გენ­ტი გან­ლა­გე­ბუ­ლია ჯი­ჰა­დის­ტურ დაჯ­გუ­ფე­ბებ­თან საბ­რძოლ­ვე­ლად მა­ლი­ში და რე­გი­ო­ნის ოთხ სხვა ქვე­ყა­ნა­ში - ბურ­კი­ნა ფა­სო­ში, ნი­გე­რი­ა­ში, მავ­რი­ტა­ნი­ა­სა და ჩა­დი­ში.

რუ­სე­თის დრო­შა საპ­რო­ტეს­ტო აქ­ცი­ებ­ზე ჩა­დი­ში 2022 წელს

თუმ­ცა, გა­სულ წელს ფრან­გუ­ლი ძა­ლე­ბის უმე­ტე­სო­ბა მა­ლი­დან გა­იყ­ვა­ნეს, ახლა კი ბურ­კი­ნა-ფა­სო­დან გა­სას­ვლე­ლად ემ­ზა­დე­ბი­ან. ამის მი­ზე­ზი სამ­ხედ­რო­ე­ბის ზე­წო­ლა გახ­და, რომ­ლებ­მაც ორი­ვე ქვე­ყა­ნა­ში ძა­ლა­უფ­ლე­ბა ხელ­ში ჩა­იგ­დეს.

"პრო­ტეს­ტან­ტებ­მა რუ­სე­თის დრო­შე­ბი აფ­რი­ა­ლეს მა­ლი­ში, ბურ­კი­ნა ფა­სო­ში, ნი­გე­რი­ა­სა და ჩა­დი­ში გა­მარ­თულ აქ­ცი­ებ­ზე და ეს ნა­წი­ლობ­რივ პრო­რუ­სუ­ლი სა­ინ­ფორ­მა­ციო ოპე­რა­ცი­ე­ბით არის გან­პი­რო­ბე­ბუ­ლი“, - ამ­ბობს, ბე­ვერ­ლი ოჩი­ენ­გი, BBC-ის მო­ნი­ტო­რინ­გის სამ­სა­ხუ­რის ექ­სპერ­ტი.

ბურ­კი­ნა ფა­სო­ში ბრბო თავს და­ეს­ხა საფ­რან­გე­თის სა­ელ­ჩოს და მოს­კოვ­თან და­ახ­ლო­ე­ბა მო­ი­თხო­ვა.

კე­ვინ ლი­მო­ნი­ე­რი, ექ­სპერ­ტი რე­გი­ონ­ში რუ­სუ­ლი კამ­პა­ნი­ე­ბის სა­კი­თხებ­ში, ამ­ბობს, რომ პრო­რუ­სუ­ლი პრო­პა­გან­დის გავ­ლე­ნა პო­ლი­ტი­კა­ზე ძნე­ლია გა­ზო­მო, მაგ­რამ ერთი რამ ცხა­დია: ეს აწუ­ხებს და­სავ­ლეთს.

რუსი სამ­ხედ­რო­ე­ბის ძეგლი ცენ­ტრა­ლუ­რი აფ­რი­კის რეს­პუბ­ლი­კა­ში

მისი თქმით, "პა­რიზ­ში დიპ­ლო­მა­ტე­ბი და სამ­ხედ­რო­ე­ბი ამას კი­თხუ­ლო­ბენ, უყუ­რე­ბენ და ამ­ბო­ბენ: "ღმერ­თო ჩემო!"

მკითხველის კომენტარები / 9 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
ნესტანი
0

საზოგადოებას თუ თვალი აეხილა დსავლეთის ფარისევლობაზე, სივერაგეზე ტყუილზე ეს თურმე რუსილი მოვლენა ყოფილა, დიდი მისია ჰქონიათ რუსებს, ღმერთმა ხელი მოუმართოთ ამ დიდ საქმეში. ევროპელები რაც უფრო ადრე მიხვდებიან ამ რუსულ სიმართლეს მით უკეთესი მათი ამერიკის მონობიდა განთავისუფლების 

დაჩქარებაში თუ უნდათ რა თქმა უნდა.

მე ქართველი ვარ
0

აუჰ წასულია უკრაინის და საერთოდ ცივილიზაციის საქმე...აფრიკელები თუ პუტინს ემხრობიან. 

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ხელოვნური ინტელექტი - მინუსები და პლუსები
ავტორი:

"აფრიკისა და პუტინისთვის..." - ვინ არის ბელგიელი სტალინისტი, ვინც აფრიკაში პრორუსულ დეზინფორმაციულ კამპანიას ხელმძღვანელობს?

"აფრიკისა და პუტინისთვის..." - ვინ არის ბელგიელი სტალინისტი, ვინც აფრიკაში პრორუსულ დეზინფორმაციულ კამპანიას ხელმძღვანელობს?

უკრაინაში რუსეთის შეჭრიდან მოყოლებული სოციალურ ქსელებში გაჩაღდა ფართომასშტაბიანი კამპანია, რომელიც მიზნად ისახავს რუსეთის პოპულარიზაციას და უკრაინის დისკრედიტაციას აფრიკის ფრანგულენოვან ქვეყნებში.

კამპანია სახელწოდებით Russospère ("რუსული სფერო"), საფრანგეთსა და დასავლეთს ადანაშაულებს კოლონიალიზმსა და რუსოფობიაში. უკრაინელ ჯარისკაცებს კი "ნაცისტებს" და "სატანისტებს" უწოდებს. ისინი ადიდებენ "ვაგნერს" და აქვეყნებენ კონტაქტებს, რათა დაქირავებულებმა რეგისტრაცია შეძლონ.

ექსპერტების თქმით, პრორუსული დეზინფორმაცია ხელს უწყობს აფრიკის ქვეყნებსა და დასავლეთს შორის ურთიერთობების გაუარესებას და კონტინენტზე უკრაინის მხარდაჭერის ნაკლებობას.

BBC-ის ანტიდეზინფორმაციის დეპარტამენტი დაუკავშირდა 65 წლის ბელგიელ სტალინისტს, რომელიც დეზინფორმაციის კამპანიას ხელმძღვანელობს.

  • რუსეთის და PMC "ვაგნერის" დასაცავად
პოსტი "რუსოსფეროს: ერთ-ერთ გვერდზე

"რუსოსფეროს" აღწერაში ნათქვამია, რომ ეს არის "ქსელი რუსეთის დასაცავად". იგი 2021 წელს შეიქმნა, სოციალურ ქსელებში ჯგუფების სახით, მაგრამ 2022 წლის თებერვლამდე, უკრაინაში რუსეთის სრულმასშტაბიან შეჭრამდე რამდენიმე დღით ადრე ამოქმედდა და სწრაფად დააგროვა 80 000-ზე მეტი მიმდევარი.

განსხვავებით რუსული სახელმწიფო მედიისგან, რომელიც მთლიანად ან ნაწილობრივ შეზღუდულია სოციალურ ქსელებში, Russospère მოქმედებს Facebook-ზე, Twitter-ზე, YouTube-სა და Telegram-ზე.

ეს ონლაინკამპანია ბრიტანული Logically-ის კვლევის საგანია, რომელიც დეზინფორმაციის გამოსაკვლევად ხელოვნურ ინტელექტს (AI) იყენებს. შიდა ხელოვნური ინტელექტის პლატფორმისა და ღია მონაცემების მეშვეობით მიღებული ინფორმაციით, Logically-ის გამომძიებლებმა შეისწავლეს კამპანიის მასშტაბები და აღმოაჩინეს მისი ხელმძღვანელი - ბელგიელი კაცი, სახელად ლუკ მიშელი.

BBC-თან მიშელმა დაადასტურა, რომ "რუსოსფეროს" უკან იდგა. მისი თქმით, კამპანია ფინანსურ მხარდაჭერას არ იღებს რუსეთისგან. მისი მტკიცებით, არანაირი კავშირი არ აქვს Wagner PMC-თან და მის ლიდერ ევგენი პრიგოჟინთან.

”მე ვმართავ კიბერ ომს, მედია ომს... და პრიგოჟინი ხელმძღვანელობს ნამდვილ ომს”, - განაცხადა მან მედიასთან.

მიშელი ევროპაში თითქმის უცნობია, მაგრამ მისი საქმიანობის ცენტრი აფრიკაა
მიშელს ევროპაში თითქმის არ იცნობენ, მაგრამ მისი საქმიანობის ცენტრი აფრიკაა

კაილ უოლტერი, Logically-ის გამოძიების თანაავტორი, BBC-სთან ამბობს, რომ Russospère მიშელის წარმოებული საინფორმაციო ომის პირველი წარმატებული პროექტია. მისი თქმით, თავიდან "ბოტების“ საშუალებით შეძლეს ჯგუფების პოპულარიზაცია, მაგრამ ახლა მათი მთავარი აუდიტორია აფრიკის სხვადასხვა ქვეყნებიდან რეალური ადამიანებისგან შედგება.

  • კადაფის და პუტინის თაყვანისმცემელი

მიშელმა პოლიტიკური მოღვაწეობა მშობლიურ ბელგიაში, ნეოფაშისტურ ჯგუფებში დაიწყო. 1980-იან წლებში ის გახდა ჟან ტირიარტის მიმდევარი, რომელიც ნაცისტებთან თანამშრომლობდა მეორე მსოფლიო ომის დროს. ტირიარტი ქადაგებდა ნაციონალ-ბოლშევიზმს და ოცნებობდა გაერთიანებულ ევროპაზე ვლადივოსტოკიდან-დუბლინამდე, რომელიც შეეწინააღმდეგებოდა ამერიკას.

სწორედ მისი მეშვეობით გაიცნო მიშელმა რუსი სამთავრობო იდეოლოგი ალექსანდრე დუგინი, რომელმაც ტირიარტზე დიდი გავლენა მოახდინა. თუმცა, ახლო მეგობრობა არ გამოუვიდათ: ბელგიელმა BBC-ს განუცხადა, რომ არ ეთანხმებოდა დუგინის "ეზოთერულ ფაშიზმს“.

მოგვიანებით მიშელი ლიბიის მმართველის, მუამარ კადაფის მხარდამჭერი გახდა, შემდეგ კი ბურუნდის პრეზიდენტის, პიერ ნკურუნზიზას მრჩევლად დაინიშნა, რომელიც ქვეყანას თითქმის 15 წლის განმავლობაში მართავდა, გარდაიცვალა საპრეზიდენტო მესამე ვადის დასრულებამდე ცოტა ხნით ადრე.

მთელი ამ ხნის განმავლობაში მიშელი რჩებოდა მოსკოვთან კავშირში. 2000-იან წლებში ის თანამშრომლობდა "ნაშას“ ახალგაზრდულ მოძრაობასთან კრემლში. მიშელის უახლოესი თანამოაზრე, ფრანგი ფაბრის ბეორი, "ნაშას“ მოძრაობის ერთ-ერთ წევრზე დაქორწინდა და კრასნოდარის მხარეში დასახლდა. ახლა ის ეხმარება მიშელს კამპანიის მართვაში.

"მე სტალინისტი ვარ", - განუცხადა მიშელმა BBC-ს.

"მე ვიცავ რუსეთს 1980-იანი წლებიდან. მე მჯერა, რომ რუსეთი ერთადერთი ანტიამერიკული ძალაა ევროპაში. მე ნოსტალგიით ვარ საბჭოთა კავშირის მიმართ განწყობილი და ვოცნებობ, თავისუფალი სამყაროს არსებობაზე, ამერიკის გარეშე...“

  • სოციალური მედიიდან ქუჩის პროტესტამდე

ინდივიდუალური საინფორმაციო კამპანიების გავლენის შეფასება უკიდურესად რთულია. თუმცა, პრორუსულმა პროპაგანდამ ნაყოფიერი ნიადაგი იპოვა აფრიკაში და მას მხარს უჭერენ რუსეთთან მომუშავე ადგილობრივი გავლენიანი ადამიანები.

"რუსული დეზინფორმაცია იყო ერთ-ერთი ფაქტორი, რომელმაც ხელი შეუწყო ფრანგული ჯარების გაყვანას საჰელის ქვეყნებიდან, განსაკუთრებით ბურკინა-ფასოდან“, - ამბობს ულფ ლესინგი, კონრად ადენაუერის ფონდის რეგიონალური პროგრამის მენეჯერი.

2013 წლიდან მოყოლებული, 5000 ჯარისკაცისგან შემდგარი ფრანგული კონტინგენტი განლაგებულია ჯიჰადისტურ დაჯგუფებებთან საბრძოლველად მალიში და რეგიონის ოთხ სხვა ქვეყანაში - ბურკინა ფასოში, ნიგერიაში, მავრიტანიასა და ჩადიში.

რუსეთის დროშა საპროტესტო აქციებზე ჩადიში 2022 წელს

თუმცა, გასულ წელს ფრანგული ძალების უმეტესობა მალიდან გაიყვანეს, ახლა კი ბურკინა-ფასოდან გასასვლელად ემზადებიან. ამის მიზეზი სამხედროების ზეწოლა გახდა, რომლებმაც ორივე ქვეყანაში ძალაუფლება ხელში ჩაიგდეს.

"პროტესტანტებმა რუსეთის დროშები აფრიალეს მალიში, ბურკინა ფასოში, ნიგერიასა და ჩადიში გამართულ აქციებზე და ეს ნაწილობრივ პრორუსული საინფორმაციო ოპერაციებით არის განპირობებული“, - ამბობს, ბევერლი ოჩიენგი, BBC-ის მონიტორინგის სამსახურის ექსპერტი.

ბურკინა ფასოში ბრბო თავს დაესხა საფრანგეთის საელჩოს და მოსკოვთან დაახლოება მოითხოვა.

კევინ ლიმონიერი, ექსპერტი რეგიონში რუსული კამპანიების საკითხებში, ამბობს, რომ პრორუსული პროპაგანდის გავლენა პოლიტიკაზე ძნელია გაზომო, მაგრამ ერთი რამ ცხადია: ეს აწუხებს დასავლეთს.

რუსი სამხედროების ძეგლი ცენტრალური აფრიკის რესპუბლიკაში

მისი თქმით, "პარიზში დიპლომატები და სამხედროები ამას კითხულობენ, უყურებენ და ამბობენ: "ღმერთო ჩემო!"