ავტორი:

"წერილები ყველაზე ბევრი მე მაქვს, არასდროს მიკადრია გამოქვეყნება... დარწმუნებული ვარ, ძალიანაც არ მოგეწონებათ შინაარსი" - რას წერს ხერხეულიძე?

"წერილები ყველაზე ბევრი მე მაქვს, არასდროს მიკადრია გამოქვეყნება... დარწმუნებული ვარ, ძალიანაც არ მოგეწონებათ შინაარსი" - რას წერს ხერხეულიძე?

წერილები ყველაზე ბევრი მე მაქვს, არასდროს მიკადრია გამოქვეყნება, თან დარწმუნებული ვარ, ძალიანაც არ მოგეწონებათ შინაარსი, - ამის შესახებ „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წევრი ეკა ხერხეულიძე სოციალურ ქსელში წერს.

"ადრეულ ასაკში უნდა გვესწავლა,რომ პირადი წერილების გამოქვეყნებას ერთი მხარე არ წყვეტს.ორივეს თანხმობაა საჭირო.

თუ მართლა ვწუხვართ ადამიანის ჯანმრთელობის მდგომარეობაზე, გავუფრთხილდეთ, პატივი ვცეთ, თორემ წერილები ყველაზე ბევრი მე მაქვს, არასდროს მიკადრია გამოქვეყნება, თან დარწმუნებული ვარ, ძალიანაც არ მოგეწონებათ შინაარსი”,- წერს ხერხეულიძე.

ინფორმაციისთვის, მანამდე „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარე ლევან ხაბეიშვილმა საქართველოს მესამე პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილი წერილი გაასაჯაროვა. მიხეილ სააკაშვილი ლევან ხაბეიშვილს გამარჯვებას ულოცავს და მხარდაჭერას უცხადებს.

„გილოცავ ძმა. გთვლი ჩემს უახლოეს ადამიანად და ძალიან დიდი პოტენციალის მქონე პოლიტიკოსად. მე საქართველოში არ ვაპირებ არანაირ პოლიტიკურ საქმიანობას, მაგრამ შენ ყოველთვის დაგიჭერ უკრაინიდან და სხვა ადგილებიდან მხარს. გეხვევი“, - წერს მიხეილ სააკაშვილი.