მსოფლიო
პოლიტიკა

19

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ხუთშაბათი, მთვარის ოცდამესამე დღე დაიწყება 01:35-ზე, მთვარე ვერძში გადავა 03:07-ზე – მოერიდეთ აჩქარებას და გაღიზიანებას. არ არის რეკომენდებული მოლაპარაკებების წარმოება. აზრებისა და იდეების სხვებისთვის გაზიარება. დღეს გაწყვეტილი კავშირები არასოდეს აღდგება და ადამიანები ძალიან სწრაფად ივიწყებენ ერთმანეთს. უარი თქვით ხორცზე, ყავასა და ალკოჰოლზე. ჭარბმა კვებამ შესაძლოა კუჭ-ნაწლავის დაავადებები გამოიწვიოს.
კონფლიქტები
მოზაიკა
სამხედრო
Faceამბები
კულტურა/შოუბიზნესი
მეცნიერება
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
რას ჰყვება 23 წლის ქალი ხულოდან, რომელიც ოჯახის წევრებს ძალადობის გამო უჩივის - "იძულებული გავხდი, მათგან თავის დასაღწევად აივნიდან გადავმხტარიყავი"
რას ჰყვება 23 წლის ქალი ხულოდან, რომელიც ოჯახის წევრებს ძალადობის გამო უჩივის - "იძულებული გავხდი, მათგან თავის დასაღწევად აივნიდან გადავმხტარიყავი"

23 წლის დი­ა­ნა მა­ხა­რა­ძე ყო­ფილ მე­უღ­ლეს, დე­დამ­თილ­სა და მა­მამ­თილს ოჯა­ხურ ძა­ლა­დო­ბა­სა და თვით­მკვლე­ლო­ბამ­დე მიყ­ვა­ნა­ში ადა­ნა­შა­უ­ლებს. ახალ­გაზ­რდა ქალი ყვე­ბა, რომ 8 წლის გან­მავ­ლო­ბა­ში ოჯა­ხის წევ­რე­ბი მას­ზე ფი­ზი­კუ­რად, ფსი­ქო­ლო­გი­უ­რად ძა­ლა­დობ­დნენ და ჩად­რის ტა­რე­ბას აი­ძუ­ლებ­დნენ.

მი­სი­ვე თქმით, სის­ტე­მა­ტურ­მა ძა­ლა­დო­ბამ სუ­ი­ცი­დის მცდე­ლო­ბამ­დე მი­იყ­ვა­ნა, ახალ­გაზ­რდა ქალი სახ­ლის მე­ო­რე სარ­თუ­ლი­დან გა­დახ­ტა, რა დრო­საც სხე­უ­ლის მრავ­ლო­ბი­თი და­ზი­ა­ნე­ბა მი­ი­ღო. ოჯა­ხი ხუ­ლოს მუ­ნი­ცი­პა­ლი­ტე­ტის სო­ფელ წაბ­ლა­ნის მკვიდ­რია. სის­ხლის სა­მარ­თლის საქ­მე­ზე ბა­თუ­მის სა­ქა­ლა­ქო სა­სა­მარ­თლო­ში საქ­მის არ­სე­ბი­თად გან­ხილ­ვა მიმ­დი­ნა­რე­ობს. გა­მო­ძი­ე­ბა რო­ლანდ, ზუ­რაბ და და­რე­ჯან მა­ხა­რა­ძე­ებს წი­ნას­წა­რი შეც­ნო­ბით ორ­სუ­ლი ქა­ლის მი­მართ გენ­დერუ­ლი ნიშ­ნით ოჯა­ხურ ძა­ლა­დო­ბა­სა და თვით­მკვლე­ლო­ბამ­დე მიყ­ვა­ნას ედა­ვე­ბა. ისი­ნი ბრალ­დე­ბებს უარ­ყო­ფენ და ყო­ფილ რძალს ტყუ­ილ­ში ადა­ნა­შა­უ­ლე­ბენ, ასე­ვე აცხა­დე­ბენ, რომ ქალს ფსი­ქი­კუ­რი პრობ­ლე­მე­ბი ჰქონ­და..

ერთი ოჯა­ხის სამი ბრალ­დე­ბუ­ლი­დან ერთი - ახალ­გაზ­რდა ქა­ლის ყო­ფი­ლი მე­უღ­ლე რო­ლანდ მა­ხა­რა­ძე წი­ნას­წარ პა­ტიმ­რო­ბა­შია. და­ზა­რა­ლე­ბუ­ლი ჯერ არ და­უ­კი­თხავთ. გა­მო­რი­ცხუ­ლი არაა, რომ დე­დამ­თილ-მა­მამ­თილ­მაც დი­ა­ნას ქმრის ბედი გა­ი­ზი­ა­როს.

წლე­ბის მან­ძილ­ზე ძა­ლა­დო­ბის მსხვერ­პლი ქალი, 23 წლის დი­ა­ნა მა­ხა­რა­ძე (ზო­ი­ძე) AMBEBI.GE-ს უყ­ვე­ბა:

"2014 წლის დე­კემ­ბერ­ში გავ­თხოვ­დი, არას­რულ­წლო­ვა­ნი ვი­ყა­ვი, რის გა­მოც ჩემს მე­უღ­ლეს - რო­ლანდ მა­ხა­რა­ძეს პი­რო­ბი­თი სას­ჯე­ლიც ჰქონ­და. ჩემი მა­მამ­თი­ლი და­მე­მუქ­რა, მის შვილს თუ ვუ­ჩივ­ლებ­დი, მათ მიერ შე­თხზულ ჩვე­ნე­ბას თუ არ მოვ­ყვე­ბო­დი, ჩემს მცი­რე­წლო­ვან ბავ­შვს წა­მარ­თმევ­დნენ (ბარ­ბა­რე იმ­ხა­ნად რამ­დე­ნი­მე კვი­რის იყო). სა­ა­ვად­მყო­ფო­დან გა­მო­წე­რის შემ­დეგ, დაგ­ვი­ბა­რეს პო­ლი­ცი­ის გან­ყო­ფი­ლე­ბა­ში. დე­დამ­თილ-მა­მამ­თილს ჩვე­ნე­ბა­ში და­უ­წე­რია, რომ თით­ქოს მე და ჩემს მე­უღ­ლეს ქორ­წი­ნე­ბამ­დე გვქონ­და სექ­სუ­ა­ლუ­რი ურ­თი­ერ­თო­ბა, რომ ვი­ყა­ვი მრუ­ში, დავ­რჩი ორ­სუ­ლად და მათ­მა შვილ­მა ამი­ტომ წა­მიყ­ვა­ნა ცო­ლად - ყვე­ლა­ფე­რი თა­ვის სა­სარ­გებ­ლოდ და­წე­რეს და შე­კე­რეს, რაც მტკნა­რი სიც­რუ­ეა. ერთი კვი­რის შე­სუ­ლი არ ვი­ყა­ვი ოჯახ­ში, როცა ჩემი ქმა­რი ფი­ზი­კუ­რად შე­მე­ხო. მერე მის­მა დედ-მა­მამ გა­აგ­რძე­ლა ჩემ­ზე ფსი­ქო­ლო­გი­უ­რი ზე­წო­ლა. წლე­ბი გრძელ­დე­ბო­და ჩემი რო­გორც ფი­ზი­კუ­რი, ისე - ფსი­ქო­ლო­გი­უ­რი ძა­ლა­დო­ბა. მინ­დო­და, ჩემი მშობ­ლე­ბის­თვის შე­მე­ჩივ­ლა ჩემი მდგო­მა­რე­ო­ბა, თუმ­ცა მა­შან­ტა­ჟებ­დნენ - მშობ­ლებ­თან რა­მეს თუ იტყვი, ბავ­შვებს წა­გარ­თმევთ და ვე­ღა­რას­დროს ნა­ხა­ვო.

8 წელ­ში სამი შვი­ლი შე­მე­ძი­ნა. ალ­ბათ გა­გიკ­ვირ­დე­ბათ, ასეთ მო­ძა­ლა­დეს­თან სამი შვი­ლი რამ გა­გა­ჩე­ნი­ნაო, მაგ­რამ სხვა გზა არ მქონ­და. მათ ოჯახ­ში რომ შე­ვე­დი, გარ­კვე­უ­ლი დრო­ის შემ­დეგ, ჩად­რის და შე­სა­ბა­მი­სი სა­მო­სის ტა­რე­ბა და­მა­ძა­ლეს. თა­ვი­დან მე­გო­ნა, მე­ხუმ­რე­ბი­ან-მეთ­ქი, მაგ­რამ საქ­მე ისე წა­ვი­და, მა­ი­ძუ­ლეს თავ­ზე და­მე­ხუ­რა, რად­გან „ვალ­დე­ბუ­ლი ვი­ყა­ვი“. ჩად­რის მოხ­დის უფ­ლე­ბა სახ­ლშიც კი არ მქონ­და. თვი­თონ ქო­ბუ­ლე­თი­დან ვარ, ჩო­ლო­ქ­ში ვცხოვ­რობ­დი და ეს ძა­ლი­ან მიკ­ვირ­და. ქმარს თუ რა­მეს შევ­ჩივ­ლებ­დი, იქეთ მლან­ძღავ­და და მე­უბ­ნე­ბო­და, რომ ყვე­ლა­ფე­რი ჩემი ბრა­ლი იყო, ჩემს გამო მშობ­ლებს კარ­გავ­და და ჩემ­გან არაფ­რის გა­გო­ნე­ბა აღარ უნ­დო­და. ქმა­რი დე­დამ­თილს უტან­და ენას, მერე ის ამო­ვარ­დე­ბო­და და მლან­ძღავ­და, შვი­ლი სულ გა­და­მი­რიე, რა­ტომ ურე­კა­ვო. ყვე­ლა­ფე­რი ძა­ლი­ან აუ­ტა­ნე­ლი გახ­და ჩემ­თვის.

  • საქ­მე იქამ­დე მი­ვი­და, რომ იძუ­ლე­ბუ­ლი გავ­ხდი, მათ­გან თა­ვის და­საღ­წე­ვად აივ­ნი­დან გად­მოვმხტა­რი­ყა­ვი, 17მ. სი­მაღ­ლი­დან. სამ­წუ­ხა­როდ, მქონ­და სუ­ი­ცი­დის მცდე­ლო­ბა, ვი­ნა­ი­დან ამ­დე­ნი შე­უ­რა­ცხყო­ფა და ტკი­ვი­ლი, გა­მუდ­მე­ბუ­ლი დამ­ცი­რე­ბა, და­ცინ­ვა, ფსი­ქო­ლო­გი­უ­რი ზე­წო­ლა, მუ­ქა­რა და შან­ტა­ჟი ჩემ­თვის გა­უ­საძ­ლი­სი გახ­და, ძა­ლი­ან შე­ტო­პეს და იძუ­ლე­ბუ­ლი გავ­ხდი, ეს ნა­ბი­ჯი გა­და­მედ­გა.

როცა პა­ტა­რა ვი­ყა­ვი, ისე მძაფ­რად ვერ ვგრძნობ­დი, რა ხდე­ბო­და ჩემს თავს, მე­გო­ნა, მათ იქეთ გზა არ მქონ­და, სამი შვი­ლით უკან მობ­რუ­ნე­ბა ყვე­ლა­ზე დიდი სირ­ცხვი­ლი იყო, ჩემ­თვის კა­ნო­ნი არ არ­სე­ბობ­და და გვერ­დშიც არა­ვინ და­მიდ­გე­ბო­და. ისი­ნი სულ ამას მი­ჩი­ჩი­ნებ­დნენ და ასე მჯე­რო­და მეც. როცა ყვე­ლა­ფე­რი გა­ვაც­ნო­ბი­ე­რე, ძა­ლი­ან გვი­ა­ნი იყო. ძა­ლი­ან დაბ­ნე­უ­ლი, გა­ნად­გუ­რე­ბუ­ლი და შე­ში­ნე­ბუ­ლი ვი­ყა­ვი, დავ­ფიქ­რდი და გა­ვაც­ნო­ბი­ე­რე, რომ არა­ვის ვუყ­ვარ­დი, 8 წელი იმ ოჯახ­ში ვცხოვ­რობ­დი, სა­დაც არაფ­რად მაგ­დებ­დნენ და მათ­თვის უბ­რა­ლოდ, ვი­ღა­ცის შვი­ლი და ნივ­თი ვი­ყა­ვი, მეტი არა­ფე­რი.

აივ­ნი­დან გად­მოხ­ტო­მის შე­დე­გად ხერ­ხემ­ლის მე-5 მალა გა­მი­ტყდა, გა­მი­კეთ­და ოპე­რა­ცია... მად­ლო­ბა უფალს და იმ ექი­მებს, ვინც ფეხ­ზე და­მა­ყე­ნეს. 3 თვე ლო­გინს ვი­ყა­ვი მი­ჯაჭ­ვუ­ლი, ნელ-ნელა და­ვი­წყე სი­ა­რუ­ლი და სა­დღაც ოთხი თვის მერე, კორ­სე­ტით და გა­მა­ყუ­ჩებ­ლე­ბით ავე­დი ჩემს შვი­ლებ­თან, ისიც, დიდი ჩხუ­ბით. მა­ნამ­დე მათ ყველ­გან დამ­ბლო­კეს, ბავ­შვებს ჩემი ნო­მე­რი და­უბ­ლო­კეს, რომ არ ეკონ­ტაქ­ტათ. არა­და, ჩემი შვი­ლე­ბი ამ­დე­ნი თვე არ მე­ნა­ხა, არ ვი­ცო­დი, რას ჭამ­დნენ, რას სვამ­დნენ, რო­გორ იძი­ნებ­დნენ და ცხოვ­რობ­დნენ, არა­ნა­ი­რი ინ­ფორ­მა­ცია არ მქონ­და, არც არა­ვის მო­ვუ­კი­თხი­ვარ, რაც სა­ა­ვად­მყო­ფო­ში ჩა­მო­მიყ­ვა­ნეს და დამ­ტო­ვეს, მას მერე აღარ ვარ­სე­ბობ­დი. ბო­ლოს, ბავ­შვე­ბის ნახ­ვის ნება კი დამ­რთეს, მაგ­რამ წაყ­ვა­ნა­ზე ხე­ლე­ბი გა­ა­სავ­სა­ვეს. ვთხოვ­დი, 1 კვი­რით მა­ინც გა­მა­ტა­ნეთ ჩემ­თან (ჩემი მშობ­ლე­ბის სახ­ლში ვი­ყა­ვი), ძა­ლი­ან მო­მე­ნატ­რა შვი­ლე­ბი-მეთ­ქი, მა­ინც არ გა­მა­ტა­ნეს, ბო­ლოს პო­ლი­ცია, ად­ვო­კა­ტი ჩავ­რთეთ და ჩემ­სას მი­ვაღ­წიე.

რაც შე­ე­ხე­ბა ჩემს ქმარს, მის­თვის ჩვენ არ გვი­ჩივ­ლია, სა­ა­ვად­მყო­ფო­ში რომ შე­მიყ­ვა­ნეს დიდი მო­ტე­ხი­ლო­ბე­ბით, ექი­მებ­მა მი­მარ­თეს პო­ლი­ცი­ას და საქ­მე აღიძ­რა ძა­ლა­დო­ბის მუხ­ლით.

ახლა მე­ო­რე ოპე­რა­ცია მჭირ­დე­ბა, მი­ჭირს სი­ა­რუ­ლი, მარ­ჯვე­ნა ხელ-ფე­ხის შე­შუ­პე­ბა და ტკი­ვი­ლე­ბი მაქვს, გა­მა­ყუ­ჩებ­ლე­ბი არ მშვე­ლის. თურ­ქეთ­ში გა­ვი­კე­თე გა­მოკ­ვლე­ვა და იქ მი­თხრეს ექი­მებ­მა, რომ ამ ორ თვე­ში ხე­ლა­ხა­ლი ოპე­რა­ცია თუ არ გა­ვი­კე­თე, დიდი შან­სია, ინ­ვა­ლი­დის ეტ­ლში ჩავ­ჯდე და ვე­ღარ გა­ვი­ა­რო. ოპე­რა­ცი­ის ვადა მალე გა­დის. დე­დამ­თილ-მა­მამ­თი­ლი ჯერ არ არი­ან და­კა­ვე­ბუ­ლე­ბი, ალ­ბათ ჩემი და­კი­თხვის შემ­დეგ მი­ი­ღებს მო­სა­მარ­თლე გა­და­წყვე­ტი­ლე­ბას. დღემ­დე მა­მამ­თი­ლი და­დის და იმას ავ­რცე­ლებს, ჩა­მო­ხოხ­და და ჩა­ვარ­და, არ გად­მომხტა­რაო. ეს ხალ­ხიც, მე­ზობ­ლე­ბიც მოწ­მედ რომ უდ­გე­ბი­ან, არ რცხვე­ნი­ათ?

ჩემ­მა ქმარ­მა პირ­ვე­ლად რომ და­მარ­ტყა ხელი, მა­შინ უნდა ამო­მე­ღო ხმა, მაგ­რამ მა­ინც პა­ტა­რა ვი­ყა­ვი, შე­მა­ში­ნეს, შვი­ლით მა­შან­ტა­ჟებ­დნენ. არც ერთი დედა არ გა­წი­რავს შვილს, თუ მარ­თლა უყ­ვარს. ახლა ქმრის გვარ­ზე ვარ, მინ­და გა­მო­ვიც­ვა­ლო, მაგ­რამ ვიდ­რე გაყ­რა არ დას­რულ­დე­ბა, ეს არ მო­ხერ­ხდე­ბა. მინ­და, ყვე­ლა ძა­ლა­დო­ბის მსხვერ­პლ ქალს მივ­მარ­თო, რო­გორც უნდა აშან­ტა­ჟონ, არ გა­ჩუმ­დნენ, არ მო­ით­მი­ნონ და ცხოვ­რე­ბა არ და­ი­მა­ხინ­ჯონ“.

მკითხველის კომენტარები / 22 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
გიო
19

მატყუარა 

ნანა
0

საქართველო და ჩადრი.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ვრცელდება იმ მამაკაცის დაკავების კადრები, რომელმაც სიმამრი მოკლა, სიდედრი კი სცემა
ავტორი:

რას ჰყვება 23 წლის ქალი ხულოდან, რომელიც ოჯახის წევრებს ძალადობის გამო უჩივის - "იძულებული გავხდი, მათგან თავის დასაღწევად აივნიდან გადავმხტარიყავი"

რას ჰყვება 23 წლის ქალი ხულოდან, რომელიც ოჯახის წევრებს ძალადობის გამო უჩივის - "იძულებული გავხდი, მათგან თავის დასაღწევად აივნიდან გადავმხტარიყავი"

23 წლის დიანა მახარაძე ყოფილ მეუღლეს, დედამთილსა და მამამთილს ოჯახურ ძალადობასა და თვითმკვლელობამდე მიყვანაში ადანაშაულებს. ახალგაზრდა ქალი ყვება, რომ 8 წლის განმავლობაში ოჯახის წევრები მასზე ფიზიკურად, ფსიქოლოგიურად ძალადობდნენ და ჩადრის ტარებას აიძულებდნენ.

მისივე თქმით, სისტემატურმა ძალადობამ სუიციდის მცდელობამდე მიიყვანა, ახალგაზრდა ქალი სახლის მეორე სართულიდან გადახტა, რა დროსაც სხეულის მრავლობითი დაზიანება მიიღო. ოჯახი ხულოს მუნიციპალიტეტის სოფელ წაბლანის მკვიდრია. სისხლის სამართლის საქმეზე ბათუმის საქალაქო სასამართლოში საქმის არსებითად განხილვა მიმდინარეობს. გამოძიება როლანდ, ზურაბ და დარეჯან მახარაძეებს წინასწარი შეცნობით ორსული ქალის მიმართ გენდერული ნიშნით ოჯახურ ძალადობასა და თვითმკვლელობამდე მიყვანას ედავება. ისინი ბრალდებებს უარყოფენ და ყოფილ რძალს ტყუილში ადანაშაულებენ, ასევე აცხადებენ, რომ ქალს ფსიქიკური პრობლემები ჰქონდა..

ერთი ოჯახის სამი ბრალდებულიდან ერთი - ახალგაზრდა ქალის ყოფილი მეუღლე როლანდ მახარაძე წინასწარ პატიმრობაშია. დაზარალებული ჯერ არ დაუკითხავთ. გამორიცხული არაა, რომ დედამთილ-მამამთილმაც დიანას ქმრის ბედი გაიზიაროს.

წლების მანძილზე ძალადობის მსხვერპლი ქალი, 23 წლის დიანა მახარაძე (ზოიძე) AMBEBI.GE-ს უყვება:

"2014 წლის დეკემბერში გავთხოვდი, არასრულწლოვანი ვიყავი, რის გამოც ჩემს მეუღლეს - როლანდ მახარაძეს პირობითი სასჯელიც ჰქონდა. ჩემი მამამთილი დამემუქრა, მის შვილს თუ ვუჩივლებდი, მათ მიერ შეთხზულ ჩვენებას თუ არ მოვყვებოდი, ჩემს მცირეწლოვან ბავშვს წამართმევდნენ (ბარბარე იმხანად რამდენიმე კვირის იყო). საავადმყოფოდან გამოწერის შემდეგ, დაგვიბარეს პოლიციის განყოფილებაში. დედამთილ-მამამთილს ჩვენებაში დაუწერია, რომ თითქოს მე და ჩემს მეუღლეს ქორწინებამდე გვქონდა სექსუალური ურთიერთობა, რომ ვიყავი მრუში, დავრჩი ორსულად და მათმა შვილმა ამიტომ წამიყვანა ცოლად - ყველაფერი თავის სასარგებლოდ დაწერეს და შეკერეს, რაც მტკნარი სიცრუეა. ერთი კვირის შესული არ ვიყავი ოჯახში, როცა ჩემი ქმარი ფიზიკურად შემეხო. მერე მისმა დედ-მამამ გააგრძელა ჩემზე ფსიქოლოგიური ზეწოლა. წლები გრძელდებოდა ჩემი როგორც ფიზიკური, ისე - ფსიქოლოგიური ძალადობა. მინდოდა, ჩემი მშობლებისთვის შემეჩივლა ჩემი მდგომარეობა, თუმცა მაშანტაჟებდნენ - მშობლებთან რამეს თუ იტყვი, ბავშვებს წაგართმევთ და ვეღარასდროს ნახავო.

8 წელში სამი შვილი შემეძინა. ალბათ გაგიკვირდებათ, ასეთ მოძალადესთან სამი შვილი რამ გაგაჩენინაო, მაგრამ სხვა გზა არ მქონდა. მათ ოჯახში რომ შევედი, გარკვეული დროის შემდეგ, ჩადრის და შესაბამისი სამოსის ტარება დამაძალეს. თავიდან მეგონა, მეხუმრებიან-მეთქი, მაგრამ საქმე ისე წავიდა, მაიძულეს თავზე დამეხურა, რადგან „ვალდებული ვიყავი“. ჩადრის მოხდის უფლება სახლშიც კი არ მქონდა. თვითონ ქობულეთიდან ვარ, ჩოლოქში ვცხოვრობდი და ეს ძალიან მიკვირდა. ქმარს თუ რამეს შევჩივლებდი, იქეთ მლანძღავდა და მეუბნებოდა, რომ ყველაფერი ჩემი ბრალი იყო, ჩემს გამო მშობლებს კარგავდა და ჩემგან არაფრის გაგონება აღარ უნდოდა. ქმარი დედამთილს უტანდა ენას, მერე ის ამოვარდებოდა და მლანძღავდა, შვილი სულ გადამირიე, რატომ ურეკავო. ყველაფერი ძალიან აუტანელი გახდა ჩემთვის.

  • საქმე იქამდე მივიდა, რომ იძულებული გავხდი, მათგან თავის დასაღწევად აივნიდან გადმოვმხტარიყავი, 17მ. სიმაღლიდან. სამწუხაროდ, მქონდა სუიციდის მცდელობა, ვინაიდან ამდენი შეურაცხყოფა და ტკივილი, გამუდმებული დამცირება, დაცინვა, ფსიქოლოგიური ზეწოლა, მუქარა და შანტაჟი ჩემთვის გაუსაძლისი გახდა, ძალიან შეტოპეს და იძულებული გავხდი, ეს ნაბიჯი გადამედგა.

როცა პატარა ვიყავი, ისე მძაფრად ვერ ვგრძნობდი, რა ხდებოდა ჩემს თავს, მეგონა, მათ იქეთ გზა არ მქონდა, სამი შვილით უკან მობრუნება ყველაზე დიდი სირცხვილი იყო, ჩემთვის კანონი არ არსებობდა და გვერდშიც არავინ დამიდგებოდა. ისინი სულ ამას მიჩიჩინებდნენ და ასე მჯეროდა მეც. როცა ყველაფერი გავაცნობიერე, ძალიან გვიანი იყო. ძალიან დაბნეული, განადგურებული და შეშინებული ვიყავი, დავფიქრდი და გავაცნობიერე, რომ არავის ვუყვარდი, 8 წელი იმ ოჯახში ვცხოვრობდი, სადაც არაფრად მაგდებდნენ და მათთვის უბრალოდ, ვიღაცის შვილი და ნივთი ვიყავი, მეტი არაფერი.

აივნიდან გადმოხტომის შედეგად ხერხემლის მე-5 მალა გამიტყდა, გამიკეთდა ოპერაცია... მადლობა უფალს და იმ ექიმებს, ვინც ფეხზე დამაყენეს. 3 თვე ლოგინს ვიყავი მიჯაჭვული, ნელ-ნელა დავიწყე სიარული და სადღაც ოთხი თვის მერე, კორსეტით და გამაყუჩებლებით ავედი ჩემს შვილებთან, ისიც, დიდი ჩხუბით. მანამდე მათ ყველგან დამბლოკეს, ბავშვებს ჩემი ნომერი დაუბლოკეს, რომ არ ეკონტაქტათ. არადა, ჩემი შვილები ამდენი თვე არ მენახა, არ ვიცოდი, რას ჭამდნენ, რას სვამდნენ, როგორ იძინებდნენ და ცხოვრობდნენ, არანაირი ინფორმაცია არ მქონდა, არც არავის მოვუკითხივარ, რაც საავადმყოფოში ჩამომიყვანეს და დამტოვეს, მას მერე აღარ ვარსებობდი. ბოლოს, ბავშვების ნახვის ნება კი დამრთეს, მაგრამ წაყვანაზე ხელები გაასავსავეს. ვთხოვდი, 1 კვირით მაინც გამატანეთ ჩემთან (ჩემი მშობლების სახლში ვიყავი), ძალიან მომენატრა შვილები-მეთქი, მაინც არ გამატანეს, ბოლოს პოლიცია, ადვოკატი ჩავრთეთ და ჩემსას მივაღწიე.

რაც შეეხება ჩემს ქმარს, მისთვის ჩვენ არ გვიჩივლია, საავადმყოფოში რომ შემიყვანეს დიდი მოტეხილობებით, ექიმებმა მიმართეს პოლიციას და საქმე აღიძრა ძალადობის მუხლით.

ახლა მეორე ოპერაცია მჭირდება, მიჭირს სიარული, მარჯვენა ხელ-ფეხის შეშუპება და ტკივილები მაქვს, გამაყუჩებლები არ მშველის. თურქეთში გავიკეთე გამოკვლევა და იქ მითხრეს ექიმებმა, რომ ამ ორ თვეში ხელახალი ოპერაცია თუ არ გავიკეთე, დიდი შანსია, ინვალიდის ეტლში ჩავჯდე და ვეღარ გავიარო. ოპერაციის ვადა მალე გადის. დედამთილ-მამამთილი ჯერ არ არიან დაკავებულები, ალბათ ჩემი დაკითხვის შემდეგ მიიღებს მოსამართლე გადაწყვეტილებას. დღემდე მამამთილი დადის და იმას ავრცელებს, ჩამოხოხდა და ჩავარდა, არ გადმომხტარაო. ეს ხალხიც, მეზობლებიც მოწმედ რომ უდგებიან, არ რცხვენიათ?

ჩემმა ქმარმა პირველად რომ დამარტყა ხელი, მაშინ უნდა ამომეღო ხმა, მაგრამ მაინც პატარა ვიყავი, შემაშინეს, შვილით მაშანტაჟებდნენ. არც ერთი დედა არ გაწირავს შვილს, თუ მართლა უყვარს. ახლა ქმრის გვარზე ვარ, მინდა გამოვიცვალო, მაგრამ ვიდრე გაყრა არ დასრულდება, ეს არ მოხერხდება. მინდა, ყველა ძალადობის მსხვერპლ ქალს მივმართო, როგორც უნდა აშანტაჟონ, არ გაჩუმდნენ, არ მოითმინონ და ცხოვრება არ დაიმახინჯონ“.