ავტორი:

"გილოცავ ძმა, გთვლი ჩემს უახლოეს ადამიანად... გეხვევი" - რა წერილი გაუგზავნა მიხეილ სააკაშვილმა ლევან ხაბეიშვილს?

"გილოცავ ძმა, გთვლი ჩემს უახლოეს ადამიანად... გეხვევი" - რა წერილი გაუგზავნა მიხეილ სააკაშვილმა ლევან ხაბეიშვილს?

"ნაციონალური მოძრაობის" ახლად არჩეული თავმჯდომარე ლევან ხაბეიშვილი მიხეილ სააკაშვილის მიერ მასთან გაგზავნილ წერილს აქვეყნებს. ექსპრეზიდენტი მას გამარჯვებას ულოცავს და ჰპირდება, რომ ყოველთვის მხარს დაუჭერს.

"ლევან ხაბეს - გილოცავ ძმა. გთვლი ჩემს უახლოეს ადამიანად და ძალიან დიდი პოტენციალის მქონე პოლიტიკოსად. მე საქართველოში არ ვაპირებ არანაირ პოლიტიკურ საქმიანობას, მაგრამ შენ ყოველთვის დაგიჭერ მხარს უკრაინიდან და სხვა ადგილებიდან. გეხვევი" - წერია წერილში.

წერილის საპასუხოდ ხაბეიშვილი წერს, რომ მზად არის იბრძოლოს, სააკაშვილის თავისუფლებისთვის.

"ტყვეობასა და უმძიმეს მდგომარეობაში მყოფი, მესამე პრეზიდენტის წერილი ...

მადლობა პრეზიდენტს, მხარდაჭერისთვისა და კეთილგანწყობისთვის. მზად ვარ მიშას, ნიკას, პოლიტიკური პატიმრებისა და ჩვენი ქვეყნის თავისუფლებისთვის უკომპრომისო, ურთულესი ბრძოლისთვის" - დაწერა ხაბეიშვილმა.

შეგახსენებთ, "ნაციონალური მოძრაობაში" ჩატარებული არჩევნების შედეგად ხაბეიშვილმა ხმების 52.58%-ს მოიპოვა. რაც შეეხება სხვა კანდიდატებს - ნიკა მელიამ ხმების 40% აიღო, გიორგი მუმლაძემ 3.68%, ნონა მამულაშვილმა კი 3.73%.

ენმ-ს თავმჯდომარის არჩევნებში მონაწილეობა 41 264 პირმა მიიღო.

ნახეთ ასევე: