კონფლიქტები
სამხედრო
პოლიტიკა

17

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

სამშაბათი, მთვარის ოცდამეერთე დღე დაიწყება 01:23-ზე, მთვარე თევზებშია – რეკომენდებულია ფინანსური საკითხების მოგვარება. კონტაქტი უფროსებთან და საზოგადო მოღვაწეებთან. იმუშავეთ როგორც ინდივიდუალურად, ასევე გუნდურად, ერთობლივად გადაჭერით საინტერესო საკითხები. იყავით ყურადღებიანი კრეატიული იდეების მიმართ. კარგია ხელშეკრულებებისა და კონტრაქტების გაფორმება, მივლინებაში წასვლა. ჩაერთეთ შემოქმედებით საქმიანობაში მოაწყვეთ შემოქმედებითი საღამო, კონცერტი, გამოფენა. ყველაფერი შეიძლება მიირთვათ, მთავარია ღვიძლი არ გადაიტვირთოთ, აი, ტკბილეულს კი მოერიდეთ.
საზოგადოება
სამართალი
მსოფლიო
სპორტი
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
მეცნიერება
Faceამბები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
მაიკლ ჯექსონის შესახებ ბიოგრაფიულ ფილმს გადაიღებენ, რომელშიც მთავარ როლს მისი ძმისშვილი შეასრულებს
მაიკლ ჯექსონის შესახებ ბიოგრაფიულ ფილმს გადაიღებენ, რომელშიც მთავარ როლს მისი ძმისშვილი შეასრულებს

ლე­გენ­და­რუ­ლი მომ­ღერ­ლის, მა­იკლ ჯექ­სო­ნის შე­სა­ხებ ბი­ოგ­რა­ფი­ულ ფილ­მს გა­და­ი­ღე­ბენ, სა­დაც ჯექ­სო­ნის როლს მისი 26 წლის ძმის­შვი­ლი, ჯა­ფარ ჯექ­სო­ნი შე­ას­რუ­ლებს.

"Michael" - ასე ერ­ქმე­ვა ფილ­მს, რო­მე­ლიც პო­პის მე­ფე­ზე მოგ­ვი­თხრობს. მა­იკლ ჯექ­სო­ნის როლ­ზე სულ ახ­ლა­ხან და­ამ­ტკი­ცეს ლე­გენ­დის ძმის­შვი­ლი.

ჯა­ფა­რი მა­იკ­ლის უფ­რო­სი ძმის, ჟერ­მე ჯექ­სო­ნის ვა­ჟია. ის, თუ რო­დის შედ­გე­ბა 26 წლის ჯა­ფა­რის სამ­სა­ხი­ო­ბო დე­ბი­უ­ტი, ჯერ­ჯე­რო­ბით უც­ნო­ბია.

ჯა­ფა­რი 12 წლის ასა­კი­დან მღე­რის და ცეკ­ვავს. 2019 წელს მან პირ­ვე­ლი სინ­გლი, "Got Me Singing“ გა­მო­უშ­ვა. როლ­ზე დამ­ტკი­ცე­ბის შემ­დეგ, ჯა­ფარ­მა “ტვი­ტერ­ზე“ და­წე­რა, რომ ბი­ძის როლ­ზე დამ­ტკი­ცე­ბა მის­თვის დიდი პა­ტი­ვია.

"ბი­ძია მა­იკ­ლის ის­ტო­რი­ის გა­ცო­ცხლე­ბა ჩემ­თვის დიდი პა­ტი­ვია. მივ­მარ­თავ მსოფ­ლი­ოს ყვე­ლა ნა­წილ­ში მცხოვ­რებ ფა­ნებს, რომ ჩვენ მალე შევ­ხვდე­ბით“, - წერს ჯა­ფარ ჯექ­სო­ნი.

სი­ახ­ლეს მა­იკლ ჯექ­სო­ნის დედა, კეტ­რი­ნიც და­დე­ბი­თად გა­მო­ეხ­მა­უ­რა: "ჯა­ფა­რი ჩემს ვაჟს გა­ნა­სა­ხი­ე­რებს. სა­სი­ხა­რუ­ლოა იმის ყუ­რე­ბა, თუ რო­გორ აგ­რძე­ლებს ის ჯექ­სო­ნე­ბის ოჯა­ხის, რო­გორც შემ­სრუ­ლებ­ლე­ბის გზას."

მა­იკლ ჯექ­სო­ნი, ოჯა­ხუ­რი ჯგუ­ფის, Jackson 5-ის წევ­რო­ბის გამო ბავ­შვო­ბი­დან იყო ცნო­ბი­ლი, მოგ­ვი­ა­ნე­ბით კი, ის ყვე­ლა დრო­ის ერთ-ერთი ყვე­ლა­ზე წარ­მა­ტე­ბუ­ლი სოლო შემ­სრუ­ლე­ბე­ლი გახ­და.

პო­პის მე­ფედ წო­დე­ბუ­ლი მომ­ღე­რა­ლი 2009 წელს, 50 წლის ასაკ­ში გარ­და­იც­ვა­ლა.

Jackson 5

ფილ­მის პრო­დი­უ­სე­რის, გრე­ჰემ კინ­გის თქმით, კი­ნო­სუ­რათ­ზე მო­მუ­შა­ვე გუნ­დი მსოფ­ლი­ოს გარ­შე­მო ეძებ­და ჯექ­სო­ნის რო­ლის შემ­სრუ­ლე­ბელს, მაგ­რამ სა­ბო­ლო­ოდ, მა­ინც ჯა­ფარ ჯექ­სო­ნი აირ­ჩი­ეს.

"ჯა­ფარს ორი წლის წინ შევ­ხვდი და გა­ო­ცე­ბუ­ლი ვი­ყა­ვი იმით, თუ რო­გორ ორ­გა­ნუ­ლად გა­ნა­სა­ხი­ე­რებ­და ის მა­იკ­ლის პი­როვ­ნე­ბა­სა და ხა­სი­ათს. ეს ისე ძლი­ე­რად იგ­რძნო­ბო­და, რომ მსოფ­ლი­ოს გარ­შე­მო ძებ­ნის შემ­დე­გაც კი ნა­თე­ლი იყო, ეს როლი მხო­ლოდ მას უნდა მი­ე­ღო“,- ყვე­ბა კინ­გი.

გრე­ჰემ კინ­გი Queen-ის შე­სა­ხებ გა­და­ღე­ბუ­ლი ოს­კა­რის მფლო­ბე­ლი ფილ­მის, Bohemian Rhapsody-ის პრო­დი­უ­სე­რი­ცაა. მა­იკლ ჯექ­სო­ნის შე­სა­ხებ ფილ­მს რე­ჟი­სო­რი ან­ტუ­ან ფუკო გა­და­ი­ღებს. ფუკო ასე აღ­წერს Michael-ს: "ის მა­მა­კა­ცის თავ­გა­და­სა­ვალს მოგ­ვი­თხრობს, რო­მე­ლიც პო­პის მე­ფედ იქცა.“

წყა­რო: theguardian

მო­ამ­ზა­და: ანა სი­ბოშ­ვილ­მა

მკითხველის კომენტარები / 5 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
თამო
0

მიყვარს და მენატრება!

სალო
0

ვფიქრობ ჯაფარზე მეტად ვერავინ/ არავინ იმსახურებს მაიკლის როლის შესრულებას, გავს მისი სათნო და კეთილი ღიმილით მაიკლს, კარგად მღერის და ნიჭი სისხლში აქვს. წარმატებები და ბევრი რეკორდის მოხსნა მომავალში ამ ფილმს. მაიკლის სახელი სულ უნდა ჟღერდეს მუსიკალურ სამყაროში .

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ევროკავშირმა რუსეთის წინააღმდეგ ყირიმის ანექსიისთვის დაწესებული სანქციები ერთი წლით გაახანგრძლივა
ავტორი:

მაიკლ ჯექსონის შესახებ ბიოგრაფიულ ფილმს გადაიღებენ, რომელშიც მთავარ როლს მისი ძმისშვილი შეასრულებს

მაიკლ ჯექსონის შესახებ ბიოგრაფიულ ფილმს გადაიღებენ, რომელშიც მთავარ როლს მისი ძმისშვილი შეასრულებს

ლეგენდარული მომღერლის, მაიკლ ჯექსონის შესახებ ბიოგრაფიულ ფილმს გადაიღებენ, სადაც ჯექსონის როლს მისი 26 წლის ძმისშვილი, ჯაფარ ჯექსონი შეასრულებს.

"Michael" - ასე ერქმევა ფილმს, რომელიც პოპის მეფეზე მოგვითხრობს. მაიკლ ჯექსონის როლზე სულ ახლახან დაამტკიცეს ლეგენდის ძმისშვილი.

ჯაფარი მაიკლის უფროსი ძმის, ჟერმე ჯექსონის ვაჟია. ის, თუ როდის შედგება 26 წლის ჯაფარის სამსახიობო დებიუტი, ჯერჯერობით უცნობია.

ჯაფარი 12 წლის ასაკიდან მღერის და ცეკვავს. 2019 წელს მან პირველი სინგლი, "Got Me Singing“ გამოუშვა. როლზე დამტკიცების შემდეგ, ჯაფარმა “ტვიტერზე“ დაწერა, რომ ბიძის როლზე დამტკიცება მისთვის დიდი პატივია.

"ბიძია მაიკლის ისტორიის გაცოცხლება ჩემთვის დიდი პატივია. მივმართავ მსოფლიოს ყველა ნაწილში მცხოვრებ ფანებს, რომ ჩვენ მალე შევხვდებით“, - წერს ჯაფარ ჯექსონი.

I’m humbled and honored to bring my Uncle Michael’s story to life. To all the fans all over the world, I’ll see you soon.

Photo by Jourdynn Jackson pic.twitter.com/Xow9Mkakup
— Jaafar Jackson (@JaafarJackson) January 30, 2023

სიახლეს მაიკლ ჯექსონის დედა, კეტრინიც დადებითად გამოეხმაურა: "ჯაფარი ჩემს ვაჟს განასახიერებს. სასიხარულოა იმის ყურება, თუ როგორ აგრძელებს ის ჯექსონების ოჯახის, როგორც შემსრულებლების გზას."

მაიკლ ჯექსონი, ოჯახური ჯგუფის, Jackson 5-ის წევრობის გამო ბავშვობიდან იყო ცნობილი, მოგვიანებით კი, ის ყველა დროის ერთ-ერთი ყველაზე წარმატებული სოლო შემსრულებელი გახდა.

პოპის მეფედ წოდებული მომღერალი 2009 წელს, 50 წლის ასაკში გარდაიცვალა.

Jackson 5

ფილმის პროდიუსერის, გრეჰემ კინგის თქმით, კინოსურათზე მომუშავე გუნდი მსოფლიოს გარშემო ეძებდა ჯექსონის როლის შემსრულებელს, მაგრამ საბოლოოდ, მაინც ჯაფარ ჯექსონი აირჩიეს.

"ჯაფარს ორი წლის წინ შევხვდი და გაოცებული ვიყავი იმით, თუ როგორ ორგანულად განასახიერებდა ის მაიკლის პიროვნებასა და ხასიათს. ეს ისე ძლიერად იგრძნობოდა, რომ მსოფლიოს გარშემო ძებნის შემდეგაც კი ნათელი იყო, ეს როლი მხოლოდ მას უნდა მიეღო“,- ყვება კინგი.

გრეჰემ კინგი Queen-ის შესახებ გადაღებული ოსკარის მფლობელი ფილმის, Bohemian Rhapsody-ის პროდიუსერიცაა. მაიკლ ჯექსონის შესახებ ფილმს რეჟისორი ანტუან ფუკო გადაიღებს. ფუკო ასე აღწერს Michael-ს: "ის მამაკაცის თავგადასავალს მოგვითხრობს, რომელიც პოპის მეფედ იქცა.“

წყარო: theguardian

მოამზადა: ანა სიბოშვილმა