ხელოვნური ინტელექტი თანამედროვე ტექნოლოგიური გადაწყვეტაა, რომელიც საზოგადოებას ადმინისტრაციული პროცესების განვითარების სრულიად განსხვავებულ მეთოდოლოგიას, გადაწყვეტილების მიღების, მართვისა და ზედამხედველობის მექანიზმის თანამედროვე ინსტრუმენტს სთავაზობს. ტექნიკურად ხელოვნური ინტელექტი წარმოადგენს პროგრამას, რომელიც სხვადასხვა ფუნქციას ტექნიკური საშუალებების, უმეტესად, კომპიუტერების მეშვებით ასრულებს.
ტერმინი "ხელოვნური ინტელექტი" პირველად 1955 წელს ამერიკელმა მეცნიერმა ჯონ მაკარტმა გამოიყენა. „პროგრამა ან კომპიუტერი, რომელსაც შეუძლია იაზროვნოს, როგორც ადამიანმა და მიიღოს ლოგიკური გადაწყვეტილებები“ - ასეთია ჯონ მაკარტმისეული განმარტება.
მას შემდეგ ხელოვნური ინტელექტის შესაძლებლობები მნიშვნელოვანად იზრდება და იხვეწება. განვითარებასთან ერთად კი ის ინტენსიურად მონაწილეობს ადამიანების ყოველდღიურ ცხოვრებაში. AI-ის განვითარებისა და როლის ზრდასთან ერთად ფართო საზოგადოებაში ჩნდება სტერეოტიპებიც, რომლებიც მისი რეალური შესაძლებლობებისა და ფუნქციის გააზრებას უშლის ხელს. ჩნდება კითხვები, სადამდე შეიძლება განვითარდეს ხელოვნური ინტელექტი, შეუძლია თუ არა მას ადამიანის გარეშე განვითარება ან ადამიანის ჩანაცვლება?
გთავაზობთ სტერეოტიპებს ხელოვნური ინტელექტის შესახებ, რომლებიც მისი რეალური შესაძლებლობებისა და ფუნქციის უკეთ გაგებაში დაგეხმარებათ:
ხელოვნური ინტელექტი ადამიანზე სწრაფად და ეფექტიანად აანალიზებს მონაცემებს, თუმცა შეუძლებელია მან განვითარება ადამიანის ჩართულობის გარეშე გააგრძელოს. ამის მთავარი მიზეზი ისაა, რომ მას კრეატიულობის უნარი არ გააჩნია. ყველაფერი კი, რაც „კრეატიულ ხელოვნურ ინტელექტად“ არის მიჩნეული, დაფუძნებულია უკვე არსებულ მონაცემებზე, რომლებიც ალგორითმით არის გაძლიერებული.
ადამიანის ტვინი კომპლექსური მექანიზმია, რომლის შესწავლაც მუდმივად მიმდინარეობს. ის მოსაზრება, რომ ხელოვნური ინტელექტი ისწავლის, როგორ ფუნქციონირებს ადამიანის ტვინი და შესაბამისად დაიწყებს განვითარებას, უფრო სამეცნიერო ფანტასტიკის ჟანრს განეკუთვნება, ვიდრე რეალობას. უბრალოდ ხელოვნური ინტელექტი ადამიანებს ეხმარება, გაიმარტივონ ისეთი საქმეები, რაც დიდი რაოდენობით მონაცემთა ანალიზს საჭიროებს ან ნაკლებად კრეატიულია და დროის დიდ რესურსს მოითხოვს.
რეალურად არსებობს სხვადასხვა სახის ხელოვნური ინტელექტის სერვისები და მოდელები, რომლებიც განვითარების თითქმის ყველა საფეხურზე მყოფი კომპანიისთვის ხელმისაწვდომია. აღნიშნული სტერეოტიპის გავრცელების მიზეზი ისაა, რომ ხელოვნური ინტელექტის დანერგვას საკმაოდ დიდი ადამიანური და ფინანსური რესურსი სჭირდება. ეს კი უმეტესწილად დიდ კომპანიებს შეუძლიათ.
ზოგადად, ხელოვნური ინტელექტი ბევრ მონაცემს აერთიანებს. თუმცა ბევრი მონაცემი აუცილებლად უკეთესი ხარისხის AI-ს არ ნიშნავს. ამ შემთხვევაში უფრო მნიშვნელოვანია მონაცემების ხარისხი და არა რაოდენობა.
ნებისმიერი სამეცნიერო მიღწევის დადებითად ან უარყოფითად გამოყენებაა შესაძლებელი. ასეა ხელოვნური ინტელექტის შემთხვევაშიც. როგორც უკვე აღვნიშნეთ, ხელოვნური ინტელექტის ქმედების უკან ადამიანი დგას, რომელიც მის ალგორითმს ქმნის. ასე რომ თუ ხელოვნური ინტელექტი რამეს არასწორად გააკეთებს, ეს არა უშუალოდ მისი, არამედ იმ ადამიანის ბრალი იქნება, ვინც ის შექმნა.
ეს ერთ-ერთი ფართოდ გავრცელებული სტერეოტიპია. ხელოვნური ინტელექტი მხოლოდ მის მიერ დასწავლილი მონაცემებით არ განისაზღვრება. მის ხარისხს განსაზღვრავს, როგორც მაღალი დონის ინფორმაცია, ისე ალგორითმების და გამოყენების არეალი. მნიშვნელოვანია, კარგად გავაცნობიეროთ რომ მონაცემები ალგორითმებით მუშავდება და მხოლოდ მონაცემებს ხელოვნური ინტელექტის ხარისხის განსაზღვრა არ შეუძლია.
ხელოვნური ინტელექტი ტექნოლოგიური განვითარების ერთ-ერთი მნიშვნელოვანი მიღწევაა, რომლის სწორ ინტეგრაციასა და გამოყენებასაც სამყაროსთვის ბევრი სარგებლის მოტანა შეუძლია.