Faceამბები
პოლიტიკა
მსოფლიო

23

ივლისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ოთხშაბათი, მთვარის ოცდამერვე დღე დაიწყება 02:27-ზე, მთვარე კირჩხიბშია – საკუთარ თავში ჩაიხედეთ. შეგიძლიათ დაიწყოთ ნებისმიერი საქმე. განსაკუთრებით მიწისა და უძრავი ქონების შესაძენად. აკეთეთ ბიზნესი და იმუშავეთ. დაიწყეთ ახალი საქმეები. მოაგვარეთ ფინანსური საკითხები. გააფორმეთ მნიშვნელოვანი დოკუმენტები, ხელშეკრულებები და კონტრაქტები. შეინარჩუნეთ სიმშვიდე და კეთილგანწყობა ყველა საკითხში. საიდუმლოდ შეინახეთ თქვენი წარმატებები და მიღწევები. უხვად მიირთვით მწვანილი. კარგია თხილი, არ დაგავიწყდეთ წვენების დალევა, ხილისა და ბოსტნეულის ჭამა. უმჯობესია რაციონიდან გამორიცხოთ მარცვლეული და ცხოველური საკვები. თვალები და ტვინი აქტიურია.
სამხედრო
კულტურა/შოუბიზნესი
სამართალი
საზოგადოება
მეცნიერება
მოზაიკა
კონფლიქტები
სპორტი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
დავით ნარმანია ენერგეტიკული პოლიტიკის ფორუმზე სიტყვით წარდგა
დავით ნარმანია ენერგეტიკული პოლიტიკის ფორუმზე სიტყვით წარდგა

სა­ქარ­თვე­ლოს ენერ­გე­ტი­კი­სა და წყალ­მო­მა­რა­გე­ბის მა­რე­გუ­ლი­რე­ბე­ლი ეროვ­ნუ­ლი კო­მი­სი­ის (სე­მეკ) თავ­მჯდო­მა­რე და­ვით ნარ­მა­ნია USAID-ის ორ­გა­ნი­ზე­ბით გა­მარ­თულ ენერ­გე­ტი­კუ­ლი პო­ლი­ტი­კის ფო­რუმ­ზე სი­ტყვით წარ­დგა. სე­მე­კის თავ­მჯდო­მა­რემ ხაზი გა­უს­ვა USAID-ის მხარ­და­ჭე­რის მნიშ­ვნე­ლო­ბა­სა და როლს სა­ქარ­თვე­ლოს ენერ­გე­ტი­კის სექ­ტო­რის გან­ვი­თა­რე­ბა­ში.

„ენერ­გე­ტი­კუ­ლი ბაზ­რის ლი­ბე­რა­ლი­ზა­ცია მოგ­ვცემს და­მა­ტე­ბით შე­საძ­ლებ­ლო­ბას, ხელი შე­ე­წყოს გა­ნახ­ლე­ბა­დი ენერ­გი­ე­ბის წყა­რო­ე­ბი­დან მი­ღე­ბუ­ლი ენერ­გი­ის ზრდას. გვაქვს მო­ლო­დი­ნი, რომ ენერ­გე­ტი­კის სექ­ტორ­ში გან­ხორ­ცი­ელ­დე­ბა უფრო მეტი ინ­ვეს­ტი­ცია. ად­გი­ლობ­რი­ვი წარ­მო­ე­ბის გან­ვი­თა­რე­ბა ნიშ­ნავს მეტი ელექტრო­ე­ნერ­გი­ის გა­მო­მუ­შა­ვე­ბას, ქვეყ­ნის შიდა მოხ­მა­რე­ბის დაკ­მა­ყო­ფი­ლე­ბას. ამას­თა­ნა­ვე, სა­ქარ­თვე­ლოს აქვს პო­ტენ­ცი­ა­ლი, რომ გახ­დეს ექ­სპორ­ტი­ო­რი ქვე­ყა­ნა, რაც ეკო­ნო­მი­კუ­რი თვალ­საზ­რი­სით ძა­ლი­ან ეფექ­ტუ­რი იქ­ნე­ბა. აუ­ცი­ლე­ბე­ლია, დრო­თა გან­მავ­ლო­ბა­ში სა­ქარ­თვე­ლომ შე­ამ­ცი­როს ელექტრო­ე­ნერ­გი­ის იმ­პორ­ტის მო­ცუ­ლო­ბა“, - აღ­ნიშ­ნა და­ვით ნარ­მა­ნი­ამ სი­ტყვით გა­მოს­ვლი­სას.

ენერ­გე­ტი­კუ­ლი პო­ლი­ტი­კის ფო­რუმს ეს­წრე­ბოდ­ნენ სა­ჯა­რო უწყე­ბე­ბის, ენერ­გე­ტი­კუ­ლი კომ­პა­ნი­ე­ბის, არა­სამ­თავ­რო­ბო და დო­ნო­რი ორ­გა­ნი­ზა­ცი­ე­ბის წარ­მო­მად­გენ­ლე­ბი. შეხ­ვედ­რა­ზე იმ­სჯე­ლეს ენერ­გე­ტი­კუ­ლი ბაზ­რის ახალ მო­დელ­ზე, ტრანსსა­სა­ზღვრო ვაჭ­რო­ბის სა­კი­თხებ­ზე, არ­სე­ბულ გა­მოწ­ვე­ვებ­სა და მათი გა­დაჭ­რის გზებ­ზე. ფო­რუ­მი გახ­სნეს სა­ქარ­თვე­ლოს ეკო­ნო­მი­კი­სა და მდგრა­დი გან­ვი­თა­რე­ბის მი­ნის­ტრის პირ­ველ­მა მო­ად­გი­ლემ, რო­მეო მი­ქა­უ­ტა­ძემ, USAID/სა­ქარ­თვე­ლოს მი­სი­ის წარ­მო­მად­გე­ნელ­მა კლერ მე­ი­სონ­მა და სე­მე­კის თავ­მჯდო­მა­რემ და­ვით ნარ­მა­ნი­ამ.

NS

ალექს
0

სად რა სიტყვით გამოვა რაჟდენა ბრიგადირი, ვის აღელვებს ? აა, სადეპუატატე სიის შემდგენლებს ალბათ, კოკის მაჟორიტარი იქნება, ბარონ დე მონ კოკ !

ავტორი:

დავით ნარმანია ენერგეტიკული პოლიტიკის ფორუმზე სიტყვით წარდგა

დავით ნარმანია ენერგეტიკული პოლიტიკის ფორუმზე სიტყვით წარდგა

საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის (სემეკ) თავმჯდომარე დავით ნარმანია USAID-ის ორგანიზებით გამართულ ენერგეტიკული პოლიტიკის ფორუმზე სიტყვით წარდგა. სემეკის თავმჯდომარემ ხაზი გაუსვა USAID-ის მხარდაჭერის მნიშვნელობასა და როლს საქართველოს ენერგეტიკის სექტორის განვითარებაში.

„ენერგეტიკული ბაზრის ლიბერალიზაცია მოგვცემს დამატებით შესაძლებლობას, ხელი შეეწყოს განახლებადი ენერგიების წყაროებიდან მიღებული ენერგიის ზრდას. გვაქვს მოლოდინი, რომ ენერგეტიკის სექტორში განხორციელდება უფრო მეტი ინვესტიცია. ადგილობრივი წარმოების განვითარება ნიშნავს მეტი ელექტროენერგიის გამომუშავებას, ქვეყნის შიდა მოხმარების დაკმაყოფილებას. ამასთანავე, საქართველოს აქვს პოტენციალი, რომ გახდეს ექსპორტიორი ქვეყანა, რაც ეკონომიკური თვალსაზრისით ძალიან ეფექტური იქნება. აუცილებელია, დროთა განმავლობაში საქართველომ შეამციროს ელექტროენერგიის იმპორტის მოცულობა“, - აღნიშნა დავით ნარმანიამ სიტყვით გამოსვლისას.

ენერგეტიკული პოლიტიკის ფორუმს ესწრებოდნენ საჯარო უწყებების, ენერგეტიკული კომპანიების, არასამთავრობო და დონორი ორგანიზაციების წარმომადგენლები. შეხვედრაზე იმსჯელეს ენერგეტიკული ბაზრის ახალ მოდელზე, ტრანსსასაზღვრო ვაჭრობის საკითხებზე, არსებულ გამოწვევებსა და მათი გადაჭრის გზებზე. ფორუმი გახსნეს საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის პირველმა მოადგილემ, რომეო მიქაუტაძემ, USAID/საქართველოს მისიის წარმომადგენელმა კლერ მეისონმა და სემეკის თავმჯდომარემ დავით ნარმანიამ.

NS