პოლიტიკა
მსოფლიო
სამართალი

28

მარტი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

პარასკევი, მთვარის ოცდამეცხრე დღე დაიწყება 06:58-ზე, მთვარე თევზებშია საკმაოდ რთული დღეა. არ დაიწყოთ ახალი საქმეები. მოერიდეთ ფინანსურ ოპერაციებს, ყოველგვარ ვაჭრობასა და სასამართლო საქმეს. სხვა დღისთვის გადადეთ უფროსთან შეხვედრა და საქმეებზე საუბარს. არ გირჩევთ მგზავრობას, საქმეების გარჩევას. მეტად დაისვენეთ. კარგია მსუბუქი ვარჯიში. დღეს ქორწინება დაუშვებელია. განქორწინების მიზეზი ერთ-ერთი მეუღლის ღალატი ან ტყუილი გახდება. სასურველია დაიცვათ მარხვა. ძილის წინ მიიღეთ შხაპი. რაციონიდან გამორიცხეთ ხორცეული, პურ-ფუნთუშეული და ტკბილეული.
Faceამბები
სპორტი
კულტურა/შოუბიზნესი
მეცნიერება
კონფლიქტები
სამხედრო
მოზაიკა
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
ოჯახური ძალადობა, გაუპატიურება და 6 ქორწინება - პამელა ანდერსონის ცხოვრების მძიმე დეტალები: რატომ შეხვდა "ფლეიბოის" ვარსკვლავი კრემლში პუტინს
ოჯახური ძალადობა, გაუპატიურება და 6 ქორწინება - პამელა ანდერსონის ცხოვრების მძიმე დეტალები: რატომ შეხვდა "ფლეიბოის" ვარსკვლავი კრემლში პუტინს

ამე­რი­კელ­მა მსა­ხი­ობ­მა, ერთ-ერთ ყვე­ლა­ზე სექ­სუ­ა­ლურ ქა­ლად აღი­ა­რე­ბულ­მა პა­მე­ლა ან­დერ­სონ­მა გა­მოს­ცა მე­მუ­ა­რე­ბი სა­ხე­ლად Love, Pamela. გარ­და ამი­სა, პო­პუ­ლა­რუ­ლი სე­რი­ა­ლის, "მაშ­ვე­ლე­ბის" ვარ­სკვლა­ვის ცხოვ­რე­ბის შე­სა­ხებ "ნე­ტფ­ლიქსმა" ორ­სა­ა­თი­ა­ნი დო­კუ­მენ­ტუ­რი ფილ­მიც გა­და­ი­ღო.

პა­მე­ლა ან­დერ­სო­ნი რო­გორც ფილ­მით, ასე­ვე წიგ­ნის სა­შუ­ა­ლე­ბით, მტკივ­ნე­უ­ლი გა­მოც­დი­ლე­ბე­ბი­სა და სკან­და­ლუ­რი ცხოვ­რე­ბის შე­სა­ხებ გვიყ­ვე­ბა.

  • ბავ­შვო­ბა

პა­მე­ლა ან­დერ­სო­ნი კა­ნა­და­ში და­ი­ბა­და და პა­ტა­რა ქა­ლაქ­ში იზ­რდე­ბო­და. რო­გორც თვი­თონ აღ­წერს, ქა­ლაქ­ში საკ­მა­ოდ იდი­ლი­უ­რი გა­რე­მო და ბუ­ნე­ბა იყო, თუმ­ცა მისი ახალ­გაზ­რდა მშობ­ლე­ბის ხმა­მა­ღა­ლი და ხში­რად ძა­ლა­დობ­რი­ვი კონ­ფლიქ­ტი ამ სიმ­შვი­დეს არ­ღვევ­და.

ან­დერ­სონს ად­რინ­დელ ინ­ტერ­ვი­უ­ებ­შიც უთ­ქვამს, რომ მისი ალ­კოჰოლ­და­მო­კი­დე­ბუ­ლი მამა ფი­ზი­კუ­რად ძა­ლა­დობ­და დე­და­ზე.

სამ­წუ­ხა­როდ, თა­ვად ან­დერ­სო­ნიც გახ­და არა­ერ­თი ძა­ლა­დო­ბის მსხვერ­პლი. სა­ნამ 18 წლის გახ­დე­ბო­და, სხვა­დას­ხვა პე­რი­ოდ­ში, მას­ზე სამ­ჯერ იძა­ლა­დეს სექ­სუ­ა­ლუ­რად.

პა­მე­ლა მე­მუ­ა­რებ­ში წერს, რომ 6-10 წლამ­დე მას­ზე სექ­სუ­ა­ლუ­რად ძა­ლა­დობ­და ძიძა ქალი: "მა­შინ ვე­რა­ფერს ვხვდე­ბო­დი. შემ­დეგ მე­მუქ­რე­ბო­და, რომ ეს ამ­ბე­ბი არა­ვის­თვის მო­მე­ყო­ლა."

მე­ო­რედ პა­მე­ლა­ზე 12 წლის ასაკ­ში იძა­ლა­და 25 წლის ნაც­ნობ­მა, რო­მელ­მაც ის გა­ა­უ­პა­ტი­უ­რა. 14 წლის ასაკ­ში კი მას­ზე ჯგუ­ფუ­რად იძა­ლა­და შეყ­ვა­რე­ბულ­მა და მის­მა სა­მე­გობ­რომ.

  • პირ­ვე­ლი ნა­ბი­ჯე­ბი შოუ-ბიზ­ნეს­ში

ან­დერ­სო­ნი 22 წლის იყო, როცა აღ­მო­ა­ჩი­ნეს. ამ დროს, ის სო­ლა­რი­უმ­ში მუ­შა­ობ­და. ფეხ­ბურ­თის ერთ-ერთი მატ­ჩის დროს, გულ­შე­მატ­კივ­რებს შო­რის კა­მე­რამ პა­მე­ლა და­ა­ფიქ­სი­რა. გო­გო­ნას კა­ნა­დუ­რი ლუ­დის კომ­პა­ნი­ის, LaBatt-ის მა­ი­სუ­რი ეცვა. ან­დერ­სონს მა­ლე­ვე და­უ­კავ­შირ­და კომ­პა­ნია და სამ­სა­ხუ­რი შეს­თა­ვა­ზა. პა­მე­ლა ჩნდე­ბო­და მათ სა­რეკ­ლა­მო ვი­დე­ორ­გო­ლებ­სა და პოს­ტე­რებ­ზე.

პა­მე­ლა LaBatt-ის რეკ­ლა­მებ­ში

ამას მა­ლე­ვე მოჰ­ყვა Playboy-ც. ვარ­სკვლა­ვის ფოტო 14-ჯერ და­ი­ბეჭ­და ჟურ­ნა­ლის გა­რე­კან­ზე, რაც რა­ო­დე­ნობ­რი­ვად ყვე­ლა სხვა მო­დე­ლი­სას აჭარ­ბებს. პა­მე­ლა აღ­ნიშ­ნავს, რომ Playboy-ის დამ­ფუძ­ნე­ბე­ლი, ჰიუ ჰეფ­ნე­რი ერ­თა­დერ­თი ადა­მი­ა­ნი იყო, ვინც მას სრუ­ლი პა­ტი­ვის­ცე­მით ეპყრო­ბო­და.

პა­მე­ლა და Playboy-ს დამ­ფუძ­ნე­ბე­ლი, ჰიუ ჰეფ­ნე­რი

  • ტრავ­მა

"ასა­კის მა­ტე­ბას­თან ერ­თად მივ­ხვდი, რომ ჩემი ბო­იფ­რენ­დე­ბის უმე­ტე­სო­ბა ცუდი იყო და თან­და­თა­ნო­ბით კი­დევ უფრო უა­რე­სე­ბი მხვდე­ბოდ­ნენ“, - წერს მსა­ხი­ო­ბი მე­მუ­ა­რებ­ში. მი­უ­ხე­და­ვად ამი­სა, პა­მე­ლას მა­ინც შერ­ჩა რო­მან­ტი­კუ­ლი ბუ­ნე­ბა.

"მაშ­ვე­ლე­ბის" ვარ­სკვლა­ვი 6-ჯერ იყო და­ქორ­წი­ნე­ბუ­ლი 5 სხვა­დას­ხვა მა­მა­კაც­ზე. მათ­გან ყვე­ლა­ზე გახ­მა­უ­რე­ბუ­ლი Mötley Crüe-ს დრა­მერ­თან, ტომი ლის­თან ქორ­წი­ნე­ბა იყო. 1995 წელს, 4-დღი­ა­ნი ურ­თი­ერ­თო­ბის შემ­დეგ, წყვილ­მა კან­კუ­ნის სა­ნა­პი­რო­ზე, მექ­სი­კა­ში იქორ­წი­ნა.

მი­უ­ხე­და­ვად მათი ურ­თი­ერ­თო­ბის ერთი შე­ხედ­ვით, ზღაპ­რუ­ლი და­სა­წყი­სი­სა, წყვი­ლი 3 წლის შემ­დეგ გა­ე­ყა­რა ერ­თმა­ნეთს. მათ ქორ­წი­ნე­ბი­დან 2 შვი­ლი დარ­ჩათ. ურ­თი­ერ­თო­ბას წერ­ტი­ლი წყვი­ლის სექ­სის კად­რე­ბის გა­ყიდ­ვამ და­უს­ვა. ვი­დე­ო­ჩა­ნა­წე­რე­ბი მათი სახ­ლის სე­ი­ფი­დან მო­ი­პა­რეს და დის­ტრი­ბუ­ცია და­ი­წყეს. მხო­ლოდ პირ­ვე­ლი წლის გა­ყიდ­ვე­ბი­დან მი­ღე­ბუ­ლი შე­მო­სა­ვა­ლი 75$ მი­ლი­ონს აღე­მა­ტე­ბო­და.

"ამან არა­ერ­თი ადა­მი­ა­ნი გა­ა­უ­ბე­დუ­რა. მათ შო­რის ჩვე­ნი ურ­თი­ერ­თო­ბაც შე­ი­წი­რა და მი­უ­ტე­ვე­ბე­ლია ის, რომ ხალ­ხს ასე­თი სა­ში­ნე­ლი ქმე­დე­ბით სარ­გებ­ლის მი­ღე­ბა შე­უძ­ლია“,- წერს პა­მე­ლა და ამ­ბობს, რომ ჩა­ნა­წე­რე­ბის მო­პარ­ვა და სკან­და­ლი, რაც ამას მოჰ­ყვა, ყვე­ლა­ზე რთუ­ლი რამ იყო, რაც კი ცხოვ­რე­ბა­ში გა­მო­უვ­ლია.

გარ­კვე­უ­ლი დრო­ის შემ­დეგ, ტომი ლიმ 6 თვე გა­ა­ტა­რა ცი­ხის გი­სო­სებს მიღ­მა იმის გამო, რომ მან პა­მე­ლას მა­შინ და­არ­ტყა, როცა ქალს მათი თვე­ნა­ხევ­რის ვაჟი ეკა­ვა ხელ­ში.

პა­მე­ლას გან­ქორ­წი­ნე­ბა­ზე გა­ნა­ცხა­დის შე­სა­ტა­ნად სწო­რედ ამ შემ­თხვე­ვამ უბიძ­გა. წყვი­ლი მას შემ­დეგ არა­ერ­თხელ შე­რიგ­და. Playboy-ს ვარ­სკვლა­ვი ამ­ბობს, რომ შე­საძ­ლოა, ეს ერ­თა­დერ­თი პე­რი­ო­დი იყო მის ცხოვ­რე­ბა­ში, როცა ვინ­მე­ზე თავ­და­ვი­წყე­ბით იყო შეყ­ვა­რე­ბუ­ლი.

  • "მაშ­ვე­ლე­ბის" ვარ­სკვლა­ვი­სა და ვლა­დი­მერ პუ­ტი­ნის შეხ­ვედ­რა კრემლში

ახლა ან­დერ­სო­ნი გარ­დაც­ვლი­ლი ბე­ბი­ის სახ­ლში, სამ ძაღ­ლთან ერ­თად ცხოვ­რობს. ის უკვე მრა­ვა­ლი წე­ლია ცხო­ვე­ლე­ბის უფ­ლე­ბე­ბის დამ­ცვე­ლია და გა­რე­მოს­დაც­ვის კამ­პა­ნი­ებ­შიც მო­ნა­წი­ლე­ობს. ამ­გვარ აქ­ტი­ვო­ბებ­ში მო­ნა­წი­ლე­ო­ბამ ან­დერ­სო­ნი მე­ტად უც­ნა­ურ სი­ტუ­ა­ცი­ებ­შიც მო­ახ­ვედ­რა:

ის 2015 წელს კრემლს ეწ­ვია და ვლა­დი­მერ პუ­ტინ­საც შეხ­ვდა. ცხო­ველ­თა ეთი­კუ­რი მო­პყრო­ბის კამ­პა­ნი­ის­თვის ერთ-ერთი მოგ­ზა­უ­რო­ბი­სას შეხ­ვდა რუ­სე­თის პრე­ზი­დენტს:

"პუ­ტი­ნი ოთახ­ში მხო­ლოდ ერთხელ შე­მო­ვი­და, მაგ­რამ ის ყვე­ლაფ­რის საქ­მის კურ­სში იყო. სხვა­დას­ხვა ადა­მი­ა­ნე­ბის­გან მომ­დი­ო­და ხმე­ბი, რომ ის ნა­სი­ა­მოვ­ნე­ბი იყო ჩემი კრემლში სტუმ­რო­ბით“,- ამ­ბობს პა­მე­ლა Variety-სთან ინ­ტერ­ვი­უ­ში.

პა­მე­ლა ან­დერ­სო­ნი და სერ­გეი ივა­ნო­ვი (რუ­სე­თის ფე­დე­რა­ცი­ის პრე­ზი­დენ­ტის სპე­ცი­ა­ლუ­რი წარ­მო­მად­გე­ნე­ლი გა­რე­მოს დაც­ვის, ეკო­ლო­გი­ის და ტრან­სპორ­ტის სა­კი­თხებ­ში). 2015 წ.

პა­მე­ლამ ამა­ვე ინ­ტერ­ვი­უ­ში Wikileaks-ის დამ­ფუძ­ნე­ბელ, ჯუ­ლი­ან ასანჟ­თან მე­გობ­რო­ბა­ზეც ისა­უბ­რა: "ჩვე­ნი ურ­თი­ერ­თო­ბა პლა­ტო­ნუ­რი იყო. მთე­ლი ღამე ვის­ხე­დით, "მე­ზკალს" ვსვამ­დით, ვი­ცი­ნო­დით და ის­ტო­რი­ებს ვყვე­ბო­დით."

პა­მე­ლა ან­დერ­სო­ნის დო­კუ­მენ­ტუ­რი ფილ­მის, Pamela, a love story-ის ყუ­რე­ბა Netflix-ზე დღე­ი­დან, 31 იან­ვრი­და­ნაა შე­საძ­ლე­ბე­ლი.

წყა­რო: bbc

მო­ამ­ზა­და: ანა სი­ბოშ­ვილ­მა

მკითხველის კომენტარები / 3 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
თამარი
0

ძალ ან ნერვიულობთ მგონი, რომ ვერ "გადარჩით" :))) 

ეკატერინე
3

გადავირიეეეეთ..ყველა დიდი თუ პატარა ქართველი თუ უცხოელი რავა ყველაზე ძალადობდნენ და ყველას აუპატიურებდნენ? მე ვარ მხოლოდ გადარჩენილი ვატყობ და რამოდენიმე ალბათ...არ შეგვაწუხეეეეს ....

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
16 ხიდი და 3 კვანძი, ვნახოთ სად გაივლის და რა დაჯდება თბილისის შემოვლითი გზის 11 კმ-იანი მონაკვეთი
ავტორი:

ოჯახური ძალადობა, გაუპატიურება და 6 ქორწინება - პამელა ანდერსონის ცხოვრების მძიმე დეტალები: რატომ შეხვდა "ფლეიბოის" ვარსკვლავი კრემლში პუტინს

ოჯახური ძალადობა, გაუპატიურება და 6 ქორწინება - პამელა ანდერსონის ცხოვრების მძიმე დეტალები: რატომ შეხვდა "ფლეიბოის" ვარსკვლავი კრემლში პუტინს

ამერიკელმა მსახიობმა, ერთ-ერთ ყველაზე სექსუალურ ქალად აღიარებულმა პამელა ანდერსონმა გამოსცა მემუარები სახელად Love, Pamela. გარდა ამისა, პოპულარული სერიალის, "მაშველების" ვარსკვლავის ცხოვრების შესახებ "ნეტფლიქსმა" ორსაათიანი დოკუმენტური ფილმიც გადაიღო.

პამელა ანდერსონი როგორც ფილმით, ასევე წიგნის საშუალებით, მტკივნეული გამოცდილებებისა და სკანდალური ცხოვრების შესახებ გვიყვება.

  • ბავშვობა

პამელა ანდერსონი კანადაში დაიბადა და პატარა ქალაქში იზრდებოდა. როგორც თვითონ აღწერს, ქალაქში საკმაოდ იდილიური გარემო და ბუნება იყო, თუმცა მისი ახალგაზრდა მშობლების ხმამაღალი და ხშირად ძალადობრივი კონფლიქტი ამ სიმშვიდეს არღვევდა.

ანდერსონს ადრინდელ ინტერვიუებშიც უთქვამს, რომ მისი ალკოჰოლდამოკიდებული მამა ფიზიკურად ძალადობდა დედაზე.

სამწუხაროდ, თავად ანდერსონიც გახდა არაერთი ძალადობის მსხვერპლი. სანამ 18 წლის გახდებოდა, სხვადასხვა პერიოდში, მასზე სამჯერ იძალადეს სექსუალურად.

პამელა მემუარებში წერს, რომ 6-10 წლამდე მასზე სექსუალურად ძალადობდა ძიძა ქალი: "მაშინ ვერაფერს ვხვდებოდი. შემდეგ მემუქრებოდა, რომ ეს ამბები არავისთვის მომეყოლა."

მეორედ პამელაზე 12 წლის ასაკში იძალადა 25 წლის ნაცნობმა, რომელმაც ის გააუპატიურა. 14 წლის ასაკში კი მასზე ჯგუფურად იძალადა შეყვარებულმა და მისმა სამეგობრომ.

  • პირველი ნაბიჯები შოუ-ბიზნესში

ანდერსონი 22 წლის იყო, როცა აღმოაჩინეს. ამ დროს, ის სოლარიუმში მუშაობდა. ფეხბურთის ერთ-ერთი მატჩის დროს, გულშემატკივრებს შორის კამერამ პამელა დააფიქსირა. გოგონას კანადური ლუდის კომპანიის, LaBatt-ის მაისური ეცვა. ანდერსონს მალევე დაუკავშირდა კომპანია და სამსახური შესთავაზა. პამელა ჩნდებოდა მათ სარეკლამო ვიდეორგოლებსა და პოსტერებზე.

პამელა LaBatt-ის რეკლამებში

ამას მალევე მოჰყვა Playboy-ც. ვარსკვლავის ფოტო 14-ჯერ დაიბეჭდა ჟურნალის გარეკანზე, რაც რაოდენობრივად ყველა სხვა მოდელისას აჭარბებს. პამელა აღნიშნავს, რომ Playboy-ის დამფუძნებელი, ჰიუ ჰეფნერი ერთადერთი ადამიანი იყო, ვინც მას სრული პატივისცემით ეპყრობოდა.

პამელა და Playboy-ს დამფუძნებელი, ჰიუ ჰეფნერი

  • ტრავმა

"ასაკის მატებასთან ერთად მივხვდი, რომ ჩემი ბოიფრენდების უმეტესობა ცუდი იყო და თანდათანობით კიდევ უფრო უარესები მხვდებოდნენ“, - წერს მსახიობი მემუარებში. მიუხედავად ამისა, პამელას მაინც შერჩა რომანტიკული ბუნება.

"მაშველების" ვარსკვლავი 6-ჯერ იყო დაქორწინებული 5 სხვადასხვა მამაკაცზე. მათგან ყველაზე გახმაურებული Mötley Crüe-ს დრამერთან, ტომი ლისთან ქორწინება იყო. 1995 წელს, 4-დღიანი ურთიერთობის შემდეგ, წყვილმა კანკუნის სანაპიროზე, მექსიკაში იქორწინა.

მიუხედავად მათი ურთიერთობის ერთი შეხედვით, ზღაპრული დასაწყისისა, წყვილი 3 წლის შემდეგ გაეყარა ერთმანეთს. მათ ქორწინებიდან 2 შვილი დარჩათ. ურთიერთობას წერტილი წყვილის სექსის კადრების გაყიდვამ დაუსვა. ვიდეოჩანაწერები მათი სახლის სეიფიდან მოიპარეს და დისტრიბუცია დაიწყეს. მხოლოდ პირველი წლის გაყიდვებიდან მიღებული შემოსავალი 75$ მილიონს აღემატებოდა.

"ამან არაერთი ადამიანი გააუბედურა. მათ შორის ჩვენი ურთიერთობაც შეიწირა და მიუტევებელია ის, რომ ხალხს ასეთი საშინელი ქმედებით სარგებლის მიღება შეუძლია“,- წერს პამელა და ამბობს, რომ ჩანაწერების მოპარვა და სკანდალი, რაც ამას მოჰყვა, ყველაზე რთული რამ იყო, რაც კი ცხოვრებაში გამოუვლია.

გარკვეული დროის შემდეგ, ტომი ლიმ 6 თვე გაატარა ციხის გისოსებს მიღმა იმის გამო, რომ მან პამელას მაშინ დაარტყა, როცა ქალს მათი თვენახევრის ვაჟი ეკავა ხელში.

პამელას განქორწინებაზე განაცხადის შესატანად სწორედ ამ შემთხვევამ უბიძგა. წყვილი მას შემდეგ არაერთხელ შერიგდა. Playboy-ს ვარსკვლავი ამბობს, რომ შესაძლოა, ეს ერთადერთი პერიოდი იყო მის ცხოვრებაში, როცა ვინმეზე თავდავიწყებით იყო შეყვარებული.

  • "მაშველების" ვარსკვლავისა და ვლადიმერ პუტინის შეხვედრა კრემლში

ახლა ანდერსონი გარდაცვლილი ბებიის სახლში, სამ ძაღლთან ერთად ცხოვრობს. ის უკვე მრავალი წელია ცხოველების უფლებების დამცველია და გარემოსდაცვის კამპანიებშიც მონაწილეობს. ამგვარ აქტივობებში მონაწილეობამ ანდერსონი მეტად უცნაურ სიტუაციებშიც მოახვედრა:

ის 2015 წელს კრემლს ეწვია და ვლადიმერ პუტინსაც შეხვდა. ცხოველთა ეთიკური მოპყრობის კამპანიისთვის ერთ-ერთი მოგზაურობისას შეხვდა რუსეთის პრეზიდენტს:

"პუტინი ოთახში მხოლოდ ერთხელ შემოვიდა, მაგრამ ის ყველაფრის საქმის კურსში იყო. სხვადასხვა ადამიანებისგან მომდიოდა ხმები, რომ ის ნასიამოვნები იყო ჩემი კრემლში სტუმრობით“,- ამბობს პამელა Variety-სთან ინტერვიუში.

პამელა ანდერსონი და სერგეი ივანოვი (რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტის სპეციალური წარმომადგენელი გარემოს დაცვის, ეკოლოგიის და ტრანსპორტის საკითხებში). 2015 წ.

პამელამ ამავე ინტერვიუში Wikileaks-ის დამფუძნებელ, ჯულიან ასანჟთან მეგობრობაზეც ისაუბრა: "ჩვენი ურთიერთობა პლატონური იყო. მთელი ღამე ვისხედით, "მეზკალს" ვსვამდით, ვიცინოდით და ისტორიებს ვყვებოდით."

პამელა ანდერსონის დოკუმენტური ფილმის, Pamela, a love story-ის ყურება Netflix-ზე დღეიდან, 31 იანვრიდანაა შესაძლებელი.

წყარო: bbc

მოამზადა: ანა სიბოშვილმა