ავტორი:

"მიხეილ სააკაშვილი კეთილი ადამიანია..." - ლიზა იასკო ენმ -ს არჩევნებს გამოეხმაურა

"მიხეილ სააკაშვილი კეთილი ადამიანია..." - ლიზა იასკო ენმ -ს არჩევნებს გამოეხმაურა

ენმ-ს თავჯდომარის არჩვენებში ლევან ხაბეიშვილის გამარჯვების შემდეგ, პარტიაში მიმდინარე პროცესები "ტვ პირველთან“ საუბრისას შეაფასა ექსპრეზიდენტის მეუღლემ და უკრაინის რადას დეპუტატმა, ლიზა იასკომ. მისი თქმით, პარტიაში ახალი თავჯდომარის არჩვევამ მხოლოდ დადებითი ცვლილებები უნდა მოიტანოს.

ლიზა იასკო:

- მე ყოველთვის ვცდილობ, საქართველოს შიდა პოლიტიკაზე კომენტარი არ გავაკეთო, მაგრამ რადგან გვაქვს შედეგები, მივესალმები იმ ცვლილებებს, რაც გვაქვს პარტიაში. როდესაც მოდის ახალი ლიდერი ამხელა მხარდაჭერით და მას დიდი ნდობა აქვს ამომრჩევლებისგან, ეს არის დიდი დავალება და იმედი მაქვს, გაამართლებს იმედებს. ლევან ხაბეიშვილი რთულ სიტუაციაში აღმოჩნდება, რადგან საქართველოში დაძაბული სიტუაციაა. ვიმედოვნებ, რომ ქართველი ხალხი და ენმ გაიმარჯვებს ამ ბრძოლაში. ვფიქრობ, ამჯერად მიხეილ სააკაშვილის სახელით სპეკულაცია დასრულდება. ეს არის კრიტიკული დრო საქართველოსთვის, არ არის საიდუმლო და მიშას ბევრჯერ აქვს ნათქვამი, რომ ის არ არის აქტიური პარტიასა და პოლიტიკაში, მას ამაში ჯანმრთელობის მდგომარეობა არ უწყობს ხელს.

ვფიქრობ, რომ ლევან ხაბეიშვილი ასახავს ქართველი ხალხის აზრს, განსაკუთრებით მათი, ვინც შეწუხებულია მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობით. ის გახდება ფიგურა, რომლის გარშემოც ხალხი გაერთიანდება და მოითხოვს სამართლიანობას. ქართველებს უნდათ ცვლილებები. ეს სტაგნაცია დასრულდება და გამოიწვევს პოლიტიკურ ცვლილებებს.

მიხეილ სააკაშვილის მიერ ნიკა მელიას გმირად მოხსენიებაზე, იასკომ თქვა, რომ მიშა, უბრალოდ, კეთილი ადამიანია.

"ვფიქრობ, მიხეილ სააკაშვილი კეთილი ადამიანია და კეთილად არის განწყობილი ნებისმიერი ადამიანის მიმართ, ნიკა მელიას ჩათვლით. კარგია, რომ მელია მარცხს შეხვდა ღირსეულად, ნიკანორ მელიას დიდი საქმეები აქვს გაკეთებული", - განაცხადა მან.