მნიშვნელოვანი ინფორმაცია
პოლიტიკა
საზოგადოება

22

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ხუთშაბათი, მთვარის ოცდამეხუთე დღე დაიწყება 03:21-ზე, მთვარე ვერძს ესტუმრება 20:21-ზე – ახალ საქმეებს ნუ წამოიწყებთ, მაგრამ დაწყებულები დაასრულეთ. კარგი დღეა ვაჭრობისთვის, სასამართლო საქმეებისთვის. არასასიამოვნო დღეა კონტაქტებისთვის, აკონტროლეთ თქვენი ემოციები. არ იკამათოთ და მოერიდეთ უსიამოვნო საუბრებს. კარგი დღეა მოგზაურობის დასაწყებად, მგზავრობისათვის. სხვა დღისთვის გადადეთ ქორწინება და ნიშნობა. მოერიდეთ ალკოჰოლსა და სიგარეტს. დღის რთული ორგანოა თავი. ამიტომ მოერიდეთ ყოველგვარ ოპერაციასა და პროცედურას: თვალებზე, პირის ღრუში, ყურებზე.
მსოფლიო
მეცნიერება
მოზაიკა
Faceამბები
კონფლიქტები
სამხედრო
სპორტი
მნიშვნელოვანი ინფორმაცია
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"მელიას ჩანაწერი 2016 წლისაა და ჩვენი მეგობრული ჩეთიდანაა გავრცელებული... როცა აღარ დააკმაყოფილა ფულის ტომარა მელიამ, ადგნენ და გამოუქვეყნეს - თამარ ჩერგოლეიშვილი
"მელიას ჩანაწერი 2016 წლისაა და ჩვენი მეგობრული ჩეთიდანაა გავრცელებული... როცა აღარ დააკმაყოფილა ფულის ტომარა მელიამ, ადგნენ და გამოუქვეყნეს - თამარ ჩერგოლეიშვილი

"ტა­ბუ­ლას" დამ­ფუძ­ნე­ბე­ლი, თა­მარ ჩერ­გო­ლე­იშ­ვი­ლი ამ­ბობს, რომ ნიკა მე­ლი­ას ხმო­ვა­ნი ჩა­ნა­წე­რე­ბი "მე­გობ­რუ­ლი ჩა­თი­და­ნაა" გავ­რცე­ლე­ბუ­ლი. მი­სი­ვე ცნო­ბით, ჩათ­ში იყ­ვნენ თა­მარ ჩერ­გო­ლე­იშ­ვი­ლი, გიგა ბო­კე­რია, გიგი უგუ­ლა­ვა, და­ვით კე­ზე­რაშ­ვი­ლი, გივი თარ­გა­მა­ძე, გოკა გა­ბაშ­ვი­ლი, ლე­ვან თარ­ხნიშ­ვი­ლი, ნიკა მე­ლია და ნიკა გვა­რა­მია, ხოლო ჩა­ნა­წე­რი 2016 წლი­საა (ცნო­ბის­თვის სა­უ­ბა­რია აუ­დი­ო­ჩა­ნა­წერ­ზე, სა­დაც ნიკა მე­ლია მი­ხე­ილ სა­ა­კაშ­ვილს აგი­ნებს). შე­გახ­სე­ნებთ, "ნა­ცი­ო­ნა­ლუ­რი მოძ­რა­ო­ბის" თავ­მჯდო­მა­რის წი­ნა­სა­არ­ჩევ­ნო კამ­პა­ნი­ი­სას, გავ­რცელ­და ფა­რუ­ლი ჩა­ნა­წე­რი, რო­მელ­შიც თავ­მჯდო­მა­რე­ო­ბის კან­დი­და­ტი მე­ლია სა­ა­კაშ­ვილს აგი­ნებ­და.

აღ­ნიშ­ნულ თე­მა­ზე ჩერ­გო­ლე­იშ­ვი­ლი "ფე­ის­ბუქ­ში" წერს:

"სა­ნამ არ­ჩევ­ნე­ბი მორ­ჩე­ბო­და, არ მინ­დო­და ჩა­რე­ვა, ან რო­მე­ლი­მე მხა­რის სა­სარ­გებ­ლოდ მოქ­მე­დე­ბა - ხომ ვთქვი, მინ­დო­და ყვე­ლას წა­ე­გო და ასეც მოხ­და იდე­ა­ში. ახლა როცა მორ­ჩა, გე­ტყვით, რომ მე­ლი­ას ჩა­ნა­წე­რი 2016 წლი­საა და ჩვე­ნი მე­გობ­რუ­ლი ჩე­თი­და­ნაა გავ­რცე­ლე­ბუ­ლი.

ამ ჩეთ­ში ვი­ყა­ვით მე, გიგა, უგუ­ლა­ვა (ცი­ხი­დან გა­მოს­ვლის მერე და არა ვო­ი­სე­ბის მო­მენ­ტში), კე­ზე­რაშ­ვი­ლი, გივი თარ­გა­მა­ძე, გოკა გა­ბაშ­ვი­ლი, ლე­ვან თარ­ხნიშ­ვი­ლი, მე­ლია და გვა­რა­მია (რო­მე­ლიც მაგ ვო­ი­სე­ბის ჩაყ­რის მო­მენ­ტში უკვე გა­სუ­ლი იყო, უკვე კონ­ფლიქ­ტი გვქონ­და მი­შას დო­ზებ­ზე ეთერ­ში - ვერ ვა­გე­ბი­ნებ­დით, რომ დამ­ღუპ­ვე­ლია).

მე­ლია ბოლო მო­მენ­ტამ­დე მე­სი­ა­ნიზ­მის მო­წი­ნა­აღ­მდე­გე­თა, ანუ ჩვენს ბა­ნაკ­ში იყო და ვო­ი­სე­ბად ჩაგ­ვი­ყა­რა ჩეთ­ში მი­შას­თან ლა­პა­რა­კის ში­ნა­არ­სი (რაც მო­ის­მი­ნეთ). რომ გა­დახ­ტა და მი­შას მო­ღა­ლა­ტე­ე­ბი ხარ­თო, კი­ვი­ლი და­ი­წყო - ვი­ცი­ნო­დით მერე ამ ვო­ი­სებ­ზე.

მა­ში­ნაც იყო აზრი, რომ გა­მოქ­ვეყ­ნე­ბუ­ლი­ყო, ოღონდ არა ფა­რუ­ლად, არა­მედ ღიად - რო­დის იყა­ვი მარ­თა­ლი? როცა მი­შას აგი­ნებ­დი, თუ როცა ჩვენ მო­ღა­ლა­ტე­ებს გვე­ძა­ხი? - ამ კი­თხვით. მაგ­რამ გიგა კა­ტე­გო­რი­ულ უარ­ზე წა­ვი­და და არ და­უშ­ვა - პი­რა­დის გა­მოქ­ვეყ­ნე­ბას სა­დაც მე ვარ, არ ვი­კად­რებ­თო. ფა­რუ­ლად გა­მოქ­ვეყ­ნე­ბას ვერც გა­უ­ბე­დავ­დნენ (უნ­დო­დათ).

ხოდა, ახლა გა­თა­ვი­სუფ­ლდნენ გი­გას მო­რა­ლუ­რი მარ­წუ­ხე­ბის­გან და ყვე­ლა­ფე­რი იკად­რეს. ანუ კე­ზე­რაშ­ვი­ლის, უგუ­ლა­ვას, თარ­გა­მა­ძის, მაჩ­ვის და მათი გა­ბაზ­რე­ბუ­ლია და რო­გორც ნდო­ბით აღ­ჭურ­ვილ პი­რებს, ისე ჩა­უგ­დო. ამის მერე ამ ადა­მი­ა­ნებ­მა მე­ლია ლი­დე­რად ამო­არ­ჩი­ეს და 2021 წლის არ­ჩევ­ნებ­ში მის შტაბ­ში ბზრი­ა­ლებ­დნენ - გა­მორ­ჩე­ნის მიზ­ნით.

როცა აღარ და­აკ­მა­ყო­ფი­ლა ფუ­ლის ტო­მა­რა მე­ლი­ამ სა­თა­მა­შოდ, ად­გნენ და პი­რა­დი ვო­ი­სე­ბი გა­მო­უქ­ვეყ­ნეს. ასე­თი სა­მარ­ცხვი­ნო­ე­ბი არი­ან. უა­რე­სე­ბი იქ­ნე­ბი­ან ძა­ლა­უფ­ლე­ბას თუ მი­ა­კა­რე - ღირ­სე­ბის­გან დაც­ლი­ლე­ბი არი­ან, ამ­დენ­მა მარ­ცხმა სულ გა­მო­ა­თაყ­ვა­ნა მო­რა­ლუ­რად.

მოკ­ლედ, მარ­ცხის დროს უნდა გა­იც­ნო ადა­მი­ა­ნე­ბი - მანდ ყვე­ლა­ზე კარ­გად ავ­ლე­ნენ თა­ვებს", - წერს თა­მარ ჩერ­გო­ლე­იშ­ვი­ლი.

მკითხველის კომენტარები / 23 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
კორონიკო!
0

ჩემი მტერის მტერი, ჩემი მეგობარიაო!!!!! 

FEOLA
1

ვისი ვისაშია ბოლოს და ბოლოს????? გაგვაგებინეთ ბატონებო, ჩვენ ქვევით ვართ თუ ზევით????

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ჩრდილოეთ კორეის ახალმა სამხედრო ხომალდმა კატასტროფა განიცადა
მნიშვნელოვანი ინფორმაცია
ავტორი:

"მელიას ჩანაწერი 2016 წლისაა და ჩვენი მეგობრული ჩეთიდანაა გავრცელებული... როცა აღარ დააკმაყოფილა ფულის ტომარა მელიამ, ადგნენ და გამოუქვეყნეს - თამარ ჩერგოლეიშვილი

"მელიას ჩანაწერი 2016 წლისაა და ჩვენი მეგობრული ჩეთიდანაა გავრცელებული... როცა აღარ დააკმაყოფილა ფულის ტომარა მელიამ, ადგნენ და გამოუქვეყნეს - თამარ ჩერგოლეიშვილი

"ტაბულას" დამფუძნებელი, თამარ ჩერგოლეიშვილი ამბობს, რომ ნიკა მელიას ხმოვანი ჩანაწერები "მეგობრული ჩათიდანაა" გავრცელებული. მისივე ცნობით, ჩათში იყვნენ თამარ ჩერგოლეიშვილი, გიგა ბოკერია, გიგი უგულავა, დავით კეზერაშვილი, გივი თარგამაძე, გოკა გაბაშვილი, ლევან თარხნიშვილი, ნიკა მელია და ნიკა გვარამია, ხოლო ჩანაწერი 2016 წლისაა (ცნობისთვის საუბარია აუდიოჩანაწერზე, სადაც ნიკა მელია მიხეილ სააკაშვილს აგინებს). შეგახსენებთ, "ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარის წინასაარჩევნო კამპანიისას, გავრცელდა ფარული ჩანაწერი, რომელშიც თავმჯდომარეობის კანდიდატი მელია სააკაშვილს აგინებდა.

აღნიშნულ თემაზე ჩერგოლეიშვილი "ფეისბუქში" წერს:

"სანამ არჩევნები მორჩებოდა, არ მინდოდა ჩარევა, ან რომელიმე მხარის სასარგებლოდ მოქმედება - ხომ ვთქვი, მინდოდა ყველას წაეგო და ასეც მოხდა იდეაში. ახლა როცა მორჩა, გეტყვით, რომ მელიას ჩანაწერი 2016 წლისაა და ჩვენი მეგობრული ჩეთიდანაა გავრცელებული.

ამ ჩეთში ვიყავით მე, გიგა, უგულავა (ციხიდან გამოსვლის მერე და არა ვოისების მომენტში), კეზერაშვილი, გივი თარგამაძე, გოკა გაბაშვილი, ლევან თარხნიშვილი, მელია და გვარამია (რომელიც მაგ ვოისების ჩაყრის მომენტში უკვე გასული იყო, უკვე კონფლიქტი გვქონდა მიშას დოზებზე ეთერში - ვერ ვაგებინებდით, რომ დამღუპველია).

მელია ბოლო მომენტამდე მესიანიზმის მოწინააღმდეგეთა, ანუ ჩვენს ბანაკში იყო და ვოისებად ჩაგვიყარა ჩეთში მიშასთან ლაპარაკის შინაარსი (რაც მოისმინეთ). რომ გადახტა და მიშას მოღალატეები ხართო, კივილი დაიწყო - ვიცინოდით მერე ამ ვოისებზე.

მაშინაც იყო აზრი, რომ გამოქვეყნებულიყო, ოღონდ არა ფარულად, არამედ ღიად - როდის იყავი მართალი? როცა მიშას აგინებდი, თუ როცა ჩვენ მოღალატეებს გვეძახი? - ამ კითხვით. მაგრამ გიგა კატეგორიულ უარზე წავიდა და არ დაუშვა - პირადის გამოქვეყნებას სადაც მე ვარ, არ ვიკადრებთო. ფარულად გამოქვეყნებას ვერც გაუბედავდნენ (უნდოდათ).

ხოდა, ახლა გათავისუფლდნენ გიგას მორალური მარწუხებისგან და ყველაფერი იკადრეს. ანუ კეზერაშვილის, უგულავას, თარგამაძის, მაჩვის და მათი გაბაზრებულია და როგორც ნდობით აღჭურვილ პირებს, ისე ჩაუგდო. ამის მერე ამ ადამიანებმა მელია ლიდერად ამოარჩიეს და 2021 წლის არჩევნებში მის შტაბში ბზრიალებდნენ - გამორჩენის მიზნით.

როცა აღარ დააკმაყოფილა ფულის ტომარა მელიამ სათამაშოდ, ადგნენ და პირადი ვოისები გამოუქვეყნეს. ასეთი სამარცხვინოები არიან. უარესები იქნებიან ძალაუფლებას თუ მიაკარე - ღირსებისგან დაცლილები არიან, ამდენმა მარცხმა სულ გამოათაყვანა მორალურად.

მოკლედ, მარცხის დროს უნდა გაიცნო ადამიანები - მანდ ყველაზე კარგად ავლენენ თავებს", - წერს თამარ ჩერგოლეიშვილი.