პაკისტანის ქალაქ პეშავარში, მეჩეთში ბომბის აფეთქების შედეგად სულ მცირე, 59 ადამიანი დაიღუპა, - ინფორმაციას BBC-ი ავრცელებს.
გამოცემის ცნობით, თავდასხმის სამიზნე პოლიციელები იყვნენ, რომლებიც მეჩეთში ლოცულობდნენ.
აფეთქება შუადღის ლოცვის დროს ქალაქის ჩრდილო-დასავლეთ ნაწილში, ავღანეთის საზღვართან ახლოს მოხდა.
პაკისტანის პრემიერ-მინისტრის, შეჰბაზ შარიფის განცხადებით, ტერორისტებს სურთ დააშინონ ისინი, ვინც პაკისტანის უსაფრთხოებას იცავს.
საავადმყოფოს წარმომადგენელმა BBC-ს განუცხადა, რომ დაღუპულთა რიცხვი - 59-ს, დაშავებულების კი 157-ს შეადგენს.
სამაშველო ოპერაცია გრძელდება და არ არის გამორიცხული, რომ დაღუპულებისა და დაშავებულების რაოდენობა გაიზარდოს.
მომხდარზე პასუხისმგებლობა არცერთ დაჯგუფებას არ აუღია, მაგრამ მას პაკისტანის „თალიბანს“ უკავშირებენ.
BBC წერს, რომ დაჯგუფებამ ნოემბერში ცეცხლის შეწყვეტის რეჟიმის დასრულების შესახებ განაცხადა და მას შემდეგ მათი მხრიდან ძალადობა მატულობს.
ერთი რამე ვერ გამიგია! საუკუნეებია ომებში გამოწრთობილი! ქვეყანაა! მეტალო-დეტექტორი რა გახდა რომ! მედრესე-მეჩეთ-მინარეთთან დაამონტაჟოთ! ან პილოტეხნიკები არ გაბადიაათ?! ცოდოა უდანაშაულო მლოცველი!