პოლიტიკა
სამართალი
საზოგადოება

22

ივლისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

სამშაბათი, მთვარის ოცდამეშვიდე დღე დაიწყება 01:23-ზე, მთვარე კირჩხიბში გადავა 16:28-ზე – რეკომენდებულია მედიტაცია, საიდუმლო ცოდნის მიღება. რთული სიტუაციიდან გამოსავლის პოვნა. იყავით ყურადღებიანი ყველა ფინანსურ საკითხზე. გადაიხადეთ ვალები. შუადღის შემდეგ გააფორმეთ კონტრაქტები და დაიწყეთ ახალი საქმე. მოაგვარეთ პრობლემები პარტნიორებთან, კოლეგებთან და უფროსებთან. გამოიჩინეთ ტოლერანტობა, გაგება, დიპლომატია. დრო დაუთმეთ სწავლას. გაზრდილია ემოციურობა, კარგია დიპლომატიის დემონსტრირება. გამოიძინეთ. აქტიური ორგანოებია გულმკერდი, ფილტვები, კუჭი, ღვიძლი, ნაღვლის ბუშტი, ნერვული სისტემა. დალიეთ სითხეები მცირე რაოდენობით. არ დალიოთ ალკოჰოლი.
მსოფლიო
Faceამბები
მოზაიკა
კულტურა/შოუბიზნესი
მეცნიერება
სამხედრო
კონფლიქტები
სპორტი
წიგნები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"ქართველი ხარ, მერაბ, რა გინდა მაგათ გვერდით?! რანაირი ევროპელი შენ ხარ" - მერაბ დვალიშვილის კომენტარი UFC-ის გვერდზე და რეაქციები: რატომ გაიყო საზოგადოების აზრი
"ქართველი ხარ, მერაბ, რა გინდა მაგათ გვერდით?! რანაირი ევროპელი შენ ხარ" - მერაბ დვალიშვილის კომენტარი UFC-ის გვერდზე და რეაქციები: რატომ გაიყო საზოგადოების აზრი

ქარ­თვე­ლი მებ­რძო­ლი მე­რაბ დვა­ლიშ­ვი­ლი 12 მარტს კა­რი­ე­რის უმ­ნიშ­ვნე­ლო­ვა­ნეს შეხ­ვედ­რას რუსი პი­ოტრ ია­ნის წი­ნა­აღ­მდეგ გა­მარ­თავს. მე­რა­ბი და იანი სუ­პერმ­სუ­ბუ­ქი წო­ნი­თი კა­ტე­გო­რი­ის მე­სა­მე და მე­ო­რე ად­გი­ლებს ინა­წი­ლე­ბენ. შე­სა­ბა­მი­სად, გა­მარ­ჯვე­ბის შემ­თხვე­ვა­ში, დვა­ლიშ­ვი­ლი ტი­ტუ­ლის­თვის ბრძო­ლის რე­ა­ლურ შე­საძ­ლებ­ლო­ბას მო­ი­პო­ვებს. ნა­ნატრ ოქ­როს ქა­მარ­თან არც ერთი ქარ­თვე­ლი ჯერ ასე ახ­ლოს არ ყო­ფი­ლა.

ქარ­თვე­ლი მებ­რძო­ლი ოქ­ტა­გონ­ზე უკომ­პრო­მი­სოა და ქარ­თუ­ლი საბ­რძო­ლო ხე­ლოვ­ნე­ბე­ბის ელე­მენ­ტებს ხში­რად იყე­ნებს. მო­წი­ნა­აღ­მდე­გე­ზე გა­უ­ჩე­რე­ბე­ლი პრე­სინ­გი, დგო­მი­სა და "თე­იქ­და­უ­ნე­ბის" კომ­ბი­ნი­რე­ბუ­ლი შე­ტე­ვე­ბი და კარ­გი ამ­ტა­ნო­ბა მე­რა­ბის გა­მორ­ჩე­უ­ლი მხა­რეა. 2018 წლი­დან დვა­ლიშ­ვი­ლი და­უ­მარ­ცხე­ბე­ლია. მან ზე­დი­ზედ 8 მებ­რძო­ლი და­ა­მარ­ცხა. მათ შო­რის არი­ან ლე­გენ­და­რუ­ლი ბრა­ზი­ლი­ე­ლი ჟოზე ალდო და სუ­პერმ­სუ­ბუ­ქი დი­ვი­ზი­ო­ნის ერთ დროს და­უნ­დო­ბე­ლი, მარ­ლონ მო­რა­ე­სი, რო­მელ­საც მე­რაბ­მა, სხვა­თა­შო­რის, ნო­კა­უ­ტით სძლია.

თუმ­ცა მე­რაბ დვა­ლიშ­ვი­ლი მხო­ლოდ მისი წარ­მა­ტე­ბუ­ლი სპორ­ტუ­ლი კა­რი­ე­რის გამო არ უყ­ვართ. დვა­ლიშ­ვი­ლი ყო­ველ­თვის ძა­ლი­ან ცდი­ლობს სა­ქარ­თვე­ლოს, მისი წარ­სუ­ლის ღირ­სე­ბის ხაზ­გას­მა­სა და ამ­ჟა­მინ­დე­ლი გა­მოწ­ვე­ვე­ბის აფი­ში­რე­ბას. მე­რა­ბი ამას აკე­თებს ოქ­ტა­გონ­ზე, პრეს­კონ­ფე­რენ­ცი­ებ­ზე, სხვა­დას­ხვა ინ­ტერ­ვი­უ­ებ­ში. ასე­ვე დვა­ლიშ­ვი­ლი უკ­რა­ი­ნის დიდი მხარ­დამ­ჭე­რია და პა­რა­ლე­ლებს ავ­ლებს სა­ქარ­თვე­ლო­სა და უკ­რა­ი­ნა­ში რუ­სე­თის აგ­რე­სი­ას შო­რის. ის რუ­სულ ოკუ­პა­ცი­ა­ზე სა­სა­უბ­როდ ყვე­ლა შე­საძ­ლებ­ლო­ბას იყე­ნებს და ცდი­ლობს მთელ მსოფ­ლი­ოს გა­ა­გო­ნოს ხმა.

  • ის­ტო­რი­უ­ლი და პო­ლი­ტი­კუ­რი კონ­ტექ­სტის გარ­და, მე­რა­ბი ყო­ველ­თვის აქ­ცენტს აკე­თებს კულ­ტუ­რულ ნა­წილ­ზე. ფა­ფა­ხი და ჩოხა მისი მებ­რძო­ლი ტი­პა­ჟის და­მა­ხა­სი­ა­თე­ბე­ლი ატ­რი­ბუ­ტე­ბია. ჟოზე ალ­დოს­თან ბრძო­ლის­წი­ნა პრეს­კონ­ფე­რენ­ცი­ა­ზე დვა­ლიშ­ვი­ლი ჩო­ხით გა­მო­ცხად­და და გა­ნა­ცხა­და:

მად­ლო­ბა UFC-ის, რომ ჩო­ხის ჩაც­მის უფ­ლე­ბა მომ­ცა. ჩოხა - ქარ­თუ­ლი ტრა­დი­ცი­უ­ლი ტან­საც­მე­ლია. ქარ­თვე­ლი მო­ცეკ­ვა­ვე­ე­ბი ჩო­ხით ცეკ­ვა­ვენ.

მოგ­ვი­ა­ნე­ბით, დვა­ლიშ­ვილ­მა სა­ქარ­თვე­ლოს ფორ­მის კუ­ლო­ნი და­ა­ნა­ხა ჟურ­ნა­ლის­ტებს და უთხრა:

"ეს ჩემი ქვე­ყა­ნა სა­ქარ­თვე­ლოა. 2008 წელს რუ­სეთ­მა სა­მა­ჩაბ­ლოს ნა­წი­ლი წაგ­ვარ­თვა. როცა მე და­ვი­ბა­დე 1991 წელს, მათ ეს ნა­წი­ლი (რუ­კა­ზე აფხა­ზეთს აჩ­ვე­ნებს) აფხა­ზე­თი წაგ­ვარ­თვა. კი­დევ ერთხელ გა­ვი­მე­ო­რებ, რუ­სეთს სა­ქარ­თვე­ლოს 20% აქვს ოკუ­პი­რე­ბუ­ლი. ახლა რუ­სე­თი იგი­ვეს ცდი­ლობს უკ­რა­ი­ნა­ში. იმე­დია, ეს მალე დას­რულ­დე­ბა, ეს სი­გი­ჟეა. ხალ­ხი კვდე­ბა და ვე­რა­ფერს აკე­თებ.“

რამ­დე­ნი­მე თვის შემ­დეგ, მებ­რძოლს სტა­ლინ­ზეც მო­უ­წია სა­უ­ბა­რი.

"იო­სებ სტა­ლი­ნის პო­ლი­ტი­კა არას­წო­რი იყო. ის ცუდი ადა­მი­ა­ნი იყო, ხო­ცავ­და ხალ­ხს. მე ის არ მიყ­ვარს, არ ვა­მა­ყობ სტა­ლი­ნით", - თქვა სპორ­ტსმენ­მა.

  • მე­რაბ­მა უკ­რა­ი­ნის ომი სულ ახ­ლა­ხან, კი­დევ ერთხელ გა­იხ­სე­ნა, რო­დე­საც High Rollerz BJJ ტურ­ნირ­ზე გა­მარ­ჯვე­ბა მო­ი­პო­ვა. მან უკ­რა­ი­ნა­სა და სა­ქარ­თვე­ლოს შო­რის პა­რა­ლე­ლი კვლავ გა­ავ­ლო.

"მინ­და უბ­რა­ლოდ ვთქვა - მშვი­დო­ბა. დღეს ყვე­ლამ ვი­ცით, რომ რუ­სე­თი უკ­რა­ი­ნის აღე­ბას ცდი­ლობს. ისი­ნი იმა­ვეს აკე­თე­ბენ, რაც ჩემს ქვე­ყა­ნას, სა­ქარ­თვე­ლოს გა­უ­კე­თეს.

21-ე სა­უ­კუ­ნე­ში ჩვენ გვინ­და მშვი­დო­ბა და არა ომი. არ გვინ­და უკან საბ­ჭო­თა კავ­შირ­ში დაბ­რუ­ნე­ბა. ჩვენ გვჭირ­დე­ბა თა­ვი­სუფ­ლე­ბა. სა­ქარ­თვე­ლო და უკ­რა­ი­ნა ევ­რო­პი­სა და აშშ-ის მე­გობ­რე­ბი არი­ან. ჩვენ და­მო­უ­კი­დე­ბე­ლი ქვეყ­ნე­ბი ვართ, გვაქვს ჩვე­ნი კულ­ტუ­რა და ტრა­დი­ცი­ე­ბი. არ გვინ­და ომი.

ჩვენ ახლა აქ ვართ შეკ­რე­ბი­ლე­ბი, კარ­გი სა­ღა­მო გვაქვს, ვშრო­მობთ, ვერ­თო­ბით, უკ­რა­ი­ნა­ში კი ადა­მი­ა­ნე­ბი კვდე­ბი­ან, ამ ყვე­ლა­ფერს რუ­სე­თის მთავ­რო­ბა აკე­თებს. რუ­სე­თი კო­რუმ­პი­რე­ბუ­ლი ქვე­ყა­ნაა. ამის თქმა მინ­დო­და, ეს მა­წუ­ხებ­და", - აღ­ნიშ­ნა დვა­ლიშ­ვილ­მა.

  • 24 დე­კემ­ბერს UFC-იმ "ფე­ის­ბუ­ქის" გა­რე­კა­ნი გა­ნა­ახ­ლა, სა­დაც ევ­რო­პე­ლი მებ­რძო­ლე­ბი იყ­ვნენ გა­მო­სა­ხუ­ლი. აღ­სა­ნიშ­ნა­ვია, რომ ქარ­თვე­ლი მებ­რძო­ლე­ბი­დან არა­ვინ იყო. სუ­რათ­ზე კი მე­რაბ­მა რამ­დე­ნი­მე დღის წინ კო­მენ­ტა­რი და­ტო­ვა და ორ­გა­ნი­ზა­ცი­ას და­უ­წე­რა, რომ ისიც ევ­რო­პე­ლია და სად­მე მისი ფო­ტოც უნდა იყოს.

მე­რაბ დვა­ლიშ­ვი­ლის კო­მენ­ტა­რის თით­ქმის 5 ათა­სი მო­წო­ნე­ბა აქვს. თუმ­ცა ქარ­თულ სა­ზო­გა­დო­ე­ბა­ში მა­ინც გა­მოჩ­ნდნენ ადა­მი­ა­ნე­ბი, რომ­ლებ­მაც დვა­ლიშ­ვი­ლის კო­მენ­ტა­რი და­ი­წუ­ნეს.

მე­რაბ დვა­ლიშ­ვი­ლო, ქარ­თვე­ლე­ბი არ ვართ ევ­რო­პე­ლე­ბი, ჩვენ კავ­კა­სი­ე­ლე­ბი ვართ უფრო!

შენ კარ­გი მებ­რძო­ლი ხარ, მე­რაბ, მაგ­რამ ჯერ კარ­გი ქარ­თვე­ლო­ბა ჯო­ბია. მაგ ჩო­ხას და ქარ­თულ სა­მოსს ევ­რო­პე­ლის რა უნა­ხე?! კავ­კა­სი­ე­ლი ხარ შენ. ვა­ნე­ლო, უძ­ვე­ლე­სი რასა და მოდი, ნუ იევ­რო­პე­ლებ, კაი?! წარ­მა­ტე­ბებს გი­სურ­ვებ, იანი შუ­ა­ზე გა­ა­პე... აი, ეგაა ევ­რო­პე­ლი

მე­რაბ, თქვენ ქარ­თვე­ლი ხართ და ეს უფრო მე­ტია, ვიდ­რე ევ­რო­პე­ლო­ბა

შენ ქარ­თვე­ლი ხარ, მე­რაბ. რა გინ­და მა­გათ გვერ­დით?! შენ მა­გათ­გან ცალ­კე და მაღ­ლა უნდა იდგე ყო­ველ­თვის

რა­ნა­ი­რი ევ­რო­პე­ლი შენ ხარ?! ქარ­თვე­ლი, კავ­კა­სი­ე­ლი, ქარ­თვე­ლო­ბა სა­ა­მა­ყოა და არა სა­თა­კი­ლო. გახ­სოვ­დეს, ვისი გო­რი­სა ხარ

გა­მოჩ­ნდნენ ისი­ნი, ვინც მომ­ხმა­რებ­ლებს უხ­სნიდ­ნენ, რომ სა­ქარ­თვე­ლო ნამ­დვი­ლად ევ­რო­პაა:

"ამ­დე­ნი უცო­დი­ნა­რი თუ იყო სა­ქარ­თვე­ლო­ში, არ მე­გო­ნა! კავ­კა­სია რე­გი­ო­ნია და ევ­რო­პის ნა­წი­ლია! სწო­რედ თქვენ­ნა­ი­რი უცო­დინ­რე­ბი არი­ან ად­ვი­ლი სა­მარ­თავ­ნი, რო­მელ­თაც რუ­სუ­ლი პო­ლი­ტი­კის გა­ტა­რე­ბა სურთ! ახლა ალ­ბათ, ამა­ზეც გა­ი­ცი­ნებთ, ალ­ბათ ესეც არ იცით, რომ ევ­რო­პა­ში უმაღ­ლეს მწვერ­ვა­ლად იალ­ბუ­ზის მთას მო­ი­აზ­რე­ბენ და აბა გა­მო­ი­ცა­ნით, სად მდე­ბა­რე­ობს?! დიახ, კავ­კა­სი­ა­ში...ყა­ბარ­დო-ბალ­ყა­რეთ­ში.“

"ხალ­ხს კავ­კა­სია კონ­ტი­ნენ­ტი ჰგო­ნია."

"ევ­რო­პის ხსე­ნე­ბა­ზე რო­გორ აქ­ტი­ურ­დე­ბი­ან ეს ორ­კე­ბი", - წე­რენ კო­მენ­ტა­რებ­ში.

ცნო­ბის­თვის, მე­რაბ დვა­ლიშ­ვი­ლი მო­მა­ვალ ბრძო­ლას 12 მარტს, რუსი პი­ოტრ ია­ნის წი­ნა­აღ­მდეგ გა­მარ­თავს.

ავ­ტო­რი: ანრი კურ­ტა­ნი­ძე

მკითხველის კომენტარები / 54 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
ჟორა
15

კონსტანტინე გამსახურდიამ ეგ ციტატა 100 წლის წინ დაწერა, და თუ რომელიმე ქართველი მაშინდელ და ეხლანდელ სიტუაციას ვერ ანსხვავებს ერთმანეთისაგან ეს ამ ქართველის პრობლემაა, მაგრამ მოდით ვიყოთ გულახდილი, რატომ დასჭირდათ ამ ქართველებს თავისი იდენტობის დამტკიცება ევროპისაგან განდგომით იმიტომ, რომ რუსეთი დარჩეს მხოლოდ არჩევანისთვის და სხვა არაფერი. ეს რუსოფილური პოლიტიკის ძველი ხერხია. ქართველთა იდენტობას ბოლო 200 წელია მხოლოდ რუსეთი ემტერება და არა ევროპა და დასავლეთი, იგივე გამსახურდიას ნაწერები კარგად წაიკითხეთ და ამას ადვილად დაინახავთ.

იმერელი
8

კავკასია არის ევროპის ფუძე. მარტო ბასკები რომ ავიღით მათ სხვებთან შედარებით შეინარჩუნეს იდენტობა და ძალიან გვა

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
თბილისის საკრებულოსთან ავტომობიკებისა და ბაიკების მძღოლებმა საპროტესტო აქცია გამართეს
ავტორი:

"ქართველი ხარ, მერაბ, რა გინდა მაგათ გვერდით?! რანაირი ევროპელი შენ ხარ" - მერაბ დვალიშვილის კომენტარი UFC-ის გვერდზე და რეაქციები: რატომ გაიყო საზოგადოების აზრი

"ქართველი ხარ, მერაბ, რა გინდა მაგათ გვერდით?! რანაირი ევროპელი შენ ხარ" - მერაბ დვალიშვილის კომენტარი UFC-ის გვერდზე და რეაქციები: რატომ გაიყო საზოგადოების აზრი

ქართველი მებრძოლი მერაბ დვალიშვილი 12 მარტს კარიერის უმნიშვნელოვანეს შეხვედრას რუსი პიოტრ იანის წინააღმდეგ გამართავს. მერაბი და იანი სუპერმსუბუქი წონითი კატეგორიის მესამე და მეორე ადგილებს ინაწილებენ. შესაბამისად, გამარჯვების შემთხვევაში, დვალიშვილი ტიტულისთვის ბრძოლის რეალურ შესაძლებლობას მოიპოვებს. ნანატრ ოქროს ქამართან არც ერთი ქართველი ჯერ ასე ახლოს არ ყოფილა.

ქართველი მებრძოლი ოქტაგონზე უკომპრომისოა და ქართული საბრძოლო ხელოვნებების ელემენტებს ხშირად იყენებს. მოწინააღმდეგეზე გაუჩერებელი პრესინგი, დგომისა და "თეიქდაუნების" კომბინირებული შეტევები და კარგი ამტანობა მერაბის გამორჩეული მხარეა. 2018 წლიდან დვალიშვილი დაუმარცხებელია. მან ზედიზედ 8 მებრძოლი დაამარცხა. მათ შორის არიან ლეგენდარული ბრაზილიელი ჟოზე ალდო და სუპერმსუბუქი დივიზიონის ერთ დროს დაუნდობელი, მარლონ მორაესი, რომელსაც მერაბმა, სხვათაშორის, ნოკაუტით სძლია.

თუმცა მერაბ დვალიშვილი მხოლოდ მისი წარმატებული სპორტული კარიერის გამო არ უყვართ. დვალიშვილი ყოველთვის ძალიან ცდილობს საქართველოს, მისი წარსულის ღირსების ხაზგასმასა და ამჟამინდელი გამოწვევების აფიშირებას. მერაბი ამას აკეთებს ოქტაგონზე, პრესკონფერენციებზე, სხვადასხვა ინტერვიუებში. ასევე დვალიშვილი უკრაინის დიდი მხარდამჭერია და პარალელებს ავლებს საქართველოსა და უკრაინაში რუსეთის აგრესიას შორის. ის რუსულ ოკუპაციაზე სასაუბროდ ყველა შესაძლებლობას იყენებს და ცდილობს მთელ მსოფლიოს გააგონოს ხმა.

  • ისტორიული და პოლიტიკური კონტექსტის გარდა, მერაბი ყოველთვის აქცენტს აკეთებს კულტურულ ნაწილზე. ფაფახი და ჩოხა მისი მებრძოლი ტიპაჟის დამახასიათებელი ატრიბუტებია. ჟოზე ალდოსთან ბრძოლისწინა პრესკონფერენციაზე დვალიშვილი ჩოხით გამოცხადდა და განაცხადა:

მადლობა UFC-ის, რომ ჩოხის ჩაცმის უფლება მომცა. ჩოხა - ქართული ტრადიციული ტანსაცმელია. ქართველი მოცეკვავეები ჩოხით ცეკვავენ.

მოგვიანებით, დვალიშვილმა საქართველოს ფორმის კულონი დაანახა ჟურნალისტებს და უთხრა:

"ეს ჩემი ქვეყანა საქართველოა. 2008 წელს რუსეთმა სამაჩაბლოს ნაწილი წაგვართვა. როცა მე დავიბადე 1991 წელს, მათ ეს ნაწილი (რუკაზე აფხაზეთს აჩვენებს) აფხაზეთი წაგვართვა. კიდევ ერთხელ გავიმეორებ, რუსეთს საქართველოს 20% აქვს ოკუპირებული. ახლა რუსეთი იგივეს ცდილობს უკრაინაში. იმედია, ეს მალე დასრულდება, ეს სიგიჟეა. ხალხი კვდება და ვერაფერს აკეთებ.“

რამდენიმე თვის შემდეგ, მებრძოლს სტალინზეც მოუწია საუბარი.

"იოსებ სტალინის პოლიტიკა არასწორი იყო. ის ცუდი ადამიანი იყო, ხოცავდა ხალხს. მე ის არ მიყვარს, არ ვამაყობ სტალინით", - თქვა სპორტსმენმა.

  • მერაბმა უკრაინის ომი სულ ახლახან, კიდევ ერთხელ გაიხსენა, როდესაც High Rollerz BJJ ტურნირზე გამარჯვება მოიპოვა. მან უკრაინასა და საქართველოს შორის პარალელი კვლავ გაავლო.

"მინდა უბრალოდ ვთქვა - მშვიდობა. დღეს ყველამ ვიცით, რომ რუსეთი უკრაინის აღებას ცდილობს. ისინი იმავეს აკეთებენ, რაც ჩემს ქვეყანას, საქართველოს გაუკეთეს.

21-ე საუკუნეში ჩვენ გვინდა მშვიდობა და არა ომი. არ გვინდა უკან საბჭოთა კავშირში დაბრუნება. ჩვენ გვჭირდება თავისუფლება. საქართველო და უკრაინა ევროპისა და აშშ-ის მეგობრები არიან. ჩვენ დამოუკიდებელი ქვეყნები ვართ, გვაქვს ჩვენი კულტურა და ტრადიციები. არ გვინდა ომი.

ჩვენ ახლა აქ ვართ შეკრებილები, კარგი საღამო გვაქვს, ვშრომობთ, ვერთობით, უკრაინაში კი ადამიანები კვდებიან, ამ ყველაფერს რუსეთის მთავრობა აკეთებს. რუსეთი კორუმპირებული ქვეყანაა. ამის თქმა მინდოდა, ეს მაწუხებდა", - აღნიშნა დვალიშვილმა.

  • 24 დეკემბერს UFC-იმ "ფეისბუქის" გარეკანი განაახლა, სადაც ევროპელი მებრძოლები იყვნენ გამოსახული. აღსანიშნავია, რომ ქართველი მებრძოლებიდან არავინ იყო. სურათზე კი მერაბმა რამდენიმე დღის წინ კომენტარი დატოვა და ორგანიზაციას დაუწერა, რომ ისიც ევროპელია და სადმე მისი ფოტოც უნდა იყოს.

მერაბ დვალიშვილის კომენტარის თითქმის 5 ათასი მოწონება აქვს. თუმცა ქართულ საზოგადოებაში მაინც გამოჩნდნენ ადამიანები, რომლებმაც დვალიშვილის კომენტარი დაიწუნეს.

მერაბ დვალიშვილო, ქართველები არ ვართ ევროპელები, ჩვენ კავკასიელები ვართ უფრო!

შენ კარგი მებრძოლი ხარ, მერაბ, მაგრამ ჯერ კარგი ქართველობა ჯობია. მაგ ჩოხას და ქართულ სამოსს ევროპელის რა უნახე?! კავკასიელი ხარ შენ. ვანელო, უძველესი რასა და მოდი, ნუ იევროპელებ, კაი?! წარმატებებს გისურვებ, იანი შუაზე გააპე... აი, ეგაა ევროპელი

მერაბ, თქვენ ქართველი ხართ და ეს უფრო მეტია, ვიდრე ევროპელობა

შენ ქართველი ხარ, მერაბ. რა გინდა მაგათ გვერდით?! შენ მაგათგან ცალკე და მაღლა უნდა იდგე ყოველთვის

რანაირი ევროპელი შენ ხარ?! ქართველი, კავკასიელი, ქართველობა საამაყოა და არა სათაკილო. გახსოვდეს, ვისი გორისა ხარ

გამოჩნდნენ ისინი, ვინც მომხმარებლებს უხსნიდნენ, რომ საქართველო ნამდვილად ევროპაა:

"ამდენი უცოდინარი თუ იყო საქართველოში, არ მეგონა! კავკასია რეგიონია და ევროპის ნაწილია! სწორედ თქვენნაირი უცოდინრები არიან ადვილი სამართავნი, რომელთაც რუსული პოლიტიკის გატარება სურთ! ახლა ალბათ, ამაზეც გაიცინებთ, ალბათ ესეც არ იცით, რომ ევროპაში უმაღლეს მწვერვალად იალბუზის მთას მოიაზრებენ და აბა გამოიცანით, სად მდებარეობს?! დიახ, კავკასიაში...ყაბარდო-ბალყარეთში.“

"ხალხს კავკასია კონტინენტი ჰგონია."

"ევროპის ხსენებაზე როგორ აქტიურდებიან ეს ორკები", - წერენ კომენტარებში.

ცნობისთვის, მერაბ დვალიშვილი მომავალ ბრძოლას 12 მარტს, რუსი პიოტრ იანის წინააღმდეგ გამართავს.

ავტორი: ანრი კურტანიძე