მსოფლიო

6

ივლისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ორშაბათი, მთვარის მეცამეტე დღე დაიწყება 20:04-ზე, მთვარე მშვილდოსანს ესტუმრება 02:05-ზე – კარგია ჯგუფური მუშაობისთვის, ახალი ინფორმაციის მოსაპოვებლად, ახალი სასწავლო ციკლების დასაყენებლად. საყოფაცხოვრებო ნივთების დაგროვების, შეძენისა და წარმოების დღე. კარგია პურის გამოცხობა. შეიტანეთ კორექტირება ბიზნესში და გააფართოვეთ გავლენის სფეროები. ხელი მოაწერე ხელშეკრულებებს. კარგია თანამშრომლების დაქირავება, საჯარო ღონისძიებების ჩატარება. მიიღეთ ახალი ინფორმაცია, გაიუმჯობესეთ განათლება. იმუშავეთ გუნდში და განიხილეთ აქტუალური საკითხები კოლეგების ან თანამოაზრეების გარემოცვაში. აქტიური ორგანოებია: თეძოები, ვენები, საჯდომის ნერვი. ფაფა, ბოსტნეული და ხილი შეუცვლელია.
სპორტი
სამხედრო
პოლიტიკა
მოზაიკა
კონფლიქტები
კულტურა/შოუბიზნესი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"ჩვენ არ ვიყავით, ქალბატონო, სერგი ქურთიაშვილზე თავდამსხმელები… მივმართავ კვარაცხელიების ოჯახს..." - რა თქვა სასამართლოზე გურამ კაკულიამ
"ჩვენ არ ვიყავით, ქალბატონო, სერგი ქურთიაშვილზე თავდამსხმელები… მივმართავ კვარაცხელიების ოჯახს..." - რა თქვა სასამართლოზე გურამ კაკულიამ

ჩვენ არ ვი­ყა­ვით ქალ­ბა­ტო­ნო [ სერ­გი ქურ­თი­აშ­ვილ­ზე] თავ­დამ­სხმე­ლე­ბი… ასე­ვე, მივ­მარ­თავ კვა­რა­ცხე­ლი­ე­ბის ოჯახს, არა­ნა­ი­რი შე­ხე­ბა მაგ საქ­მეს­თან ჩვენ არ გვქო­ნია, ეს არის პრო­ვო­კა­ცია გა­და­ე­ცით იმათ, ყვე­ლას,- ამის შე­სა­ხებ სერ­გი ქურ­თი­აშ­ვი­ლის მკვლე­ლო­ბის მცდე­ლო­ბა­ში ბრალ­დე­ბულ­მა ერთ-ერ­თმა ძმამ, გუ­რამ კა­კუ­ლი­ამ სა­სა­მარ­თლო სხდო­მა­ზე გა­ნა­ცხა­და, რი­თაც პრო­კუ­რორ თა­მარ ყულ­ჯა­ნიშ­ვილს მი­მარ­თა.

პრო­კუ­რო­რის შემ­დგომ ბრალ­დე­ბულ­მა, მე­დი­ა­საც მო­უ­წო­და, რომ მათი ბრალ­დე­ბის საქ­მე “ობი­ექ­ტუ­რად გა­ა­შუ­ქონ”. აღ­ნიშ­ნუ­ლი მი­მარ­თვა ბრალ­დე­ბულ­მა გუ­რამ კა­კუ­ლი­ამ მა­შინ გა­ა­კე­თა, რო­დე­საც პრო­კუ­რორ­მა თა­მარ ყულ­ჯა­ნიშ­ვილ­მა დას­კვნი­თი სი­ტყვის წარ­მოთ­ქმა და­ას­რუ­ლა, ბო­ლოს კი, ბრალ­დე­ბუ­ლებს მი­მარ­თა.

"ცხრა თვეა ისი­ნი აქ იმ­ყო­ფე­ბი­ან, ცხრა წუ­თით მა­ინც და­ფიქ­რდნენ მათ მიერ ჩა­დე­ნილ ქმე­დე­ბა­ზე. ნამ­დვი­ლად არ არის სა­ხარ­ბი­ე­ლო, ადა­მი­ა­ნებს, რომ­ლებ­საც შე­უძ­ლი­ათ სხვა ცხოვ­რე­ბის წესი აირ­ჩი­ონ და კარ­გი საქ­მით და­ა­მახ­სოვ­რონ თავი სა­ზო­გა­დო­ე­ბას, ამ საქ­მით ამახ­სოვ­რე­ბენ ისი­ნი თავს სა­ზო­გა­დო­ე­ბას”, - გა­ნა­ცხა­და თა­მარ ყულ­ჯა­ნიშ­ვილ­მა.

რაც შე­ე­ხე­ბა პრო­კუ­რო­რის დას­კვნით სი­ტყვას, რო­გორც თა­მარ ყულ­ჯა­ნიშ­ვილ­მა გა­ნა­ცხა­და, სერ­გი ქურ­თი­აშ­ვი­ლის მკვლე­ლო­ბის მცდე­ლო­ბის საქ­მე არის საქ­მე, რი­თაც შე­საძ­ლოა, მძი­მე და­ნა­შა­უ­ლი გა­იხ­სნას და ძმებს, და­ვით და გუ­რამ კა­კუ­ლი­ებს ბრალ­დე­ბა და­უ­დას­ტურ­დეთ.

მისი თქმით, საქ­მე­ში არ­სე­ბუ­ლი მტკი­ცე­ბუ­ლე­ბე­ბი ადას­ტუ­რებს იმას, რომ სწო­რედ ძმე­ბი კა­კუ­ლი­ე­ბი არი­ან ის პი­რე­ბი, რომ­ლებ­მაც 2022 წლის 27 მა­ისს, სერ­გი ქურ­თი­აშ­ვი­ლის გან­ზრახ მკვლე­ლო­ბა სცა­დეს, რა დრო­საც ია­რა­ღი­დან გას­რო­ლით ქურ­თი­აშ­ვილ­თან ერ­თად მისი მე­გო­ბა­რი გი­ორ­გი კა­ჭ­კა­ჭაშ­ვი­ლი და­იჭ­რა.

ამას­თან, პრო­კუ­რო­რი სხდო­მა­ზე გა­მო­ეხ­მა­უ­რა და­ზა­რა­ლე­ბუ­ლე­ბის, სერ­გი ქურ­თი­აშ­ვი­ლი­სა და გი­ორ­გი კა­ჭ­კა­ჭაშ­ვი­ლის მიერ პრო­ცეს­ზე მი­ცე­მულ ჩვე­ნე­ბას, რომ­ლე­ბიც ირ­წმუ­ნე­ბი­ან, რომ და­ვით და გუ­რამ კა­კუ­ლი­ე­ბი არ არი­ან ის პი­რე­ბი, ვინც მათი მი­მარ­თუ­ლე­ბით გა­ის­რო­ლეს.

პრო­კუ­რორ თა­მარ ყულ­ჯა­ნიშ­ვი­ლის გან­მარ­ტე­ბით, და­ზა­რა­ლე­ბუ­ლე­ბის ამ ჩვე­ნე­ბე­ბი­სა და უარ­ყო­ფი­თი და­მო­კი­დე­ბუ­ლე­ბის მი­უ­ხე­და­ვად, ბრალ­დე­ბა მათი ინ­ტე­რე­სე­ბის დაც­ვას მა­ინც გა­აგ­რძე­ლებს, ხოლო ჩვე­ნე­ბას სა­მარ­თლებ­რი­ვი შე­ფა­სე­ბა მი­ე­ცე­მა.

პრო­კუ­რო­რი მი­იჩ­ნევს, რომ სა­სა­მარ­თლომ არ უნდა გა­ი­ზი­ა­როს და­ზა­რა­ლე­ბულ­თა ჩვე­ნე­ბე­ბი, რი­თაც ისი­ნი ცდი­ლო­ბენ პა­სუ­ხის­მგებ­ლო­ბა აა­რი­დონ ძმებ კა­კუ­ლი­ებს.

რაც შე­ე­ხე­ბა უშუ­ა­ლოდ საქ­მე­ში არ­სე­ბულ მტკი­ცე­ბუ­ლე­ბის დე­ტა­ლებს, რო­გორ პრო­კუ­რორ­მა სხდო­მა­ზე გა­ნა­ცხა­და, ვიდ­რე ძმე­ბი კა­კუ­ლი­ე­ბი სერ­გი ქურ­თი­აშ­ვილ­ზე შე­ი­ა­რა­ღე­ბულ თავ­დას­ხმას მო­ახ­დე­ნენ, მათ გარ­კვე­უ­ლი პე­რი­ო­დით ადრე უკა­ნო­ნოდ გად­მოკ­ვე­თეს სა­ქარ­თვე­ლოს სა­ხელ­მწი­ფო სა­ზღვა­რი, რაც შსს-ს სა­ინ­ფორ­მა­ციო ანა­ლი­ტი­კუ­რი დე­პარ­ტა­მენ­ტის მიერ მო­წო­დე­ბუ­ლი ინ­ფორ­მა­ცი­ით დას­ტურ­დე­ბა. 2022 წლის 27 მა­ისს კი, რო­დე­საც ქურ­თიშ­ვი­ლის მკვლე­ლო­ბის მცდე­ლო­ბა გა­ნიზ­რა­ხეს და ვა­კე­ში, ფა­ლი­აშ­ვი­ლის და არა­ყიშ­ვი­ლის ქუ­ჩე­ბის ქუ­ჩე­ბის კვე­თა­ზე, ია­რა­ღის გას­რო­ლით მას არა­ერ­თი ჭრი­ლო­ბა მი­ა­ყე­ნეს.

პრო­კუ­რო­რის თქმით, შემ­თხვე­ვის დროს ია­რა­ღი­დან ნას­რო­ლი ტყვი­ით და­იჭ­რა გი­ორ­გი კა­ჭ­კა­ჭაშ­ვი­ლი, რო­მე­ლიც ქურ­თი­აშ­ვილს თან ახ­ლდა.

ასე­ვე, ბრალ­დე­ბის მხა­რის გან­ცხა­დე­ბით, მტკი­ცე­ბუ­ლე­ბე­ბით დას­ტურ­დე­ბა, რომ სერ­გი ქურ­თი­აშ­ვილ­ზე თავ­დას­ხმამ­დე ისი­ნი თბი­ლი­სის ერთ-ერთ უბან­ში მდე­ბა­რე ბი­ნა­ში ნა­ქი­რა­ვებ ბი­ნა­ში ცხოვ­რობ­დნენ. თავ­დას­ხმის შემ­დგომ კი, ძმებს ბი­ნის მე­პატ­რო­ნის­თვის სახ­ლის გა­სა­ღე­ბი არ და­უბ­რუ­ნე­ბი­ათ, რაც მი­უ­თი­თებს იმა­ზე, რომ არ გამ­ჟღავ­ნე­ბუ­ლი­ყო მათი გა­და­ად­გი­ლე­ბის ფაქ­ტი. ამას­თან, პრო­კუ­რო­რის გან­მარ­ტე­ბით, გა­მო­ძი­ე­ბის შე­დე­გად ბი­ნი­დან ამო­ღე­ბუ­ლი მტკი­ცე­ბუ­ლე­ბე­ბი­დან, მათ შო­რის სი­გა­რე­ტის ნამ­წვი­დან ამო­ღე­ბუ­ლია ძმე­ბის ბი­ო­ლო­გი­უ­რი მა­სა­ლა. ასე­ვე, ბი­ნის დათ­ვა­ლი­ე­რე­ბი­სას ნა­ნა­ხია “გუდ­ვილ­ში” შე­ძე­ნი­ლი პრო­დუქ­ტის სტი­კე­რე­ბი. პრო­დუქ­ტე­ბი კი, ძმე­ბის ნა­თე­სავ­მა გი­ორ­გი რუ­ხა­ძემ იყი­და, რომ­ლის შე­სა­ხე­ბაც საქ­მეს ერ­თვის ვი­დე­ომ­ტკი­ცე­ბუ­ლე­ბა, თუ რო­გორ გა­და­ად­გილ­დე­ბა ის “გუდ­ვილ­თან”.

პრო­კუ­რო­რის გან­მარ­ტე­ბით, გი­ორ­გი რუ­ხა­ძე გა­მო­ძი­ე­ბამ 1-ელ ივ­ლისს გა­მოჰ­კი­თხა, რო­მელ­მაც ვერ გა­იხ­სე­ნა იყი­და თუ არა პრო­დუქ­ტე­ბი, სა­ერ­თოდ იმ­ყო­ფე­ბო­და თუ არა ნა­ქი­რა­ვებ ბი­ნა­ში, ან ჰქონ­და თუ არა კო­მუ­ნი­კა­ცია ბრალ­დე­ბუ­ლებ­თან.

პრო­კუ­რო­რის თქმით, რუ­ხა­ძის პა­სუ­ხე­ბი იმ­დე­ნად არა­და­მა­ჯე­რე­ბე­ლი იყო, რომ გა­მომ­ძი­ე­ბელ­მა მას კი­თხვა და­უს­ვა, ჯან­მრთე­ლო­ბის რა­ი­მე პრობ­ლე­მა ხომ არ ჰქონ­და, რა­ზეც მან უპა­სუ­ხა, რომ - არა, აბ­სო­ლუ­ტუ­რად ჯან­მრთე­ლია.

პრო­კუ­რორ თა­მარ ყულ­ჯა­ნიშ­ვი­ლის თქმით, ვი­დე­ო­ჩა­ნა­წე­რე­ბის გარ­და მოწ­მე­ე­ბიც ადას­ტუ­რე­ბენ იმას, რომ თავ­დას­ხმის დღეს ორი­ვე ძმას ხელ­ში ია­რა­ღი ეჭი­რა და გარ­კვე­უ­ლი მი­მარ­თუ­ლე­ბით ის­როდ­ნენ, ორი­ვე მათ­განს ეხუ­რა ჩა­ფხუ­ტი, ხოლო ერთს ეცვა შავი ფე­რის ზედა, მე­ო­რეს კი, ნა­რინ­ჯის­ფე­რი.

"ჩა­ნა­წე­რე­ბით ირ­კვე­ვა, რომ სერ­გი ქურ­თიშ­ვი­ლის მი­მართ გა­ის­რო­ლა გუ­რამ კა­კუ­ლი­ამ, ამის მერე გა­ის­რო­ლა და­ვით კა­კუ­ლი­ამ ასე­ვე ქურ­თი­აშ­ვი­ლის მი­მართ. ამ დროს ქურ­თი­აშ­ვი­ლი წა­იქ­ცა და ჩან­თა და­უ­ვარ­და, რო­მე­ლიც ხელ­ში ეჭი­რა. ამის შემ­დე­გომ ის ეცა­და, თა­ვის შვე­ლის მიზ­ნით, მან­ქა­ნის­კენ წა­სუ­ლი­ყო, რა დრო­საც ორი­ვე პირ­მა კვლავ სრო­ლა გა­ნა­ხორ­ცი­ე­ლა. ამ მო­მენ­ტში კი, ქურ­თი­აშ­ვი­ლი მო­ექ­ცა “მერ­სე­დე­სის” მარ­კის ავ­ტო­მო­ბილ­სა და სატ­ვირ­თოს შუ­ა­ში. რაც შე­ე­ხე­ბა კა­ჭ­კა­ჭაშ­ვილს, ის “მერ­სე­დე­სი­დან” მას შემ­დგომ გად­მო­ვი­და, რაც ქურ­თი­აშ­ვი­ლი უკვე "მერ­სე­დეს­სა“ და სატ­ვირ­თოს შო­რის მო­ექ­ცა”, - გა­ნა­ცხა­და თა­მარ ყულ­ჯა­ნაშ­ვილ­მა.

ბრალ­დე­ბის მხა­რის გან­მარ­ტე­ბით, თავ­დას­ხმის შემ­დგომ ძმებ­მა ტან­საც­მე­ლი გა­მო­იც­ვა­ლეს, ხოლო ჩა­ფხუ­ტე­ბი და ხელ­თათ­მა­ნე­ბი გა­და­ყა­რეს, თუმ­ცა ეს ნივ­თე­ბი გა­მო­ძი­ე­ბამ ამო­ი­ღო.

ცნო­ბის­თვის, ძმებ კა­კუ­ლი­ებს არა­ყიშ­ვი­ლის ქუ­ჩა­ზე სერ­გი ქურ­თი­აშ­ვი­ლის ჯგუ­ფუ­რად მკვლე­ლო­ბის მცდე­ლო­ბას ედა­ვე­ბი­ან, რა დრო­საც გი­ორ­გი კა­ჭ­კა­ჭაშ­ვი­ლიც და­შავ­და. ძმებს ასე­ვე, ცე­ცხლსას­რო­ლი ია­რა­ღის და საბ­რძო­ლო მა­სა­ლის ჯგუ­ფუ­რად, მარ­თლსა­წი­ნა­აღ­მდე­გო შე­ძე­ნას, შე­ნახ­ვას, ტა­რე­ბას, ასე­ვე, სა­ზღვრის უკა­ნო­ნო კვე­თა­საც ედა­ვე­ბი­ან. აღ­ნიშ­ნუ­ლი და­ნა­შა­უ­ლი სას­ჯე­ლის სა­ხედ და ზო­მად 13-დან 17 წლამ­დე თა­ვი­სუფ­ლე­ბის აღ­კვე­თას ით­ვა­ლის­წი­ნებს. გა­მო­ძი­ე­ბა ასე­ვე ინ­ტენ­სი­ურ რე­ჟიმ­ში გრძელ­დე­ბა ძმებ კა­კუ­ლი­ე­ბის მიერ სხვა და­ნა­შა­უ­ლებ­რივ ფაქ­ტებ­თან, მათ შო­რის, ნიკა კვა­რა­ცხე­ლი­ას მკვლე­ლო­ბის საქ­მეს­თან შე­საძ­ლო შემ­ხებ­ლო­ბას­თან და­კავ­ში­რე­ბით. სა­გა­მო­ძი­ე­ბო უწყე­ბის ცნო­ბით, ბრალ­დე­ბუ­ლებ­მა და­ნა­შა­უ­ლი სომ­ხეთ­შიც ჩა­ი­დი­ნეს, სწო­რედ აღ­ნიშ­ნულ­თან და­კავ­ში­რე­ბით, სა­ქარ­თვე­ლოს სა­მარ­თალ­დამ­ცა­ვი ორ­გა­ნო­ე­ბი სომ­ხე­თის შე­სა­ბა­მის კომ­პე­ტენ­ტურ ორ­გა­ნო­ებ­თან აქ­ტი­უ­რად თა­ნამ­შრომ­ლო­ბენ.

მკითხველის კომენტარები / 5 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
v
1

რა მაგარი ხალხი ვართ მკვლელებს უშვებთ გარეთ 

ბაჟაგლარია
6

ესენი უნდა იყვნენ გარეთ თუ გვინდა მშვიდობა 

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
როგორ ცვლის ხელოვნური ინტელექტი ჩვენი ყოველდღიური ცხოვრების წესს?
ავტორი:

"ჩვენ არ ვიყავით, ქალბატონო, სერგი ქურთიაშვილზე თავდამსხმელები… მივმართავ კვარაცხელიების ოჯახს..." - რა თქვა სასამართლოზე გურამ კაკულიამ

"ჩვენ არ ვიყავით, ქალბატონო, სერგი ქურთიაშვილზე თავდამსხმელები… მივმართავ კვარაცხელიების ოჯახს..." - რა თქვა სასამართლოზე გურამ კაკულიამ

ჩვენ არ ვიყავით ქალბატონო [ სერგი ქურთიაშვილზე] თავდამსხმელები… ასევე, მივმართავ კვარაცხელიების ოჯახს, არანაირი შეხება მაგ საქმესთან ჩვენ არ გვქონია, ეს არის პროვოკაცია გადაეცით იმათ, ყველას,- ამის შესახებ სერგი ქურთიაშვილის მკვლელობის მცდელობაში ბრალდებულმა ერთ-ერთმა ძმამ, გურამ კაკულიამ სასამართლო სხდომაზე განაცხადა, რითაც პროკურორ თამარ ყულჯანიშვილს მიმართა.

პროკურორის შემდგომ ბრალდებულმა, მედიასაც მოუწოდა, რომ მათი ბრალდების საქმე “ობიექტურად გააშუქონ”. აღნიშნული მიმართვა ბრალდებულმა გურამ კაკულიამ მაშინ გააკეთა, როდესაც პროკურორმა თამარ ყულჯანიშვილმა დასკვნითი სიტყვის წარმოთქმა დაასრულა, ბოლოს კი, ბრალდებულებს მიმართა.

"ცხრა თვეა ისინი აქ იმყოფებიან, ცხრა წუთით მაინც დაფიქრდნენ მათ მიერ ჩადენილ ქმედებაზე. ნამდვილად არ არის სახარბიელო, ადამიანებს, რომლებსაც შეუძლიათ სხვა ცხოვრების წესი აირჩიონ და კარგი საქმით დაამახსოვრონ თავი საზოგადოებას, ამ საქმით ამახსოვრებენ ისინი თავს საზოგადოებას”, - განაცხადა თამარ ყულჯანიშვილმა.

რაც შეეხება პროკურორის დასკვნით სიტყვას, როგორც თამარ ყულჯანიშვილმა განაცხადა, სერგი ქურთიაშვილის მკვლელობის მცდელობის საქმე არის საქმე, რითაც შესაძლოა, მძიმე დანაშაული გაიხსნას და ძმებს, დავით და გურამ კაკულიებს ბრალდება დაუდასტურდეთ.

მისი თქმით, საქმეში არსებული მტკიცებულებები ადასტურებს იმას, რომ სწორედ ძმები კაკულიები არიან ის პირები, რომლებმაც 2022 წლის 27 მაისს, სერგი ქურთიაშვილის განზრახ მკვლელობა სცადეს, რა დროსაც იარაღიდან გასროლით ქურთიაშვილთან ერთად მისი მეგობარი გიორგი კაჭკაჭაშვილი დაიჭრა.

ამასთან, პროკურორი სხდომაზე გამოეხმაურა დაზარალებულების, სერგი ქურთიაშვილისა და გიორგი კაჭკაჭაშვილის მიერ პროცესზე მიცემულ ჩვენებას, რომლებიც ირწმუნებიან, რომ დავით და გურამ კაკულიები არ არიან ის პირები, ვინც მათი მიმართულებით გაისროლეს.

პროკურორ თამარ ყულჯანიშვილის განმარტებით, დაზარალებულების ამ ჩვენებებისა და უარყოფითი დამოკიდებულების მიუხედავად, ბრალდება მათი ინტერესების დაცვას მაინც გააგრძელებს, ხოლო ჩვენებას სამართლებრივი შეფასება მიეცემა.

პროკურორი მიიჩნევს, რომ სასამართლომ არ უნდა გაიზიაროს დაზარალებულთა ჩვენებები, რითაც ისინი ცდილობენ პასუხისმგებლობა აარიდონ ძმებ კაკულიებს.

რაც შეეხება უშუალოდ საქმეში არსებულ მტკიცებულების დეტალებს, როგორ პროკურორმა სხდომაზე განაცხადა, ვიდრე ძმები კაკულიები სერგი ქურთიაშვილზე შეიარაღებულ თავდასხმას მოახდენენ, მათ გარკვეული პერიოდით ადრე უკანონოდ გადმოკვეთეს საქართველოს სახელმწიფო საზღვარი, რაც შსს-ს საინფორმაციო ანალიტიკური დეპარტამენტის მიერ მოწოდებული ინფორმაციით დასტურდება. 2022 წლის 27 მაისს კი, როდესაც ქურთიშვილის მკვლელობის მცდელობა განიზრახეს და ვაკეში, ფალიაშვილის და არაყიშვილის ქუჩების ქუჩების კვეთაზე, იარაღის გასროლით მას არაერთი ჭრილობა მიაყენეს.

პროკურორის თქმით, შემთხვევის დროს იარაღიდან ნასროლი ტყვიით დაიჭრა გიორგი კაჭკაჭაშვილი, რომელიც ქურთიაშვილს თან ახლდა.

ასევე, ბრალდების მხარის განცხადებით, მტკიცებულებებით დასტურდება, რომ სერგი ქურთიაშვილზე თავდასხმამდე ისინი თბილისის ერთ-ერთ უბანში მდებარე ბინაში ნაქირავებ ბინაში ცხოვრობდნენ. თავდასხმის შემდგომ კი, ძმებს ბინის მეპატრონისთვის სახლის გასაღები არ დაუბრუნებიათ, რაც მიუთითებს იმაზე, რომ არ გამჟღავნებულიყო მათი გადაადგილების ფაქტი. ამასთან, პროკურორის განმარტებით, გამოძიების შედეგად ბინიდან ამოღებული მტკიცებულებებიდან, მათ შორის სიგარეტის ნამწვიდან ამოღებულია ძმების ბიოლოგიური მასალა. ასევე, ბინის დათვალიერებისას ნანახია “გუდვილში” შეძენილი პროდუქტის სტიკერები. პროდუქტები კი, ძმების ნათესავმა გიორგი რუხაძემ იყიდა, რომლის შესახებაც საქმეს ერთვის ვიდეომტკიცებულება, თუ როგორ გადაადგილდება ის “გუდვილთან”.

პროკურორის განმარტებით, გიორგი რუხაძე გამოძიებამ 1-ელ ივლისს გამოჰკითხა, რომელმაც ვერ გაიხსენა იყიდა თუ არა პროდუქტები, საერთოდ იმყოფებოდა თუ არა ნაქირავებ ბინაში, ან ჰქონდა თუ არა კომუნიკაცია ბრალდებულებთან.

პროკურორის თქმით, რუხაძის პასუხები იმდენად არადამაჯერებელი იყო, რომ გამომძიებელმა მას კითხვა დაუსვა, ჯანმრთელობის რაიმე პრობლემა ხომ არ ჰქონდა, რაზეც მან უპასუხა, რომ - არა, აბსოლუტურად ჯანმრთელია.

პროკურორ თამარ ყულჯანიშვილის თქმით, ვიდეოჩანაწერების გარდა მოწმეებიც ადასტურებენ იმას, რომ თავდასხმის დღეს ორივე ძმას ხელში იარაღი ეჭირა და გარკვეული მიმართულებით ისროდნენ, ორივე მათგანს ეხურა ჩაფხუტი, ხოლო ერთს ეცვა შავი ფერის ზედა, მეორეს კი, ნარინჯისფერი.

"ჩანაწერებით ირკვევა, რომ სერგი ქურთიშვილის მიმართ გაისროლა გურამ კაკულიამ, ამის მერე გაისროლა დავით კაკულიამ ასევე ქურთიაშვილის მიმართ. ამ დროს ქურთიაშვილი წაიქცა და ჩანთა დაუვარდა, რომელიც ხელში ეჭირა. ამის შემდეგომ ის ეცადა, თავის შველის მიზნით, მანქანისკენ წასულიყო, რა დროსაც ორივე პირმა კვლავ სროლა განახორციელა. ამ მომენტში კი, ქურთიაშვილი მოექცა “მერსედესის” მარკის ავტომობილსა და სატვირთოს შუაში. რაც შეეხება კაჭკაჭაშვილს, ის “მერსედესიდან” მას შემდგომ გადმოვიდა, რაც ქურთიაშვილი უკვე "მერსედესსა“ და სატვირთოს შორის მოექცა”, - განაცხადა თამარ ყულჯანაშვილმა.

ბრალდების მხარის განმარტებით, თავდასხმის შემდგომ ძმებმა ტანსაცმელი გამოიცვალეს, ხოლო ჩაფხუტები და ხელთათმანები გადაყარეს, თუმცა ეს ნივთები გამოძიებამ ამოიღო.

ცნობისთვის, ძმებ კაკულიებს არაყიშვილის ქუჩაზე სერგი ქურთიაშვილის ჯგუფურად მკვლელობის მცდელობას ედავებიან, რა დროსაც გიორგი კაჭკაჭაშვილიც დაშავდა. ძმებს ასევე, ცეცხლსასროლი იარაღის და საბრძოლო მასალის ჯგუფურად, მართლსაწინააღმდეგო შეძენას, შენახვას, ტარებას, ასევე, საზღვრის უკანონო კვეთასაც ედავებიან. აღნიშნული დანაშაული სასჯელის სახედ და ზომად 13-დან 17 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. გამოძიება ასევე ინტენსიურ რეჟიმში გრძელდება ძმებ კაკულიების მიერ სხვა დანაშაულებრივ ფაქტებთან, მათ შორის, ნიკა კვარაცხელიას მკვლელობის საქმესთან შესაძლო შემხებლობასთან დაკავშირებით. საგამოძიებო უწყების ცნობით, ბრალდებულებმა დანაშაული სომხეთშიც ჩაიდინეს, სწორედ აღნიშნულთან დაკავშირებით, საქართველოს სამართალდამცავი ორგანოები სომხეთის შესაბამის კომპეტენტურ ორგანოებთან აქტიურად თანამშრომლობენ.