პოლიტიკა
სამართალი
მსოფლიო

18

ივლისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

პარასკევი, მთვარის ოცდამეოთხე დღე დაიწყება 00:07-ზე. მთვარე კუროში გადავა 11:57-ზე – ხელსაყრელია საძირკვლის ჩაყრა, ბიზნესის დაწყება და სახლის მშენებლობის ან რემონტის დაწყება. გაუმკლავდეთ ფულთან დაკავშირებულ საკითხებს. განიხილეთ მიმდინარე საქმეები. კარგია არქივთან მუშაობა. დაასრულეთ მნიშვნელოვანი პროექტები. დაიწყეთ მნიშვნელოვანი საქმეები. გააძლიერეთ თქვენი ფინანსური მდგომარეობა. დაიწყეთ რემონტი. იყიდეთ უძრავი ქონება. დღე იდეალურია ოჯახის შესაქმნელად. განსაკუთრებით თუ წყვილი ბევრ შვილზე ოცნებობს.
Faceამბები
მოზაიკა
მეცნიერება
კულტურა/შოუბიზნესი
საზოგადოება
სამხედრო
კონფლიქტები
სპორტი
წიგნები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
მეცნიერების უმნიშვნელოვანესი აღმოჩენა ანტარქტიდაზე - გასაოცარი ქვა, რომელიც მილიარდობით წლის წინანდელ მასალას შეიცავს
მეცნიერების უმნიშვნელოვანესი აღმოჩენა ანტარქტიდაზე - გასაოცარი ქვა, რომელიც მილიარდობით წლის წინანდელ მასალას შეიცავს

მეც­ნი­ე­რებ­მა ან­ტარ­ქტი­და­ზე უიშ­ვი­ა­თე­სი მე­ტე­ო­რი­ტი აღ­მო­ა­ჩი­ნეს, რო­მე­ლიც მზის სის­ტე­მის უძ­ვე­ლეს მა­სა­ლას შე­ი­ცავს. 8-კი­ლო­ი­ან მე­ტე­ო­რიტს, მკვლე­ვარ­თა სა­ერ­თა­შო­რი­სო გუნ­დმა 11-დღი­ა­ნი ექ­სპე­დი­ცი­ის მი­წუ­რულს მი­აგ­ნო. "

როცა და­ვი­ნა­ხეთ, რო­გორ იდგა ის ლურჯ ყი­ნუ­ლებს შო­რის, ყვე­ლა ავ­ღელ­დით“, - ყვე­ბა Chicago Tribune- თან ჩი­კა­გოს სა­ვე­ლე მუ­ზე­უ­მის მკვლე­ვა­რი, მა­რია ვალ­დე­სი.

გა­სა­ო­ცა­რი ქვა, რო­მე­ლიც მი­ლი­არ­დო­ბით წლის წი­ნან­დელ მა­სა­ლას შე­ი­ცავს, კონ­ტი­ნენტზე აღ­მო­ჩე­ნილ მე­ტე­ო­რი­ტებს შო­რის, ერთ-ერთი ყვე­ლა­ზე დი­დია. ან­ტარ­ქტი­და­ზე ბოლო ასე­უ­ლი წლის გან­მავ­ლო­ბა­ში, სულ 45 000-ზე მეტი მე­ტე­ო­რი­ტია აღ­მო­ჩე­ნი­ლი, მაგ­რამ მათი უმე­ტე­სო­ბა მიკ­რო­მე­ტე­ო­რი­ტია და თი­თო­ე­უ­ლი მათ­გა­ნი მხო­ლოდ რამ­დე­ნი­მე ასე­ულ გრამს იწო­ნის.

"ყვე­ლა მე­ტე­ო­რი­ტი გვაწ­ვდის ინ­ფორ­მა­ცი­ას დე­და­მი­წის ევო­ლუ­ცი­ის შე­სა­ხებ“, - ამ­ბობს მა­რია ვალ­დე­სი. მკვლე­ვა­რი დას­ძენს:

"შე­სას­წავ­ლად, პა­ტა­რა ზო­მის მე­ტე­ო­რი­ტე­ბიც კი უმ­ნიშ­ვნე­ლო­ვა­ნე­სი სა­მეც­ნი­ე­რო მა­სა­ლაა, მაგ­რამ, რაღა თქმა უნდა, ასე­თი დიდი მე­ტე­ო­რი­ტის პოვ­ნა იშ­ვი­ა­თი და ძა­ლი­ან ამა­ღელ­ვე­ბე­ლი მო­მენ­ტია, ეს ერ­თგვა­რი იღ­ბა­ლია“.

გოგ­რის ზო­მის მე­ტე­ო­რი­ტი ქონ­დრი­ტის­გა­ნაა წარ­მოქ­მნი­ლი, რაც მე­ტე­ო­რი­ტე­ბის ყვე­ლა­ზე გავ­რცე­ლე­ბუ­ლი მა­სა­ლის ტი­პია. სა­ვა­რა­უ­დოდ, ის მთა­ვარ ას­ტე­რო­ი­დულ სარ­ტყელ­ში წარ­მო­იშ­ვა, მარსსა და იუ­პი­ტერს შო­რის.

მე­ტე­ო­რი­ტი ქი­მი­უ­რი ანა­ლი­ზის­თვის ახლა ბელ­გი­ის სა­ბუ­ნე­ბის­მე­ტყვე­ლო მეც­ნი­ე­რე­ბა­თა სა­მე­ფო ინ­სტი­ტუ­ტში იგ­ზავ­ნე­ბა. მისი ტრან­სპორ­ტი­რე­ბა სპე­ცი­ა­ლუ­რი ყუ­თით ხდე­ბა, რო­მე­ლიც მას გრი­ლად შე­ი­ნა­ხავს, რათა მისი დე­ლი­კა­ტუ­რი ქი­მი­უ­რი სტრუქ­ტუ­რა სით­ბო­ში არ და­ზი­ან­დეს.

წყა­რო: independent

მო­ამ­ზა­და: ანა სი­ბოშ­ვილ­მა

მკითხველის კომენტარები / 9 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
მკლევარი
0

რა მაინტერესებს იცით? ანტარქტიდაზე მეტეორიტი როგორ ეცემა? თუკი დედამიწა გადადგილდება სპირალურად ზევით გალაქტიკასთან ერთად?

დათო
4

ზედაპირზე საიდან მოვიდა?!

sponsored by ContentRoom
დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ვრცელდება სპეცოპერაციის კადრები და ფარული ჩანაწერები, რომლებშიც "ქურდულ სამყაროსთან" კავშირში მყოფი ფიგურირებენ
ავტორი:

მეცნიერების უმნიშვნელოვანესი აღმოჩენა ანტარქტიდაზე - გასაოცარი ქვა, რომელიც მილიარდობით წლის წინანდელ მასალას შეიცავს

მეცნიერების უმნიშვნელოვანესი აღმოჩენა ანტარქტიდაზე - გასაოცარი ქვა, რომელიც მილიარდობით წლის წინანდელ მასალას შეიცავს

მეცნიერებმა ანტარქტიდაზე უიშვიათესი მეტეორიტი აღმოაჩინეს, რომელიც მზის სისტემის უძველეს მასალას შეიცავს. 8-კილოიან მეტეორიტს, მკვლევართა საერთაშორისო გუნდმა 11-დღიანი ექსპედიციის მიწურულს მიაგნო. "

როცა დავინახეთ, როგორ იდგა ის ლურჯ ყინულებს შორის, ყველა ავღელდით“, - ყვება Chicago Tribune- თან ჩიკაგოს საველე მუზეუმის მკვლევარი, მარია ვალდესი.

გასაოცარი ქვა, რომელიც მილიარდობით წლის წინანდელ მასალას შეიცავს, კონტინენტზე აღმოჩენილ მეტეორიტებს შორის, ერთ-ერთი ყველაზე დიდია. ანტარქტიდაზე ბოლო ასეული წლის განმავლობაში, სულ 45 000-ზე მეტი მეტეორიტია აღმოჩენილი, მაგრამ მათი უმეტესობა მიკრომეტეორიტია და თითოეული მათგანი მხოლოდ რამდენიმე ასეულ გრამს იწონის.

"ყველა მეტეორიტი გვაწვდის ინფორმაციას დედამიწის ევოლუციის შესახებ“, - ამბობს მარია ვალდესი. მკვლევარი დასძენს:

"შესასწავლად, პატარა ზომის მეტეორიტებიც კი უმნიშვნელოვანესი სამეცნიერო მასალაა, მაგრამ, რაღა თქმა უნდა, ასეთი დიდი მეტეორიტის პოვნა იშვიათი და ძალიან ამაღელვებელი მომენტია, ეს ერთგვარი იღბალია“.

გოგრის ზომის მეტეორიტი ქონდრიტისგანაა წარმოქმნილი, რაც მეტეორიტების ყველაზე გავრცელებული მასალის ტიპია. სავარაუდოდ, ის მთავარ ასტეროიდულ სარტყელში წარმოიშვა, მარსსა და იუპიტერს შორის.

მეტეორიტი ქიმიური ანალიზისთვის ახლა ბელგიის საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა სამეფო ინსტიტუტში იგზავნება. მისი ტრანსპორტირება სპეციალური ყუთით ხდება, რომელიც მას გრილად შეინახავს, რათა მისი დელიკატური ქიმიური სტრუქტურა სითბოში არ დაზიანდეს.

წყარო: independent

მოამზადა: ანა სიბოშვილმა