საზოგადოება
პოლიტიკა
კონფლიქტები
კულტურა/შოუბიზნესი
მსოფლიო
სამართალი
Faceამბები
მეცნიერება
სამხედრო
მოზაიკა
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
როგორ დავუბრუნდეთ სამუშაოს დასვენების შემდეგ? – 5 რჩევა პროდუქტიულობის გასაზრდელად
როგორ დავუბრუნდეთ სამუშაოს დასვენების შემდეგ? – 5 რჩევა პროდუქტიულობის გასაზრდელად

ყვე­ლა­ფე­რი კარ­გად მი­დის, ვიდ­რე გა­აც­ნო­ბი­ე­რებთ, რომ ეს თქვე­ნი დას­ვე­ნე­ბის ბოლო დღეა? თუ ეს და­გამ­შვი­დებთ, გე­ტყვით, რომ თქვენ მარ­ტო არ ხართ. შვე­ბუ­ლე­ბი­სა თუ დას­ვე­ნე­ბის დღე­ე­ბის შემ­დეგ სამ­სა­ხურ­ში დაბ­რუ­ნე­ბა ადა­მი­ა­ნე­ბის უმე­ტე­სო­ბას არ უყ­ვარს და ეს უჩ­ვე­უ­ლო ფე­ნო­მე­ნი სუ­ლაც არაა.

აღ­ნიშ­ნუ­ლი სა­კი­თხი მკვლევ­რებ­მა ბევ­რჯერ შე­ის­წავ­ლეს. ერთ-ერთი კვლე­ვით და­დას­ტურ­და, რომ გო­ნებ­რი­ვად მო­მუ­შა­ვე ადა­მი­ა­ნე­ბის 87% შვე­ბუ­ლე­ბის შემ­დეგ სამ­სა­ხურ­ში დაბ­რუ­ნე­ბის პირ­ველ დღეს სრულ გო­ნებ­რივ გა­დაწ­ვას გა­ნიც­დის.

აღ­ნიშ­ნუ­ლის ახ­სნა რთუ­ლი არაა. შვე­ბუ­ლე­ბის დროს ხომ ადა­მი­ანს მეტი შე­საძ­ლებ­ლო­ბა აქვს, აკე­თოს ის, რაც უყ­ვარს და სურს, ხში­რად არე­უ­ლი აქვს დღის გან­რი­გი, გვი­ან იძი­ნებს და გვი­ან იღ­ვი­ძებს, იღებს ჩვე­ულ­ზე მეტ ალ­კოჰოლს, ხარ­ჯავს ბევრ ენერ­გი­ას. ამ ყვე­ლა­ფერ­თან გა­მომ­შვი­დო­ბე­ბა და სამ­სა­ხურ­ში დაბ­რუ­ნე­ბა კი მარ­ტი­ვი ნამ­დვი­ლად არ არის.

მდგო­მა­რე­ო­ბას ისიც ამ­ძაფ­რებს, რომ ამ მო­მენ­ტში ადა­მი­ა­ნი ფიქ­რობს, თუ რამ­დე­ნი საქ­მე და­უგ­როვ­და გა­სა­კე­თე­ბე­ლი შვე­ბუ­ლე­ბის დროს, შვე­ბუ­ლე­ბამ­დე და­წყე­ბუ­ლი და და­უს­რუ­ლე­ბე­ლი პრო­ექ­ტე­ბი წარ­მო­უდ­გე­ბა გო­ნე­ბა­ში და მის­თვის იმა­ზე ფიქ­რიც კი უსი­ა­მოვ­ნოა, რომ სა­ნა­პი­რო­ზე ან სხვა მის­თვის საყ­ვა­რელ ად­გილ­ზე ყოფ­ნის ნაც­ვლად მთე­ლი დღე სა­მუ­შაო მა­გი­დას­თან უნდა გა­ა­ტა­როს.

დას­ვე­ნე­ბის შემ­დეგ სამ­სა­ხურ­ში დაბ­რუ­ნე­ბის პირ­ვე­ლი დღე რომ გა­გი­მარ­ტივ­დეთ და უფრო სა­სი­ა­მოვ­ნო გახ­დეს, რამ­დე­ნი­მე რჩე­ვას გთა­ვა­ზობთ:

წი­ნას­წარ და­გეგ­მეთ სამ­სა­ხურ­ში დაბ­რუ­ნე­ბის პირ­ვე­ლი დღე

მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი საქ­მე­ე­ბის დას­რუ­ლე­ბა არ მო­ი­ტო­ვოთ შვე­ბუ­ლე­ბა­ში გას­ვლამ­დე ბოლო დღის­თვის. ასე უზ­რუნ­ველ­ყოფთ, რომ დაბ­რუ­ნე­ბის პირ­ველ დღეს ნაკ­ლე­ბი და­უს­რუ­ლე­ბე­ლი საქ­მე გქონ­დეთ. შვე­ბუ­ლე­ბის ბო­ლოს კი 15 წუთი და­უთ­მეთ შემ­დე­გი დღის საქ­მე­ე­ბის და­გეგ­მვას. შე­ად­გი­ნეთ to-do-list - შე­სას­რუ­ლე­ბე­ლი საქ­მე­ე­ბის სია - რო­მელ­შიც საქ­მე­ებს პრი­ო­რი­ტე­ტუ­ლო­ბის მი­ხედ­ვით ჩა­მო­წერთ. პირ­ვე­ლი­ვე დღეს ნუ გა­ა­კე­თებთ ისეთ საქ­მე­ებს, რომ­ლე­ბიც ძა­ლი­ან აუ­ცი­ლე­ბე­ლი არაა. და­გეგ­მვით თქვე­ნი გო­ნე­ბა მეტ-ნაკ­ლე­ბად შე­ეჩ­ვე­ვა, რომ შემ­დეგ დღეს საქ­მე გაქვთ გა­სა­კე­თე­ბე­ლი და ნაკ­ლე­ბად და­გე­ზა­რე­ბათ.

გა­მო­ი­ყე­ნეთ მო­ტი­ვა­ცი­ის გა­საზ­რდე­ლი სხვა­დას­ხვა სა­შუ­ა­ლე­ბე­ბი

მცი­რე დე­ტა­ლე­ბი ხში­რად დი­დად ცვლის გან­წყო­ბა­სა და მო­ტი­ვა­ცი­ას. მა­გა­ლი­თად, ასე­თია სურ­ნე­ლი. ზო­გა­დად, ყნოს­ვა ყვე­ლა­ზე ძლი­ე­რი შეგ­რძნე­ბაა და სურ­ნე­ლი ტვი­ნის ქმე­დე­ბა­ზე გავ­ლე­ნის მოხ­დე­ნის სა­უ­კე­თე­სო სა­შუ­ა­ლე­ბაა. სწო­რედ ამი­ტომ არო­მა­ტი, რო­მელ­საც შე­იყ­ნო­სავთ, გაზ­რდის შრო­მი­სუ­ნა­რი­ა­ნო­ბას, აგი­მაღ­ლებთ მო­ტი­ვა­ცი­ას და და­გეხ­მა­რე­ბათ, თა­მა­მად და­ი­სა­ხოთ დიდი მიზ­ნე­ბი რო­გორც საქ­მი­ა­ნო­ბა­ში, ისე პი­რად ცხოვ­რე­ბა­ში. West Coast Institute of Aromatherapy-ის დამ­ფუძ­ნე­ბე­ლი ბე­ვერ­ლი ჰო­პ­კინ­სი აღ­ნიშ­ნავს, რომ სურ­ნე­ლის ერთ ღრმა ინ­ჰა­ლა­ცი­ა­საც კი შე­უძ­ლია გო­ნე­ბა­სა და სხე­ულ­ში ბევ­რი პო­ზი­ტი­უ­რი ცვლი­ლე­ბის გა­მოწ­ვე­ვა. მა­გა­ლი­თად, ის ააქ­ტი­უ­რებს იმუ­ნურ სის­ტე­მას, არე­გუ­ლი­რებს წნე­ვას და ას­ტი­მუ­ლი­რებს საჭ­მლის მომ­ნე­ლე­ბელ სის­ტე­მას.

იმი­სათ­ვის, რომ დას­ვე­ნე­ბის შემ­დეგ მეტი მო­ტი­ვა­ცი­ით შე­უდ­გეთ საქ­მი­ა­ნო­ბას, მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია სწო­რად შე­არ­ჩი­ოთ არო­მა­ტიც. ამ მიზ­ნით ყვე­ლა­ზე ხში­რად შემ­დეგ სურ­ნე­ლებს იყე­ნე­ბენ: ხის ნო­ტე­ბი, კე­და­რის ხე, ციტ­რუ­სე­ბი, ციმ­ბი­რის ფიჭ­ვი,ამ­ბე­რი, ევ­კა­ლიპ­ტი და ა.შ.

მათ შო­რის ყვე­ლა­ზე პო­პუ­ლა­რუ­ლი ციტ­რუ­სე­ბის სურ­ნე­ლი ზრდის კონ­ცენ­ტრა­ცი­ის უნარს ხოლო ევ­კა­ლიპტს აქვს და­მამ­შვი­დე­ბე­ლი მოქ­მე­დე­ბა. მა­გა­ლი­თად, რო­დე­საც სამ­სა­ხუ­რებ­რივ გა­მოწ­ვე­ვას­თან გამ­კლა­ვე­ბა გი­ჭირთ, ჩარ­თეთ სურ­ნე­ლის გა­მაფ­რქვე­ვე­ლი მო­წყო­ბი­ლო­ბა [mt1] ზე­მოთ ჩა­მოთ­ვლი­ლი ინ­გრე­დი­ენ­ტე­ბის ერ­თობ­ლი­ო­ბით და სურ­ნე­ლი მღელ­ვა­რე­ბი­სა და ბრა­ზის და­რე­გუ­ლი­რე­ბა­ში და­გეხ­მა­რე­ბათ.

სურ­ნე­ლის გა­მაფ­რქვე­ვე­ლი აპა­რა­ტე­ბის, ასე­ვე სურ­ნე­ლო­ვა­ნი სან­თლე­ბი­სა და ჩხი­რე­ბის ყვე­ლა­ზე დიდი არ­ჩე­ვა­ნი სა­ქარ­თვე­ლო­ში აქვს კომ­პა­ნია „არო­მა­კოს“, რო­მე­ლიც და­გეხ­მა­რე­ბათ თქვენ­თვის სა­სურ­ვე­ლი სურ­ნე­ლის შერ­ჩე­ვა­ში რო­გორც სახ­ლის, ასე­ვე სამ­სა­ხუ­რის­თვის.

ოფის­ში მი­ი­ტა­ნეთ შვე­ბუ­ლე­ბის სა­მახ­სოვ­რო ნივ­თი

რო­დე­საც შვე­ბუ­ლე­ბი­დან დაბ­რუნ­დე­ბით, წა­მო­ი­ღეთ სა­მახ­სოვ­რო სუ­ვე­ნი­რი, რო­მელ­საც ოფის­ში მი­ი­ტანთ. ეს შე­იძ­ლე­ბა იყოს პა­ტა­რა პოს­ტე­რი, ჭიქა ან ჭი­ქის სად­გა­მი, ფო­ტო­კო­ლა­ჟი, კა­ლა­მი ან ნე­ბის­მი­ე­რი სხვა რამ, რაც დას­ვე­ნე­ბის სა­სი­ა­მოვ­ნო მო­მენ­ტებს გა­გახ­სე­ნებთ. კვლე­ვე­ბით და­დას­ტუ­რე­ბუ­ლია, რომ დას­ვე­ნე­ბი­სა და თავ­გა­და­სავ­ლე­ბის გახ­სე­ნე­ბა, სა­მახ­სოვ­რო ნივ­თე­ბის ხში­რად შე­ხედ­ვა გან­წყო­ბას მნიშ­ვნე­ლოვ­ნად ამაღ­ლებს და მო­ტი­ვა­ცი­ა­საც მა­ტებს.

შვე­ბუ­ლე­ბის და­სას­რულს მო­ი­ტო­ვეთ ერთი თა­ვი­სუ­ფა­ლი დღე

შვე­ბუ­ლე­ბის ან დას­ვე­ნე­ბის დღე­ებ­ში ქა­ლაქ­გა­რეთ გა­სუ­ლე­ბი, სამ­სა­ხურ­ში დაბ­რუ­ნე­ბის წინა ღა­მეს ნუ დაბ­რუნ­დე­ბით სახ­ლში. მო­ი­ტო­ვეთ ცოტა დრო სახ­ლში და­სას­ვე­ნებ­ლად, ნივ­თე­ბის ამო­სა­ლა­გებ­ლად, თა­ვის მო­სა­წეს­რი­გებ­ლად, უბ­რა­ლოდ იმის გა­სა­აზ­რებ­ლად, რომ დას­ვე­ნე­ბა დას­რულ­და და ახლა საქ­მეს გა­ნახ­ლე­ბუ­ლი ძა­ლე­ბით უნდა შე­უდ­გეთ.

შვე­ბუ­ლე­ბის შემ­დეგ პირ­ვე­ლი­ვე დღეს სრუ­ლი დატ­ვირ­თვით ნუ იმუ­შა­ვებთ

ფსი­ქო­ლო­გე­ბი გირ­ჩე­ვენ, რომ შვე­ბუ­ლე­ბის შემ­დეგ სამ­სა­ხურ­ში დაბ­რუ­ნე­ბუ­ლებ­მა პირ­ველ დღეს სრუ­ლი დატ­ვირ­თვით არ იმუ­შა­ოთ. რე­ლაქ­სა­ცი­ი­სა და გარ­თო­ბის პე­რი­ო­დი­დან სრუ­ლად სა­მუ­შაო პე­რი­ოდ­ზე გა­დას­ვლა რე­კო­მენ­დე­ბუ­ლი არ არის. თუ სამ­სა­ხუ­რი სა­შუ­ა­ლე­ბას გაძ­ლევთ, ნა­ხე­ვა­რი დღე იმუ­შა­ვეთ. თუ აღ­ნიშ­ნუ­ლის შე­საძ­ლებ­ლო­ბა არ გაქვთ, ეცა­დეთ დღის გან­მავ­ლო­ბა­ში რამ­დე­ნი­მე შეს­ვე­ნე­ბა მო­ი­წყოთ, ბევ­რი ეკონ­ტაქ­ტოთ კო­ლე­გებს და შე­და­რე­ბით მარ­ტი­ვი და­ვა­ლე­ბე­ბი შე­ას­რუ­ლოთ.

ავტორი:

როგორ დავუბრუნდეთ სამუშაოს დასვენების შემდეგ? – 5 რჩევა პროდუქტიულობის გასაზრდელად

როგორ დავუბრუნდეთ სამუშაოს დასვენების შემდეგ? – 5 რჩევა პროდუქტიულობის გასაზრდელად

ყველაფერი კარგად მიდის, ვიდრე გააცნობიერებთ, რომ ეს თქვენი დასვენების ბოლო დღეა? თუ ეს დაგამშვიდებთ, გეტყვით, რომ თქვენ მარტო არ ხართ. შვებულებისა თუ დასვენების დღეების შემდეგ სამსახურში დაბრუნება ადამიანების უმეტესობას არ უყვარს და ეს უჩვეულო ფენომენი სულაც არაა.

აღნიშნული საკითხი მკვლევრებმა ბევრჯერ შეისწავლეს. ერთ-ერთი კვლევით დადასტურდა, რომ გონებრივად მომუშავე ადამიანების 87% შვებულების შემდეგ სამსახურში დაბრუნების პირველ დღეს სრულ გონებრივ გადაწვას განიცდის.

აღნიშნულის ახსნა რთული არაა. შვებულების დროს ხომ ადამიანს მეტი შესაძლებლობა აქვს, აკეთოს ის, რაც უყვარს და სურს, ხშირად არეული აქვს დღის განრიგი, გვიან იძინებს და გვიან იღვიძებს, იღებს ჩვეულზე მეტ ალკოჰოლს, ხარჯავს ბევრ ენერგიას. ამ ყველაფერთან გამომშვიდობება და სამსახურში დაბრუნება კი მარტივი ნამდვილად არ არის.

მდგომარეობას ისიც ამძაფრებს, რომ ამ მომენტში ადამიანი ფიქრობს, თუ რამდენი საქმე დაუგროვდა გასაკეთებელი შვებულების დროს, შვებულებამდე დაწყებული და დაუსრულებელი პროექტები წარმოუდგება გონებაში და მისთვის იმაზე ფიქრიც კი უსიამოვნოა, რომ სანაპიროზე ან სხვა მისთვის საყვარელ ადგილზე ყოფნის ნაცვლად მთელი დღე სამუშაო მაგიდასთან უნდა გაატაროს.

დასვენების შემდეგ სამსახურში დაბრუნების პირველი დღე რომ გაგიმარტივდეთ და უფრო სასიამოვნო გახდეს, რამდენიმე რჩევას გთავაზობთ:

წინასწარ დაგეგმეთ სამსახურში დაბრუნების პირველი დღე

მნიშვნელოვანი საქმეების დასრულება არ მოიტოვოთ შვებულებაში გასვლამდე ბოლო დღისთვის. ასე უზრუნველყოფთ, რომ დაბრუნების პირველ დღეს ნაკლები დაუსრულებელი საქმე გქონდეთ. შვებულების ბოლოს კი 15 წუთი დაუთმეთ შემდეგი დღის საქმეების დაგეგმვას. შეადგინეთ to-do-list - შესასრულებელი საქმეების სია - რომელშიც საქმეებს პრიორიტეტულობის მიხედვით ჩამოწერთ. პირველივე დღეს ნუ გააკეთებთ ისეთ საქმეებს, რომლებიც ძალიან აუცილებელი არაა. დაგეგმვით თქვენი გონება მეტ-ნაკლებად შეეჩვევა, რომ შემდეგ დღეს საქმე გაქვთ გასაკეთებელი და ნაკლებად დაგეზარებათ.

გამოიყენეთ მოტივაციის გასაზრდელი სხვადასხვა საშუალებები

მცირე დეტალები ხშირად დიდად ცვლის განწყობასა და მოტივაციას. მაგალითად, ასეთია სურნელი. ზოგადად, ყნოსვა ყველაზე ძლიერი შეგრძნებაა და სურნელი ტვინის ქმედებაზე გავლენის მოხდენის საუკეთესო საშუალებაა. სწორედ ამიტომ არომატი, რომელსაც შეიყნოსავთ, გაზრდის შრომისუნარიანობას, აგიმაღლებთ მოტივაციას და დაგეხმარებათ, თამამად დაისახოთ დიდი მიზნები როგორც საქმიანობაში, ისე პირად ცხოვრებაში. West Coast Institute of Aromatherapy-ის დამფუძნებელი ბევერლი ჰოპკინსი აღნიშნავს, რომ სურნელის ერთ ღრმა ინჰალაციასაც კი შეუძლია გონებასა და სხეულში ბევრი პოზიტიური ცვლილების გამოწვევა. მაგალითად, ის ააქტიურებს იმუნურ სისტემას, არეგულირებს წნევას და ასტიმულირებს საჭმლის მომნელებელ სისტემას.

იმისათვის, რომ დასვენების შემდეგ მეტი მოტივაციით შეუდგეთ საქმიანობას, მნიშვნელოვანია სწორად შეარჩიოთ არომატიც. ამ მიზნით ყველაზე ხშირად შემდეგ სურნელებს იყენებენ: ხის ნოტები, კედარის ხე, ციტრუსები, ციმბირის ფიჭვი,ამბერი, ევკალიპტი და ა.შ.

მათ შორის ყველაზე პოპულარული ციტრუსების სურნელი ზრდის კონცენტრაციის უნარს ხოლო ევკალიპტს აქვს დამამშვიდებელი მოქმედება. მაგალითად, როდესაც სამსახურებრივ გამოწვევასთან გამკლავება გიჭირთ, ჩართეთ სურნელის გამაფრქვეველი მოწყობილობა [mt1] ზემოთ ჩამოთვლილი ინგრედიენტების ერთობლიობით და სურნელი მღელვარებისა და ბრაზის დარეგულირებაში დაგეხმარებათ.

სურნელის გამაფრქვეველი აპარატების, ასევე სურნელოვანი სანთლებისა და ჩხირების ყველაზე დიდი არჩევანი საქართველოში აქვს კომპანია „არომაკოს“, რომელიც დაგეხმარებათ თქვენთვის სასურველი სურნელის შერჩევაში როგორც სახლის, ასევე სამსახურისთვის.

ოფისში მიიტანეთ შვებულების სამახსოვრო ნივთი

როდესაც შვებულებიდან დაბრუნდებით, წამოიღეთ სამახსოვრო სუვენირი, რომელსაც ოფისში მიიტანთ. ეს შეიძლება იყოს პატარა პოსტერი, ჭიქა ან ჭიქის სადგამი, ფოტოკოლაჟი, კალამი ან ნებისმიერი სხვა რამ, რაც დასვენების სასიამოვნო მომენტებს გაგახსენებთ. კვლევებით დადასტურებულია, რომ დასვენებისა და თავგადასავლების გახსენება, სამახსოვრო ნივთების ხშირად შეხედვა განწყობას მნიშვნელოვნად ამაღლებს და მოტივაციასაც მატებს.

შვებულების დასასრულს მოიტოვეთ ერთი თავისუფალი დღე

შვებულების ან დასვენების დღეებში ქალაქგარეთ გასულები, სამსახურში დაბრუნების წინა ღამეს ნუ დაბრუნდებით სახლში. მოიტოვეთ ცოტა დრო სახლში დასასვენებლად, ნივთების ამოსალაგებლად, თავის მოსაწესრიგებლად, უბრალოდ იმის გასააზრებლად, რომ დასვენება დასრულდა და ახლა საქმეს განახლებული ძალებით უნდა შეუდგეთ.

შვებულების შემდეგ პირველივე დღეს სრული დატვირთვით ნუ იმუშავებთ

ფსიქოლოგები გირჩევენ, რომ შვებულების შემდეგ სამსახურში დაბრუნებულებმა პირველ დღეს სრული დატვირთვით არ იმუშაოთ. რელაქსაციისა და გართობის პერიოდიდან სრულად სამუშაო პერიოდზე გადასვლა რეკომენდებული არ არის. თუ სამსახური საშუალებას გაძლევთ, ნახევარი დღე იმუშავეთ. თუ აღნიშნულის შესაძლებლობა არ გაქვთ, ეცადეთ დღის განმავლობაში რამდენიმე შესვენება მოიწყოთ, ბევრი ეკონტაქტოთ კოლეგებს და შედარებით მარტივი დავალებები შეასრულოთ.