მსოფლიო
სამართალი

22

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

კვირა, მთვარის ოცდამეექვსე დღე დაიწყება 02:01-ზე, მთვარე კუროში – შეიძლება იყოს ზედმეტი აურზაური და ენერგიის ფლანგვა ლაპარაკზე. მეტად დაისვენეთ. იყავით შერჩევითი კონტაქტებში. მოუსმინეთ მეგობრების რჩევებს. კოლეგებთან იყავით ნეიტრალური. მოერიდეთ პროვოკაციებსა და ცდუნებებს. გზებზე განსაკუთრებით ფრთხილად იყავით. მოერიდეთ მძიმე საკვების მიღებას. გამოირიცხეთ პარკოსნები, მარცვლეული და მცენარეული ზეთები. ნებადართულია კარტოფილი, თევზი და მწვანილი. დაიცავით მარხვა. არ არის რეკომენდებული სერიოზული გადაწყვეტილებების მიღება.
სამხედრო
პოლიტიკა
მოზაიკა
მეცნიერება
კონფლიქტები
კულტურა/შოუბიზნესი
Faceამბები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"ირანის დაბომბვა და მიწისძვრა ერთმანეთს დროში საოცრად დაემთხვა..." - ირაკლი ალადაშვილი
"ირანის დაბომბვა და მიწისძვრა ერთმანეთს დროში საოცრად დაემთხვა..." - ირაკლი ალადაშვილი

ირა­ნის ქა­ლაქ ის­პა­ფან­ში მდე­ბა­რე სამ­ხედ­რო ქარ­ხა­ნას წუ­ხელ დრო­ნე­ბით და­ესხნენ თავს.

  • გთა­ვა­ზობთ ირაკ­ლი ალა­დაშ­ვი­ლის ბლოგს აღ­ნიშ­ნულ თე­მა­ზე. ("არ­სე­ნა­ლი" ).

28-29 იან­ვრის ღა­მეს, ირა­ნის 81 მლნ-იანი მო­სახ­ლე­ო­ბის ნა­წილს ძილი გა­უ­ტყდა... ძლი­ე­რი მი­წისძვრი­სა და სა­ჰა­ე­რო დარ­ტყმე­ბის გამო...

ირა­ნის ჩრდი­ლო-და­სავ­ლეთ­ში, ქა­ლაქ ჰოის (რო­მე­ლიც ირა­ნის და­სავ­ლეთ აზერ­ბა­ი­ჯა­ნის პრო­ვინ­ცი­ას გა­ნე­კუთ­ვნე­ბა და სა­ქარ­თვე­ლოს სა­ზღვრი­დან პირ­და­პი­რი ხა­ზით 300 კმ-ით არის და­შო­რე­ბუ­ლი) სი­ახ­ლო­ვეს 5,9 მაგ­ნი­ტუ­დის მი­წისძვრა მოხ­და, რო­მელ­მაც ორ ქა­ლაქ­ში და 70 სო­ფელ­ში ნა­ხე­ვარ­ზე მეტი შე­ნო­ბე­ბი და­ა­ზი­ა­ნა, რა­საც სამი ადა­მი­ა­ნის და­ღუპ­ვა და 816-ის და­შა­ვე­ბა მოჰ­ყვა...

და სწო­რედ იმ დროს, რო­დე­საც მი­წისძვრის­გან შე­ში­ნე­ბუ­ლი ირა­ნე­ლე­ბი სახ­ლებს ტო­ვებ­დნენ, ირა­ნის მთელ ტე­რი­ტო­რი­ა­ზე არა­ნაკ­ლებ 14 სა­ჰა­ე­რო დარ­ტყმა გან­ხორ­ცი­ელ­და კა­მი­კა­ძე-დრო­ნე­ბის გა­მო­ყე­ნე­ბით...

ძნე­ლია იმის მტკი­ცე­ბა, რომ ეს ორი მოვ­ლე­ნა დრო­ში ასე სა­ოც­რად, შემ­თხვე­ვით არ და­ემ­თხვა (მი­წისძვრის ეპი­ცენ­ტრი 43 კმ-ის სიღ­რმე­ში იყო და არა მგო­ნია, არ­სე­ბობ­დეს ისე­თი ზუს­ტი ტექ­ნო­გე­ნუ­რი ია­რა­ღი, რომ ეს გა­მო­ეწ­ვია), მაგ­რამ ფაქ­ტია, რომ ირა­ნის სა­ხელ­მწი­ფო­ებ­რივ იმიჯ­სა და მის სა­ჰა­ე­რო თავ­დაც­ვას დიდი რე­პუ­ტა­ცი­უ­ლი დარ­ტყმა მი­ა­ყე­ნა იმან, ვინც იმ ღა­მეს ეს 14 უზუს­ტე­სი სა­ჰა­ე­რო შე­ტე­ვა გა­ნა­ხორ­ცი­ე­ლა ირა­ნის სტრა­ტე­გი­ულ ობი­ექ­ტებ­ზე...

ფოტო: ირა­ნის ის­პა­ან­ში დრო­ნე­ბის ქარ­ხა­ნა­ზე ზუს­ტი სა­ჰა­ე­რო დარ­ტყმის შე­დე­გი, რომ­ლის ვი­დო­კად­რე­ბი თვითმხილ­ვე­ლებ­მა გა­ავ­რცე­ლეს...
ფოტო: ირა­ნის ის­პა­ან­ში დრო­ნე­ბის ქარ­ხა­ნა­ზე ზუს­ტი სა­ჰა­ე­რო დარ­ტყმის შე­დე­გი, რომ­ლის ვი­დო­კად­რე­ბი თვითმხილ­ვე­ლებ­მა გა­ავ­რცე­ლეს...

ირა­ნის ხე­ლი­სუფ­ლე­ბა იხ­ტი­ბარს არ იტეხს და ოფი­ცი­ა­ლუ­რად აცხა­დებს, რომ მხო­ლოდ სამი სა­ჰა­ე­რო თავ­დას­ხმა გან­ხორ­ცი­ელ­და და იქი­და­ნაც ერთი დრო­ნი ჩა­მო­ვაგ­დეთ და ორიც ან­ტიდ­რო­ნულ მა­ხე­ებ­ში გა­ე­ბაო (ირა­ნელ­მა სამ­ხედ­რო­ებ­მა ია­რა­ღის მწარ­მო­ე­ბე­ლი რიგი ქარ­ხნე­ბის შე­ნო­ბე­ბის სა­ხუ­რა­ვებ­ზე რკი­ნის ბა­დე­ე­ბი გა­ა­ბეს დრო­ნე­ბის და­სა­ჭე­რად), მაგ­რამ თა­ვად ირა­ნის მო­ქა­ლა­ქე­ე­ბის მიერ გა­და­ღე­ბუ­ლი და ინ­ტერ­ნეტ­ში გავ­რცე­ლე­ბუ­ლი ვი­დე­ო­კად­რე­ბი სა­პი­რის­პი­რო­ზე მე­ტყვე­ლე­ბენ - უც­ნობ­მა კა­მი­კა­ძე-დრო­ნებ­მა იმ ირა­ნუ­ლი "შა­ჰი­დე­ბის“ ქარ­ხა­ნაც და­ა­ზი­ა­ნეს, რომ­ლებ­საც რუსი ოკუ­პან­ტე­ბი უკ­რა­ი­ნის წი­ნა­აღ­მდეგ იყე­ნე­ბენ...

უკ­რა­ი­ნე­ლებს მარ­თლაც და­უგ­როვ­დათ შუ­რის­ძი­ე­ბის სა­ფუძ­ვე­ლი ირა­ნის ხე­ლი­სუფ­ლე­ბის მი­მართ, ჯერ ერთი, უკ­რა­ი­ნუ­ლი სამ­გზავ­რო "ბო­ინ­გის“ თე­ი­რა­ნის აე­რო­პორ­ტი­დან აფ­რე­ნის­თა­ნა­ვე რუ­სუ­ლი წარ­მო­ე­ბის სა­ზე­ნი­ტო "ტო­რით“ ჩა­მოგ­დე­ბის გამო, რაც 2020 წლის 8 იან­ვრის გამ­თე­ნი­ი­სას მოხ­და და 176 უდა­ნა­შა­უ­ლო ადა­მი­ა­ნი იმ­სხვერ­პლა ირა­ნე­ლი მე­ზე­ნი­ტე­ე­ბის სა­ბე­დის­წე­რო შეც­დო­მამ, რის­თვი­საც ოფი­ცი­ა­ლურ თე­ი­რანს და­ღუ­პუ­ლე­ბის ოჯა­ხე­ბის­თვის, ისე­ვე, რო­გორც უკ­რა­ი­ნის მხა­რის­თვის შე­სა­ბა­მი­სი კომ­პენ­სა­ცია არ გა­და­უხ­დია...

მე­ო­რე და მთა­ვა­რი - გა­სუ­ლი წლის სექ­ტემ­ბრი­დან მო­ყო­ლე­ბუ­ლი, რუ­სეთ­მა უკ­რა­ი­ნის წი­ნა­აღ­მდეგ ათას­ზე მეტი ირა­ნუ­ლი წარ­მო­ე­ბის "შა­ჰიდ-131“ და "შა­ჰიდ-136“ ტი­პის კა­მი­კა­ძე-დრო­ნი გა­მო­ი­ყე­ნა, რო­მელ­თა აფეთ­ქე­ბებს უკ­რა­ი­ნის ქა­ლა­ქებ­ში ძი­რი­თა­დად მშვი­დო­ბი­ა­ნი მო­სახ­ლე­ო­ბა ეწი­რე­ბა...

მაგ­რამ უკ­რა­ი­ნას დღეს არ გა­აჩ­ნია იმის ტექ­ნი­კუ­რი სა­შუ­ა­ლე­ბა, რომ თა­ვი­სი ტე­რი­ტო­რი­ი­დან 2 300 კმ-ით და­შო­რე­ბულ ირა­ნის ის­პა­ან­ში "შა­ჰი­დე­ბის“ მწარ­მო­ე­ბე­ლი ქარ­ხა­ნა და­ბომ­ბოს, სა­მა­გი­ე­როდ, ამის ტექ­ნი­კუ­რი შე­საძ­ლებ­ლო­ბე­ბი და მით უმე­ტეს, უდი­დე­სი სურ­ვი­ლი ყო­ველ­თვის ჰქონ­და და აქვს... ის­რა­ელს!

მარ­თა­ლია, არც ის­რა­ე­ლი ესა­ზღვრე­ბა ირანს და მათ ერ­თმა­ნეთს ათა­სი კმ მა­ინც აშო­რებს, მაგ­რამ ის­რა­ე­ლის "ჰა­რო­პის“ კა­მი­კა­ძე-დრო­ნე­ბის­თვის ამ მან­ძი­ლის გა­და­ლახ­ვა დიდ სირ­თუ­ლეს არ წარ­მო­ად­გენს...

ის­რა­ელს ჰქონ­და ყვე­ლა სა­ფუძ­ვე­ლი, ეს სა­ჰა­ე­რო რე­ი­დი გა­ნე­ხორ­ცი­ე­ლე­ბი­ნა ირა­ნის წი­ნა­აღ­მდეგ მას შემ­დეგ, რაც ბოლო დღე­ებ­ში ის­რა­ე­ლის ქა­ლა­ქე­ბის ქუ­ჩებ­ში არაბ­მა ექ­სტრე­მა­ლებ­მა, რომ­ლებ­საც ირა­ნუ­ლი სპეც­სამ­სა­ხუ­რე­ბი უჭე­რენ მხარს, რამ­დენ­ჯერ­მე ცე­ცხლი გახ­სნეს და ის­რა­ე­ლის მო­ქა­ლა­ქე­ე­ბი მოკ­ლეს და დაჭ­რეს - ის­რა­ე­ლი კი ასეთ რა­მეს არა­ვის პა­ტი­ობს... გა­ნაგ­რძეთ კი­თხვა

ასე­ვე იხი­ლეთ:

მკითხველის კომენტარები / 4 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
ადამიანი
5

უკრაინა დაქირავებულ ჯარისკაცად გადაააქციეს

asd
11

ალადაშვილი, ისრაელი რა შუაშია! ცოტა მეტი ინფორმაციები წაიკითხე და ისე გაანძრიე თავი!

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ისტორიული გამარჯვება - საქართველოს ძიუდოისტთა ნაკრები მსოფლიო ჩემპიონია!
ავტორი:

"ირანის დაბომბვა და მიწისძვრა ერთმანეთს დროში საოცრად დაემთხვა..." - ირაკლი ალადაშვილი

"ირანის დაბომბვა და მიწისძვრა ერთმანეთს დროში საოცრად დაემთხვა..." - ირაკლი ალადაშვილი

ირანის ქალაქ ისპაფანში მდებარე სამხედრო ქარხანას წუხელ დრონებით დაესხნენ თავს.

  • გთავაზობთ ირაკლი ალადაშვილის ბლოგს აღნიშნულ თემაზე. ("არსენალი" ).

28-29 იანვრის ღამეს, ირანის 81 მლნ-იანი მოსახლეობის ნაწილს ძილი გაუტყდა... ძლიერი მიწისძვრისა და საჰაერო დარტყმების გამო...

ირანის ჩრდილო-დასავლეთში, ქალაქ ჰოის (რომელიც ირანის დასავლეთ აზერბაიჯანის პროვინციას განეკუთვნება და საქართველოს საზღვრიდან პირდაპირი ხაზით 300 კმ-ით არის დაშორებული) სიახლოვეს 5,9 მაგნიტუდის მიწისძვრა მოხდა, რომელმაც ორ ქალაქში და 70 სოფელში ნახევარზე მეტი შენობები დააზიანა, რასაც სამი ადამიანის დაღუპვა და 816-ის დაშავება მოჰყვა...

და სწორედ იმ დროს, როდესაც მიწისძვრისგან შეშინებული ირანელები სახლებს ტოვებდნენ, ირანის მთელ ტერიტორიაზე არანაკლებ 14 საჰაერო დარტყმა განხორციელდა კამიკაძე-დრონების გამოყენებით...

ძნელია იმის მტკიცება, რომ ეს ორი მოვლენა დროში ასე საოცრად, შემთხვევით არ დაემთხვა (მიწისძვრის ეპიცენტრი 43 კმ-ის სიღრმეში იყო და არა მგონია, არსებობდეს ისეთი ზუსტი ტექნოგენური იარაღი, რომ ეს გამოეწვია), მაგრამ ფაქტია, რომ ირანის სახელმწიფოებრივ იმიჯსა და მის საჰაერო თავდაცვას დიდი რეპუტაციული დარტყმა მიაყენა იმან, ვინც იმ ღამეს ეს 14 უზუსტესი საჰაერო შეტევა განახორციელა ირანის სტრატეგიულ ობიექტებზე...

ფოტო: ირანის ისპაანში დრონების ქარხანაზე ზუსტი საჰაერო დარტყმის შედეგი, რომლის ვიდოკადრები თვითმხილველებმა გაავრცელეს...
ფოტო: ირანის ისპაანში დრონების ქარხანაზე ზუსტი საჰაერო დარტყმის შედეგი, რომლის ვიდოკადრები თვითმხილველებმა გაავრცელეს...

ირანის ხელისუფლება იხტიბარს არ იტეხს და ოფიციალურად აცხადებს, რომ მხოლოდ სამი საჰაერო თავდასხმა განხორციელდა და იქიდანაც ერთი დრონი ჩამოვაგდეთ და ორიც ანტიდრონულ მახეებში გაებაო (ირანელმა სამხედროებმა იარაღის მწარმოებელი რიგი ქარხნების შენობების სახურავებზე რკინის ბადეები გააბეს დრონების დასაჭერად), მაგრამ თავად ირანის მოქალაქეების მიერ გადაღებული და ინტერნეტში გავრცელებული ვიდეოკადრები საპირისპიროზე მეტყველებენ - უცნობმა კამიკაძე-დრონებმა იმ ირანული "შაჰიდების“ ქარხანაც დააზიანეს, რომლებსაც რუსი ოკუპანტები უკრაინის წინააღმდეგ იყენებენ...

უკრაინელებს მართლაც დაუგროვდათ შურისძიების საფუძველი ირანის ხელისუფლების მიმართ, ჯერ ერთი, უკრაინული სამგზავრო "ბოინგის“ თეირანის აეროპორტიდან აფრენისთანავე რუსული წარმოების საზენიტო "ტორით“ ჩამოგდების გამო, რაც 2020 წლის 8 იანვრის გამთენიისას მოხდა და 176 უდანაშაულო ადამიანი იმსხვერპლა ირანელი მეზენიტეების საბედისწერო შეცდომამ, რისთვისაც ოფიციალურ თეირანს დაღუპულების ოჯახებისთვის, ისევე, როგორც უკრაინის მხარისთვის შესაბამისი კომპენსაცია არ გადაუხდია...

მეორე და მთავარი - გასული წლის სექტემბრიდან მოყოლებული, რუსეთმა უკრაინის წინააღმდეგ ათასზე მეტი ირანული წარმოების "შაჰიდ-131“ და "შაჰიდ-136“ ტიპის კამიკაძე-დრონი გამოიყენა, რომელთა აფეთქებებს უკრაინის ქალაქებში ძირითადად მშვიდობიანი მოსახლეობა ეწირება...

მაგრამ უკრაინას დღეს არ გააჩნია იმის ტექნიკური საშუალება, რომ თავისი ტერიტორიიდან 2 300 კმ-ით დაშორებულ ირანის ისპაანში "შაჰიდების“ მწარმოებელი ქარხანა დაბომბოს, სამაგიეროდ, ამის ტექნიკური შესაძლებლობები და მით უმეტეს, უდიდესი სურვილი ყოველთვის ჰქონდა და აქვს... ისრაელს!

მართალია, არც ისრაელი ესაზღვრება ირანს და მათ ერთმანეთს ათასი კმ მაინც აშორებს, მაგრამ ისრაელის "ჰაროპის“ კამიკაძე-დრონებისთვის ამ მანძილის გადალახვა დიდ სირთულეს არ წარმოადგენს...

ისრაელს ჰქონდა ყველა საფუძველი, ეს საჰაერო რეიდი განეხორციელებინა ირანის წინააღმდეგ მას შემდეგ, რაც ბოლო დღეებში ისრაელის ქალაქების ქუჩებში არაბმა ექსტრემალებმა, რომლებსაც ირანული სპეცსამსახურები უჭერენ მხარს, რამდენჯერმე ცეცხლი გახსნეს და ისრაელის მოქალაქეები მოკლეს და დაჭრეს - ისრაელი კი ასეთ რამეს არავის პატიობს... განაგრძეთ კითხვა

ასევე იხილეთ: