ავტორი:

"ბოლო მონაცემებით, "ნაციონალური მოძრაობის" არჩევნებში მონაწილეობა მიიღო 38 635-მა ადამიანმა - ველოდებით, რომ ეს რიცხვი გაიზრდება" - კობა ნაყოფია

"ბოლო მონაცემებით, "ნაციონალური მოძრაობის" არჩევნებში მონაწილეობა მიიღო 38 635-მა ადამიანმა - ველოდებით, რომ ეს რიცხვი გაიზრდება" - კობა ნაყოფია

„ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ პოლიტსაბჭოს თავმჯდომარის კობა ნაყოფიას ინფორმაციით, ბოლო მონაცემების თანახმად, თავმჯდომარის არჩევნებში მონაწილეობა 38 635-მა ადამიანმა მიიღო.

როგორც მან, პარტიის ოფისში გამართულ ბრიფინფზე აღნიშნა, მოსახლეობს ინტერესი არჩევნებისადმი მაღალია.

" ბოლო მონაცემებით, არჩევნებში მონაწილეობა მიიღო 38 635-მა ადამიანმა, რაც შეადგენს დარეგისტრირებულთა 77.83%-ს. არჩევნების გეოგრაფია ვრცელია. პირველ ადგილზე საქართველოა, სადაც არჩევნებში მონაწილეთა 88.36% საქართველოში იმყოფება, მეორე ადგილზეა იტალია 2.58%-ით, საბერძნეთი 1.69%, გერმანია 1.27% და ასე შემდეგ. 30-35 ქვეყნის ჩამონათვალია. ეს მეტყველებს, რომ ამ ორი დღის განმავლობაში აქტიურობა ძალიან მაღალი იყო. ინტერესი არჩევნებისადმი მაღალია. ველოდებით, რომ ეს რიცხვი კიდევ უფრო გაიზრდება. მოგეხსენებათ, გუშინ იყო გარკვეული ტიპის ხარვეზი, ამომრჩეველს არ მიდიოდა ვერიფიკაციის კოდი. ეს პრობლემა გამოსწორებულია, საღამოდან დაიწყო გაგზავნა იმ ადამიანებთან, ვისაც არ მიუვიდა. შეამჩნევდით, რომ საღამოსკენ აქტიურობა ცოტა მეტი იყო, ვიდრე დღისით. ველოდებით, რომ 40 ათას ამომრჩეველს გადაცდება დღეს, დილით კი კიდევ უფრო მეტს ველოდებით",- აღნიშნავს ნაყოფია.