პოლიტიკა
სამართალი

19

ივლისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

კვირა, მთვარის ოცდამეექვსე დღე დაიწყება 00:44-ზე, მთვარე ტყუპს ესტუმრება 13:21-ზე – შეიძლება იყოს ზედმეტი აურზაური და ენერგიის ფლანგვა ლაპარაკზე. მეტად დაისვენეთ. იყავით შერჩევითი კონტაქტებში. მოუსმინეთ მეგობრების რჩევებს. კოლეგებთან იყავით ნეიტრალური. მოერიდეთ პროვოკაციებსა და ცდუნებებს. გზებზე განსაკუთრებით ფრთხილად იყავით. კარგი დღეა კონტაქტებისა და გაცნობისთვის. ინფორმაციის, იდეების გაცვლა. ხელსაყრელია შეხვედრები და მოლაპარაკებები. აქტიური ორგანოებია: მხრები, მკლავები, თითები, ფილტვები, ენდოკრინული სისტემა. გაწმინდეთ ფანჯრები. გაანიავეთ სახლი. მოერიდეთ მძიმე საკვების მიღებას.
Faceამბები
მეცნიერება
სამხედრო
საზოგადოება
მოზაიკა
კულტურა/შოუბიზნესი
კონფლიქტები
სპორტი
წიგნები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"ისე გამომივიდა, ჭრიჭინაში რომ ამბობს მარინე, მეც აღმოვთქვი: ქაქუცას ფოტოები?!" - როგორ მიაკვლია ეროვნული ბიბლიოთეკის თანამშრომელმა ქაქუცა ჩოლოყაშვილის ნაკლებად ცნობილ ფოტოს
"ისე გამომივიდა, ჭრიჭინაში რომ ამბობს მარინე, მეც აღმოვთქვი: ქაქუცას ფოტოები?!" - როგორ მიაკვლია ეროვნული ბიბლიოთეკის თანამშრომელმა ქაქუცა ჩოლოყაშვილის ნაკლებად ცნობილ ფოტოს

სა­ქარ­თვე­ლოს პარ­ლა­მენ­ტის ეროვ­ნუ­ლი ბიბ­ლი­ო­თე­კის სა­ბიბ­ლი­ო­თე­კო რე­სურ­სე­ბის დე­პარ­ტა­მენ­ტის დი­რექ­ტო­რი ლე­ვან თაქთა­ქიშ­ვი­ლი სო­ცი­ა­ლურ ქსელ­ში ქა­ქუ­ცა ჩო­ლო­ყაშ­ვი­ლის ნაკ­ლე­ბად ცნო­ბილ ფო­ტოს აქვყნებს და წერს რო­გორ მი­აკ­ვლია სა­ქარ­თვე­ლოს ეროვ­ნუ­ლი გმი­რის ფო­ტოს.

"პა­რი­ზი­დან მოვფრი­ნავ! კმა­ყო­ფი­ლი ვარ.სულ მცი­რე, 6 წელი ვე­ლო­დი ამ ფო­ტოს ნახ­ვას! მე­ტიც! ყვე­ლა­ფე­რი იმით და­ი­წყო, რომ 10 წლის წინ ჩემ­მა მე­გო­ბარ­მა გი­ორ­გი მა­მუ­ლი­ამ მი­თხრა: დანა ამი­ლახ­ვრის ალ­ბო­მე­ბი ვნა­ხე და იქ იყო ქა­ქუ­ცა ჩო­ლო­ყაშ­ვი­ლის ფო­ტო­ე­ბი, რომ­ლე­ბიც ერ­თმა რუს­მა კო­ლექ­ცი­ო­ნერ­მა ამო­ხია და დანა ამი­ლახ­ვა­რი ამ ფო­ტო­ებს აღა­რა­ვის ან­დობ­სო. იქ მა­ინც დარ­ჩა ქა­ქუ­ცას ფოტო, მაგ­რამ დანა უარ­ზე­აო. მას მერე ქალ­ბა­ტო­ნი დანა გარ­და­იც­ვა­ლა, და­ვი­წყე მის შვილ­თან კავ­ში­რე­ბის გაბ­მა.

ცუ­დად იყო და­ნას ქა­ლიშ­ვი­ლი. ისიც ისე გარ­და­იც­ვა­ლა, რომ მხო­ლოდ წე­რი­ლო­ბი­თი ურ­თი­ერ­თო­ბე­ბი დარ­ჩა იმე­ი­ლის არ­ქივ­ში.არ მო­ვეშ­ვი და და­ვი­წყე და­ნას შვი­ლიშ­ვი­ლის მო­ძი­ე­ბა. ვის არ ვთხო­ვე-ქალ­ბა­ტონ მა­ნა­ნა თაქთა­ქიშ­ვილს, ჩემს ნა­თე­სავს და ფი­გუ­რას საფ­რან­გე­თის ქარ­თულ ემიგ­რა­ცი­ა­ში, ქალ­ბა­ტონ სა­ლო­მე ზუ­რა­ბიშ­ვილს, სა­ქარ­თვე­ლოს ელჩს საფ­რან­გეთ­ში ბა­ტონ გოჩა ჯა­ვა­ხიშ­ვილს, ბო­ლოს და ბო­ლოს გა­და­წყდა: დამ­პა­ტი­ჟეს ამ არ­ქი­ვის სა­ნა­ხა­ვად, მაგ­რამ... არ გქონ­დეს იმე­დიო, არა­ფე­რი მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი არ იქ­ნე­ბა-ერთი პა­ტა­რა ჩე­მო­და­ნი­აო.

მე მა­ინც იმე­დი მქონ­და: პა­ტა­რა ჩე­მო­დან­ში შე­საძ­ლე­ბე­ლია, ყო­ფი­ლი­ყო ალ­ბო­მე­ბი, მაგ­რამ რა და­გე­მარ­თე­ბა, როცა შეხ­ვედ­რა­ზე გა­მო­გი­ტა­ნენ დიპ­ლო­მა­ტის ჩე­მო­დანს, ხე­ლის კან­კა­ლით გახ­სნი და... უმ­ნიშ­ვნე­ლო დო­კუ­მენ­ტე­ბი. ფო­ტო­ე­ბი? ვკი­თხე პატ­რონს... ისე გა­მო­მი­ვი­და, ჭრი­ჭი­ნა­ში რომ ამ­ბობს მა­რი­ნე: ვაშ­ლი, მი­ჩუ­რი­ნის ვაშ­ლი! მეც აღ­მოვ­თქვი: ქა­ქუ­ცას ფო­ტო­ე­ბი?

ბა­ტო­ნი გოჩა ჯა­ვა­ხიშ­ვი­ლი თა­ნაგ­რძნო­ბით მი­ყუ­რებს, მი­რი­ან ხო­სი­ტაშ­ვი­ლიც, ქალ­ბა­ტო­ნი მა­ნა­ნაც, რომ­ლე­ბიც ეს­წრე­ბი­ან ამ შეხ­ვედ­რას, გუ­შინ­დელს! - სად­მე ხომ არ შე­იძ­ლე­ბა გქონ­დეთ შე­ნა­ხუ­ლი ქალ­ბა­ტო­ნი და­ნას არ­ქი­ვი? ვე­კი­თხე­ბი... ქალ­ბა­ტო­ნი და­ნას შვი­ლიშ­ვილს! უთარ­გმნი­ან. სა­ხე­ზე ვა­ტყობ, შე­ყოვ­ნდა... ბა­ტო­ნი გოჩა მე­კი­თხე­ბა, და­ნამ­დვი­ლე­ბით იცი, რომ ჰქონ­დაო, მა­მუ­ლი­ამ ნახა-მეთ­ქი და უცებ : სარ­დაფ­ში მაქვს რა­ღა­ცე­ბი, მაგ­რამ ჭუ­ჭყია იქო. ვნა­ხავ მეთ­ქი. ჩა­ვე­დით სარ­დაფ­ში მე და მი­რი­ა­ნი. ჩან­თე­ბი! ერთ ჩან­თას აწე­რია: foto! ალ­ბო­მე­ბიც იქ არის! არის! არის!

დანა ამი­ლახ­ვრის შვი­ლიშ­ვი­ლი ქალ­ბა­ტო­ნი ღი­მი­ლით მი­ყუ­რებს. არ­ქივს გვა­ჩუ­ქებს, დანა ამი­ლახ­ვრის ფო­ტო­ებს გვა­თხო­ვებს! ერთი სული მაქვს, სას­ტუმ­რო­ში მი­ვი­დე!

შევრბი­ვარ ოთახ­ში და ვათ­ვა­ლი­ე­რებ ალ­ბომს. აი, ქა­ქუ­ცა! ალ­ბომ­ში სხვა ქარ­თვე­ლე­ბიც არი­ან -ალექ­სან­დრე სულ­ხა­ნიშ­ვი­ლი, ბაგ­რა­ტი­ონ-მუხ­რა­ნე­ლე­ბი. პირ­ვე­ლი მა­მუ­ლი­ას ვუ­რე­კავ და ვა­გე­ბი­ნებ ამ ამ­ბავს, ფო­ტო­საც ვუგ­ზავ­ნი! დას­ტუ­რია! ისაა! აბა გა­და­ა­მოწ­მე - ამ ალ­ბომ­ში წუ­ლუ­კი­ძის ფო­ტოს ად­გი­ლი უნდა იყოს ფრან­გუ­ლი წარ­წე­რით, ფოტო კი ამო­ხე­უ­ლი­აო. ასეა!!

რა მეხ­სი­ე­რე­ბა აქვს ამ მა­მუ­ლი­ას! ეს იყო და ეს,.

ხვალ ეროვ­ნულ ბიბ­ლი­ო­თე­კა­ში მი­ვი­ტან ამ არ­ქივს. ვინ იცის, იქ რა დამ­ხვდე­ბა! უპირ­ვე­ლე­სი მად­ლო­ბა დანა ამი­ლახ­ვრის შვი­ლიშ­ვილს, ქალ­ბა­ტონ ფლო­რანსს ნდო­ბი­სათ­ვის და ჩემს გამ­გებ და გვერ­დში მდგომ ყვე­ლა ადა­მი­ანს, რო­მე­ლიც ამ საქ­მე­ში და­მეხ­მა­რა! აი, ფო­ტოც!“ - წერს სო­ცი­ა­ლურ ქსელ­ში ლე­ვან თაქთა­ქიშ­ვი­ლი.

....
4

ეს არ აჩვენოთ განათლების მინისტრს, თორე იტყვის ხომ ვამბობდი ხიხო ექვთიმეაო

sponsored by ContentRoom
დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ლევან ხაბეიშვილს პირდაპირ ეთერში თავს დაესხნენ - დაპირისპირების ამსახველი კადრები
ავტორი:

"ისე გამომივიდა, ჭრიჭინაში რომ ამბობს მარინე, მეც აღმოვთქვი: ქაქუცას ფოტოები?!" - როგორ მიაკვლია ეროვნული ბიბლიოთეკის თანამშრომელმა ქაქუცა ჩოლოყაშვილის ნაკლებად ცნობილ ფოტოს

"ისე გამომივიდა, ჭრიჭინაში რომ ამბობს მარინე, მეც აღმოვთქვი: ქაქუცას ფოტოები?!" - როგორ მიაკვლია ეროვნული ბიბლიოთეკის თანამშრომელმა ქაქუცა ჩოლოყაშვილის ნაკლებად ცნობილ ფოტოს

საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკის საბიბლიოთეკო რესურსების დეპარტამენტის დირექტორი ლევან თაქთაქიშვილი სოციალურ ქსელში ქაქუცა ჩოლოყაშვილის ნაკლებად ცნობილ ფოტოს აქვყნებს და წერს როგორ მიაკვლია საქართველოს ეროვნული გმირის ფოტოს.

"პარიზიდან მოვფრინავ! კმაყოფილი ვარ.სულ მცირე, 6 წელი ველოდი ამ ფოტოს ნახვას! მეტიც! ყველაფერი იმით დაიწყო, რომ 10 წლის წინ ჩემმა მეგობარმა გიორგი მამულიამ მითხრა: დანა ამილახვრის ალბომები ვნახე და იქ იყო ქაქუცა ჩოლოყაშვილის ფოტოები, რომლებიც ერთმა რუსმა კოლექციონერმა ამოხია და დანა ამილახვარი ამ ფოტოებს აღარავის ანდობსო. იქ მაინც დარჩა ქაქუცას ფოტო, მაგრამ დანა უარზეაო. მას მერე ქალბატონი დანა გარდაიცვალა, დავიწყე მის შვილთან კავშირების გაბმა.

ცუდად იყო დანას ქალიშვილი. ისიც ისე გარდაიცვალა, რომ მხოლოდ წერილობითი ურთიერთობები დარჩა იმეილის არქივში.არ მოვეშვი და დავიწყე დანას შვილიშვილის მოძიება. ვის არ ვთხოვე-ქალბატონ მანანა თაქთაქიშვილს, ჩემს ნათესავს და ფიგურას საფრანგეთის ქართულ ემიგრაციაში, ქალბატონ სალომე ზურაბიშვილს, საქართველოს ელჩს საფრანგეთში ბატონ გოჩა ჯავახიშვილს, ბოლოს და ბოლოს გადაწყდა: დამპატიჟეს ამ არქივის სანახავად, მაგრამ... არ გქონდეს იმედიო, არაფერი მნიშვნელოვანი არ იქნება-ერთი პატარა ჩემოდანიაო.

მე მაინც იმედი მქონდა: პატარა ჩემოდანში შესაძლებელია, ყოფილიყო ალბომები, მაგრამ რა დაგემართება, როცა შეხვედრაზე გამოგიტანენ დიპლომატის ჩემოდანს, ხელის კანკალით გახსნი და... უმნიშვნელო დოკუმენტები. ფოტოები? ვკითხე პატრონს... ისე გამომივიდა, ჭრიჭინაში რომ ამბობს მარინე: ვაშლი, მიჩურინის ვაშლი! მეც აღმოვთქვი: ქაქუცას ფოტოები?

ბატონი გოჩა ჯავახიშვილი თანაგრძნობით მიყურებს, მირიან ხოსიტაშვილიც, ქალბატონი მანანაც, რომლებიც ესწრებიან ამ შეხვედრას, გუშინდელს! - სადმე ხომ არ შეიძლება გქონდეთ შენახული ქალბატონი დანას არქივი? ვეკითხები... ქალბატონი დანას შვილიშვილს! უთარგმნიან. სახეზე ვატყობ, შეყოვნდა... ბატონი გოჩა მეკითხება, დანამდვილებით იცი, რომ ჰქონდაო, მამულიამ ნახა-მეთქი და უცებ : სარდაფში მაქვს რაღაცები, მაგრამ ჭუჭყია იქო. ვნახავ მეთქი. ჩავედით სარდაფში მე და მირიანი. ჩანთები! ერთ ჩანთას აწერია: foto! ალბომებიც იქ არის! არის! არის!

დანა ამილახვრის შვილიშვილი ქალბატონი ღიმილით მიყურებს. არქივს გვაჩუქებს, დანა ამილახვრის ფოტოებს გვათხოვებს! ერთი სული მაქვს, სასტუმროში მივიდე!

შევრბივარ ოთახში და ვათვალიერებ ალბომს. აი, ქაქუცა! ალბომში სხვა ქართველებიც არიან -ალექსანდრე სულხანიშვილი, ბაგრატიონ-მუხრანელები. პირველი მამულიას ვურეკავ და ვაგებინებ ამ ამბავს, ფოტოსაც ვუგზავნი! დასტურია! ისაა! აბა გადაამოწმე - ამ ალბომში წულუკიძის ფოტოს ადგილი უნდა იყოს ფრანგული წარწერით, ფოტო კი ამოხეულიაო. ასეა!!

რა მეხსიერება აქვს ამ მამულიას! ეს იყო და ეს,.

ხვალ ეროვნულ ბიბლიოთეკაში მივიტან ამ არქივს. ვინ იცის, იქ რა დამხვდება! უპირველესი მადლობა დანა ამილახვრის შვილიშვილს, ქალბატონ ფლორანსს ნდობისათვის და ჩემს გამგებ და გვერდში მდგომ ყველა ადამიანს, რომელიც ამ საქმეში დამეხმარა! აი, ფოტოც!“ - წერს სოციალურ ქსელში ლევან თაქთაქიშვილი.