პოლიტიკა
საზოგადოება
სამართალი

26

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

პარასკევი, მთვარის მესამე დღე დაიწყება 06:24-ზე, მთვარე ლომში გადავა 10:09-ზე – ენერგიული დღეა. მოქმედების დროა, ხელსაყრელია ფიზიკური დატვირთვა. მოერიდეთ აგრესიის ნებისმიერ გამოვლინებას. გამოიჩინეთ მონდომება და გამძლეობა. არ არის რეკომენდებული ფინანსური საკითხების მოგვარება, შესაძლებელია ფულადი დანაკარგები. აქტიური ორგანოებია გული, სისხლის მიმოქცევის სისტემა, არტერიები, ზურგი, დიაფრაგმა. ცილები და ხილი კარგად შეიწოვება. კარგია ოთახების მოლამაზება. ინტერიერის განახლება. აგრეთვე სადილის მომზადება და ცხობა.
მსოფლიო
სამხედრო
Faceამბები
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
მეცნიერება
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"მთელი ოჯახი გაიყინა, მათ შორის ბავშვები... ადამიანები ფაქტობრივად, მიწაზე ცხოვრობენ" - შიმშილი და ყინვა ავღანეთში, რომელმაც ათობით ადამიანი იმსხვერპლა
"მთელი ოჯახი გაიყინა, მათ შორის ბავშვები... ადამიანები ფაქტობრივად, მიწაზე ცხოვრობენ" - შიმშილი და ყინვა ავღანეთში, რომელმაც ათობით ადამიანი იმსხვერპლა

ვი­თა­რე­ბას, რო­მე­ლიც ავ­ღა­ნეთ­ში "თა­ლი­ბა­ნის" ხე­ლი­სუფ­ლე­ბა­ში მოს­ვლის შემ­დეგ შე­იქ­მნა, სულ უფრო მეტი ადა­მი­ა­ნის სი­ცო­ცხლე ეწი­რე­ბა. ბოლო ხა­ნებ­ში კი ამ ყვე­ლა­ფერს თან ერ­თვის შიმ­ში­ლი, ავად­მყო­ფო­ბა და ანო­მა­ლი­უ­რი სი­ცი­ვეც.

და­სავ­ლუ­რი მე­დი­ის ცნო­ბით, 10-26 იან­ვრამ­დე, ავ­ღა­ნეთ­ში ტემ­პე­რა­ტუ­რა მი­ნუს 34 გრა­დუ­სამ­დე და­ე­ცა, რა­საც 162 ადა­მი­ა­ნი შე­ე­წი­რა. რამ­დე­ნი­მე დღით ადრე თა­ლი­ბე­ბი იტყო­ბი­ნე­ბოდ­ნენ, რომ ყინ­ვებს 70 ათა­სამ­დე სული სა­ქო­ნე­ლი ემსხვერ­პლა, რაც ნიშ­ნავს, რომ ქვე­ყა­ნა­ში საკ­ვე­ბის დე­ფი­ცი­ტი კი­დევ უფრო გამ­წვავ­დე­ბა.

სი­ცი­ვით და­ღუ­პულ­თა უმ­რავ­ლე­სო­ბა მწყემ­სე­ბი და სოფ­ლად მცხოვ­რე­ბი ადა­მი­ა­ნე­ბი არი­ან, რომ­ლებ­საც უმ­ძი­მეს პი­რო­ბებ­ში უწევთ ცხოვ­რე­ბა და ვერ სარ­გებ­ლო­ბენ სა­მე­დი­ცი­ნო მომ­სა­ხუ­რე­ბით.

"მთე­ლი ოჯა­ხი გა­ი­ყი­ნა, მათ შო­რის მცი­რე­წლო­ვა­ნი ბავ­შვე­ბი... უამ­რა­ვი ოჯა­ხი ფაქ­ტობ­რი­ვად, გა­და­უ­ხუ­რავ შე­ნო­ბებ­ში, პირ­და­პირ მი­წა­ზე ცხოვ­რობს. სა­ცხოვ­რე­ბე­ლი სახ­ლე­ბის უმე­ტე­სო­ბა ისე­თია, რომ სით­ბოს არ ინარ­ჩუ­ნებს", - წერს და­სავ­ლუ­რი მე­დია.

news.zerkalo.io-ს ცნო­ბით, ად­გი­ლობ­რი­ვე­ბი ტექ­ნი­კის არარ­სე­ბო­ბის გამო, ვე­რა­ფერს უხერ­ხე­ბენ მოყი­ნულ ქუ­ჩებს. სატ­რან­სპორ­ტო ტრა­სა­ზე ვერ გა­და­ად­გილ­დე­ბი­ან ავ­ტო­მან­ქა­ნე­ბი და ქვე­ი­თე­ბი. უამ­რა­ვი ადა­მი­ა­ნი, რომ­ლებ­საც სხვა გა­მო­სა­ვა­ლი არ ჰქონ­და და ამ გზა­ზე სი­ა­რუ­ლი გა­რის­კა, და­იმ­ტვრა.

მო­სახ­ლე­ო­ბას, ასე­ვე სა­სი­ცო­ცხლოდ მნიშ­ვნე­ლო­ვან ობი­ექ­ტებს, მათ შო­რის სა­მე­დი­ცი­ნო და­წე­სე­ბუ­ლე­ლებს, არ მი­ე­წო­დე­ბა წყა­ლი. ად­გი­ლობ­რი­ვე­ბი იძუ­ლე­ბულ­ნი არი­ან, სას­მე­ლი წყა­ლი შე­ი­ძი­ნონ, მა­ღა­ზი­ებ­ში შეხ­ვდე­ბით ცო­ცხალ რიგს, სა­დაც ბი­დო­ნებს ავ­სე­ბენ, თუმ­ცა წყლის ყიდ­ვის­თვის სა­ჭი­რო თან­ხაც ყვე­ლას არ აქვს.

"ტრა­გე­დია ამით არ ამო­წუ­რუ­ლა - დიდ­თოვ­ლო­ბის გამო, ავ­ღა­ნე­თის არა­ერ­თი რა­ი­ო­ნი მო­წყვე­ტი­ლია გა­რე­სამ­ყა­როს. იყო შემ­თხვე­ვე­ბი, როცა მან­ქა­ნე­ბი თოვლში ეფ­ლო­ბო­და და გზად ჩარ­ჩე­ნი­ლი ხალ­ხი იყი­ნე­ბო­და. მთავ­რო­ბის გან­ცხა­დე­ბით, მათ სამ­ხედ­რო ვერ­ტმფრე­ნე­ბი გაგ­ზავ­ნეს მო­ქა­ლა­ქე­თა გა­და­სარ­ჩე­ნად, მაგ­რამ მთი­ან რე­გი­ო­ნებ­ში ვერ­ტმფრე­ნე­ბის მუ­შა­ო­ბა შე­უძ­ლე­ბე­ლი აღ­მოჩ­ნდა.

პრო­ვინ­ცი­ე­ბის გარ­და, უმ­ძი­მეს მდგო­მა­რე­ო­ბა­შია ქა­ბუ­ლის მო­სახ­ლე­ო­ბაც. მათ არ აქვთ გათ­ბო­ბა, ვერ ყი­დუ­ლო­ბენ შე­შას და პურს. ამი­ტომ ქუ­ჩებ­ში აგ­რო­ვე­ბენ პლასტმა­სის ნივ­თებს, ნაგ­ვის ურ­ნებ­ში ეძე­ბენ საკ­ვებს და ისეთ საგ­ნებს, რო­მელ­თა დაწ­ვაც შე­იძ­ლე­ბა. ასეთ დროს, ყვე­ლა­ზე და­უც­ვე­ლი ბავ­შვე­ბი და მო­ხუ­ცე­ბი არი­ან", - წერს BBC.com.

გა­მო­ცე­მის ინ­ფორ­მა­ცი­ით, სა­ერ­თა­შო­რი­სო ჰუ­მა­ნი­ტა­რულ­მა ორ­გა­ნი­ზა­ცი­ებ­მა შე­წყვი­ტეს ავ­ღა­ნეთ­ში ფუნ­ქცი­ო­ნი­რე­ბა იმის გამო, რომ "თა­ლი­ბა­ნის" ხე­ლი­სუფ­ლე­ბამ ქა­ლებს უმაღ­ლეს სას­წავ­ლებ­ლებ­ში სწავ­ლა და არა­სამ­თავ­რო­ბო ორ­გა­ნი­ზა­ცი­ებ­ში მუ­შა­ო­ბა აუკ­რძა­ლა. რამ­დე­ნი­მე დღის წინ, ასე­ვე ცნო­ბი­ლი გახ­და, რომ ქა­ლებს პარ­კებ­ში სი­ა­რუ­ლიც აეკ­რძა­ლათ.

"რაც შე­ე­ხე­ბა უმაღ­ლეს სას­წავ­ლებ­ლებს, "თა­ლი­ბან­მა" მის შე­სას­ვლე­ლებ­თან დაც­ვა და­ა­ყე­ნა, რათა გო­გო­ნებ­მა უნი­ვერ­სი­ტეტ­ში შეს­ვლა ვე­ღარ შეძ­ლონ. ყვე­ლა­ფე­რი იმის­კენ მი­დის, რომ მალე სახ­ლი­დან გა­მოს­ვლას აგ­ვიკ­რძა­ლა­ვენ. რაც დრო გა­დის, ვი­თა­რე­ბა სულ უფრო აუ­ტა­ნე­ლი ხდე­ბა. იზ­რდე­ბა ლუკ­მა-პუ­რის­თვის ბავ­შვე­ბის გა­ყიდ­ვის შემ­თხვე­ვე­ბი, რათა ოჯა­ხებ­მა თავი გა­ი­ტა­ნონ", - წერს გა­მო­ცე­მა.

ად­გი­ლობ­რი­ვი გო­გო­ნე­ბის თქმით, "თა­ლი­ბა­ნის" მთავ­რო­ბის­თვის უმ­ძი­მე­სი სო­ცი­ა­ლუ­რი ფონი არ არის პრობ­ლე­მა, მათ­თვის მთა­ვა­რია, გო­გო­ნე­ბის სწავ­ლა არ და­უშ­ვან. ამის ასაკ­რძა­ლად სამ­ხედ­რო მან­ქა­ნე­ბი ჰყავთ ქუ­ჩებ­ში გა­მაგ­რე­ბუ­ლი, რათა ქა­ლე­ბი ლექ­ცი­ა­ზე არ შე­ი­პა­რონ.

"სამ­ხედ­რო­ე­ბი უხე­შად გვე­უბ­ნე­ბი­ან - ქა­ლე­ბო, დაბ­რუნ­დით სახ­ლებ­ში, თქვენ უკვე აღარ გაქვთ სწავ­ლის უფ­ლე­ბაო. გო­გო­ნა, რო­მელ­მაც გა­ბე­და და იმ კე­დელ­თან გა­და­ი­ღო ფოტო, სა­დაც წე­რია, მე ვბრუნ­დე­ბი სას­წავ­ლე­ბელ­ში, რად­გან გა­ნათ­ლე­ბა ყვე­ლა­ფერ­ზე მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია, ყვე­ლას თვალ­წინ გა­როზ­გეს. ვცა­დეთ პრო­ტეს­ტი, მაგ­რამ ხე­ლი­სუფ­ლე­ბა უკვე რა­დი­კა­ლურ ზო­მებს მი­მარ­თავს და ხალ­ხი შე­ში­ნე­ბუ­ლია. რამ­დენ­ჯერ­მე დაგ­ვარ­ბი­ეს, ამი­ტომ აქ­ცი­ა­ზე გა­მოს­ვლას ბევ­რი ვერ ბე­დავს. აქ მხო­ლოდ ქა­ლე­ბის ეში­ნი­ათ, არა უშავს, თუ შიმ­ში­ლი, სი­ცი­ვე, ავად­მყო­ფო­ბა და უბე­დუ­რე­ბა იქ­ნე­ბა, მთა­ვა­რია, გო­გო­ნებ­მა არ ის­წავ­ლონ", - ამ­ბობს ად­გი­ლობ­რი­ვი.

სა­გან­გე­ბო დახ­მა­რე­ბის სა­კი­თხებ­ში გა­ე­როს კო­ორ­დი­ნა­ტორ­მა, მარ­ტინ გრი­ფიტსმა ავ­ღა­ნეთ­ში ვი­ზი­ტი­სას გა­ნა­ცხა­და, რომ ორ­გა­ნი­ზა­ცია ცდი­ლობს, გა­მო­ნაკ­ლი­სის დაშ­ვე­ბას, რად­გან ქვე­ყა­ნა­ში კა­ტას­ტრო­ფუ­ლი კრი­ზი­სია და 28 მი­ლი­ო­ნამ­დე ავ­ღა­ნე­ლი პირ­ვე­ლა­დი მოხ­მა­რე­ბის სა­სი­ცო­ცხლო სურ­სა­თის გა­რე­შეა, ექ­ვსი მი­ლი­ონ­ზე მეტი კი, "შიმ­ში­ლის ზღვარ­ზეა“ და არ შე­იძ­ლე­ბა ასე გაგ­რძელ­დეს.

მკითხველის კომენტარები / 10 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
ჭორლეონე
5

ეხლა აღარ გინდათ ამერიკაააააა

გიორგი
27

არა და რა აწყობილი ქვეყანა დატოვა აშშ-მ, მედიცინა ,განათლება , კულტურა უმაღლეს დონეზე. რამდენი ავღანელი იყო დასაქმებული ამერიკულ საწარმოებში ,რამდენი ავღანელი სწავლობად ამერიკელების გახსნილ უნივერსიტეტებში. ვერ შეიშნოვეს. ჩვენც ვერ ვაფასებთ იმ 4 მილიარდს, 30 წლის განმალობაში რაც მოგგვცეს.

ავტორი:

"მთელი ოჯახი გაიყინა, მათ შორის ბავშვები... ადამიანები ფაქტობრივად, მიწაზე ცხოვრობენ" - შიმშილი და ყინვა ავღანეთში, რომელმაც ათობით ადამიანი იმსხვერპლა

"მთელი ოჯახი გაიყინა, მათ შორის ბავშვები... ადამიანები ფაქტობრივად, მიწაზე ცხოვრობენ" - შიმშილი და ყინვა ავღანეთში, რომელმაც ათობით ადამიანი იმსხვერპლა

ვითარებას, რომელიც ავღანეთში "თალიბანის" ხელისუფლებაში მოსვლის შემდეგ შეიქმნა, სულ უფრო მეტი ადამიანის სიცოცხლე ეწირება. ბოლო ხანებში კი ამ ყველაფერს თან ერთვის შიმშილი, ავადმყოფობა და ანომალიური სიცივეც.

დასავლური მედიის ცნობით, 10-26 იანვრამდე, ავღანეთში ტემპერატურა მინუს 34 გრადუსამდე დაეცა, რასაც 162 ადამიანი შეეწირა. რამდენიმე დღით ადრე თალიბები იტყობინებოდნენ, რომ ყინვებს 70 ათასამდე სული საქონელი ემსხვერპლა, რაც ნიშნავს, რომ ქვეყანაში საკვების დეფიციტი კიდევ უფრო გამწვავდება.

სიცივით დაღუპულთა უმრავლესობა მწყემსები და სოფლად მცხოვრები ადამიანები არიან, რომლებსაც უმძიმეს პირობებში უწევთ ცხოვრება და ვერ სარგებლობენ სამედიცინო მომსახურებით.

"მთელი ოჯახი გაიყინა, მათ შორის მცირეწლოვანი ბავშვები... უამრავი ოჯახი ფაქტობრივად, გადაუხურავ შენობებში, პირდაპირ მიწაზე ცხოვრობს. საცხოვრებელი სახლების უმეტესობა ისეთია, რომ სითბოს არ ინარჩუნებს", - წერს დასავლური მედია.

news.zerkalo.io-ს ცნობით, ადგილობრივები ტექნიკის არარსებობის გამო, ვერაფერს უხერხებენ მოყინულ ქუჩებს. სატრანსპორტო ტრასაზე ვერ გადაადგილდებიან ავტომანქანები და ქვეითები. უამრავი ადამიანი, რომლებსაც სხვა გამოსავალი არ ჰქონდა და ამ გზაზე სიარული გარისკა, დაიმტვრა.

მოსახლეობას, ასევე სასიცოცხლოდ მნიშვნელოვან ობიექტებს, მათ შორის სამედიცინო დაწესებულელებს, არ მიეწოდება წყალი. ადგილობრივები იძულებულნი არიან, სასმელი წყალი შეიძინონ, მაღაზიებში შეხვდებით ცოცხალ რიგს, სადაც ბიდონებს ავსებენ, თუმცა წყლის ყიდვისთვის საჭირო თანხაც ყველას არ აქვს.

"ტრაგედია ამით არ ამოწურულა - დიდთოვლობის გამო, ავღანეთის არაერთი რაიონი მოწყვეტილია გარესამყაროს. იყო შემთხვევები, როცა მანქანები თოვლში ეფლობოდა და გზად ჩარჩენილი ხალხი იყინებოდა. მთავრობის განცხადებით, მათ სამხედრო ვერტმფრენები გაგზავნეს მოქალაქეთა გადასარჩენად, მაგრამ მთიან რეგიონებში ვერტმფრენების მუშაობა შეუძლებელი აღმოჩნდა.

პროვინციების გარდა, უმძიმეს მდგომარეობაშია ქაბულის მოსახლეობაც. მათ არ აქვთ გათბობა, ვერ ყიდულობენ შეშას და პურს. ამიტომ ქუჩებში აგროვებენ პლასტმასის ნივთებს, ნაგვის ურნებში ეძებენ საკვებს და ისეთ საგნებს, რომელთა დაწვაც შეიძლება. ასეთ დროს, ყველაზე დაუცველი ბავშვები და მოხუცები არიან", - წერს BBC.com.

გამოცემის ინფორმაციით, საერთაშორისო ჰუმანიტარულმა ორგანიზაციებმა შეწყვიტეს ავღანეთში ფუნქციონირება იმის გამო, რომ "თალიბანის" ხელისუფლებამ ქალებს უმაღლეს სასწავლებლებში სწავლა და არასამთავრობო ორგანიზაციებში მუშაობა აუკრძალა. რამდენიმე დღის წინ, ასევე ცნობილი გახდა, რომ ქალებს პარკებში სიარულიც აეკრძალათ.

"რაც შეეხება უმაღლეს სასწავლებლებს, "თალიბანმა" მის შესასვლელებთან დაცვა დააყენა, რათა გოგონებმა უნივერსიტეტში შესვლა ვეღარ შეძლონ. ყველაფერი იმისკენ მიდის, რომ მალე სახლიდან გამოსვლას აგვიკრძალავენ. რაც დრო გადის, ვითარება სულ უფრო აუტანელი ხდება. იზრდება ლუკმა-პურისთვის ბავშვების გაყიდვის შემთხვევები, რათა ოჯახებმა თავი გაიტანონ", - წერს გამოცემა.

ადგილობრივი გოგონების თქმით, "თალიბანის" მთავრობისთვის უმძიმესი სოციალური ფონი არ არის პრობლემა, მათთვის მთავარია, გოგონების სწავლა არ დაუშვან. ამის ასაკრძალად სამხედრო მანქანები ჰყავთ ქუჩებში გამაგრებული, რათა ქალები ლექციაზე არ შეიპარონ.

"სამხედროები უხეშად გვეუბნებიან - ქალებო, დაბრუნდით სახლებში, თქვენ უკვე აღარ გაქვთ სწავლის უფლებაო. გოგონა, რომელმაც გაბედა და იმ კედელთან გადაიღო ფოტო, სადაც წერია, მე ვბრუნდები სასწავლებელში, რადგან განათლება ყველაფერზე მნიშვნელოვანია, ყველას თვალწინ გაროზგეს. ვცადეთ პროტესტი, მაგრამ ხელისუფლება უკვე რადიკალურ ზომებს მიმართავს და ხალხი შეშინებულია. რამდენჯერმე დაგვარბიეს, ამიტომ აქციაზე გამოსვლას ბევრი ვერ ბედავს. აქ მხოლოდ ქალების ეშინიათ, არა უშავს, თუ შიმშილი, სიცივე, ავადმყოფობა და უბედურება იქნება, მთავარია, გოგონებმა არ ისწავლონ", - ამბობს ადგილობრივი.

საგანგებო დახმარების საკითხებში გაეროს კოორდინატორმა, მარტინ გრიფიტსმა ავღანეთში ვიზიტისას განაცხადა, რომ ორგანიზაცია ცდილობს, გამონაკლისის დაშვებას, რადგან ქვეყანაში კატასტროფული კრიზისია და 28 მილიონამდე ავღანელი პირველადი მოხმარების სასიცოცხლო სურსათის გარეშეა, ექვსი მილიონზე მეტი კი, "შიმშილის ზღვარზეა“ და არ შეიძლება ასე გაგრძელდეს.