მსოფლიო
Faceამბები
სამართალი
კონფლიქტები
სამხედრო
პოლიტიკა
სპორტი
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
მეცნიერება
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
სკანდალით დატოვებული რუსეთის გუნდი, ფეხბურთელი შეყვარებული და ტრიუმფი საქართველოს სახელით - ულამაზესი ანასტასია გუბანოვას სპორტული და პირადი ცხოვრება
სკანდალით დატოვებული რუსეთის გუნდი, ფეხბურთელი შეყვარებული და ტრიუმფი საქართველოს სახელით - ულამაზესი ანასტასია გუბანოვას სპორტული და პირადი ცხოვრება

ფი­გუ­რულ ცი­გუ­რა­ო­ბა­ში ევ­რო­პის ჩემ­პი­ო­ნატ­ზე, რო­მე­ლიც ლი­ე­ტუ­ვის ქა­ლაქ კა­უ­ნას­ში იმარ­თე­ბა, სა­ქარ­თვე­ლოს ნაკ­რე­ბის წარ­მა­ტე­ბუ­ლი გა­მოს­ვლა გრძელ­დე­ბა. სპორ­ტულ წყვი­ლებ­ში ანას­ტა­სია მე­ტელ­კი­ნა-ლუკა ბე­რუ­ლა­ვას შთამ­ბეჭ­და­ვი გა­მოს­ვლი­სა და ვერ­ცხლის მედ­ლის შემ­დეგ, ასე­ვე ვერ­ცხლი მო­ი­პო­ვა ქალ­თა ერ­თე­ულ­თა კა­ტე­გო­რი­ა­ში მო­ას­პა­რე­ზე ანას­ტა­სია გუ­ბა­ნო­ვამ, რო­მე­ლიც ევ­რო­პის ჩემ­პი­ო­ნა­ტის გა­სუ­ლი წლის გა­მარ­ჯვე­ბუ­ლი გახ­ლავთ.

მოკ­ლე პროგ­რა­მის შემ­დეგ ანას­ტა­სია მე-3 ად­გილ­ზე იყო, თუმ­ცა თა­ვი­სუ­ფალ პროგ­რა­მა­ში სა­ო­ცა­რი გა­მოს­ვლის შემ­დეგ, მან მე­ო­რე ად­გილ­ზე გას­ვლა შეძ­ლო. ულა­მა­ზე­სი პროგ­რა­მა ანას­ტა­სი­ამ უშეც­დო­მოდ, სა­ოც­რად შთამ­ბეჭ­და­ვად და ემო­ცი­უ­რად წარ­მო­ად­გი­ნა. თა­ვი­სუ­ფალ პროგ­რა­მა­ში ანას­ტა­სი­ამ 137, 56 ქულა და­იმ­სა­ხუ­რა, ორი პროგ­რა­მის ჯამ­ში კი 206.52 ქულა და­აგ­რო­ვა.

პირ­ველ და მე­სა­მე ად­გილ­ზე ბელ­გი­ე­ლი მო­ცი­გუ­რა­ვე­ე­ბი გა­ვიდ­ნენ: ლუნა ჰენ­დრიქ­სი (213, 25 ) და ნინა პინ­ზა­ნო­რე (202,29).

ვინ არის ანას­ტა­სია გუ­ბა­ნო­ვა?

ანას­ტა­სია გუ­ბა­ნო­ვა რუ­სეთ­ში, სა­მა­რის ოლ­ქის ქა­ლაქ ტო­ლი­ატ­ში 2002 წელს და­ი­ბა­და. დიდ სპორ­ტში მისი ჩარ­თვა მშობ­ლე­მა 2006 წელს გა­და­წყვი­ტეს და 4 წლის გო­გო­ნამ სან­ქტ-პე­ტერ­ბურ­გში ფი­გუ­რულ სრი­ალ­ში და­ი­წყო ვარ­ჯი­ში, სა­დაც 2018 წლამ­დე დარ­ჩა. 2018/19 წლე­ბის სე­ზო­ნი მოს­კოვ­ში, ცსკა-ში გა­ა­ტა­რა, სა­დაც ელე­ნა ბუ­ია­ნო­ვას­თან ემ­ზა­დე­ბო­და.

რუ­სუ­ლი მე­დია წერს, რომ სწო­რედ ამ წლებ­ში გო­გო­ნას კა­რი­ე­რამ და­ცე­მა და­ი­წყო. მო­ცი­გუ­რა­ვემ ვერ შეძ­ლო ნაკ­რებ­ში ფე­ხის მო­კი­დე­ბა, მას ცნო­ბილ­მა მწვრთნელ­მა ელე­ნა ბუ­ია­ნო­ვა­მაც ვერ უშ­ვე­ლა. ახა­ლი მენ­ტო­რი არ იყო კმა­ყო­ფი­ლი გუ­ბა­ნო­ვას შე­დე­გე­ბით: ის მუდ­მი­ვად ახ­დენ­და ზე­წო­ლას სპორ­ტსმენ­ზე და ბევ­რს ითხოვ­და. მან ღიად გა­ნა­ცხა­და, რომ სპორ­ტსმე­ნის ფორ­მა არ აკ­მა­ყო­ფი­ლებ­და მო­თხოვ­ნებს და და­ჟი­ნე­ბით მო­ი­თხოვ­და უფრო გულ­მოდ­გი­ნე ვარ­ჯიშს. გუ­ბა­ნო­ვა­სა და მწვრთნელს შო­რის კონ­ფლიქ­ტი იქამ­დე მი­ვი­და, რომ 2019 წლის ზა­ფხულ­ში გუ­ბა­ნო­ვა სკან­და­ლით გა­რი­ცხეს სპორ­ტუ­ლი სკო­ლი­დან. კა­რი­ე­რის გა­საგ­რძე­ლებ­ლად ანას­ტა­სია სან­ქტ-პტერ­ბურ­გში დაბ­რუნ­და სა­დაც ახალ­გაზ­რდა მენ­ტორ­ტან ევ­გე­ნი რუ­კა­ვი­ცინ­თან ვარ­ჯი­შობ­და.

გუ­ბა­ნო­ვა რუ­სე­თის ჩემ­პი­ო­ნატ­ში ოთხჯერ გა­მო­ვი­და, სა­უ­კე­თე­სო შე­დე­გი კი მე-6 ად­გი­ლი ჰქონ­და. მან ორ­ჯერ გა­ი­მარ­ჯვა იუ­ნი­ორ­თა გრანპ­რის ეტა­პებ­ზე და მე­ო­რე იყო სე­რი­ის ფი­ნალ­ში.

2021 წლი­დან ის სა­ქარ­თვე­ლოს სა­ხე­ლით გა­მო­დის..

მან პე­კი­ნის ოლიმ­პი­ა­და­ზე მე-11 ად­გი­ლი და­ი­კა­ვა და ათე­ულ­ში შე­სას­ვლე­ლად ძა­ლი­ან ცოტა და­აკ­ლდა. მსოფ­ლიო ჩემ­პი­ო­ნატ­ზე კი მე-6 იყო. შარ­შან, ანას­ტა­სი­ამ ევ­რო­პის ჩემ­პი­ო­ნატ­ზე მე-7 ად­გი­ლი და­ი­კა­ვა, წელს კი ჩემ­პი­ო­ნი გახ­და...

რუ­სუ­ლი მე­დია გუ­ნა­ბო­ვას გა­მარ­ჯვე­ბას ეხ­მა­უ­რე­ბა. "ევ­რო­პის ჩემ­პი­ო­ნა­ტი ისევ რუს­მა ქალ­მა მო­ი­გო გუ­ბა­ნო­ვამ და­ამ­ტკი­ცა, რომ ჩვე­ნი გო­გო­ე­ბი სა­უ­კე­თე­სო­ე­ბი არი­ან - ვკი­თხუ­ლობთ რუ­სულ სპორ­ტულ ინ­ტერ­ნეტ­პორ­ტა­ლებ­ზე.

"სა­ქარ­თვე­ლოს ფი­გუ­რულ სრი­ა­ლის გუნდს რე­გუ­ლა­რუ­ლად აძ­ლი­ე­რე­ბენ რუ­სე­თის სპორ­ტსმე­ნე­ბი. ანას­ტა­სია გუ­ბა­ნო­ვა სა­ქარ­თვე­ლოს ეროვ­ნულ გუნდს 2021 წელს შე­უ­ერ­თდა. 2022 წელს 13 წლის მო­ცი­გუ­რა­ვე ინგა გურ­გე­ნი­ძემ სა­ქარ­თვე­ლოს­თვის ას­პა­რე­ზო­ბა და­ი­წყო" - წერს რუ­სუ­ლი მე­დია.

პი­რა­დი ცხოვ­რე­ბა

რო­გორც რუ­სუ­ლი მე­დია წერს, 20 წლის გუ­ბა­ნო­ვას ვარ­ჯიშ­თან ერ­თად პი­რა­დი ცხოვ­რე­ბის­თვი­საც რჩე­ბა დრო. მისი რჩე­უ­ლი სან­ქტ-პე­ტერ­ბურ­გის გუნ­დის "დი­ნა­მოს“ ფორ­ვარ­დი დი­მიტ­რი ზემ­ლი­ა­ნო­ვია. ახალ­გაზ­რდა 19 წლი­საა.

მკითხველის კომენტარები / 59 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
UY
1

ესენი როგორ უცებ გამორუსდებიან ხოლმე?! პუგაჩოვას ამბების არ იყოს?!

6

რუსული მედიისთთის გურგენიძეც რუსია და გუბანოვაც.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ევროკავშირმა რუსეთის წინააღმდეგ ყირიმის ანექსიისთვის დაწესებული სანქციები ერთი წლით გაახანგრძლივა
ავტორი:

სკანდალით დატოვებული რუსეთის გუნდი, ფეხბურთელი შეყვარებული და ტრიუმფი საქართველოს სახელით - ულამაზესი ანასტასია გუბანოვას სპორტული და პირადი ცხოვრება

სკანდალით დატოვებული რუსეთის გუნდი, ფეხბურთელი შეყვარებული და ტრიუმფი საქართველოს სახელით - ულამაზესი ანასტასია გუბანოვას სპორტული და პირადი ცხოვრება

ფიგურულ ციგურაობაში ევროპის ჩემპიონატზე, რომელიც ლიეტუვის ქალაქ კაუნასში იმართება, საქართველოს ნაკრების წარმატებული გამოსვლა გრძელდება. სპორტულ წყვილებში ანასტასია მეტელკინა-ლუკა ბერულავას შთამბეჭდავი გამოსვლისა და ვერცხლის მედლის შემდეგ, ასევე ვერცხლი მოიპოვა ქალთა ერთეულთა კატეგორიაში მოასპარეზე ანასტასია გუბანოვამ, რომელიც ევროპის ჩემპიონატის გასული წლის გამარჯვებული გახლავთ.

მოკლე პროგრამის შემდეგ ანასტასია მე-3 ადგილზე იყო, თუმცა თავისუფალ პროგრამაში საოცარი გამოსვლის შემდეგ, მან მეორე ადგილზე გასვლა შეძლო. ულამაზესი პროგრამა ანასტასიამ უშეცდომოდ, საოცრად შთამბეჭდავად და ემოციურად წარმოადგინა. თავისუფალ პროგრამაში ანასტასიამ 137, 56 ქულა დაიმსახურა, ორი პროგრამის ჯამში კი 206.52 ქულა დააგროვა.

პირველ და მესამე ადგილზე ბელგიელი მოციგურავეები გავიდნენ: ლუნა ჰენდრიქსი (213, 25 ) და ნინა პინზანორე (202,29).

ვინ არის ანასტასია გუბანოვა?

ანასტასია გუბანოვა რუსეთში, სამარის ოლქის ქალაქ ტოლიატში 2002 წელს დაიბადა. დიდ სპორტში მისი ჩართვა მშობლემა 2006 წელს გადაწყვიტეს და 4 წლის გოგონამ სანქტ-პეტერბურგში ფიგურულ სრიალში დაიწყო ვარჯიში, სადაც 2018 წლამდე დარჩა. 2018/19 წლების სეზონი მოსკოვში, ცსკა-ში გაატარა, სადაც ელენა ბუიანოვასთან ემზადებოდა.

რუსული მედია წერს, რომ სწორედ ამ წლებში გოგონას კარიერამ დაცემა დაიწყო. მოციგურავემ ვერ შეძლო ნაკრებში ფეხის მოკიდება, მას ცნობილმა მწვრთნელმა ელენა ბუიანოვამაც ვერ უშველა. ახალი მენტორი არ იყო კმაყოფილი გუბანოვას შედეგებით: ის მუდმივად ახდენდა ზეწოლას სპორტსმენზე და ბევრს ითხოვდა. მან ღიად განაცხადა, რომ სპორტსმენის ფორმა არ აკმაყოფილებდა მოთხოვნებს და დაჟინებით მოითხოვდა უფრო გულმოდგინე ვარჯიშს. გუბანოვასა და მწვრთნელს შორის კონფლიქტი იქამდე მივიდა, რომ 2019 წლის ზაფხულში გუბანოვა სკანდალით გარიცხეს სპორტული სკოლიდან. კარიერის გასაგრძელებლად ანასტასია სანქტ-პტერბურგში დაბრუნდა სადაც ახალგაზრდა მენტორტან ევგენი რუკავიცინთან ვარჯიშობდა.

გუბანოვა რუსეთის ჩემპიონატში ოთხჯერ გამოვიდა, საუკეთესო შედეგი კი მე-6 ადგილი ჰქონდა. მან ორჯერ გაიმარჯვა იუნიორთა გრანპრის ეტაპებზე და მეორე იყო სერიის ფინალში.

2021 წლიდან ის საქართველოს სახელით გამოდის..

მან პეკინის ოლიმპიადაზე მე-11 ადგილი დაიკავა და ათეულში შესასვლელად ძალიან ცოტა დააკლდა. მსოფლიო ჩემპიონატზე კი მე-6 იყო. შარშან, ანასტასიამ ევროპის ჩემპიონატზე მე-7 ადგილი დაიკავა, წელს კი ჩემპიონი გახდა...

რუსული მედია გუნაბოვას გამარჯვებას ეხმაურება. "ევროპის ჩემპიონატი ისევ რუსმა ქალმა მოიგო გუბანოვამ დაამტკიცა, რომ ჩვენი გოგოები საუკეთესოები არიან - ვკითხულობთ რუსულ სპორტულ ინტერნეტპორტალებზე.

"საქართველოს ფიგურულ სრიალის გუნდს რეგულარულად აძლიერებენ რუსეთის სპორტსმენები. ანასტასია გუბანოვა საქართველოს ეროვნულ გუნდს 2021 წელს შეუერთდა. 2022 წელს 13 წლის მოციგურავე ინგა გურგენიძემ საქართველოსთვის ასპარეზობა დაიწყო" - წერს რუსული მედია.

პირადი ცხოვრება

როგორც რუსული მედია წერს, 20 წლის გუბანოვას ვარჯიშთან ერთად პირადი ცხოვრებისთვისაც რჩება დრო. მისი რჩეული სანქტ-პეტერბურგის გუნდის "დინამოს“ ფორვარდი დიმიტრი ზემლიანოვია. ახალგაზრდა 19 წლისაა.