მნიშვნელოვანი ინფორმაცია
კონფლიქტები
პოლიტიკა
მსოფლიო

20

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ოთხშაბათი, მთვარის ოცდამეოთხე დღე დაიწყება 03:14, მთვარე თევზებშია - კარგია ახალი, მნიშვნელოვანი საქმეების დაწყება. ფინანსური საკითხების მოგვარება. ვაჭრობა. მოერიდეთ კამათს, საქმეების გარჩევას. არ გირჩევთ მგზავრობას, საცხოვრებელი მისამართის შეცვლას. სარგებელს მოგიტანთ კოლექტიური სამუშაო, მაგრამ კოლეგების მიმართ ირონიის, ცინიზმის გამოვლენას არ გირჩევთ. მოერიდეთ ალკოჰოლსა და სიგარეტს. არ გირჩევთ ოპერაციის ჩატარებას ღვიძლზე, ფეხებზე. კარგია ტერფების მასაჟი. რაციონიდან გამორიცხეთ ხორცეული, პურ-ფუნთუშეული და ტკბილეული.
სამართალი
მეცნიერება
საზოგადოება
მოზაიკა
Faceამბები
წიგნები
სპორტი
მნიშვნელოვანი ინფორმაცია
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
ჯორჯ ქლუნიმ ბავშვობაში გადატანილ დაავადებაზე ისაუბრა - "ჩემი სახის ნახევარი პარალიზებული იყო"
ჯორჯ ქლუნიმ ბავშვობაში გადატანილ დაავადებაზე ისაუბრა - "ჩემი სახის ნახევარი პარალიზებული იყო"

ჯორჯ ქლუ­ნიმ გა­ამ­ხი­ლა, რომ ბავ­შვო­ბა­ში მას სა­ხის ნერ­ვის პე­რი­ფე­რი­უ­ლი დამ­ბლა ჰქონ­და. ჯიმი კი­მე­ლის შოუს 20 წლის აღ­სა­ნიშ­ნავ იუ­ბი­ლე­ზე მსა­ხი­ო­ბი გა­და­ცე­მას სნუპ დოგ­თან ერ­თად ეწ­ვია.

გა­და­ცე­მის დროს, შოუს წამ­ყვან­მა, ჯიმი კი­მელ­მა 61 წლის მსა­ხი­ობს მისი 13-15 წლის ასაკ­ში გა­და­ღე­ბუ­ლი ფო­ტო­ე­ბი უჩ­ვე­ნა. ფო­ტო­ზე, პა­ტა­რა ჯორჯს სათ­ვა­ლე­ე­ბი უკე­თია და სა­სა­ცი­ლო ვარ­ცხნი­ლო­ბა აქვს, რო­მე­ლიც, მისი თქმით, დე­დამ შეჭ­რა. ამის შემ­დეგ, ჯი­მიმ 15 წლის ჯორ­ჯის მე­ო­რე ფოტო ამო­ი­ღო, რო­მელ­ზეც ბი­ჭუ­ნა უხერ­ხუ­ლად იღი­მის. მსა­ხი­ობ­მა, ფო­ტოს და­ნახ­ვის­თა­ნა­ვე გა­აფრ­თხი­ლა წამ­ყვა­ნი: "ახლა მო­ი­ცა­დე, რა­ღაც უნდა აღ­ვნიშ­ნო სა­ნამ რა­ი­მე ხუმ­რო­ბას იტყო­დე. ამ პე­რი­ოდ­ში სა­ხის ნერ­ვის პე­რი­ფე­რი­უ­ლი დამ­ბლა მქონ­და და ჩემი სა­ხის ნა­ხე­ვა­რი პა­რა­ლი­ზე­ბუ­ლი იყო", - გა­ნა­ცხა­და ჯორ­ჯმა და შემ­დეგ კი­მელს მი­მარ­თა: "მიდი, ახლა იხუმ­რე."

წამ­ყვან­მა მსა­ხი­ობს უთხრა, რომ სა­ერ­თო­დაც არ აპი­რებ­და ფო­ტო­ებ­ზე ხუმ­რო­ბას და რომ ჯორ­ჯმა უმი­ზე­ზოდ და­ა­დარ­დი­ა­ნა დამ­სწრე სა­ზო­გა­დო­ე­ბა.

"მგო­ნი ჯო­ბია, კი­დევ ერთი სა­დღეგ­რძე­ლო შევსვათ, რომ ხალ­ხი გა­ვა­ხა­ლი­სოთ", - მი­უ­გო მან მსა­ხი­ობს.

აღ­სა­ნიშ­ნა­ვია, რომ სულ რამ­დე­ნი­მე თვის წინ, იგი­ვე და­ა­ვა­დე­ბა კა­ნა­დელ შემ­სრუ­ლე­ბელ ჯას­ტინ ბი­ბერ­საც აღ­მო­აჩ­ნდა და მკურ­ნა­ლო­ბის შე­დე­გად უკე­თე­სი მდგო­მა­რე­ო­ბა აღე­ნიშ­ნე­ბა. სა­ხის ნერ­ვის პე­რი­ფე­რი­უ­ლი დამ­ბლა წარ­სულ­ში ან­ჯე­ლი­ნა ჯო­ლი­საც ჰქონ­და, თუმ­ცა მა­ნაც ჩა­ი­ტა­რა მკურ­ნა­ლო­ბა და ეს პრობ­ლე­მა აღარ აწუ­ხებს.

წყა­რო: dailymail

მო­ამ­ზა­და: ანა სი­ბოშ­ვილ­მა

sponsored by ContentRoom
დღის ვიდეო
00:00 / 00:00
პირველებმა ბექა ონიანზე სასტიკი ანგარიშსწორების პირველი კადრები მოიპოვა
მნიშვნელოვანი ინფორმაცია
ავტორი:

ჯორჯ ქლუნიმ ბავშვობაში გადატანილ დაავადებაზე ისაუბრა - "ჩემი სახის ნახევარი პარალიზებული იყო"

ჯორჯ ქლუნიმ ბავშვობაში გადატანილ დაავადებაზე ისაუბრა - "ჩემი სახის ნახევარი პარალიზებული იყო"

ჯორჯ ქლუნიმ გაამხილა, რომ ბავშვობაში მას სახის ნერვის პერიფერიული დამბლა ჰქონდა. ჯიმი კიმელის შოუს 20 წლის აღსანიშნავ იუბილეზე მსახიობი გადაცემას სნუპ დოგთან ერთად ეწვია.

გადაცემის დროს, შოუს წამყვანმა, ჯიმი კიმელმა 61 წლის მსახიობს მისი 13-15 წლის ასაკში გადაღებული ფოტოები უჩვენა. ფოტოზე, პატარა ჯორჯს სათვალეები უკეთია და სასაცილო ვარცხნილობა აქვს, რომელიც, მისი თქმით, დედამ შეჭრა. ამის შემდეგ, ჯიმიმ 15 წლის ჯორჯის მეორე ფოტო ამოიღო, რომელზეც ბიჭუნა უხერხულად იღიმის. მსახიობმა, ფოტოს დანახვისთანავე გააფრთხილა წამყვანი: "ახლა მოიცადე, რაღაც უნდა აღვნიშნო სანამ რაიმე ხუმრობას იტყოდე. ამ პერიოდში სახის ნერვის პერიფერიული დამბლა მქონდა და ჩემი სახის ნახევარი პარალიზებული იყო", - განაცხადა ჯორჯმა და შემდეგ კიმელს მიმართა: "მიდი, ახლა იხუმრე."

წამყვანმა მსახიობს უთხრა, რომ საერთოდაც არ აპირებდა ფოტოებზე ხუმრობას და რომ ჯორჯმა უმიზეზოდ დაადარდიანა დამსწრე საზოგადოება.

"მგონი ჯობია, კიდევ ერთი სადღეგრძელო შევსვათ, რომ ხალხი გავახალისოთ", - მიუგო მან მსახიობს.

აღსანიშნავია, რომ სულ რამდენიმე თვის წინ, იგივე დაავადება კანადელ შემსრულებელ ჯასტინ ბიბერსაც აღმოაჩნდა და მკურნალობის შედეგად უკეთესი მდგომარეობა აღენიშნება. სახის ნერვის პერიფერიული დამბლა წარსულში ანჯელინა ჯოლისაც ჰქონდა, თუმცა მანაც ჩაიტარა მკურნალობა და ეს პრობლემა აღარ აწუხებს.

წყარო: dailymail

მოამზადა: ანა სიბოშვილმა