რამდენიმე თვის წინ, ცნობილი გახდა, რომ თათია შარანგიასა და სანდრო შელიას ოჯახი დაინგრა. დაშორების შესახებ პირველად სოციალურ ქსელში ბიზნესმენმა დაწერა. შელია წერდა, რომ მძიმე იყო 10 წლიანი ურთიერთობის დასრულება, თუმცა ეს იყო გააზრებული გადაწყვეტილება. მოგვიანებით დაშორების შესახებ ინფორმაცია ტელესახემაც დაადასტურა.
"სანდრო არის ჩემი ცხოვრების ყველაზე ახლო ადამიანი. ჩემი ბიჭების, ჰო, ბიჭების მამა" - წერდა შარანგია. დაშორებიდან რამდენიმე თვეში ცნობილი გახდა, რომ თათია შარანგიას ახალი რჩეული ჰყავს. მისი საყვარელი მამაკაცი ჯარჯი თორაძე აღმოჩნდა. წყვილი უერთიერთობის გასაჯაროების შემდეგ, ხშირად ჩნდებიან საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილებზე. ახლახანს წყვილმა უცხოეთშიც იმოგზაურა.
მეუღლესთან დაშორების შემდეგ, სანდრო შელია სოციალურ ქსელში აქტიურობას აგრძელებს და მისი პოსტები ძირითადად საზოგადოებრივ თემებს ეხება. ახლახანს ბიზნესმენი კიევშიც იყო ჩასული, სადაც ცხელ წერტილებში ფოტოები გადაიღო.
"ბევრი მეგობარი, ნათესავი მყავს უკრაინაში. დედით უკრაინელი ვარ. ბედობის შემდეგ დღეს შევიტყვე, რომ ჩემი მეგობრები და თანამოაზრეები, ნონა მამულაშვილი და გიორგი ხვედელიანი აპირებდნენ მეორე დილით უკრაინაში წასვლას. გადაწყვეტილება იმ საღამოსვე მივიღე, რომ გავყოლოდი და მეორე დილით უკვე ერთ თვითმფრინავში ვიჯექით ვარშავის მიმართულებით. გადავწყვიტე, ეს საახალწლო პერიოდი უკრაინელ ხალხთან ერთად გამეტარებინა, განსაკუთრებით კი, ქართული ლეგიონის, ჩვენი მამაცი ჯარისკაცების გვერდით…“ - ამბობს, ჟურნალ „თბილისელებთან“ ინტერვიუში.
სანდრო შელია:
- მე და თათიამ ერთად ბევრი წელი გავატარეთ. ეს ურთიერთობა იყო გააზრებული, სიყვარულზე დაფუძნებული. თუ ადამიანი მართლა გიყვარს, რა თქმა უნდა, უნდა დაქორწინდე და მასთან ყოველთვის იყო გულწრფელი, ერთგული. მეორე ადამიანთან ცხოვრების დაკავშირება დიდი პასუხისმგებლობაა, მის წინაშეც და ბავშვების წინაშეც.
მე ვფიქრობ, გული ადამიანს შეიძლება მხოლოდ საკუთარ მოქმედებებზე, გადაწყვეტილებებზე დაგწყდეს, იმაზე, რასაც პირადად შენ აკონტროლებ. ამ მხრივ, კი, გული ბევრ რამეზე მწყდება, რაც შეიძლება უკეთ გამეკეთებინა, მეტად მომესმინა, თუნდაც მეტი მემუშავა პირად ურთიერთობებსა თუ საქმესთან დაკავშირებით. როდესაც ვიღაც გულს გწყვეტს, დასკვნები უნდა გამოიტანო, გაკვეთილად უნდა მიიღო და ცხოვრება გააგრძელო.
შელიას თქმით, დღემდე აგრძელებს ურთიერთობას ყოფილი მეუღლის ოჯახის წევრებთან
- ედუ და სანი (თათია შარანგიას ვაჟები პირველი ქორწინებიდან) ყოველთვის დარჩებიან ჩემს ბიჭებად, ამას არაფერი შეცვლის. ასევე არაფერი შეცვლის ჩემს მეგობრობას ყოფილი მეუღლის ოჯახის წევრებთან, რომლებიც ჩემთვის ძალიან ახლობლები არიან. არავითარი ბარიერები აქ არ არსებობს.