პოლიტიკა
მსოფლიო
სამხედრო

6

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

სამშაბათი, მთვარის მეათე დღე დაიწყება 14:10-ზე, მთვარე ქალწულშია თამამად წამოიწყეთ ახალი საქმეები. კარგი დღეა უძრავი ქონების შესაძენად, ფინანსური საკითხების მოსაგვარებლად, ვაჭრობისთვის. ცუდი დღეა კამათისა და სასამართლო საქმეებისთვის. სწავლა და გამოცდების ჩაბარება გაგიადვილდებათ. მოაგვარეთ საოჯახო კონფლიქტები. კარგია ნათესავებთან შეხვედრა და საუბარი. დღეს მომხდარი უსიამოვნებები მალევე დასრულდება. კარგი დღეა უფროსთან შესახვედრად და ახალი პროექტების განსახილველად. საქმიანობის, სამსახურის შესაცვლელად. მოერიდეთ მგზავრობასა და საცხოვრებელი მისამართის შეცვლას. მოერიდეთ ფიზიკურ დატვირთვას. გაგიადვილდებათ საოჯახო საქმეების, რემონტისა და მშენებლობის შესრულება. კარგი დღეა ქორწინებისა და ნიშნობისათვის, ინტიმური ურთიერთობისთვის. მოერიდეთ ოპერაციების ჩატარებას მუცლის ღრუს ორგანოებზე. მარტივ ოპერაციასაც კი შეიძლება გართულება მოჰყვეს.
საზოგადოება
კულტურა/შოუბიზნესი
Faceამბები
მოზაიკა
მეცნიერება
სპორტი
წიგნები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
გიგას ბრძოლა - “მეც ვიყავი ასე, არ არის ადვილი იყო გამოკეტილი, გარემოებებმა მაიძულა, რომ გამეღწია ამ სივრციდან..."
გიგას ბრძოლა - “მეც ვიყავი ასე, არ არის ადვილი იყო გამოკეტილი, გარემოებებმა მაიძულა, რომ გამეღწია ამ სივრციდან..."

რო­გორც ამ­ბობს, აქვს მკა­ფიო მი­ზა­ნი, რო­მე­ლიც ყვე­ლა მის (და ბევ­რის) ოც­ნე­ბას აერ­თი­ა­ნებს, ამი­ტომ და­კარ­გუ­ლად მი­იჩ­ნევს ყო­ველ დღეს, სა­ათ­სა და წუთს, რო­მე­ლიც მი­ზან­თან და­ახ­ლო­ე­ბას არ ემ­სა­ხუ­რე­ბა. მი­ზა­ნი კი ისაა, უნარ­შე­ზღუ­დუ­ლი ადა­მი­ა­ნე­ბის­თვის სა­ქარ­თვე­ლო­ში პირ­ვე­ლი ცენ­ტრი შექ­მნას, რო­მე­ლიც ხელს შე­უ­წყობს შშმ პი­რე­ბის სა­ზო­გა­დო­ე­ბა­ში ადაპ­ტი­რე­ბა-ინ­ტეგ­რა­ცი­ას და, უბ­რა­ლოდ, ცხოვ­რე­ბის გა­ლა­მა­ზე­ბას. “მეც ვი­ყა­ვი ასე, არაა ად­ვი­ლი იყო გა­მო­კე­ტი­ლი, გა­რე­მო­ე­ბებ­მა მა­ი­ძუ­ლა, რომ გა­მეღ­წია ამ სივ­რცი­დან და მერე მო­მე­წო­ნა“, - ამ­ბობს ციფ­რუ­ლი მარ­კე­ტინ­გის სპე­ცი­ა­ლის­ტი გიგა (გუ­რამ) აბუ­ლა­ძე, რო­მელ­საც ამ მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი ინი­ცი­ა­ტი­ვის ხორ­ცშეს­ხმა­ში თა­ნად­გო­მა სჭირ­დე­ბა.

- მთე­ლი ცხოვ­რე­ბაა ვიბ­რძვი, რომ რა­ღაც შე­იც­ვა­ლოს და არა მარ­ტო ჩემ­თვის, მინ­და შშმ პი­რე­ბის­თვის ხელ­მი­საწ­ვდო­მი გა­რე­მო შევ­ქმნა. 15 წე­ლია, რაც ვმუ­შა­ობ, უკვე მან­ქა­ნა ვი­ყი­დე, ჩემი ნატ­ვრე­ბი ჩე­მით ავიხ­დი­ნე და ახლა მინ­და, სხვებს შე­ვუ­წყო ხელი გა­ნათ­ლე­ბა­ში, და­საქ­მე­ბა­ში, შევ­ქმნა გა­რე­მო, სა­დაც უნარ­შე­ზღუ­დუ­ლი ადა­მი­ა­ნე­ბი და­მო­უ­კი­დებ­ლად გა­და­ად­გილ­დე­ბი­ან, იქ­ნე­ბა შეკ­რე­ბე­ბი, ერ­თად ვის­წავ­ლით, რა­ღა­ცას შევ­ქმით, გვექ­ნე­ბა ყო­ველ­დღი­უ­რი კო­მუ­ნი­კა­ცია, უბ­რა­ლოდ, ამ ადა­მი­ა­ნებს სახ­ლი­დან გა­მო­ვიყ­ვან. ზოგი და­მო­უ­კი­დებ­ლად ვერ გა­და­ად­გილ­დე­ბა, მშო­ბე­ლი, ან ახ­ლო­ბე­ლი დაჰ­ყვე­ბა, უჭირთ ფსი­ქო­ლო­გი­უ­რად და მინ­და, მათ ჩემი ტრან­სპორ­ტით, ჩემი ადაპ­ტი­რე­ბუ­ლი გა­რე­მო­თი და ასის­ტენ­ტე­ბით და­ვა­ნა­ხო, რომ ეს შე­უძ­ლი­ათ - მე რომ მათ 2-ჯერ მო­ვიყ­ვან, მე­სა­მედ თვი­თონ მოვ­ლენ, მიხ­ვდე­ბი­ან, რომ შე­უძ­ლი­ათ. მეც ვი­ყა­ვი ასე, არაა ად­ვი­ლი იყო გა­მო­კე­ტი­ლი, გა­რე­მო­ე­ბებ­მა მა­ი­ძუ­ლა, რომ გა­მეღ­წია ამ სივ­რცი­დან და მერე მო­მე­წო­ნა...

ყვე­ლა­ფე­რი და­ი­წყო იდე­ით, სურ­ვი­ლით, მიზ­ნით ჩემ­თვის და ჩემი პა­ტა­რა ძმის­თვის (იდენ­ტუ­რი და­ა­ვა­დე­ბა აქვს) სრუ­ლი­ად ადაპ­ტი­რე­ბუ­ლი სახ­ლი ამე­შე­ნე­ბი­ნა.

მერე ჩა­ერ­თნენ ჩემი მე­გობ­რე­ბი, და­ი­წყო ჩემი მიზ­ნის გახ­მა­უ­რე­ბა და ფარ­თო სა­ზო­გა­დო­ე­ბა­ზეც გა­ვე­დით. დღეს უკვე შეგ­რო­ვე­ბუ­ლია 48 000 ლა­რამ­დე, გვყავს 2000 მხარ­დმჭე­რი, მათი დახ­მა­რე­ბით ავა­შე­ნებთ სხვა­დას­ხვა შე­ზღუდ­ვის მქო­ნე ადა­მი­ა­ნე­ბის­თვის სრუ­ლი­ად ადაპ­ტი­რე­ბულ სახ­ლს, რო­მე­ლიც მოხ­მარ­დე­ბა შშმ პი­რე­ბის გა­ნათ­ლე­ბის და და­საქ­მე­ბის ხელ­შე­წყო­ბას. ასე­თი პრო­ექ­ტი სა­ქარ­თვე­ლო­ში პირ­ვე­ლია და მინ­და, ნე­ბის­მი­ე­რი უნა­რის შე­ზღუ­დუ­ლე­ბის­თვის მორ­გე­ბუ­ლი გა­რე­მო შევ­ქმნა. ვიცი, რთულ საქ­მეს შე­ვე­ჭი­დე, ბევ­რი წი­ნა­ღო­ბა და პრობ­ლე­მაა, მაგ­რამ რო­გორც იქნა, მი­ვე­დით იმ ეტაპ­ზე, რომ შე­იძ­ლე­ბა ეს საქ­მე მოგ­ვარ­დეს.

- რაში მდგო­მა­რე­ობს სირ­თუ­ლე და რო­გორ შე­იძ­ლე­ბა მისი დაძ­ლე­ვა?

- პრობ­ლე­მა ისაა, რომ როცა ჩემი და­ნა­ზო­გით ლის­ზე მიწა შე­ვი­ძი­ნე, ბევ­რი დე­ტა­ლი არ ვი­ცო­დი, არ მქო­ნია შე­ხე­ბა მა­სა­ლებ­თან, სამ­წუ­ხა­როდ, აღ­მოჩ­ნდა, რომ ეზო არ გვაქვს სა­თა­ნა­დო, ამ­დე­ნი პრო­ექ­ტი­რე­ბის შემ­დეგ მი­ვე­დით იმ დას­კვნამ­დე, რომ ლის­ზე, ჩემს ნაკ­ვეთ­ში არ­სე­ბულ რე­ლი­ეფ­ზე (6 მეტ­რი­ა­ნი დახ­რე­ბით) შე­უძ­ლე­ბე­ლია სრუ­ლი­ად მი­საწ­ვდო­მი, ადაპ­ტი­რე­ბუ­ლი გა­რე­მოს შექ­მნა, ეზოს უმე­ტე­სი ნა­წი­ლის ათ­ვი­სე­ბას ვერ ვა­ხერ­ხებთ. სწო­რედ ამი­ტომ მო­მი­წევს მი­ვი­ღო ჩემ­თვის ძა­ლი­ან მტკივ­ნე­უ­ლი გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა და გავ­ყი­დო ეს მი­წის ნაკ­ვე­თი, მით უმე­ტეს, რომ მე­ზობ­ლად იყი­დე­ბა პრო­ექ­ტის­თვის გა­ცი­ლე­ბით შე­სა­ბა­მი­სი ზო­მი­სა და ფორ­მის ნაკ­ვე­თი, იდე­ა­ლუ­რი რე­ლი­ე­ფით. ამ პრო­ექ­ტის გან­ხორ­ცი­ე­ლე­ბა ჩემი პა­სუ­ხის­მგებ­ლო­ბაა, Giga's Hub მხარ­დამ­ჭე­რე­ბი­თა და შე­მო­წი­რუ­ლო­ბით აშენ­დე­ბა და აუ­ცი­ლებ­ლად უნდა მი­ვი­ღოთ უნი­ვერ­სა­ლუ­რი სივ­რცე, სა­დაც თი­თო­ე­უ­ლი ვი­ზი­ტო­რი იგ­რძნობს და­მო­უ­კი­დებ­ლო­ბას, აღ­ჭურ­ვი­ლი იქ­ნე­ბა პან­დუ­სე­ბით, რომ­ლის დახ­რაც არ აღე­მა­ტე­ბა 1 შვე­ულ ერ­თე­ულს 12 თა­რა­ზულ ერ­თე­ულ­თან, გა­მო­ყო­ფი­ლი ტაქ­ტი­ლუ­რი ბი­ლი­კე­ბი და სხვა… ცენ­ტრში შშმ პი­რე­ბი რე­გუ­ლა­რუ­ლად შეძ­ლე­ბენ შეკ­რე­ბას, სა­კუ­თა­რი უფ­ლე­ბე­ბის გაც­ნო­ბას და კო­ორ­დი­ნა­ცი­ას, უფა­სო მას­ტერკლა­სე­ბით და ტრე­ნინ­გე­ბით სარ­გებ­ლო­ბას, მუდ­მივ გან­ვი­თა­რე­ბას, მი­ი­ღე­ბენ ფორ­მა­ლურ და არა­ფორ­მა­რუ­ლი გა­ნათ­ლე­ბას, და­საქმდე­ბი­ან…

დარ­წმუ­ნე­ბუ­ლი ვარ, ამ პრო­ექ­ტის, იდე­ის და მიზ­ნის გულ­შე­მატ­კივ­რე­ბი კი­დევ ერთხელ გა­ერ­თი­ან­დე­ბი­ან და გვერ­დში და­მიდ­გე­ბი­ან ამ საქ­მე­ში, რო­მელ­საც ბევ­რი გან­სხვა­ვე­ბუ­ლი სა­ჭი­რო­ე­ბის მქო­ნე ადა­მი­ა­ნი ელო­დე­ბა. ჩემი ამო­ცა­ნაა, რა­ღაც მი­ნი­მა­ლუ­რი გა­ვა­კე­თო, და­ვი­წყოთ შავი კარ­კა­სით. რაც შე­ე­ხე­ბა სპონ­სო­რებს, არის რამ­დე­ნი­მე კომ­პა­ნია, ვის­თა­ნაც მაქვს კო­მუ­ნი­კა­ცია და ისი­ნიც ელო­დე­ბი­ან, რა და რო­გორ და­ლაგ­დე­ბა, მთა­ვა­რია, ჯერ მიწა გა­ი­ყი­დოს, რა­საც დრო სჭირ­დე­ბა.

- თუ გაქვთ სტა­ტის­ტი­კა, რამ­დე­ნი შშმ პი­რია სა­ქარ­თვე­ლო­ში და რა პრობ­ლე­მე­ბის წი­ნა­შე დგა­ნან ისი­ნი?

- სა­ხელ­მწი­ფო სა­ერ­თოდ არ ით­ვლის, რამ­დე­ნი შშმ პი­რია ქვე­ყა­ნა­ში და ვის რა შე­ზღუდ­ვა აქვს, ერ­თნა­ი­რად გა­ნი­ხი­ლე­ბა ჩემ­ნა­ი­რიც და ისიც, ვი­საც ნეკა თითი აკ­ლია. მე დახ­მა­რე­ბის გა­რე­შე სა­ერ­თოდ ვერ გა­და­ვა­ად­გილ­დე­ბი და... ხე­დავთ, რამ­ხე­ლა სხვა­ო­ბაა.

შშმ პი­რე­ბის დღე­ვან­დელ პრობ­ლე­მებს ვერც კი შე­ვა­და­რებ თუნ­დაც იმას, რაც 5-7 წლის წინ იყო, როცა აბ­სო­ლუ­ტუ­რად ყვე­ლა­ფე­რი არა­ა­დაპ­ტი­რე­ბუ­ლი იყო. დღეს, ელე­მენ­ტა­რუ­ლი, ავ­ტო­ბუს­ში მა­ინც შე­გიძ­ლია ახ­ვი­დე, ბევ­რგან - გა­ჩე­რე­ბა­ზე, აფ­თი­აქთან, ტრო­ტუ­არ­ზე პან­დუ­სი გხვდე­ბა, რაც ადრე არ იყო. ვწუხ­ვარ, რომ არა­ა­დაპ­ტი­რე­ბუ­ლი არ არის სტო­მა­ტო­ლო­გი­უ­რი კლი­ნი­კე­ბი, გა­ნათ­ლე­ბა - უნი­ვერ­სი­ტეტ­ში რომ იარო, ზოგს დამ­ხმა­რე არ ჰყავს, შშმ პი­რე­ბის­თვის ლიფ­ტი არაა, ზოგს ტრან­სპორ­ტი არ ჰყავს და მარ­ტო პან­დუ­სი საკ­მა­რი­სია? არ არ­სე­ბობს სა­შუ­ა­ლე­ბა, რომ ასე­თებ­მა მშობ­ლის, ახ­ლობ­ლის გა­რე­შე შეძ­ლონ გა­და­ად­გი­ლე­ბა, ჩვენ კი ამას ვა­პი­რებთ, თუმ­ცა მარ­ტო ამას ვერ მო­ვაგ­ვა­რებ, მხარ­და­ჭე­რა მჭირ­დე­ბა. კარ­გი იქ­ნე­ბა, ამ ეტა­პის გა­და­ლახ­ვა­ში კომ­პა­ნი­ე­ბიც თუ დაგ­ვეხ­მა­რე­ბი­ან. უნარ­შე­ზღუ­დულ ადა­მი­ა­ნებს ლის­ზე გა­უ­ჭირ­დე­ბათ მოძ­რა­ო­ბა, ახლა მი­წის გა­ყიდ­ვაა მო­საგ­ვა­რე­ბე­ლი, რაც დრო­ში იწე­ლე­ბა. რომ გა­მოჩ­ნდეს კომ­პა­ნია, რო­მე­ლიც ჩვენს მი­წის ნაკ­ვეთს შე­ი­ძენს (რა თქმა უნდა, ადეკ­ვა­ტურ ფა­სად), ეს ჩვენ­თვის დიდი დახ­მა­რე­ბა იქ­ნე­ბა, მა­ლე­ვე შე­ვი­ძენთ ტე­რი­ტო­რი­ას გზას­თან ახ­ლოს, მი­სად­გო­მად ხელ­საყ­რელს. ახლა მო­დის შე­ნე­ბის სე­ზო­ნი და ძა­ლი­ან არ მინ­და ამის ხე­ლი­დან გაშ­ვე­ბა, ზამ­თრამ­დე თუ არ აა­შე­ნე, მერე ისევ დრო­ის გა­და­წე­ვა მოგ­ვი­წევს. ასე­ვე, ვე­ძებ და­მა­ტე­ბით სამ­სა­ხურს, რათა ჩემი შე­მო­სავ­ლე­ბი მთლი­ა­ნად პრო­ექტს მოხ­მარ­დეს.

  • შშმ თე­მის თა­ვი­სუ­ფა­ლი სივ­რცის შექ­მნა გუ­ლის­ხმობს, სა­ქარ­თვე­ლო­ში პირ­ველ, სრუ­ლად მი­საწ­ვდომ გა­რე­მოს შექ­მნას, სა­დაც უნარ­შე­ზღუ­დუ­ლი პი­რე­ბი რე­გუ­ლა­რუ­ლად შეძ­ლე­ბენ შეკ­რე­ბას - სა­კუ­თა­რი უფ­ლე­ბე­ბის გაც­ნო­ბას და კო­ორ­დი­ნა­ცი­ას, უფა­სო მას­ტერკლა­სე­ბით და ტრე­ნინ­გე­ბით სარ­გებ­ლო­ბას, მუდ­მივ გან­ვი­თა­რე­ბას, მი­ი­ღე­ბენ ფორ­მა­ლურ და არა­ფორ­მა­რულ გა­ნათ­ლე­ბას, პრო­ფე­სი­ულ მომ­ზა­დე­ბა-გა­დამ­ზა­დე­ბას, ექ­ნე­ბათ და­საქ­მე­ბის ხელ­შე­წყო­ბა, შეძ­ლე­ბენ ცნო­ბი­ე­რე­ბის ამაღ­ლე­ბას, მა­მო­ტი­ვი­რე­ბე­ლი და ინ­სპი­რა­ცი­უ­ლი ის­ტო­რი­ე­ბის გა­ზი­ა­რე­ბას, სა­სარ­გებ­ლო რჩე­ვე­ბის გაც­ვლას, შშმ პი­რე­ბის მშობ­ლე­ბი მი­ი­ღე­ბენ ფსი­ქო­ლო­გი­ურ მხარ­და­ჭე­რას და და­საქ­მე­ბის ხელ­შე­წყო­ბას. Giga’s Hub იქ­ნე­ბა სრუ­ლი­ად არა­კო­მერ­ცი­უ­ლი სივ­რცე, სა­დაც სხვა­დას­ხვა შე­ზღუდ­ვის მქო­ნე ადა­მი­ა­ნი შეძ­ლებს მოს­ვლას.

მკითხველის კომენტარები / 3 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
საოცარი ადამიანია
0

ჭკვიანი და მიზანდასახული

111
2

ბრავო!!!! წარმატებები!!!.. რა საწყენია რომ ასეთ ადამიოანებს არანაირი ხელშეწყობა არ აქვს.პრიორიტეტები უნდა იყოს გადანაწილებული სწორად რისი დეფიციტიც სამწუხაროდ ძალიან დიდია ჩვენ ქვეყანაში.

ეს ხალხი საერთოდ ჩახსნილი ყავთ რეალური ცხოვრებიდან არადა არსებობენ ადამიანებო,არსებობენ!!!! და არავის არაფერი გარანტია არ აქვს რომ ხვალ ან ზეგ არ აღმოჩნდეთ მათ რიგებში,ამიტომ ამაზე უფრო მეტი დაფიქრებაა საჭირო

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
იუსტიციის სამინისტრო გარდაცვლილ პატიმარ იოსებ გორგაძესთან დაკავშირებით ვიდეომასალებს ასაჯაროებს
ავტორი:

გიგას ბრძოლა - “მეც ვიყავი ასე, არ არის ადვილი იყო გამოკეტილი, გარემოებებმა მაიძულა, რომ გამეღწია ამ სივრციდან..."

გიგას ბრძოლა - “მეც ვიყავი ასე, არ არის ადვილი იყო გამოკეტილი, გარემოებებმა მაიძულა, რომ გამეღწია ამ სივრციდან..."

როგორც ამბობს, აქვს მკაფიო მიზანი, რომელიც ყველა მის (და ბევრის) ოცნებას აერთიანებს, ამიტომ დაკარგულად მიიჩნევს ყოველ დღეს, საათსა და წუთს, რომელიც მიზანთან დაახლოებას არ ემსახურება. მიზანი კი ისაა, უნარშეზღუდული ადამიანებისთვის საქართველოში პირველი ცენტრი შექმნას, რომელიც ხელს შეუწყობს შშმ პირების საზოგადოებაში ადაპტირება-ინტეგრაციას და, უბრალოდ, ცხოვრების გალამაზებას. “მეც ვიყავი ასე, არაა ადვილი იყო გამოკეტილი, გარემოებებმა მაიძულა, რომ გამეღწია ამ სივრციდან და მერე მომეწონა“, - ამბობს ციფრული მარკეტინგის სპეციალისტი გიგა (გურამ) აბულაძე, რომელსაც ამ მნიშვნელოვანი ინიციატივის ხორცშესხმაში თანადგომა სჭირდება.

- მთელი ცხოვრებაა ვიბრძვი, რომ რაღაც შეიცვალოს და არა მარტო ჩემთვის, მინდა შშმ პირებისთვის ხელმისაწვდომი გარემო შევქმნა. 15 წელია, რაც ვმუშაობ, უკვე მანქანა ვიყიდე, ჩემი ნატვრები ჩემით ავიხდინე და ახლა მინდა, სხვებს შევუწყო ხელი განათლებაში, დასაქმებაში, შევქმნა გარემო, სადაც უნარშეზღუდული ადამიანები დამოუკიდებლად გადაადგილდებიან, იქნება შეკრებები, ერთად ვისწავლით, რაღაცას შევქმით, გვექნება ყოველდღიური კომუნიკაცია, უბრალოდ, ამ ადამიანებს სახლიდან გამოვიყვან. ზოგი დამოუკიდებლად ვერ გადაადგილდება, მშობელი, ან ახლობელი დაჰყვება, უჭირთ ფსიქოლოგიურად და მინდა, მათ ჩემი ტრანსპორტით, ჩემი ადაპტირებული გარემოთი და ასისტენტებით დავანახო, რომ ეს შეუძლიათ - მე რომ მათ 2-ჯერ მოვიყვან, მესამედ თვითონ მოვლენ, მიხვდებიან, რომ შეუძლიათ. მეც ვიყავი ასე, არაა ადვილი იყო გამოკეტილი, გარემოებებმა მაიძულა, რომ გამეღწია ამ სივრციდან და მერე მომეწონა...

ყველაფერი დაიწყო იდეით, სურვილით, მიზნით ჩემთვის და ჩემი პატარა ძმისთვის (იდენტური დაავადება აქვს) სრულიად ადაპტირებული სახლი ამეშენებინა.

მერე ჩაერთნენ ჩემი მეგობრები, დაიწყო ჩემი მიზნის გახმაურება და ფართო საზოგადოებაზეც გავედით. დღეს უკვე შეგროვებულია 48 000 ლარამდე, გვყავს 2000 მხარდმჭერი, მათი დახმარებით ავაშენებთ სხვადასხვა შეზღუდვის მქონე ადამიანებისთვის სრულიად ადაპტირებულ სახლს, რომელიც მოხმარდება შშმ პირების განათლების და დასაქმების ხელშეწყობას. ასეთი პროექტი საქართველოში პირველია და მინდა, ნებისმიერი უნარის შეზღუდულებისთვის მორგებული გარემო შევქმნა. ვიცი, რთულ საქმეს შევეჭიდე, ბევრი წინაღობა და პრობლემაა, მაგრამ როგორც იქნა, მივედით იმ ეტაპზე, რომ შეიძლება ეს საქმე მოგვარდეს.

- რაში მდგომარეობს სირთულე და როგორ შეიძლება მისი დაძლევა?

- პრობლემა ისაა, რომ როცა ჩემი დანაზოგით ლისზე მიწა შევიძინე, ბევრი დეტალი არ ვიცოდი, არ მქონია შეხება მასალებთან, სამწუხაროდ, აღმოჩნდა, რომ ეზო არ გვაქვს სათანადო, ამდენი პროექტირების შემდეგ მივედით იმ დასკვნამდე, რომ ლისზე, ჩემს ნაკვეთში არსებულ რელიეფზე (6 მეტრიანი დახრებით) შეუძლებელია სრულიად მისაწვდომი, ადაპტირებული გარემოს შექმნა, ეზოს უმეტესი ნაწილის ათვისებას ვერ ვახერხებთ. სწორედ ამიტომ მომიწევს მივიღო ჩემთვის ძალიან მტკივნეული გადაწყვეტილება და გავყიდო ეს მიწის ნაკვეთი, მით უმეტეს, რომ მეზობლად იყიდება პროექტისთვის გაცილებით შესაბამისი ზომისა და ფორმის ნაკვეთი, იდეალური რელიეფით. ამ პროექტის განხორციელება ჩემი პასუხისმგებლობაა, Giga's Hub მხარდამჭერებითა და შემოწირულობით აშენდება და აუცილებლად უნდა მივიღოთ უნივერსალური სივრცე, სადაც თითოეული ვიზიტორი იგრძნობს დამოუკიდებლობას, აღჭურვილი იქნება პანდუსებით, რომლის დახრაც არ აღემატება 1 შვეულ ერთეულს 12 თარაზულ ერთეულთან, გამოყოფილი ტაქტილური ბილიკები და სხვა… ცენტრში შშმ პირები რეგულარულად შეძლებენ შეკრებას, საკუთარი უფლებების გაცნობას და კოორდინაციას, უფასო მასტერკლასებით და ტრენინგებით სარგებლობას, მუდმივ განვითარებას, მიიღებენ ფორმალურ და არაფორმარული განათლებას, დასაქმდებიან…

დარწმუნებული ვარ, ამ პროექტის, იდეის და მიზნის გულშემატკივრები კიდევ ერთხელ გაერთიანდებიან და გვერდში დამიდგებიან ამ საქმეში, რომელსაც ბევრი განსხვავებული საჭიროების მქონე ადამიანი ელოდება. ჩემი ამოცანაა, რაღაც მინიმალური გავაკეთო, დავიწყოთ შავი კარკასით. რაც შეეხება სპონსორებს, არის რამდენიმე კომპანია, ვისთანაც მაქვს კომუნიკაცია და ისინიც ელოდებიან, რა და როგორ დალაგდება, მთავარია, ჯერ მიწა გაიყიდოს, რასაც დრო სჭირდება.

- თუ გაქვთ სტატისტიკა, რამდენი შშმ პირია საქართველოში და რა პრობლემების წინაშე დგანან ისინი?

- სახელმწიფო საერთოდ არ ითვლის, რამდენი შშმ პირია ქვეყანაში და ვის რა შეზღუდვა აქვს, ერთნაირად განიხილება ჩემნაირიც და ისიც, ვისაც ნეკა თითი აკლია. მე დახმარების გარეშე საერთოდ ვერ გადავაადგილდები და... ხედავთ, რამხელა სხვაობაა.

შშმ პირების დღევანდელ პრობლემებს ვერც კი შევადარებ თუნდაც იმას, რაც 5-7 წლის წინ იყო, როცა აბსოლუტურად ყველაფერი არაადაპტირებული იყო. დღეს, ელემენტარული, ავტობუსში მაინც შეგიძლია ახვიდე, ბევრგან - გაჩერებაზე, აფთიაქთან, ტროტუარზე პანდუსი გხვდება, რაც ადრე არ იყო. ვწუხვარ, რომ არაადაპტირებული არ არის სტომატოლოგიური კლინიკები, განათლება - უნივერსიტეტში რომ იარო, ზოგს დამხმარე არ ჰყავს, შშმ პირებისთვის ლიფტი არაა, ზოგს ტრანსპორტი არ ჰყავს და მარტო პანდუსი საკმარისია? არ არსებობს საშუალება, რომ ასეთებმა მშობლის, ახლობლის გარეშე შეძლონ გადაადგილება, ჩვენ კი ამას ვაპირებთ, თუმცა მარტო ამას ვერ მოვაგვარებ, მხარდაჭერა მჭირდება. კარგი იქნება, ამ ეტაპის გადალახვაში კომპანიებიც თუ დაგვეხმარებიან. უნარშეზღუდულ ადამიანებს ლისზე გაუჭირდებათ მოძრაობა, ახლა მიწის გაყიდვაა მოსაგვარებელი, რაც დროში იწელება. რომ გამოჩნდეს კომპანია, რომელიც ჩვენს მიწის ნაკვეთს შეიძენს (რა თქმა უნდა, ადეკვატურ ფასად), ეს ჩვენთვის დიდი დახმარება იქნება, მალევე შევიძენთ ტერიტორიას გზასთან ახლოს, მისადგომად ხელსაყრელს. ახლა მოდის შენების სეზონი და ძალიან არ მინდა ამის ხელიდან გაშვება, ზამთრამდე თუ არ ააშენე, მერე ისევ დროის გადაწევა მოგვიწევს. ასევე, ვეძებ დამატებით სამსახურს, რათა ჩემი შემოსავლები მთლიანად პროექტს მოხმარდეს.

  • შშმ თემის თავისუფალი სივრცის შექმნა გულისხმობს, საქართველოში პირველ, სრულად მისაწვდომ გარემოს შექმნას, სადაც უნარშეზღუდული პირები რეგულარულად შეძლებენ შეკრებას - საკუთარი უფლებების გაცნობას და კოორდინაციას, უფასო მასტერკლასებით და ტრენინგებით სარგებლობას, მუდმივ განვითარებას, მიიღებენ ფორმალურ და არაფორმარულ განათლებას, პროფესიულ მომზადება-გადამზადებას, ექნებათ დასაქმების ხელშეწყობა, შეძლებენ ცნობიერების ამაღლებას, მამოტივირებელი და ინსპირაციული ისტორიების გაზიარებას, სასარგებლო რჩევების გაცვლას, შშმ პირების მშობლები მიიღებენ ფსიქოლოგიურ მხარდაჭერას და დასაქმების ხელშეწყობას. Giga’s Hub იქნება სრულიად არაკომერციული სივრცე, სადაც სხვადასხვა შეზღუდვის მქონე ადამიანი შეძლებს მოსვლას.