ავტორი:

მიხეილ სააკაშვილის ძმა წერს, რომ მას "ნაციონალური მოძრაობის" გენერალური მდივნის პოსტის დაკავება შესთავაზეს

მიხეილ სააკაშვილის ძმა წერს, რომ მას "ნაციონალური მოძრაობის" გენერალური მდივნის პოსტის დაკავება შესთავაზეს

მიხეილ სააკაშვილის ძმა, დავით სააკაშვილი აცხადებს, რომ "ნაციონალური მოძრაობის“ თავჯდომარეობის ერთ-ერთმა კანდიდატმა გიორგი მუმლაძემ შესთავაზა, რომ მისი გამარჯვების შემთხვევაში, "ნაციონალური მოძრაობის" გენერალური მდივნის პოსტი დაიკავოს. მისი თქმით, გადაწყვეტილება ჯერ არ მიუღია. შეგახსენებთ, რომ ამ პოსტს პარტიაში ამჟამად პეტრე ცისკარიშვილი იკავებს...

"გიორგი მუმლაძისგან მივიღე შეთავაზება გამარჯვების შემთხვევაში "ნაციონალური მოძრაობის“ გენერალური მდივნის პოსტის დაკავების შესახებ. დასამალი არ არის, რომ მიშას გათავისუფლებისთვის სხვადასხვა აქტივობებში მჭიდროდ ვთანამშრომლობ გიორგისთან, მის მეგობრებთან და თანამოაზრეებთან, რადგან მათი თავგანწირული და გულწრფელი ბრძოლა ჩემი აზრით, რეალურ შედეგზეა ორიენტირებული.

ახლა ჩემი და ჩემი ოჯახის ფიქრები და განწყობები დაკავშირებულია მიშას ჯანმრთელობისა და სიცოცხლის გადარჩენასთან. შესაბამისად, მთლიანად ვართ კონცენტრირებული ჩვენი ოჯახისა და საზოგადოების დიდი ნაწილის ამ ეგზისტენციალურ პრობლემაზე.

მინდა მთელი გულით წარმატებები ვუსურვო ყველა კანდიდატს, ჩემი ხმა გიორგის. შემოთავაზებას რაც შეეხება, კონკრეტული გადაწყვეტილება ჯერ არ მიმიღია, არაა მარტივი და დრო მჭირდება. აუცილებლად ჩავთვალე ამის შესახებ თქვენთვის მემცნო", - წერს სოციალურ ქსელში დავით სააკაშვილი:

სამოქალაქო აქტივისტი გიორგი მუმლაძე ნიკა მელიასთან და ლევან ხაბეიშვილთან ერთად "ნაციონალური მოძრაობის“ ახალი თავჯდომარის არჩევნებში მონაწილეობს. შეგახსენებთ, რომ რამდენიმე თვის წინ ის ნიკა მელიას ოფისში მომხდარ ფიზიკურ დაპირისპირებაში ადანაშაულებდა...