პოლიტიკა
მსოფლიო
სამართალი

9

ივლისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

10 ივლისი, ხუთშაბათი, მთვარის მეთექვსმეტე დღე დაიწყება 22:46-ზე – დაასრულეთ დაუსრულებელი დავალებები. მიღწეული პოზიციების გაძლიერება. უფროსებმა არ მოსთხოვოთ ზედმეტ მიღწევები ქვეშევრდომებს. გადადეთ სერიოზული საქმეები. მოერიდეთ აურზაურსა და სტრესს. ყურადღება მიაქციეთ თქვენი სამუშაო ადგილის კომფორტულ მოწყობას. დაკავდით შემოქმედებით, მუსიკით და პოეზიით. არ არის რეკომენდებული ფულადი ოპერაციები. დოკუმენტების, კონტრაქტებისა და ხელშეკრულებების გაფორმება. მივლინება. მოლაპარაკებების წარმოება. მუშაობის დაწყება ახალ ადგილას. უარყოფითი ემოციების გამოვლენა. არ არის რეკომენდებული ცხოველური საკვების მიღება. დღის მენიუ უნდა შედგებოდეს ხილისა და ბოსტნეულისგან. დღეს ურთიერთობების დალაგებას და კამათს აზრი არა აქვს.
საზოგადოება
სპორტი
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
მეცნიერება
სამხედრო
Faceამბები
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
პუტინის რეჟიმი რუსეთში სიკვდილით დასჯას აბრუნებს?
პუტინის რეჟიმი რუსეთში სიკვდილით დასჯას აბრუნებს?

17 იან­ვარს ვლა­დი­მერ პუ­ტინ­მა სა­ხელ­მწი­ფო დუ­მას წა­რუდ­გი­ნა კა­ნონპ­რო­ექ­ტი, რო­მე­ლიც რუ­სე­თის მი­მართ ევ­რო­პის საბ­ჭოს სა­ერ­თა­შო­რი­სო ხელ­შეკ­რუ­ლე­ბე­ბის შე­წყვე­ტას ით­ვა­ლის­წი­ნებს. მი­უ­ხე­და­ვად იმი­სა, რომ რუ­სე­თის გას­ვლა ევ­რო­პის საბ­ჭოს ადა­მი­ა­ნის უფ­ლე­ბა­თა კონ­ვენ­ცი­ი­დან არ ნიშ­ნავს სიკ­ვდი­ლით დას­ჯის ავ­ტო­მა­ტურ აღ­დგე­ნას, ფაქ­ტია, რომ ამ კა­ნონპ­რო­ექ­ტის კა­ნო­ნად ქცე­ვის შემ­დეგ, ამ­გვა­რი საფრ­თხე სულ უფრო რე­ა­ლუ­რი ხდე­ბა.

რუ­სე­თის ექ­სპერ­ზი­დენ­ტმა და ამ­ჟა­მად უშიშ­რო­ე­ბის საბ­ჭოს ხელ­მძღვა­ნე­ლის მო­ად­გი­ლე დი­მიტ­რი მედ­ვე­დევ­მა უკვე ომის და­წყე­ბი­დან რამ­დე­ნი­მე დღე­ში გა­ნა­ცხა­და:

"კარ­გი შე­საძ­ლებ­ლო­ბაა აღ­დგეს მთე­ლი რიგი მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი ინ­სტი­ტუ­ტე­ბი ქვე­ყა­ნა­ში გან­სა­კუთ­რე­ბით მძი­მე და­ნა­შა­უ­ლე­ბის თა­ვი­დან ასა­ცი­ლებ­ლად, რო­გო­რი­ცაა სიკ­ვდი­ლით დას­ჯა გან­სა­კუთ­რე­ბით მძი­მე დამ­ნა­შა­ვე­ე­ბის­თვის".

რუ­სეთ­ში სიკ­ვდი­ლით დას­ჯის გა­მო­ყე­ნე­ბა­ზე მო­რა­ტო­რი­უ­მი პირ­და­პი­რი შე­დე­გი იყო ქვეყ­ნის ევ­რო­საბ­ჭო­ში გა­წევ­რე­ბი­სა და ადა­მი­ა­ნის უფ­ლე­ბა­თა და ძი­რი­თად თა­ვი­სუფ­ლე­ბა­თა დაც­ვის კონ­ვენ­ცი­ა­ში მი­ერ­თე­ბის. 1996 წელს რუ­სეთ­მა აიღო ვალ­დე­ბუ­ლე­ბა და­ე­წე­სე­ბი­ნა მო­რა­ტო­რი­უ­მი და სამი წლის გან­მავ­ლო­ბა­ში მო­ეხ­დი­ნა კონ­ვენ­ცი­ის მე-6 პრო­ტო­კო­ლის რა­ტი­ფი­ცი­რე­ბა, რო­მე­ლიც სრუ­ლად კრძა­ლავ­და სიკ­ვდი­ლით დას­ჯას. შე­სა­ბა­მი­სი კა­ნონპ­რო­ექ­ტი სა­ხელ­მწი­ფო დუ­მას 1999 წელს წა­რედ­გი­ნა, მაგ­რამ ის არა­სო­დეს მი­უ­ღი­ათ. ამის მი­უ­ხე­და­ვად, სიკ­ვდი­ლით დას­ჯა 1996 წელს გა­უქ­მდა. ამის შემ­დეგ სის­ხლის სა­მარ­თლის კო­დექსმა და­ტო­ვა სას­ჯე­ლად სიკ­ვდი­ლით დას­ჯის არ­ჩე­ვის შე­საძ­ლებ­ლო­ბა და სა­სა­მარ­თლო­ე­ბი გა­ნაგ­რძობ­დნენ ასე­თი გა­ნა­ჩე­ნე­ბის გა­მო­ტა­ნას, მაგ­რამ ისი­ნი პრე­ზი­დენტ ბო­რის ელ­ცი­ნის წი­ნა­აღ­მდე­გო­ბის გამო არ გან­ხორ­ცი­ე­ლე­ბუ­ლა. დე­ბუ­ლე­ბე­ბის მი­ხედ­ვით, სის­ხლის სა­მარ­თლის აღ­მას­რუ­ლე­ბე­ლი კო­დექ­სის 184-ე მუხ­ლი, რო­დე­საც მსჯავ­რდე­ბუ­ლი ითხოვს შე­წყა­ლე­ბას, სა­სა­მარ­თლო გა­ნა­ჩე­ნის აღ­სრუ­ლე­ბა ჩერ­დე­ბა პრე­ზი­დენ­ტის მიერ გა­და­წყვე­ტი­ლე­ბის მი­ღე­ბამ­დე. ელ­ცინ­მა პე­ტი­ცი­ე­ბის გან­ხილ­ვა უბ­რა­ლოდ შე­წყვი­ტა.

  • სა­სა­მარ­თლო დაც­ვა

შე­დე­გად, დღეს სიკ­ვდი­ლით დას­ჯის მოქ­მე­დი მო­რა­ტო­რი­უ­მი ფაქ­ტი­უ­რად ეფუძ­ნე­ბა სა­კონ­სტი­ტუ­ციო სა­სა­მარ­თლოს ორ გა­და­წყვე­ტი­ლე­ბას, რომ­ლე­ბიც 1999 და 2009 წლებ­ში მი­ი­ღეს. 1999 წელს სა­კონ­სტი­ტუ­ციო სა­სა­მარ­თლომ შე­მო­ი­ღო მო­რა­ტო­რი­უ­მი ამ ტი­პის სას­ჯე­ლის და­ნიშ­ვნა­სა და გა­მო­ყე­ნე­ბა­ზე ნა­ფიც მსა­ჯულ­თა სა­სა­მარ­თლო­ე­ბის შექ­მნამ­დე მთელს რუ­სეთ­ში. 10 წლის შემ­დეგ, რო­დე­საც ნა­ფიც მსა­ჯულ­თა სა­სა­მარ­თლო პრო­ცე­სე­ბი და­ი­წყო ყვე­ლა რე­გი­ონ­ში, სა­კონ­სტი­ტუ­ციო სა­სა­მარ­თლომ, უზე­ნა­ე­სი სა­სა­მარ­თლოს მო­თხოვ­ნით გან­მარ­ტა, რომ რუ­სეთ­ში "ჩა­მო­ყა­ლიბ­და სიკ­ვდი­ლით დას­ჯის უფ­ლე­ბის სტა­ბი­ლუ­რი გა­რან­ტი­ე­ბი“.

ჯერ კი­დევ ევ­რო­პის საბ­ჭოს­თან შე­წყვე­ტამ­დე, სა­კონ­სტი­ტუ­ციო სა­სა­მარ­თლოს თავ­მჯდო­მა­რე ვა­ლე­რი ზორ­კი­ნი თა­ვის წიგნ­ში მი­უ­თი­თებ­და სიკ­ვდი­ლით დას­ჯის აღ­დგე­ნის შე­საძ­ლებ­ლო­ბა­ზე. თუმ­ცა, მოგ­ვი­ა­ნე­ბით მან აღ­ნიშ­ნა, რომ მო­რა­ტო­რი­უ­მის მოხ­სნა შე­უძ­ლე­ბე­ლი იყო ახა­ლი კონ­სტი­ტუ­ცი­ის მი­ღე­ბის გა­რე­შე.

  • ბოლო სა­შუ­ა­ლე­ბა

რუ­სეთ­ში სიკ­ვდი­ლით დას­ჯის დაბ­რუ­ნე­ბის მომ­ხრე­თა რი­ცხვი 1990-იან წლებ­თან შე­და­რე­ბით მცირ­დე­ბო­და, მაგ­რამ ბოლო დროს მათი რი­ცხვი გარ­კვე­ულ­წი­ლად გა­ი­ზარ­და. რეს­პონ­დენ­ტე­ბი, რომ­ლე­ბიც უარ­ყო­ფი­თად არი­ან გან­წყო­ბილ­ნი სიკ­ვდი­ლით დას­ჯის დაბ­რუ­ნე­ბის იდე­ის მი­მართ, ძი­რი­თა­დად, მარ­თლმსა­ჯუ­ლე­ბის ხარ­ვე­ზის მა­ღალ ალ­ბა­თო­ბა­ზე ლა­პა­რა­კო­ბენ. თუმ­ცა წლი­უ­რი კი­თხვა­რის მი­ხედ­ვით, რუ­სებ­ში სტა­ბი­ლუ­რად იზ­რდე­ბა შიში პო­ლი­ტი­კუ­რი რე­ჟი­მის გამ­კაც­რე­ბის მი­მართ. ამავდრო­უ­ლად, რუ­სუ­ლი სა­ზო­გა­დო­ე­ბა არ ენ­დო­ბა სა­სა­მარ­თლო­ებს და მი­იჩ­ნევს, რომ უმ­ჯო­ბე­სია სას­ჯე­ლის­გან თა­ვის დაღ­წე­ვა, ვიდ­რე ერთი უდა­ნა­შა­უ­ლო ადა­მი­ა­ნი და­პა­ტიმ­რე­ბა მა­ინც. ამის გათ­ვა­ლის­წი­ნე­ბით, საკ­მა­ოდ რთუ­ლია იმის თქმა, თუ რო­გორ მი­ე­სალ­მე­ბა სა­ზო­გა­დო­ე­ბა რე­ა­ლუ­რად სიკ­ვდი­ლით დას­ჯის დაბ­რუ­ნე­ბას, მი­უ­ხე­და­ვად მო­რა­ტო­რი­უ­მის მოხ­სნის მომ­ხრე­თა დიდი რა­ო­დე­ნო­ბი­სა.

გა­მო­კი­თხვე­ბის მი­ხედ­ვით, სიკ­ვდი­ლით დას­ჯის მხარ­დამ­ჭერ­თა უმე­ტე­სო­ბა მი­იჩ­ნევს, რომ ასე­თი სას­ჯე­ლი პირ­ველ რიგ­ში მათ მი­მართ უნდა იქ­ნას გა­მო­ყე­ნე­ბუ­ლი, ვინც არას­რულ­წლო­ვან­თა გა­უ­პა­ტი­უ­რე­ბის­თვის იხ­დის სას­ჯელს. შე­და­რე­ბით ნაკ­ლე­ბია სე­რი­უ­ლი მკვლე­ლე­ბი­სა და ტე­რო­რის­ტე­ბის სიკ­ვდი­ლით დას­ჯის მომ­ხრე­თა რა­ო­დე­ნო­ბა. აღ­სა­ნიშ­ნა­ვია, რომ მო­რა­ტო­რი­უ­მის შე­მო­ღე­ბის მო­მენ­ტში სიკ­ვდი­ლით დას­ჯა მხო­ლოდ სი­ცო­ცხლის ხელ­ყო­ფის მცდე­ლო­ბას­თან და­კავ­ში­რე­ბუ­ლი და­ნა­შა­უ­ლე­ბის ჩა­დე­ნის­თვის იყო ძა­ლა­ში, რო­გო­რი­ცაა მკვლე­ლო­ბა და გე­ნო­ცი­დი.

  • ავ­ტო­რი: ეკა დარ­ჩი­აშ­ვი­ლი

მკითხველის კომენტარები / 11 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
პელე
0

ხო აი სულ რუსებს ეკითხებიან უნდატ თუ არა :)))))))))))))))))

ქეთი
4

არის ისეთი დანაშაულები, ბევრს უფიქრია, სიკვდილით დასჯა არ უნდა გაუქმებულიყოო

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
რა გზავნილები აქვთ ევროპარლამენტარებს და როგორია გამოხმაურებები საქართველოში
ავტორი:

პუტინის რეჟიმი რუსეთში სიკვდილით დასჯას აბრუნებს?

პუტინის რეჟიმი რუსეთში სიკვდილით დასჯას აბრუნებს?

17 იანვარს ვლადიმერ პუტინმა სახელმწიფო დუმას წარუდგინა კანონპროექტი, რომელიც რუსეთის მიმართ ევროპის საბჭოს საერთაშორისო ხელშეკრულებების შეწყვეტას ითვალისწინებს. მიუხედავად იმისა, რომ რუსეთის გასვლა ევროპის საბჭოს ადამიანის უფლებათა კონვენციიდან არ ნიშნავს სიკვდილით დასჯის ავტომატურ აღდგენას, ფაქტია, რომ ამ კანონპროექტის კანონად ქცევის შემდეგ, ამგვარი საფრთხე სულ უფრო რეალური ხდება.

რუსეთის ექსპერზიდენტმა და ამჟამად უშიშროების საბჭოს ხელმძღვანელის მოადგილე დიმიტრი მედვედევმა უკვე ომის დაწყებიდან რამდენიმე დღეში განაცხადა:

"კარგი შესაძლებლობაა აღდგეს მთელი რიგი მნიშვნელოვანი ინსტიტუტები ქვეყანაში განსაკუთრებით მძიმე დანაშაულების თავიდან ასაცილებლად, როგორიცაა სიკვდილით დასჯა განსაკუთრებით მძიმე დამნაშავეებისთვის".

რუსეთში სიკვდილით დასჯის გამოყენებაზე მორატორიუმი პირდაპირი შედეგი იყო ქვეყნის ევროსაბჭოში გაწევრებისა და ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციაში მიერთების. 1996 წელს რუსეთმა აიღო ვალდებულება დაეწესებინა მორატორიუმი და სამი წლის განმავლობაში მოეხდინა კონვენციის მე-6 პროტოკოლის რატიფიცირება, რომელიც სრულად კრძალავდა სიკვდილით დასჯას. შესაბამისი კანონპროექტი სახელმწიფო დუმას 1999 წელს წარედგინა, მაგრამ ის არასოდეს მიუღიათ. ამის მიუხედავად, სიკვდილით დასჯა 1996 წელს გაუქმდა. ამის შემდეგ სისხლის სამართლის კოდექსმა დატოვა სასჯელად სიკვდილით დასჯის არჩევის შესაძლებლობა და სასამართლოები განაგრძობდნენ ასეთი განაჩენების გამოტანას, მაგრამ ისინი პრეზიდენტ ბორის ელცინის წინააღმდეგობის გამო არ განხორციელებულა. დებულებების მიხედვით, სისხლის სამართლის აღმასრულებელი კოდექსის 184-ე მუხლი, როდესაც მსჯავრდებული ითხოვს შეწყალებას, სასამართლო განაჩენის აღსრულება ჩერდება პრეზიდენტის მიერ გადაწყვეტილების მიღებამდე. ელცინმა პეტიციების განხილვა უბრალოდ შეწყვიტა.

  • სასამართლო დაცვა

შედეგად, დღეს სიკვდილით დასჯის მოქმედი მორატორიუმი ფაქტიურად ეფუძნება საკონსტიტუციო სასამართლოს ორ გადაწყვეტილებას, რომლებიც 1999 და 2009 წლებში მიიღეს. 1999 წელს საკონსტიტუციო სასამართლომ შემოიღო მორატორიუმი ამ ტიპის სასჯელის დანიშვნასა და გამოყენებაზე ნაფიც მსაჯულთა სასამართლოების შექმნამდე მთელს რუსეთში. 10 წლის შემდეგ, როდესაც ნაფიც მსაჯულთა სასამართლო პროცესები დაიწყო ყველა რეგიონში, საკონსტიტუციო სასამართლომ, უზენაესი სასამართლოს მოთხოვნით განმარტა, რომ რუსეთში "ჩამოყალიბდა სიკვდილით დასჯის უფლების სტაბილური გარანტიები“.

ჯერ კიდევ ევროპის საბჭოსთან შეწყვეტამდე, საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარე ვალერი ზორკინი თავის წიგნში მიუთითებდა სიკვდილით დასჯის აღდგენის შესაძლებლობაზე. თუმცა, მოგვიანებით მან აღნიშნა, რომ მორატორიუმის მოხსნა შეუძლებელი იყო ახალი კონსტიტუციის მიღების გარეშე.

  • ბოლო საშუალება

რუსეთში სიკვდილით დასჯის დაბრუნების მომხრეთა რიცხვი 1990-იან წლებთან შედარებით მცირდებოდა, მაგრამ ბოლო დროს მათი რიცხვი გარკვეულწილად გაიზარდა. რესპონდენტები, რომლებიც უარყოფითად არიან განწყობილნი სიკვდილით დასჯის დაბრუნების იდეის მიმართ, ძირითადად, მართლმსაჯულების ხარვეზის მაღალ ალბათობაზე ლაპარაკობენ. თუმცა წლიური კითხვარის მიხედვით, რუსებში სტაბილურად იზრდება შიში პოლიტიკური რეჟიმის გამკაცრების მიმართ. ამავდროულად, რუსული საზოგადოება არ ენდობა სასამართლოებს და მიიჩნევს, რომ უმჯობესია სასჯელისგან თავის დაღწევა, ვიდრე ერთი უდანაშაულო ადამიანი დაპატიმრება მაინც. ამის გათვალისწინებით, საკმაოდ რთულია იმის თქმა, თუ როგორ მიესალმება საზოგადოება რეალურად სიკვდილით დასჯის დაბრუნებას, მიუხედავად მორატორიუმის მოხსნის მომხრეთა დიდი რაოდენობისა.

გამოკითხვების მიხედვით, სიკვდილით დასჯის მხარდამჭერთა უმეტესობა მიიჩნევს, რომ ასეთი სასჯელი პირველ რიგში მათ მიმართ უნდა იქნას გამოყენებული, ვინც არასრულწლოვანთა გაუპატიურებისთვის იხდის სასჯელს. შედარებით ნაკლებია სერიული მკვლელებისა და ტერორისტების სიკვდილით დასჯის მომხრეთა რაოდენობა. აღსანიშნავია, რომ მორატორიუმის შემოღების მომენტში სიკვდილით დასჯა მხოლოდ სიცოცხლის ხელყოფის მცდელობასთან დაკავშირებული დანაშაულების ჩადენისთვის იყო ძალაში, როგორიცაა მკვლელობა და გენოციდი.

  • ავტორი: ეკა დარჩიაშვილი