"ვივამედის“ გენერალური დირექტორი, ნინო ნადირაძე სოციალურ ქსელში წერს, რომ ემუქრებიან. ნადირაძის თქმით, მას არანაირი სანქციის არ ეშინია.
"ვიღაც გაურკვეველი ტიპები რაღაცა სანქციებით მემუქრებიან, ჩამონათვალიც გამომიგზავნეს. ღმერთო, რა კუჭზე და დროსტარებაზე ორიენტირებული ხალხია. მემუქრებიან, ვერ იმოგზაურებ, ფული არ გექნება, საჭმელს ვერ შეჭამ საშვილიშვილოდო. ეგ თქვენ გადარდებთ, ცაკალელებო. მაგ ჩამონათვალში რომ ყოფილიყო სამშობლოზე, სარწმუნოებაზე და ენაზე უარის თქმა, მაშინ ნამდვილად ვიდარდებდი. რა ცუდად მიცნობთ, შეაშინეთ ბებიათქვენი..." - წერს ნადირაძე.
შეგახსენებთ, რომ მას შემდეგ, რაც მიხეილ სააკაშვილი რუსთავის ციხიდან „ვივამედის“ კლინიკაში გადაიყვანეს, ნინო ნადირაძე ყურადღების ცენტრშია. მას ხშირად აკრიტიკებენ ექსპრეზიდენტის მხარდამჭერები.