მნიშვნელოვანი ინფორმაცია
საზოგადოება

22

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ხუთშაბათი, მთვარის ოცდამეხუთე დღე დაიწყება 03:21-ზე, მთვარე ვერძს ესტუმრება 20:21-ზე – ახალ საქმეებს ნუ წამოიწყებთ, მაგრამ დაწყებულები დაასრულეთ. კარგი დღეა ვაჭრობისთვის, სასამართლო საქმეებისთვის. არასასიამოვნო დღეა კონტაქტებისთვის, აკონტროლეთ თქვენი ემოციები. არ იკამათოთ და მოერიდეთ უსიამოვნო საუბრებს. კარგი დღეა მოგზაურობის დასაწყებად, მგზავრობისათვის. სხვა დღისთვის გადადეთ ქორწინება და ნიშნობა. მოერიდეთ ალკოჰოლსა და სიგარეტს. დღის რთული ორგანოა თავი. ამიტომ მოერიდეთ ყოველგვარ ოპერაციასა და პროცედურას: თვალებზე, პირის ღრუში, ყურებზე.
მეცნიერება
სამართალი
მოზაიკა
Faceამბები
კონფლიქტები
სამხედრო
სპორტი
მნიშვნელოვანი ინფორმაცია
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
დუბაიში მომხდარი ინცინდენტის შემდეგ, რუსეთში ვალერი მელაძის კონცერტები გაუქმდა და მის მაგიერ ვლადიმერ პრესნიაკოვი იმღერებს
დუბაიში მომხდარი ინცინდენტის შემდეგ, რუსეთში ვალერი მელაძის კონცერტები გაუქმდა და მის მაგიერ ვლადიმერ პრესნიაკოვი იმღერებს

რუ­სე­ბი ვა­ლე­რი მე­ლა­ძეს უკ­რა­ი­ნის მხარ­და­ჭე­რას არ პა­ტი­ო­ბენ. ქვე­ყა­ნა­ში ისევ გრძელ­დე­ბა ქარ­თუ­ლი წარ­მო­შო­ბის მომ­ღერ­ლის დევ­ნა, რო­მე­ლიც მი­უ­ხე­და­ვად მის მი­მართ გა­მოთ­ქმუ­ლი კრი­ტი­კი­სა, რუ­სეთ­ში ცხოვ­რე­ბას აგ­რძე­ლებს.

  • ახ­ლა­ხანს, 8 მარტს ვა­ლე­რი მე­ლა­ძის Barvikha Luxury Village-ში და­გეგ­მი­ლი კონ­ცერ­ტი გა­უქ­მდა. ბი­ლე­თე­ბი თით­ქმის გა­ყი­დუ­ლი იყო (მაქ­სი­მა­ლუ­რი ღი­რე­ბუ­ლე­ბა 70 ათას რუბლს აღ­წევ­და - რედ.), მაგ­რამ ახლა ცნო­ბი­ლი გახ­და, რომ მე­ლა­ძის მო­ნა­წი­ლე­ო­ბით ღო­ნის­ძი­ე­ბა გა­უქ­მდა.

"8 მარტს ყვე­ლას, ვინც ბი­ლე­თე­ბი იყი­და, შე­უძ­ლია მო­ვი­დეს, მაგ­რამ ვლა­დი­მერ პრეს­ნი­ა­კო­ვის კონ­ცერ­ტზე. ყვე­ლა ად­გი­ლი, ფა­სე­ბი იგი­ვე რჩე­ბა“, - გა­ნუ­ცხა­დეს პრე­სას სა­კონ­ცერ­ტო დარ­ბა­ზის თა­ნამ­შრომ­ლებ­მა.

"მე­ლა­ძის ნაც­ვლად კონ­ცერ­ტზე პატ­რი­ო­ტუ­ლი პო­ზი­ცი­ით ცნო­ბი­ლი ვლა­დი­მერ პრეს­ნი­ა­კო­ვი გა­მო­ვა", - წერს რუ­სუ­ლი მე­დია. ცნო­ბი­ლია, რომ თა­ვი­სი გა­მოს­ვლე­ბი­სას პრეს­ნი­ა­კო­ვი გმი­რე­ბად იხ­სე­ნი­ებს რუ­სუ­ლი არ­მი­ის ჯა­რის­კა­ცებს.

რუ­სუ­ლი მე­დია წერს, რომ პრეს­ნი­ა­კო­ვი წარ­მა­ტე­ბით ჩა­ა­ნაც­ვლებს მე­ლა­ძეს, მის ყვე­ლა და­გეგ­მილ კონ­ცერ­ტზე.

შე­გახ­სე­ნებთ, რომ ცოტა ხსნის წინ, რუ­სე­თის დუ­მა­სა და ფე­დე­რა­ცი­ის საბ­ჭო­ში მომ­ღე­რალ ვა­ლე­რი მე­ლა­ძის­თვის რუ­სე­თის მო­ქა­ლა­ქე­ო­ბის ჩა­მორ­თმე­ვას ითხოვ­დნენ.

საქ­მე ისაა, რომ 2 იან­ვარს, ვა­ლე­რი მე­ლა­ძემ დუ­ბა­ი­ში სა­ა­ხალ­წლო კორ­პო­რა­ტი­ულ წვე­უ­ლე­ბა­ზე იმ­ღე­რა. ერთ-ერთ მო­მენ­ტში, რო­დე­საც სცე­ნას­თან ახ­ლოს იმ­ყო­ფე­ბო­და, მსმე­ნე­ლი გა­მო­ე­ლა­პა­რა­კა და მი­მარ­თა: "Слава Україні!“, " Героям слава“ - უპა­სუ­ხა მე­ლა­ძემ, თუმ­ცა მიკრო­ფო­ნის გა­რე­შე... მიკრო­ფონ­ში კი თქვა, რომ პო­ლი­ტი­კას არ ეხე­ბა. ვი­დეო სო­ცი­ა­ლუ­რი ქსე­ლე­ბით ვირუ­სუ­ლად გავ­რცელ­და.

რუ­სე­თის პარ­ლა­მენ­ტის ზედა პა­ლა­ტის, ფე­დე­რა­ცი­ის საბ­ჭოს წევ­რმა ელე­ნა აფა­ნა­სი­ე­ვამ ვა­ლე­რი მე­ლა­ძის საქ­ცი­ელს "პი­რუ­ტყვო­ბა" და "ღა­ლა­ტი" უწო­და და მის­თვის მო­ქა­ლა­ქე­ო­ბის ჩა­მორ­თმე­ვა მო­ი­თხო­ვა.

მკითხველის კომენტარები / 11 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
:::
101

პავლიაშვილმა ახალი წლის დადგომა ქართული სიმღერით ქართულად აზეიმა რუსებს და მელაძე დუბაიში სლავა უკრაინის გაიძახის. მუსიკალურად ჩემთვის არცერთი არ არის მნიშვნელოვანი და როგორც ქართველი პავლიაშვილი მირჩევნია

ის
64

წაიღეთ რა ტვინი მაგ ,,სლავა უკრაინის,, ძახილით. სლავა გრუზიი იძახოთ არ ჯობია. მეტის მეტია უკვე მართლა რა. ტავზე დაისვით ეგ უკრაინელები უფრო კარგად დედას გიტირებენ.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
რას ჰყვება მამა, რომელმაც შვილს უიშვიათესი დიაგნოზი ChatGPT-ის დახმარებით დაუსვა
მნიშვნელოვანი ინფორმაცია
ავტორი:

დუბაიში მომხდარი ინცინდენტის შემდეგ, რუსეთში ვალერი მელაძის კონცერტები გაუქმდა და მის მაგიერ ვლადიმერ პრესნიაკოვი იმღერებს

დუბაიში მომხდარი ინცინდენტის შემდეგ, რუსეთში ვალერი მელაძის კონცერტები გაუქმდა და მის მაგიერ ვლადიმერ პრესნიაკოვი იმღერებს

რუსები ვალერი მელაძეს უკრაინის მხარდაჭერას არ პატიობენ. ქვეყანაში ისევ გრძელდება ქართული წარმოშობის მომღერლის დევნა, რომელიც მიუხედავად მის მიმართ გამოთქმული კრიტიკისა, რუსეთში ცხოვრებას აგრძელებს.

  • ახლახანს, 8 მარტს ვალერი მელაძის Barvikha Luxury Village-ში დაგეგმილი კონცერტი გაუქმდა. ბილეთები თითქმის გაყიდული იყო (მაქსიმალური ღირებულება 70 ათას რუბლს აღწევდა - რედ.), მაგრამ ახლა ცნობილი გახდა, რომ მელაძის მონაწილეობით ღონისძიება გაუქმდა.

"8 მარტს ყველას, ვინც ბილეთები იყიდა, შეუძლია მოვიდეს, მაგრამ ვლადიმერ პრესნიაკოვის კონცერტზე. ყველა ადგილი, ფასები იგივე რჩება“, - განუცხადეს პრესას საკონცერტო დარბაზის თანამშრომლებმა.

"მელაძის ნაცვლად კონცერტზე პატრიოტული პოზიციით ცნობილი ვლადიმერ პრესნიაკოვი გამოვა", - წერს რუსული მედია. ცნობილია, რომ თავისი გამოსვლებისას პრესნიაკოვი გმირებად იხსენიებს რუსული არმიის ჯარისკაცებს.

რუსული მედია წერს, რომ პრესნიაკოვი წარმატებით ჩაანაცვლებს მელაძეს, მის ყველა დაგეგმილ კონცერტზე.

შეგახსენებთ, რომ ცოტა ხსნის წინ, რუსეთის დუმასა და ფედერაციის საბჭოში მომღერალ ვალერი მელაძისთვის რუსეთის მოქალაქეობის ჩამორთმევას ითხოვდნენ.

საქმე ისაა, რომ 2 იანვარს, ვალერი მელაძემ დუბაიში საახალწლო კორპორატიულ წვეულებაზე იმღერა. ერთ-ერთ მომენტში, როდესაც სცენასთან ახლოს იმყოფებოდა, მსმენელი გამოელაპარაკა და მიმართა: "Слава Україні!“, " Героям слава“ - უპასუხა მელაძემ, თუმცა მიკროფონის გარეშე... მიკროფონში კი თქვა, რომ პოლიტიკას არ ეხება. ვიდეო სოციალური ქსელებით ვირუსულად გავრცელდა.

რუსეთის პარლამენტის ზედა პალატის, ფედერაციის საბჭოს წევრმა ელენა აფანასიევამ ვალერი მელაძის საქციელს "პირუტყვობა" და "ღალატი" უწოდა და მისთვის მოქალაქეობის ჩამორთმევა მოითხოვა.