საზოგადოება
პოლიტიკა
სამართალი
Faceამბები
მოზაიკა
კონფლიქტები
მეცნიერება
კულტურა/შოუბიზნესი
სამხედრო
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"ყოველ წუთში გული ერევა და გული მისდის. დილიდან საუბარი რეანიმაციაზე იყო. გააჩნია, რა პროცედურა ჩაუტარდება" - გიული ალასანია სააკაშვილზე
"ყოველ წუთში გული ერევა და გული მისდის. დილიდან საუბარი რეანიმაციაზე იყო. გააჩნია, რა პროცედურა ჩაუტარდება" - გიული ალასანია სააკაშვილზე

როცა ადა­მი­ა­ნი მძი­მედ არის, გვერ­დით ბად­რა­გი კი არ უნდა იჯ­დეს, არა­მედ მუდ­მი­ვად ექი­მი უნდა იყოს - ასე ვიცი, რომ რე­ა­ნი­მა­ცია ჯო­ბია იმი­ტომ, რომ იქ მუდ­მი­ვად ექი­მი გვერ­დზე ჰყავს”, - ამის შე­სა­ხებ სა­ქარ­თვე­ლოს მე­სა­მე პრე­ზი­დენ­ტის დე­დამ, გი­უ­ლი ალა­სა­ნი­ამ კლი­ნი­კა "ვი­ვა­მედ­ში” მი­ხე­ილ სა­ა­კაშ­ვი­ლის მო­ნა­ხუ­ლე­ბამ­დე გა­ნა­ცხა­და.

მი­სი­ვე თქმით, მას კლი­ნი­კა "ვი­ვა­მე­დის” პერ­სო­ნა­ლის მი­მართ პრე­ტენ­ზია არ აქვს.

"ყო­ველ­დღე ისე­თი გრძნო­ბა მაქვს, რომ ამა­ზე უა­რე­სი რა უნდა მოხ­დეს, მე­ო­რე დღეს ვიღ­ვი­ძებ და იმა­ზე უა­რე­სია, ახლა ეს კო­ვი­დიც მოხ­და. გა­მო­ირ­კვა, რომ ირ­გვლივ არა­ვის აქვს კო­ვი­დი, ფაქ­ტობ­რი­ვად სრულ იზო­ლა­ცი­ა­შია. სულ რამ­დე­ნი­მე ადა­მი­ა­ნი შე­დის და არა­ვის კო­ვი­დი არ გვაქვს. მე პი­რა­დად არა­ვის­თან მქო­ნია კონ­ტაქ­ტი, ვი­საც კო­ვი­დი აქვს, ასე რომ, მიკ­ვირს. მას ძა­ლი­ან დაქ­ვე­ი­თე­ბუ­ლი იმუ­ნი­ტე­ტი აქვს - კა­ლი­უ­მი, კალ­ცი­უ­მი, ჰე­მოგ­ლო­ბი­ნი ძა­ლი­ან და­ბა­ლია და ხში­რად, პრაქ­ტი­კუ­ლად ყო­ველ­დღე, გული მის­დის. ყო­ველ წუთ­ში გული ერე­ვა და გული მის­დის. დი­ლი­დან სა­უ­ბა­რი რე­ა­ნი­მა­ცი­ა­ზე იყო. გა­აჩ­ნია, რა პრო­ცე­დუ­რა ჩა­უ­ტარ­დე­ბა. მე ასე ვიცი, რომ რე­ა­ნი­მა­ცია სჯობს იმი­ტომ, რომ იქ მუდ­მი­ვად ექი­მი გვერ­დით ჰყავს. არა­ვის­თან პრე­ტენ­ზია არ მაქვს, პი­რი­ქით, ყვე­ლა ძა­ლი­ან ყუ­რა­დღე­ბი­ა­ნია. როცა ადა­მი­ა­ნი მძი­მედ არის, გვერ­დით ბად­რა­გი კი არ უნდა იჯ­დეს, არა­მედ მუდ­მი­ვად ექი­მი უნდა იყოს. პა­ლა­ტა­ში ექი­მი არ არის. როცა ადა­მი­ა­ნი მძი­მედ არის იქ ექი­მი უნდა იყოს, მე რომ მკი­თხოთ, ასეა. ეს სა­კი­თხი გუ­შინ დას­ვა მკურ­ნალ­მა ექიმ­მა, მაგ­რამ მას უარი ეთ­ქვა. თვი­თონ კო­ვი­დი არ არის მძი­მე, მაგ­რამ ეს ვე­რა­გი და­ა­ვა­დე­ბაა, რო­მე­ლიც შე­იძ­ლე­ბა ყო­ველ წუთს დამ­ძიმ­დეს. და­ბა­ლი რკი­ნა და სხვა და­ბა­ლი მაჩ­ვე­ნებ­ლე­ბი რომ აქვს, ტო­ნო­ბით უნდა ჭა­მოს ხორ­ცი, რომ რა­ღაც შე­ე­ტყოს. სხვა მხრივ, მე ამ რკი­ნის აწე­ვა გა­დას­ხმით ვიცი. მე თვი­თონ მქო­ნია ეს პრობ­ლე­მა და ვიცი. რაც შე­ე­ხე­ბა საკ­ვებს, ეს ადა­მი­ა­ნი საკ­ვებს ვერ იღებს, იმი­ტომ კი არა, რომ მე არ მო­მაქვს და ჩემი შვი­ლის­თვის მე­ნა­ნე­ბა, უბ­რა­ლოდ, ვერ იღებს სწო­რედ იმი­ტომ, რომ მო­წამ­ლუ­ლია. ინ­ტოქ­სი­კა­ცი­აა და ამა­ზე არა­ერ­თმა ექიმ­მა უკვე ისა­უბ­რა, მე ახალს ვე­რა­ფერს და­ვა­მა­ტებ და არც მაქვს უფ­ლე­ბა ”, - გა­ნა­ცხა­და ალა­სა­ნი­ამ.

ყო­ფი­ლი პრე­ზი­დენ­ტის დე­დის გან­მარ­ტე­ბით, გუ­შინ, კლი­ნი­კა "ვი­ვა­მედ­ში” მი­ხე­ილ სა­ა­კაშ­ვილ­თან ხელ­წე­რი­ლის სა­შუ­ა­ლე­ბით შე­უშ­ვეს.

00:00 / 00:00
მკითხველის კომენტარები / 13 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
მაქარაშვილი-მარქარიანი
5

გიული ალასანიას ოდნავი თავმოყვარეობა მაინც რომ ჰქონდეს, მის ფოტოგრაფირებას და მისი ფოტოების გამოქვეყნებას კანონის ძალით უნდა კრძალავდეს, რადგან მისი კოშმარული, არა ქალური ფიზიონომიის დანახვა არა გულის რევას, არამენდ რწყევას იწვევს!🤮🤮🤮🤮🤮🤮

დათო
8

...თუ მოკვდება, მავზოლეუმში ასაფლავებენ!!!

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
კადრები: რა ხდებოდა 2 ძლიერი მიწისძვრის დროს მიანმარში? - დაღუპულთა რაოდენობა 1 000-ს გასცდა
ავტორი:

"ყოველ წუთში გული ერევა და გული მისდის. დილიდან საუბარი რეანიმაციაზე იყო. გააჩნია, რა პროცედურა ჩაუტარდება" - გიული ალასანია სააკაშვილზე

"ყოველ წუთში გული ერევა და გული მისდის. დილიდან საუბარი რეანიმაციაზე იყო. გააჩნია, რა პროცედურა ჩაუტარდება" - გიული ალასანია სააკაშვილზე

როცა ადამიანი მძიმედ არის, გვერდით ბადრაგი კი არ უნდა იჯდეს, არამედ მუდმივად ექიმი უნდა იყოს - ასე ვიცი, რომ რეანიმაცია ჯობია იმიტომ, რომ იქ მუდმივად ექიმი გვერდზე ჰყავს”, - ამის შესახებ საქართველოს მესამე პრეზიდენტის დედამ, გიული ალასანიამ კლინიკა "ვივამედში” მიხეილ სააკაშვილის მონახულებამდე განაცხადა.

მისივე თქმით, მას კლინიკა "ვივამედის” პერსონალის მიმართ პრეტენზია არ აქვს.

"ყოველდღე ისეთი გრძნობა მაქვს, რომ ამაზე უარესი რა უნდა მოხდეს, მეორე დღეს ვიღვიძებ და იმაზე უარესია, ახლა ეს კოვიდიც მოხდა. გამოირკვა, რომ ირგვლივ არავის აქვს კოვიდი, ფაქტობრივად სრულ იზოლაციაშია. სულ რამდენიმე ადამიანი შედის და არავის კოვიდი არ გვაქვს. მე პირადად არავისთან მქონია კონტაქტი, ვისაც კოვიდი აქვს, ასე რომ, მიკვირს. მას ძალიან დაქვეითებული იმუნიტეტი აქვს - კალიუმი, კალციუმი, ჰემოგლობინი ძალიან დაბალია და ხშირად, პრაქტიკულად ყოველდღე, გული მისდის. ყოველ წუთში გული ერევა და გული მისდის. დილიდან საუბარი რეანიმაციაზე იყო. გააჩნია, რა პროცედურა ჩაუტარდება. მე ასე ვიცი, რომ რეანიმაცია სჯობს იმიტომ, რომ იქ მუდმივად ექიმი გვერდით ჰყავს. არავისთან პრეტენზია არ მაქვს, პირიქით, ყველა ძალიან ყურადღებიანია. როცა ადამიანი მძიმედ არის, გვერდით ბადრაგი კი არ უნდა იჯდეს, არამედ მუდმივად ექიმი უნდა იყოს. პალატაში ექიმი არ არის. როცა ადამიანი მძიმედ არის იქ ექიმი უნდა იყოს, მე რომ მკითხოთ, ასეა. ეს საკითხი გუშინ დასვა მკურნალმა ექიმმა, მაგრამ მას უარი ეთქვა. თვითონ კოვიდი არ არის მძიმე, მაგრამ ეს ვერაგი დაავადებაა, რომელიც შეიძლება ყოველ წუთს დამძიმდეს. დაბალი რკინა და სხვა დაბალი მაჩვენებლები რომ აქვს, ტონობით უნდა ჭამოს ხორცი, რომ რაღაც შეეტყოს. სხვა მხრივ, მე ამ რკინის აწევა გადასხმით ვიცი. მე თვითონ მქონია ეს პრობლემა და ვიცი. რაც შეეხება საკვებს, ეს ადამიანი საკვებს ვერ იღებს, იმიტომ კი არა, რომ მე არ მომაქვს და ჩემი შვილისთვის მენანება, უბრალოდ, ვერ იღებს სწორედ იმიტომ, რომ მოწამლულია. ინტოქსიკაციაა და ამაზე არაერთმა ექიმმა უკვე ისაუბრა, მე ახალს ვერაფერს დავამატებ და არც მაქვს უფლება ”, - განაცხადა ალასანიამ.

ყოფილი პრეზიდენტის დედის განმარტებით, გუშინ, კლინიკა "ვივამედში” მიხეილ სააკაშვილთან ხელწერილის საშუალებით შეუშვეს.