საზოგადოება
მსოფლიო
პოლიტიკა

13

ივლისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

კვირა, მთვარის მეცხრამეტე დღე დაიწყება 23:31-ზე, მთვარე მერწყულშია – ფრთხილად იყავით სიტყვებთან და ქმედებებთან, იოლია კონფლიქტური სიტუაციის პროვოცირება. დღე მშვიდად გაატარე, მაგრამ არა მარტოობაში. ყურადღებით შეამოწმეთ ყველა ინფორმაცია. სერიოზული საქმეები გადადე. გაასუფთავეთ თქვენი სამუშაო ადგილი არასაჭირო ნივთებისგან. თანამშრომლებს ნაკლები შეხება უნდა ჰქონდეთ უფროსთან, მხოლოდ საჭიროების შემთხვევაში. დაიცავით ნეიტრალიტეტი კოლეგების მიმართ. არ არის რეკომენდებული შეხვედრების დანიშვნა. ხელშეკრულებების გაფორმება. ახალ სამსახურში გადასვლა. დაუფიქრებლად მოქმედება. ნუ აჰყვებით პროვოკაციებს და ნუ მოახდინეთ სხვების პროვოცირება. მოერიდეთ მთვრალ ადამიანებთან ურთიერთობა. უცნობ ადამიანებთან კონტაქტი.
სამართალი
მოზაიკა
მეცნიერება
კონფლიქტები
სამხედრო
Faceამბები
კულტურა/შოუბიზნესი
სპორტი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
შევარდნაძის სამი სიცოცხლე: საბჭოთა ფუნქციონერიდან მსოფლიო ლიდერამდე - მასთან ურთიერთობა საერთაშორისო პარტნიორებისთვის ლამის კულტურულ შოკად იქცა
შევარდნაძის სამი სიცოცხლე: საბჭოთა ფუნქციონერიდან მსოფლიო ლიდერამდე - მასთან ურთიერთობა საერთაშორისო პარტნიორებისთვის ლამის კულტურულ შოკად იქცა

25 იან­ვარს, სა­ქარ­თვე­ლოს მე­ო­რე პრე­ზი­დენ­ტის, ედუ­არდ შე­ვარ­დნა­ძის და­ბა­დე­ბის დღეა. ექ­სპრე­ზი­დენტს 95 წელი შე­უს­რულ­დე­ბო­და. ამ დღის აღ­სა­ნიშ­ნა­ვად, შვი­ლიშ­ვი­ლი სოფო შე­ვარ­დნა­ძე სო­ცი­ა­ლურ ქსელ­ში ბე­ბია-ბა­ბუ­ის აქამ­დე უც­ნობ ფო­ტოს აქ­ვეყ­ნებს...

ედუ­არდ შე­ვარ­დნა­ძე 2014 წლის 7 ივ­ლისს, 86 წლის ასაკ­ში გარ­და­იც­ვა­ლა. "ბი-ბი-სის" რუ­სუ­ლე­ნო­ვან­მა ბი­უ­რომ ედუ­არდ შე­ვარ­დნა­ძის გარ­დაც­ვა­ლე­ბას ვრცე­ლი წე­რი­ლი მი­უ­ძღვნა, რო­მელ­შიც წერ­და: "ედუ­არდ შე­ვარ­დნა­ძემ სამი ცხოვ­რე­ბით იცხოვ­რა: პირ­ვე­ლი - საბ­ჭო­თა ფუნ­ქცი­ო­ნე­რის, მე­ო­რე - გარ­დაქ­მნი­სა და ახა­ლი აზ­როვ­ნე­ბის შე­მოქ­მე­დის, მე­სა­მე - და­მო­უ­კი­დე­ბე­ლი სა­ქარ­თვე­ლოს ლი­დე­რის".

სა­ქარ­თვე­ლოს უახ­ლეს ის­ტო­რი­ა­ში შე­ვარ­დნა­ძე წი­ნა­აღ­მდე­გობ­რი­ვი ფი­გუ­რა იყო.

  • "დიდი წყე­ნა მა­ინც დარ­ჩა"

ედუ­არდ შე­ვარ­დნა­ძის კა­რი­ე­რუ­ლი წინსვლა სა­ქარ­თვე­ლოს კომ­პარ­ტი­ის პირ­ველ მდი­ვანს ვა­სილ მჟა­ვა­ნა­ძეს უკავ­შირ­დე­ბა - სწო­რედ მან მი­აქ­ცია ყუ­რა­დღე­ბა ახალ­გაზ­რდა და ენერ­გი­ულ კომ­კავ­ში­რელს. 1957 წელს მჟა­ვა­ნა­ძემ შე­ვარ­დნა­ძე კომ­კავ­ში­რის პირ­ველ მდივ­ნად და­ნიშ­ნა, შემ­დეგ მცხე­თის რა­ი­კო­მის პირ­ველ მდივ­ნად, მოგ­ვი­ა­ნე­ბით თბი­ლი­სის პირ­ვე­ლი მა­ი­სის რა­ი­კო­მის პირ­ველ მდივ­ნად, 1965 წელს კი შს მი­ნის­ტრად. "მჟა­ვა­ნა­ძეს ვუყ­ვარ­დი, თუმ­ცა, მეც კარ­გად ვას­რუ­ლებ­დი მის და­ვა­ლე­ბებს", - ამ­ბობ­და შე­ვარ­დნა­ძე.

მისი თა­ნა­მედ­რო­ვე­ე­ბის ინ­ფორ­მა­ცი­ით, "შს მი­ნის­ტრად და­ნიშ­ვნის შემ­დეგ შე­ვარ­დნა­ძემ ფა­რუ­ლი ბრძო­ლა და­ი­წყო მჟა­ვა­ნა­ძეს­თან და ამ საქ­მე­ში გავ­ლე­ნი­ა­ნი მფარ­ვე­ლიც იპო­ვა ბრეჟნე­ვის სი­ძის შო­ლო­კო­ვის სა­ხით, რო­მე­ლიც მა­შინ სსრკ-ის შს მი­ნის­ტრი იყო. მჟა­ვა­ნა­ძემ წა­ა­გო. 1972 წელს კრემ­ლის მო­თხოვ­ნით მან გან­ცხა­დე­ბა და­წე­რა და პენ­სი­ა­ზე გა­ვი­და, სა­ქარ­თვე­ლოს კომ­პარ­ტი­ის ცენ­ტრა­ლუ­რი კო­მი­ტე­ტის პირ­ვე­ლი მდი­ვა­ნი კი ედუ­არდ შე­ვარ­დნა­ძე გახ­და. მჟა­ვა­ნა­ძის ქა­ლიშ­ვი­ლი ნინა მჟა­ვა­ნა­ძე იგო­ნებს: "შე­ვარ­დნა­ძე­ზე აუგი არას­დროს უთ­ქვამს. პი­რი­ქით, ამ­ბობ­და, ღირ­სე­უ­ლი ადა­მი­ა­ნია და ბევ­რი შე­უძ­ლია გა­ა­კე­თო­სო. თუმ­ცა, დიდი წყე­ნა და გუ­ლის­ტკი­ვი­ლი დარ­ჩა".

  • "საჩ­ვე­ნე­ბე­ლი პრო­ცე­სე­ბი"

შე­ვარ­დნა­ძის თა­ნა­მედ­რო­ვე­ებს არა­ერ­თხელ უთ­ქვამთ, რომ ის ცალი ხე­ლით "ნე­გა­ტი­ურ მოვ­ლე­ნებს" ებ­რძო­და, მე­ო­რით კი ახა­ლი­სებ­და. ერთ-ერთ სა­მა­გა­ლი­თო საქ­მედ მეღ­ვი­ნე­ე­ბის საქ­მე იქცა - უკი­დუ­რე­სად გა­ბე­რი­ლი სა­ხელ­მწი­ფო გეგ­მე­ბის შე­სას­რუ­ლებ­ლად მეღ­ვი­ნე­ებს ჯერ ღვი­ნის ფალ­სი­ფი­კა­ცი­ის­კენ უბიძ­გეს, შემ­დეგ კი და­ა­კა­ვეს და უმ­კაც­რე­სად და­სა­ჯეს.

ერთ-ერთ გახ­მა­უ­რე­ბულ სა­სა­მარ­თლო პრო­ცე­სად იქცა ლა­ზიშ­ვი­ლის საქ­მეც, რო­დე­საც ერ­თდრო­უ­ლად 50-მდე კაცი და­ი­ჭი­რეს. ოთარ ლა­ზიშ­ვი­ლი საბ­ჭო­თა სა­ქარ­თვე­ლო­ში წარ­მა­ტე­ბუ­ლი საქ­მო­სა­ნი იყო, ეს კი საბ­ჭო­თა კავ­შირ­ში "სა­ხელ­მწი­ფო და­ნა­შა­უ­ლად" მი­იჩ­ნე­ო­და. შე­ვარ­დნა­ძის წყა­ლო­ბით ლა­ზიშ­ვი­ლი და მისი "თა­ნამ­ზრახ­ვე­ლე­ბი" სა­ხელ­მწი­ფო ქო­ნე­ბის მით­ვი­სე­ბის­თვის გა­ა­სა­მარ­თლეს. მას, რო­გორც "ბან­დის მე­თა­ურს", 15 წელი მი­უ­სა­ჯეს, სა­ი­და­ნაც ბოლო 5 წე­ლი­წა­დი ფსი­ქი­ატ­რი­ულ სა­ა­ვად­მყო­ფო­ში გა­ა­ტა­რა.

ასე­ვე საჩ­ვე­ნე­ბელ პრო­ცე­სად აქ­ცი­ეს სა­მე­დი­ცი­ნო უნი­ვერ­სი­ტე­ტის იმ­ჟა­მინ­დე­ლი რექ­ტო­რის, აკა­დე­მი­კოს პეტ­რე გელ­ბა­ხი­ა­ნის საქ­მე, რო­მე­ლიც 1973 წელს მექ­რთა­მე­ო­ბის ბრალ­დე­ბით და­ა­კა­ვეს. 1979 წელს ასე­ვე ქრთა­მის აღე­ბის ბრალ­დე­ბით და­ა­პა­ტიმ­რეს 26 კო­მის­რის რა­ი­ო­ნის სა­ხალ­ხო დე­პუ­ტატ­თა საბ­ჭოს აღ­მას­კო­მის თავ­მჯდო­მა­რე იუზა კო­ბა­ხი­ძე და დახ­ვრი­ტეს. კი­დევ ერთი საქ­მე, რო­მე­ლიც შე­ვარ­დნა­ძის ბი­ოგ­რა­ფი­ას შავ ლა­ქად მიჰ­ყვე­ბა, ჟურ­ნა­ლისტ ნაზი შა­მა­ნა­უ­რის საქ­მეა, რო­მე­ლიც 1982 წელს ჩარ­გალ­ში "ვა­ჟა­ო­ბა­ზე" სი­ტყვით გა­მო­ვი­და და შე­ვარ­დნა­ძის პი­რის­პირ ამ­ხი­ლა მა­ღალ­ჩი­ნო­სან­თა ბო­როტ­მოქ­მე­დე­ბა. შა­მა­ნა­უ­რი ფსი­ქი­ატ­რი­ულ სა­ა­ვად­მყო­ფო­ში გა­მო­კე­ტეს. ჟურ­ნა­ლის­ტი ერთ წე­ლი­წად­ში გა­ურ­კვე­ვე­ლი მი­ზე­ზით გარ­და­იც­ვა­ლა.

  • "შოკი იყო სა­ჭი­რო"

1977 წლის 23 ივ­ლისს "დი­ნა­მოს" სტა­დი­ონ­ზე ერ­თმა­ნეთს თბი­ლი­სის "დი­ნა­მო" და ვო­რო­ში­ლოვგრა­დის "ზა­რია" ხვდე­ბოდ­ნენ. დი­ნა­მო­ე­ლე­ბი სა­ტურ­ნი­რო ცხრილ­ში მე­ო­რე ად­გილ­ზე იყ­ვნენ და მო­გე­ბა პრინ­ცი­პუ­ლად მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი იყო. მატჩს და­ახ­ლო­ე­ბით 60 ათა­სი კაცი ეს­წრე­ბო­და. არ­ბიტრმა, რო­მე­ლიც სტუ­მარ­თა უხეშ თა­მაშს "ვერ ამ­ჩნევ­და", სა­ჯა­რი­მო­ში ერთ-ერთი დი­ნა­მო­ე­ლის და­ცე­მის შემ­დეგ, იმის ნაც­ვლად, რომ თერ­თმეტ­მეტ­რი­ა­ნი და­ე­ნიშ­ნა, მატ­ჩი დრო­ზე ადრე და­ას­რუ­ლა. აღ­შფო­თე­ბუ­ლი მა­ყუ­რე­ბე­ლი მინ­დორ­ზე გა­ვარ­და. ხალ­ხი მი­იჩ­ნევ­და, რომ მსა­ჯე­ბი დი­ნა­მო­ე­ლებს მოს­კო­ვე­ლი ჩი­ნოვ­ნი­კე­ბის მი­თი­თე­ბით ავიწ­რო­ებ­დნენ, რათა სსრკ-ის ჩემ­პი­ო­ნატ­ში თბი­ლი­სე­ლებს არ გა­ე­მარ­ჯვათ. გულ­შე­მატ­კი­ვა­რი მო­ე­დან­სა და ტრი­ბუ­ნებს არ ტო­ვებ­და. იყო სა­შიშ­რო­ე­ბა, რომ მოს­კო­ვი ხალ­ხის და­საშ­ლე­ლად ჯარს გა­მო­ი­ყე­ნებ­და. ყვე­ლას­თვის მო­უ­ლოდ­ნე­ლად, შე­ვარ­დნა­ძე სამ­თავ­რო­ბო ლო­ჟი­დან მინ­დორ­ზე გა­და­ვი­და. მოგ­ვი­ა­ნე­ბით შე­ვარ­დნა­ძე იხ­სე­ნებ­და: "სა­ჭი­რო იყო შო­კის მომ­გვრე­ლი მოქ­მე­დე­ბა. იძუ­ლე­ბუ­ლი გავ­ხდი, ტრი­ბუ­ნი­დან პირ­და­პირ ხალ­ხში გავ­სუ­ლი­ყა­ვი, ამას ნამ­დვი­ლად არა­ვინ ელო­და. "ბი­ჭე­ბო - მივ­მარ­თე მათ, - ხომ ხე­დავთ, თქვენ­თან ვარ, მსა­ჯებს კი ჩვენ მო­ვუვ­ლით", - ეს ვთქვი და გა­სას­ვლე­ლის­კენ გა­ვე­მარ­თე. ჩემ­თვის მო­უ­ლოდ­ნე­ლად, ეს უზარ­მა­ზა­რი მასა გა­მომ­ყვა. გა­და­ჭარ­ბე­ბის გა­რე­შე უნდა ვთქვა: იმ დღეს, სტა­დი­ონ­ზე დიდი სის­ხლის ღვრა ავი­ცი­ლეთ".

  • 1978 წლის 14 აპ­რი­ლი

1977 წელს ახა­ლი საბ­ჭო­თა კონ­სტი­ტუ­ცი­ის მი­ღე­ბის შემ­დეგ, გაჩ­ნდა გეგ­მა, რო­მე­ლიც საბ­ჭო­თა კავ­ში­რის რეს­პუბ­ლი­კებ­ში ად­გი­ლობ­რი­ვი ენის­თვის სა­ხელ­მწი­ფო ენის სტა­ტუ­სის ჩა­მორ­თმე­ვას და სა­ხელ­მწი­ფო ენად მხო­ლოდ რუ­სუ­ლის გა­მო­ცხა­დე­ბას ისა­ხავ­და მიზ­ნად. ამ გან­ზრახ­ვას ქარ­თვე­ლი სა­ზო­გა­დო­ე­ბა მას­შტა­ბუ­რი პრო­ტეს­ტით წინ აღუდ­გა. 1978 წლის 14 აპ­რილს მა­სობ­რი­ვი გა­მოს­ვლე­ბი და­ი­წყო. ვი­თა­რე­ბა ხე­ლი­სუფ­ლე­ბი­სათ­ვის უმარ­თა­ვი ხდე­ბო­და. კო­მუ­ნის­ტუ­რი პარ­ტი­ის პირ­ვე­ლი მდი­ვა­ნი ედუ­არდ შე­ვარ­დნა­ძე ვი­თა­რე­ბის გან­სა­მუხ­ტად ხალ­ხთან გა­ვი­და. პა­რა­ლე­ლუ­რად მი­დი­ო­და მო­ლა­პა­რა­კე­ბა კრემლთან, რომ­ლის მეს­ვე­უ­რებ­საც ორი გა­მო­სა­ვა­ლი რჩე­ბო­დათ - სის­ხლის ღვრა ან დათ­მო­ბა. კრემ­ლმა დათ­მო...

  • "ამას ზურ­გი­დან ვერ მო­ვი­ცი­ლებ"

შე­ეძ­ლო თუ არა შე­ვარ­დნა­ძეს "თვითმფრი­ნა­ვის ბი­ჭე­ბის" გა­დარ­ჩე­ნა, თუნ­დაც მაქ­სი­მა­ლუ­რი პა­ტიმ­რო­ბის შე­ფარ­დე­ბით? ეს კი­თხვა დღემ­დე პა­სუ­ხგა­უ­ცე­მე­ლია. რო­გორც თვითმფრი­ნავ­ში მოკ­ლუ­ლი სოსო წე­რეთ­ლის დედა იხ­სე­ნებს, სა­ქარ­თვე­ლო­ში 90-იან წლებ­ში დაბ­რუ­ნე­ბუ­ლი შე­ვარ­დნა­ძე მას და მის მე­უღ­ლეს შეხ­ვდა და უთხრა: "მე ბევ­რი კარ­გი გა­ვა­კე­თე, შე­იძ­ლე­ბა ბევ­რი ცუ­დიც, მაგ­რამ ეს ისე­თი რამ ჩა­ვი­დი­ნე ("თვითმფრი­ნა­ვის ბი­ჭე­ბის" ამ­ბავს გუ­ლის­ხმობ­და), რომ ისე ჩა­ვალ მი­წა­ში, ამას ზურ­გი­დან ვერ მო­ვი­ცი­ლებ". თუმ­ცა, ამას­თა­ნა­ვე, ყვე­ლა ინ­ტერ­ვი­უ­ში, სა­დაც კი ამას შე­ე­ხე­ბო­და ლა­პა­რა­კი, ამ­ბობ­და, რომ ბი­ჭე­ბის დახ­ვრე­ტა საბ­ჭო­თა კავ­ში­რის ცენ­ტრა­ლუ­რი ხე­ლი­სუფ­ლე­ბის გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა იყო და მას არა­ფე­რი შე­ეძ­ლო.

ნა­თე­ლა მა­ჭა­ვა­რი­ა­ნი, გეგა კო­ბა­ხი­ძის დედა: "შე­ვარ­დნა­ძის, რო­მელ­მაც ერ­თა­დერ­თი შვი­ლი და­მიხვრი­ტა, შემნდო­ბად ვერ გა­მოვ­დგე­ბი. ჩემი პა­ტი­ე­ბა არც სჭირ­დე­ბა, ალ­ბათ. სა­დაც წა­ვი­და, იქ შე­უნ­დოს ღმერ­თმა"

  • "ქუ­თა­ი­სე­ლი კომ­კავ­ში­რე­ლი"

1985 წელს შე­ვარ­დნა­ძე სსრკ-ის სა­გა­რეო საქ­მე­თა მი­ნის­ტრად და­ნიშ­ნეს. უკი­დუ­რე­სად კონ­სერ­ვა­ტო­რი და "მის­ტერ არად" წო­დე­ბუ­ლი გრო­მი­კოს შემ­დეგ შე­ვარ­დნა­ძეს­თან ურ­თი­ერ­თო­ბა სა­ერ­თა­შო­რი­სო პარტნი­ო­რე­ბის­თვის ლა­მის კულ­ტუ­რულ შო­კად იქცა. საბ­ჭო­თა მი­ნის­ტრი იღი­მე­ბო­და, იცი­ნო­და! წარ­მო­იდ­გი­ნეთ, ხუმ­რობ­და კი­დეც! ამე­რი­კის სა­ხელ­მწი­ფო მდი­ვან შულცთან შეხ­ვედ­რის შემ­დეგ ჟურ­ნა­ლის­ტმა ქალ­მა შე­ვარ­დნა­ძეს ჰკი­თხა: - ხვალ კვი­რაა, რო­გორ აპი­რებთ დას­ვე­ნე­ბის დღის გა­ტა­რე­ბა­სო? - რა­ზეც შე­ვარ­დნა­ძემ სი­ცი­ლით უპა­სუ­ხა, - გა­აჩ­ნია, თქვენ რას შე­მომ­თა­ვა­ზებ­თო?

ერთხელ იმა­ვე შულცს კავ­კა­სი­უ­რი ხან­ჯა­ლი აჩუ­ქა და უთხრა, - აი, ჩვენ გან­ვი­ა­რაღ­დით, ახლა კი თქვე­ნი ჯე­რი­აო! კრემლში მას "ქუ­თა­ი­სელ კომ­კავ­ში­რელს" ეძახ­დნენ, რო­მელ­მაც ყვე­ლა­ზე მეტი მტე­რი სამ­ხედ­რო­ებს შო­რის გა­ი­ჩი­ნა. ის სა­ჯა­როდ ამ­ბობ­და, რომ სი­ღა­რი­ბე და ტექ­ნი­კუ­რი ჩა­მორ­ჩე­ნა გა­ცი­ლე­ბით მე­ტად ემუქ­რე­ბო­და სა­ხელ­მწი­ფოს, ვიდ­რე ერ­თად აღე­ბუ­ლი ამე­რი­კის რა­კე­ტე­ბი.

მან გორ­ბა­ჩოვ­თან ერ­თად, ფაქ­ტობ­რი­ვად, წერ­ტი­ლი და­უს­ვა "ცივ ომს", უდი­დე­სი წვლი­ლი შე­ი­ტა­ნა 1989 წელს ბერ­ლი­ნის კედ­ლის დან­გრე­ვა­სა და ახა­ლი ევ­რო­პის ფორ­მი­რე­ბა­ში. თუმ­ცა, "დიად საბ­ჭო­ეთ­ში" და­წყე­ბულ­მა "პე­რესტრო­ი­კამ" კრა­ხი გა­ნი­ცა­და - საბ­ჭო­თა კავ­ში­რი და­ი­შა­ლა. სამ­ხედ­რო­ებ­მა და ძველ­მა კო­მუ­ნის­ტებ­მა 1991 წლის აგ­ვი­ტო­ში პუტ­ჩის მო­წყო­ბა სცა­დეს, თუმ­ცა, უშე­დე­გოდ. ქუ­ჩა­ში გა­სუ­ლი მოს­კო­ვე­ლე­ბი სკან­დი­რებ­დნენ: "დე­მოკ­რა­ტია, შე­ვარ­დნა­ძე!" - შე­ვარ­დნა­ძე ბა­რი­კა­დებ­ზე მათ­თან ერ­თად იდგა. ის დე­მოკ­რა­ტი­ის სიმ­ბო­ლოდ იქცა, თუმ­ცა, საბ­ჭო­თა კავ­ში­რის შე­სა­ნარ­ჩუ­ნებ­ლად ბო­ლომ­დე იბ­რძო­ლა.

  • დაბ­რუ­ნე­ბა

"1992 წლის 7 მარტს ჩვე­უ­ლებ­რი­ვი სა­რე­ი­სო თვითმფრი­ნა­ვით მოს­კო­ვი­დან თბი­ლის­ში გა­მოვფრინ­დი. იმ დღეს ჩემი მე­უღ­ლის, ნა­ნუ­ლის და­ბა­დე­ბის დღე იყო. დი­ლით, რო­გორც ყო­ველ­თვის, მი­ვუ­ლო­ცე. - ეს შენი და­ბა­დე­ბის დღე­ცაა, - მი­პა­სუ­ხა, - დღეს ყვე­ლა­ფერს თა­ვი­დან იწყებ. - არა, ეს მხო­ლოდ გაგ­რძე­ლე­ბაა, - ვუ­თხა­რი", - იგო­ნებს ედუ­არდ შე­ვარ­დნა­ძე. სა­ზო­გა­დო­ე­ბის ნა­წილს დღემ­დე მყა­რად სწამს, რომ ქვე­ყა­ნა­ში 1991 წლის სის­ხლი­ა­ნი მოვ­ლე­ნე­ბი­სა და გამ­სა­ხურ­დი­ას ჩა­მოგ­დე­ბის უკან შე­ვარ­დნა­ძე იდგა.

თვი­თონ ამას კა­ტე­გო­რი­უ­ლად უარ­ყოფ­და, თუმ­ცა, აღი­ა­რებ­და, რომ გამ­სა­ხურ­დია არ მოს­წონ­და. ამ დროს სა­ქარ­თვე­ლო სა­მო­ქა­ლა­ქო ომში იყო გახ­ვე­უ­ლი, უშუ­ქო­ბა­სა და უგა­ზო­ბას გახ­ში­რე­ბუ­ლი და­ნა­შა­უ­ლე­ბი და გა­ნუ­კი­თხა­ო­ბა ემა­ტე­ბო­და. თუმ­ცა, შე­ვარ­დნა­ძემ ნელ-ნელა მო­ა­ხერ­ხა და ჯერ გა­დატ­რი­ა­ლე­ბის მო­თა­ვე­ე­ბი: სი­გუა, კი­ტო­ვა­ნი და იო­სე­ლი­ა­ნი მო­ი­შო­რა თა­ვი­დან და ახა­ლი პო­ლი­ტი­კუ­რი გუნ­დის შექ­მნა და­ი­წყო, შემ­დეგ კი ნელ-ნელა კრი­მი­ნა­ლუ­რი ვი­თა­რე­ბაც შე­და­რე­ბით გა­ა­უმ­ჯო­ბე­სა. ამ პე­რი­ოდ­ში მოხ­და რამ­დე­ნი­მე პო­ლი­ტი­კუ­რი მკვლე­ლო­ბა, ორ­ჯერ თვი­თონ იქცა თავ­დას­ხმის სა­მიზ­ნედ.

ედუ­არდ შე­ვარ­დნა­ძის სა­ხელს უკავ­შირ­დე­ბა ქვეყ­ნის ისეთ მნიშ­ვნე­ლო­ვან სა­ერ­თა­შო­რი­სო ორ­გა­ნი­ზა­ცი­ებ­ში გა­წევ­რე­ბა, რო­გო­რი­ცაა: გა­ე­რო, ევ­რო­საბ­ჭო, ეუთო და ა.შ., ასე­ვე ქვეყ­ნის და­სავ­ლუ­რი კურ­სი და ბაქო-თბი­ლი­სი-ჯე­ი­ჰა­ნის ნავ­თობ­სა­დე­ნი.

  • აფხა­ზუ­რი ხა­ფან­გი

"უპა­ტი­ე­ბელ შეც­დო­მად მი­მაჩ­ნია, აფხა­ზე­თის ომი თა­ვი­დან რომ ვერ ავი­ცი­ლე. არა­და, ეს შე­საძ­ლე­ბე­ლი იყო", - ამის შე­სა­ხებ ექ­სპრე­ზი­დენ­ტი ედუ­არდ შე­ვარ­დნა­ძე ბოლო წლებ­ში ხში­რად ლა­პა­რა­კობ­და. თუმ­ცა, აუ­ცი­ლებ­ლად დას­ძენ­და, რომ კი­ტო­ვა­ნის გვარ­დი­ის სო­ხუმ­ში მას­თან შე­უ­თან­ხმებ­ლად შეს­ვლის შემ­დეგ პრო­ცე­სის გა­სა­ჩე­რებ­ლად საკ­მა­რი­სი ლე­გი­ტი­მა­ცია და ძა­ლა­უფ­ლე­ბა არ ჰქონ­და. ამა­ვე დროს, სა­ზო­გა­დო­ე­ბის ნა­წი­ლი სწო­რედ შე­ვარ­დნა­ძეს ადა­ნა­შა­უ­ლებ­და ისე­თი ხელ­შეკ­რუ­ლე­ბის გა­ფორ­მე­ბა­ში, რა­საც სო­ხუ­მი­დან ჯავ­შან­ტექ­ნი­კი­სა და არ­ტი­ლე­რი­ის გაყ­ვა­ნა და სა­ბო­ლო­ოდ, აფხა­ზე­თის და­კარ­გვა მოჰ­ყვა. ფაქ­ტია, აფხა­ზეთ­ში ჯა­რის ჯერ შეყ­ვა­ნა და შემ­დგომ გა­მოყ­ვა­ნა რუ­სუ­ლი კვა­ლი­სა და შე­ვარ­დნა­ძის მმარ­თვე­ლო­ბის ყვე­ლა­ზე შავ­ბნე­ლი პე­რი­ო­დია, თუმ­ცა ამა­ვე დროს, ხაზს უს­ვა­მენ შე­ვარ­დნა­ძის პი­როვ­ნულ თვი­სე­ბებს ომის ქარ­ცე­ცხლში ყოფ­ნი­სას.

გოგა ხა­ინ­დრა­ვა იხ­სე­ნებ­და:

"გაგ­რის და­ცე­მი­დან ორი­ო­დე დღე­ში დამ­ნიშ­ნეს სა­ხელ­მწი­ფო მი­ნის­ტრად და სო­ხუმ­ში ჩავფრინ­დი. გაგ­რა სა­საკ­ლა­ოდ იყო გა­დაქ­ცე­უ­ლი... ქარ­თუ­ლი ჯარი გან­თი­ად­ში იყო გა­მაგ­რე­ბუ­ლი. იქ იყ­ვნენ გია ყარ­ყა­რაშ­ვი­ლიც და პა­ა­ტა და­თუ­აშ­ვი­ლიც. დე­მო­რა­ლი­ზე­ბულ სამ­ხედ­რო­ებს გამ­ხნე­ვე­ბა სჭირ­დე­ბო­და, შე­ვარ­დნა­ძემ თქვა, გან­თი­ად­ში უნდა გავფრინ­დე­თო. მა­შინ ჰა­ერს გუ­და­უ­თის ბომ­ბო­რას სამ­ხედ­რო აე­რო­პორ­ტი აკონ­ტრო­ლებ­და, მათ­თან შე­ვა­თან­ხმეთ და გავფრინ­დით. შევ­ხვდით ჯა­რის­კა­ცებს, მე­თა­უ­რებს. მო­ვი­და გა­მოფ­რე­ნის დრო და "ბომ­ბო­რას" აე­რო­პორ­ტი­დან გვე­უბ­ნე­ბი­ან, უსაფრ­თხო­ე­ბის გა­რან­ტი­ას ვერ მოგ­ცემთ, ამი­ტომ ხმე­ლე­თით უნდა გა­მოხ­ვი­დე­თო, რაც იმას ნიშ­ნავ­და, რომ რუ­სეთ­ში უნდა გა­დავ­სუ­ლი­ყა­ვით. შე­ვარ­დნა­ძემ მფრი­ნავს და­უ­ძა­ხა, ცხო­ნე­ბულ ჯიმი მა­ი­სუ­რა­ძეს, და ჰკი­თხა, რომ არ ჩა­მოგ­ვაგ­დონ, რამ­დე­ნი პრო­ცენ­ტი­აო, იმან უპა­სუ­ხა, 30%-ო, მაშ, წა­ვი­დე­თო! - თქვა და წა­ვი­და ვერ­ტმფრე­ნის­კენ. დღე­საც არ ვიცი, რო­გორ გა­დავ­რჩით, მო­წი­ნა­აღ­მდე­გემ ისე­თი მა­ნევ­რი გა­ა­კე­თა, რომ სა­ა­ვა­რიო ვი­თა­რე­ბა­ში აღ­მოვ­ჩნდით, ფაქ­ტობ­რი­ვად, ტრი­ალ-ტრი­ა­ლით წა­ვი­და ვერ­ტმფრე­ნი დაბ­ლა, წყლის­კენ. ამ არე­უ­ლო­ბა­ში შე­ვარ­დნა­ძეს შევ­ხე­დე, მშვი­დად იჯდა, ოდ­ნავ გა­ფით­რე­ბუ­ლი ხმას არ იღებ­და, არ გან­ძრე­უ­ლა, კუნ­თიც არ შეს­ტო­კე­ბია... რა­ღაც სას­წა­უ­ლით მო­ა­ხერ­ხეს მფრი­ნა­ვებ­მა და ზღვის ნა­პირ­ზე, პირ­და­პირ პლაჟ­ზე ავა­რი­უ­ლად დას­ვეს ვერ­ტმფრე­ნი".

  • შე­ვარ­დნა­ძე-ალი­ე­ვი-დე­მი­რე­ლის ტრი­უმ­ვი­რა­ტი

თუმ­ცა შე­ვარ­დნა­ძემ ძა­ლი­ან მალე აუღო ალღო მსოფ­ლიო ტენ­დენ­ცი­ებს და მიხ­ვდა, რომ სა­ქარ­თვე­ლოს რე­ა­ლუ­რი და­მო­უ­კი­დებ­ლო­ბის შან­სი ეძ­ლე­ო­და.

შე­ვარ­დნა­ძე-ალი­ე­ვი-დე­მი­რე­ლის ტრი­უმ­ვი­რატ­მა რე­გი­ონს სა­ერ­თა­შო­რი­სო სატ­რან­ზი­ტო ფუნ­ქცია შეს­ძი­ნა და ევ­რო­პის ენერ­გო­მო­მა­რა­გე­ბის­თვის რუ­სე­თის ალ­ტერ­ნა­ტი­უ­ლი ხაზი გაჭ­რა. ამით რუ­სე­თის სა­ზღვრებ­თან ბუ­ფე­რუ­ლი ზო­ნაც შექ­მნეს. ამ პრო­ექ­ტე­ბის ჩა­საშ­ლე­ლად რუ­სებ­მა შე­ვარ­დნა­ძე ორ­ჯერ აა­ფეთ­ქეს. რე­ა­ლუ­რად სა­ქარ­თვე­ლომ ამ პე­რი­ო­დი­დან და­ი­წყო რუ­სუ­ლი გავ­ლე­ნის სფე­რო­დან გა­მოს­ვლა.

  • "არ­სად წა­ვალ"

2003 წელს, "ვარ­დე­ბის რე­ვო­ლუ­ცი­ი­სას" სა­ზო­გა­დო­ე­ბა­ში იყო მო­ლო­დი­ნი, რომ შე­ვარ­დნა­ძე არ დათ­მობ­და ძა­ლა­უფ­ლე­ბას და პრო­ტესტს ჩა­ახ­შობ­და. თუმ­ცა 23 ნო­ემ­ბერს, აქ­ცი­ის ლი­დე­რებ­თან მო­რი­გი შეხ­ვედ­რის შემ­დეგ, შე­ვარ­დნა­ძემ გა­დად­გო­მის შე­სა­ხებ გან­ცხა­დე­ბა გა­ა­კე­თა.

კობა ნარ­ჩე­მაშ­ვი­ლი შე­ვარ­დნა­ძის ხე­ლი­სუფ­ლე­ბის უკა­ნას­კნე­ლი ში­ნა­გან საქ­მე­თა მი­ნის­ტრი:

"შე­ვარ­დნა­ძე ფიქ­რობ­და, რომ სა­ა­კაშ­ვი­ლი და ჟვა­ნია სწო­რედ ზო­გი­ერ­თმა და­სავ­ლელ­მა პარტნი­ორ­მა წა­ა­ქე­ზა. აქ­ცი­ე­ბის პირ­ვე­ლი დღი­დან­ვე ამ­ბობ­და, ჩა­ვალ და და­ვე­ლა­პა­რა­კე­ბი პრო­ტეს­ტან­ტებ­სო, თუმ­ცა, ვი­ღა­ცე­ბი კა­ტე­გო­რი­უ­ლად შე­ე­წი­ნა­აღ­მდეგ­ნენ. ერთ დი­ლას დაც­ვას­თან ერ­თად პარ­ლა­მენ­ტის შე­ნო­ბის წინ შეკ­რე­ბილ ხალ­ხთან გა­ვი­და. ეს მო­უ­ლოდ­ნე­ლო­ბა იყო იმ­ჟა­მინ­დე­ლი ოპო­ზი­ცი­ის ლი­დე­რე­ბის­თვის, ისი­ნი ამას არ ითხოვ­დნენ. მახ­სოვს, ვუ­თხა­რი - თუ ქვეყ­ნი­დან წას­ვლას გა­და­წყვეტთ, პრობ­ლე­მა არ არის-მეთ­ქი, რა­ზეც მი­პა­სუ­ხა, სა­ქარ­თვე­ლო­დან არ­სად წა­ვალ, არა­ვი­თარ შემ­თხვე­ვა­ში არ ვიქ­ცე­ვი დესტრუქ­ცი­ულ ფი­გუ­რად, რო­მე­ლიც ქვეყ­ნის გა­რეთ იცხოვ­რებს და ქვე­ყა­ნა­ში შე­ეც­დე­ბა პრობ­ლე­მე­ბის შექ­მნა­სო!"

მოკ­ლედ, დად­გა შე­ვარ­დნა­ძის შე­მოდ­გო­მა და რო­გორც ერთ დროს მან და­ი­კა­ვა მჟა­ვა­ნა­ძის ად­გი­ლი, 2003 წელს მისი ად­გი­ლი მის­მა მო­წა­ფე­ებ­მა და­ი­კა­ვეს.

წყა­რო

მკითხველის კომენტარები / 55 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
დავით
2

მოღალატე

გიორგი
0

მთლიანობაში სიმართლე წერია და საინტერესოა, თუმცა არის რიგი უზუსტობებისა. შევარდნაძის კარიერული წინსვლა დაიწყო მისი (ქუთაისელი კომკავშირელის) რეაქციიდან 1956 წლის 9 მარტის მოვლენებზე, სადაც არა მარტო რუსეთის ან უფრო ზუსტად საბჭოთა ჯარის ნეგატიური მოქმედებები დაგმო, ასევე ნეგატიურად მოიხსენია ქართველი ახალგაზრდობის მოქმედებებიც, რაც ძალიან მოეწონათ კრემლში, განსაკუთრებით ბრეჟნევს, სუსლოვს, მიქოიანს, ანდროპოვს პოდგორნის და მათ მსგავსებს, რომლებიც, ჯერ კიდევ ხრუშოვის პერიოდიდან, ალმაცერად უყურებდნენ ვ.მჟავანაძეს, რადგან მოსალოდნელზე გაცილებით პასიური მონაწილეობა მიიღო ანტისტალინური პოლიტიკის გატარებაში და მნიშვნელოვანი თავისუფლება მისცა საქართველოს ახალგაზრდა ლიდერებს, შიდა განვითარებას და განსაკუთრებით მშენებლობის პროცესს. ეს სერიოზულად აღიზიანებდა კრემლს და რაც ხრუშოვმა ვერ მოასწრო, შემდგომმა ხელმძღვანელობამ წარმატებით განახორციელა ქართველის, შევარდნაძის ხელით. შევარდნაძის სწრაფი დაწინაურება სწორედ კრემლის მოთხოვნებიდან გამომდინარეობდა და არა მჟავანაძის ინიციატივით. სხვათა შორის, აღსანიშნავია ის ფაქტიც, რომ როგორც შევარდნაძე ექცეოდა მჟავანაძეს და მის ოჯახს 60-იანი წლების ბოლოდან (სრული დისკრედიტაცია, კორუფცია, ქრთამი და ა.შ.), რაც დიდი ალბათობით ისევ კრემლის დავალება იყო, იგივე გაიმეორა ზუსტად 10 წლის შემდეგ ანდროპოვმა ბრეჟნევისა და მისი ოჯახის მიმართ (საქართველოში, როგორც ყოველთვის, ექსპერიმენტი ჩაატარეს არარევოლუციური და უსისხლო გადატრიალებებისა და ბედის ირონიით თვით შევარდნაძეც ამგვარი გადატრიალების ობიექტი აღმოჩნდა უკვე 2003 წელს). ჯერ შინაგან საქმეთა მინისტრობის დროს და შემდგომ საქართველოს კომპარტიის პირველი მდივნობისას, კრემლის მოლოდინი იყო რომ შევარდნაძე ზედმიწევნით ზუსტად შესარულებდა მათ მითითებებს და თავიდან ასეც იყო, თუმცა მოგვიანებით, უკვე პირველი მდივნობისას, ქართველი მწერლების და ინტელიგენციის აქტიურობით (განსაკუთრებით ნოდარ დუმბაძის, რომელსაც შევარდნაძე დიდ პატივს სცემდა), ეტაპობრივად შევარდნაძის მმართველობაში ეროვნული ასპექტი გააძლიერა, რამაც მისგან განსაკუთრებული ლავირება და დიპლომატია მოითხოვა კრემლის მიმართ და მან წარმატებით შეძლო ამ სირთულის გადალახვა (საკმაო ნიჭი და მონდომება გამოავლინა). შინაგან საქმეთა მინისტრობისას შვარდნაძეს პროტექციას უწევდნენ უფრო კრემლის უფრო მაღალი ჩინოსნები ვიდრე შოლოკოვი, რომელიც არასოდეს არ ყოფილა ბრეჟნევის სიძე (მისი პირველი მოადგილე ჩურბანოვი იყო სიძე), ამასთან, შევარდნაძეს უფლება მისციეს პირდაპირ გაეგზავნა სამინისტროს ანგარიშები მოსკოვში და შესაბამის დამატებით მითითებებსაც კრემლიდან იღებდა. ასეა თუ ისე, გვინდა თუ არა შევარდნაძემ ძალიან დიდი როლი ითამაშა საქართველოს ისტორიაში და უმეტესად დადებითი, რაზეც დიდი მადლობა და პატივისცემა ეკუთვნის.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
საბავშვო ბაღში გარდაცვლილი 2 წლის დაჩის დედის პირველი კომენტარი - "ჩემზეც ბევრი ბრალდებები წამოვიდა"
ავტორი:

შევარდნაძის სამი სიცოცხლე: საბჭოთა ფუნქციონერიდან მსოფლიო ლიდერამდე - მასთან ურთიერთობა საერთაშორისო პარტნიორებისთვის ლამის კულტურულ შოკად იქცა

შევარდნაძის სამი სიცოცხლე: საბჭოთა ფუნქციონერიდან მსოფლიო ლიდერამდე - მასთან ურთიერთობა საერთაშორისო პარტნიორებისთვის ლამის კულტურულ შოკად იქცა

25 იანვარს, საქართველოს მეორე პრეზიდენტის, ედუარდ შევარდნაძის დაბადების დღეა. ექსპრეზიდენტს 95 წელი შეუსრულდებოდა. ამ დღის აღსანიშნავად, შვილიშვილი სოფო შევარდნაძე სოციალურ ქსელში ბებია-ბაბუის აქამდე უცნობ ფოტოს აქვეყნებს...

ედუარდ შევარდნაძე 2014 წლის 7 ივლისს, 86 წლის ასაკში გარდაიცვალა. "ბი-ბი-სის" რუსულენოვანმა ბიურომ ედუარდ შევარდნაძის გარდაცვალებას ვრცელი წერილი მიუძღვნა, რომელშიც წერდა: "ედუარდ შევარდნაძემ სამი ცხოვრებით იცხოვრა: პირველი - საბჭოთა ფუნქციონერის, მეორე - გარდაქმნისა და ახალი აზროვნების შემოქმედის, მესამე - დამოუკიდებელი საქართველოს ლიდერის".

საქართველოს უახლეს ისტორიაში შევარდნაძე წინააღმდეგობრივი ფიგურა იყო.

  • "დიდი წყენა მაინც დარჩა"

ედუარდ შევარდნაძის კარიერული წინსვლა საქართველოს კომპარტიის პირველ მდივანს ვასილ მჟავანაძეს უკავშირდება - სწორედ მან მიაქცია ყურადღება ახალგაზრდა და ენერგიულ კომკავშირელს. 1957 წელს მჟავანაძემ შევარდნაძე კომკავშირის პირველ მდივნად დანიშნა, შემდეგ მცხეთის რაიკომის პირველ მდივნად, მოგვიანებით თბილისის პირველი მაისის რაიკომის პირველ მდივნად, 1965 წელს კი შს მინისტრად. "მჟავანაძეს ვუყვარდი, თუმცა, მეც კარგად ვასრულებდი მის დავალებებს", - ამბობდა შევარდნაძე.

მისი თანამედროვეების ინფორმაციით, "შს მინისტრად დანიშვნის შემდეგ შევარდნაძემ ფარული ბრძოლა დაიწყო მჟავანაძესთან და ამ საქმეში გავლენიანი მფარველიც იპოვა ბრეჟნევის სიძის შოლოკოვის სახით, რომელიც მაშინ სსრკ-ის შს მინისტრი იყო. მჟავანაძემ წააგო. 1972 წელს კრემლის მოთხოვნით მან განცხადება დაწერა და პენსიაზე გავიდა, საქართველოს კომპარტიის ცენტრალური კომიტეტის პირველი მდივანი კი ედუარდ შევარდნაძე გახდა. მჟავანაძის ქალიშვილი ნინა მჟავანაძე იგონებს: "შევარდნაძეზე აუგი არასდროს უთქვამს. პირიქით, ამბობდა, ღირსეული ადამიანია და ბევრი შეუძლია გააკეთოსო. თუმცა, დიდი წყენა და გულისტკივილი დარჩა".

  • "საჩვენებელი პროცესები"

შევარდნაძის თანამედროვეებს არაერთხელ უთქვამთ, რომ ის ცალი ხელით "ნეგატიურ მოვლენებს" ებრძოდა, მეორით კი ახალისებდა. ერთ-ერთ სამაგალითო საქმედ მეღვინეების საქმე იქცა - უკიდურესად გაბერილი სახელმწიფო გეგმების შესასრულებლად მეღვინეებს ჯერ ღვინის ფალსიფიკაციისკენ უბიძგეს, შემდეგ კი დააკავეს და უმკაცრესად დასაჯეს.

ერთ-ერთ გახმაურებულ სასამართლო პროცესად იქცა ლაზიშვილის საქმეც, როდესაც ერთდროულად 50-მდე კაცი დაიჭირეს. ოთარ ლაზიშვილი საბჭოთა საქართველოში წარმატებული საქმოსანი იყო, ეს კი საბჭოთა კავშირში "სახელმწიფო დანაშაულად" მიიჩნეოდა. შევარდნაძის წყალობით ლაზიშვილი და მისი "თანამზრახველები" სახელმწიფო ქონების მითვისებისთვის გაასამართლეს. მას, როგორც "ბანდის მეთაურს", 15 წელი მიუსაჯეს, საიდანაც ბოლო 5 წელიწადი ფსიქიატრიულ საავადმყოფოში გაატარა.

ასევე საჩვენებელ პროცესად აქციეს სამედიცინო უნივერსიტეტის იმჟამინდელი რექტორის, აკადემიკოს პეტრე გელბახიანის საქმე, რომელიც 1973 წელს მექრთამეობის ბრალდებით დააკავეს. 1979 წელს ასევე ქრთამის აღების ბრალდებით დააპატიმრეს 26 კომისრის რაიონის სახალხო დეპუტატთა საბჭოს აღმასკომის თავმჯდომარე იუზა კობახიძე და დახვრიტეს. კიდევ ერთი საქმე, რომელიც შევარდნაძის ბიოგრაფიას შავ ლაქად მიჰყვება, ჟურნალისტ ნაზი შამანაურის საქმეა, რომელიც 1982 წელს ჩარგალში "ვაჟაობაზე" სიტყვით გამოვიდა და შევარდნაძის პირისპირ ამხილა მაღალჩინოსანთა ბოროტმოქმედება. შამანაური ფსიქიატრიულ საავადმყოფოში გამოკეტეს. ჟურნალისტი ერთ წელიწადში გაურკვეველი მიზეზით გარდაიცვალა.

  • "შოკი იყო საჭირო"

1977 წლის 23 ივლისს "დინამოს" სტადიონზე ერთმანეთს თბილისის "დინამო" და ვოროშილოვგრადის "ზარია" ხვდებოდნენ. დინამოელები სატურნირო ცხრილში მეორე ადგილზე იყვნენ და მოგება პრინციპულად მნიშვნელოვანი იყო. მატჩს დაახლოებით 60 ათასი კაცი ესწრებოდა. არბიტრმა, რომელიც სტუმართა უხეშ თამაშს "ვერ ამჩნევდა", საჯარიმოში ერთ-ერთი დინამოელის დაცემის შემდეგ, იმის ნაცვლად, რომ თერთმეტმეტრიანი დაენიშნა, მატჩი დროზე ადრე დაასრულა. აღშფოთებული მაყურებელი მინდორზე გავარდა. ხალხი მიიჩნევდა, რომ მსაჯები დინამოელებს მოსკოველი ჩინოვნიკების მითითებით ავიწროებდნენ, რათა სსრკ-ის ჩემპიონატში თბილისელებს არ გაემარჯვათ. გულშემატკივარი მოედანსა და ტრიბუნებს არ ტოვებდა. იყო საშიშროება, რომ მოსკოვი ხალხის დასაშლელად ჯარს გამოიყენებდა. ყველასთვის მოულოდნელად, შევარდნაძე სამთავრობო ლოჟიდან მინდორზე გადავიდა. მოგვიანებით შევარდნაძე იხსენებდა: "საჭირო იყო შოკის მომგვრელი მოქმედება. იძულებული გავხდი, ტრიბუნიდან პირდაპირ ხალხში გავსულიყავი, ამას ნამდვილად არავინ ელოდა. "ბიჭებო - მივმართე მათ, - ხომ ხედავთ, თქვენთან ვარ, მსაჯებს კი ჩვენ მოვუვლით", - ეს ვთქვი და გასასვლელისკენ გავემართე. ჩემთვის მოულოდნელად, ეს უზარმაზარი მასა გამომყვა. გადაჭარბების გარეშე უნდა ვთქვა: იმ დღეს, სტადიონზე დიდი სისხლის ღვრა ავიცილეთ".

  • 1978 წლის 14 აპრილი

1977 წელს ახალი საბჭოთა კონსტიტუციის მიღების შემდეგ, გაჩნდა გეგმა, რომელიც საბჭოთა კავშირის რესპუბლიკებში ადგილობრივი ენისთვის სახელმწიფო ენის სტატუსის ჩამორთმევას და სახელმწიფო ენად მხოლოდ რუსულის გამოცხადებას ისახავდა მიზნად. ამ განზრახვას ქართველი საზოგადოება მასშტაბური პროტესტით წინ აღუდგა. 1978 წლის 14 აპრილს მასობრივი გამოსვლები დაიწყო. ვითარება ხელისუფლებისათვის უმართავი ხდებოდა. კომუნისტური პარტიის პირველი მდივანი ედუარდ შევარდნაძე ვითარების განსამუხტად ხალხთან გავიდა. პარალელურად მიდიოდა მოლაპარაკება კრემლთან, რომლის მესვეურებსაც ორი გამოსავალი რჩებოდათ - სისხლის ღვრა ან დათმობა. კრემლმა დათმო...

  • "ამას ზურგიდან ვერ მოვიცილებ"

შეეძლო თუ არა შევარდნაძეს "თვითმფრინავის ბიჭების" გადარჩენა, თუნდაც მაქსიმალური პატიმრობის შეფარდებით? ეს კითხვა დღემდე პასუხგაუცემელია. როგორც თვითმფრინავში მოკლული სოსო წერეთლის დედა იხსენებს, საქართველოში 90-იან წლებში დაბრუნებული შევარდნაძე მას და მის მეუღლეს შეხვდა და უთხრა: "მე ბევრი კარგი გავაკეთე, შეიძლება ბევრი ცუდიც, მაგრამ ეს ისეთი რამ ჩავიდინე ("თვითმფრინავის ბიჭების" ამბავს გულისხმობდა), რომ ისე ჩავალ მიწაში, ამას ზურგიდან ვერ მოვიცილებ". თუმცა, ამასთანავე, ყველა ინტერვიუში, სადაც კი ამას შეეხებოდა ლაპარაკი, ამბობდა, რომ ბიჭების დახვრეტა საბჭოთა კავშირის ცენტრალური ხელისუფლების გადაწყვეტილება იყო და მას არაფერი შეეძლო.

ნათელა მაჭავარიანი, გეგა კობახიძის დედა: "შევარდნაძის, რომელმაც ერთადერთი შვილი დამიხვრიტა, შემნდობად ვერ გამოვდგები. ჩემი პატიება არც სჭირდება, ალბათ. სადაც წავიდა, იქ შეუნდოს ღმერთმა"

  • "ქუთაისელი კომკავშირელი"

1985 წელს შევარდნაძე სსრკ-ის საგარეო საქმეთა მინისტრად დანიშნეს. უკიდურესად კონსერვატორი და "მისტერ არად" წოდებული გრომიკოს შემდეგ შევარდნაძესთან ურთიერთობა საერთაშორისო პარტნიორებისთვის ლამის კულტურულ შოკად იქცა. საბჭოთა მინისტრი იღიმებოდა, იცინოდა! წარმოიდგინეთ, ხუმრობდა კიდეც! ამერიკის სახელმწიფო მდივან შულცთან შეხვედრის შემდეგ ჟურნალისტმა ქალმა შევარდნაძეს ჰკითხა: - ხვალ კვირაა, როგორ აპირებთ დასვენების დღის გატარებასო? - რაზეც შევარდნაძემ სიცილით უპასუხა, - გააჩნია, თქვენ რას შემომთავაზებთო?

ერთხელ იმავე შულცს კავკასიური ხანჯალი აჩუქა და უთხრა, - აი, ჩვენ განვიარაღდით, ახლა კი თქვენი ჯერიაო! კრემლში მას "ქუთაისელ კომკავშირელს" ეძახდნენ, რომელმაც ყველაზე მეტი მტერი სამხედროებს შორის გაიჩინა. ის საჯაროდ ამბობდა, რომ სიღარიბე და ტექნიკური ჩამორჩენა გაცილებით მეტად ემუქრებოდა სახელმწიფოს, ვიდრე ერთად აღებული ამერიკის რაკეტები.

მან გორბაჩოვთან ერთად, ფაქტობრივად, წერტილი დაუსვა "ცივ ომს", უდიდესი წვლილი შეიტანა 1989 წელს ბერლინის კედლის დანგრევასა და ახალი ევროპის ფორმირებაში. თუმცა, "დიად საბჭოეთში" დაწყებულმა "პერესტროიკამ" კრახი განიცადა - საბჭოთა კავშირი დაიშალა. სამხედროებმა და ძველმა კომუნისტებმა 1991 წლის აგვიტოში პუტჩის მოწყობა სცადეს, თუმცა, უშედეგოდ. ქუჩაში გასული მოსკოველები სკანდირებდნენ: "დემოკრატია, შევარდნაძე!" - შევარდნაძე ბარიკადებზე მათთან ერთად იდგა. ის დემოკრატიის სიმბოლოდ იქცა, თუმცა, საბჭოთა კავშირის შესანარჩუნებლად ბოლომდე იბრძოლა.

  • დაბრუნება

"1992 წლის 7 მარტს ჩვეულებრივი სარეისო თვითმფრინავით მოსკოვიდან თბილისში გამოვფრინდი. იმ დღეს ჩემი მეუღლის, ნანულის დაბადების დღე იყო. დილით, როგორც ყოველთვის, მივულოცე. - ეს შენი დაბადების დღეცაა, - მიპასუხა, - დღეს ყველაფერს თავიდან იწყებ. - არა, ეს მხოლოდ გაგრძელებაა, - ვუთხარი", - იგონებს ედუარდ შევარდნაძე. საზოგადოების ნაწილს დღემდე მყარად სწამს, რომ ქვეყანაში 1991 წლის სისხლიანი მოვლენებისა და გამსახურდიას ჩამოგდების უკან შევარდნაძე იდგა.

თვითონ ამას კატეგორიულად უარყოფდა, თუმცა, აღიარებდა, რომ გამსახურდია არ მოსწონდა. ამ დროს საქართველო სამოქალაქო ომში იყო გახვეული, უშუქობასა და უგაზობას გახშირებული დანაშაულები და განუკითხაობა ემატებოდა. თუმცა, შევარდნაძემ ნელ-ნელა მოახერხა და ჯერ გადატრიალების მოთავეები: სიგუა, კიტოვანი და იოსელიანი მოიშორა თავიდან და ახალი პოლიტიკური გუნდის შექმნა დაიწყო, შემდეგ კი ნელ-ნელა კრიმინალური ვითარებაც შედარებით გააუმჯობესა. ამ პერიოდში მოხდა რამდენიმე პოლიტიკური მკვლელობა, ორჯერ თვითონ იქცა თავდასხმის სამიზნედ.

ედუარდ შევარდნაძის სახელს უკავშირდება ქვეყნის ისეთ მნიშვნელოვან საერთაშორისო ორგანიზაციებში გაწევრება, როგორიცაა: გაერო, ევროსაბჭო, ეუთო და ა.შ., ასევე ქვეყნის დასავლური კურსი და ბაქო-თბილისი-ჯეიჰანის ნავთობსადენი.

  • აფხაზური ხაფანგი

"უპატიებელ შეცდომად მიმაჩნია, აფხაზეთის ომი თავიდან რომ ვერ ავიცილე. არადა, ეს შესაძლებელი იყო", - ამის შესახებ ექსპრეზიდენტი ედუარდ შევარდნაძე ბოლო წლებში ხშირად ლაპარაკობდა. თუმცა, აუცილებლად დასძენდა, რომ კიტოვანის გვარდიის სოხუმში მასთან შეუთანხმებლად შესვლის შემდეგ პროცესის გასაჩერებლად საკმარისი ლეგიტიმაცია და ძალაუფლება არ ჰქონდა. ამავე დროს, საზოგადოების ნაწილი სწორედ შევარდნაძეს ადანაშაულებდა ისეთი ხელშეკრულების გაფორმებაში, რასაც სოხუმიდან ჯავშანტექნიკისა და არტილერიის გაყვანა და საბოლოოდ, აფხაზეთის დაკარგვა მოჰყვა. ფაქტია, აფხაზეთში ჯარის ჯერ შეყვანა და შემდგომ გამოყვანა რუსული კვალისა და შევარდნაძის მმართველობის ყველაზე შავბნელი პერიოდია, თუმცა ამავე დროს, ხაზს უსვამენ შევარდნაძის პიროვნულ თვისებებს ომის ქარცეცხლში ყოფნისას.

გოგა ხაინდრავა იხსენებდა:

"გაგრის დაცემიდან ორიოდე დღეში დამნიშნეს სახელმწიფო მინისტრად და სოხუმში ჩავფრინდი. გაგრა სასაკლაოდ იყო გადაქცეული... ქართული ჯარი განთიადში იყო გამაგრებული. იქ იყვნენ გია ყარყარაშვილიც და პაატა დათუაშვილიც. დემორალიზებულ სამხედროებს გამხნევება სჭირდებოდა, შევარდნაძემ თქვა, განთიადში უნდა გავფრინდეთო. მაშინ ჰაერს გუდაუთის ბომბორას სამხედრო აეროპორტი აკონტროლებდა, მათთან შევათანხმეთ და გავფრინდით. შევხვდით ჯარისკაცებს, მეთაურებს. მოვიდა გამოფრენის დრო და "ბომბორას" აეროპორტიდან გვეუბნებიან, უსაფრთხოების გარანტიას ვერ მოგცემთ, ამიტომ ხმელეთით უნდა გამოხვიდეთო, რაც იმას ნიშნავდა, რომ რუსეთში უნდა გადავსულიყავით. შევარდნაძემ მფრინავს დაუძახა, ცხონებულ ჯიმი მაისურაძეს, და ჰკითხა, რომ არ ჩამოგვაგდონ, რამდენი პროცენტიაო, იმან უპასუხა, 30%-ო, მაშ, წავიდეთო! - თქვა და წავიდა ვერტმფრენისკენ. დღესაც არ ვიცი, როგორ გადავრჩით, მოწინააღმდეგემ ისეთი მანევრი გააკეთა, რომ საავარიო ვითარებაში აღმოვჩნდით, ფაქტობრივად, ტრიალ-ტრიალით წავიდა ვერტმფრენი დაბლა, წყლისკენ. ამ არეულობაში შევარდნაძეს შევხედე, მშვიდად იჯდა, ოდნავ გაფითრებული ხმას არ იღებდა, არ განძრეულა, კუნთიც არ შესტოკებია... რაღაც სასწაულით მოახერხეს მფრინავებმა და ზღვის ნაპირზე, პირდაპირ პლაჟზე ავარიულად დასვეს ვერტმფრენი".

  • შევარდნაძე-ალიევი-დემირელის ტრიუმვირატი

თუმცა შევარდნაძემ ძალიან მალე აუღო ალღო მსოფლიო ტენდენციებს და მიხვდა, რომ საქართველოს რეალური დამოუკიდებლობის შანსი ეძლეოდა.

შევარდნაძე-ალიევი-დემირელის ტრიუმვირატმა რეგიონს საერთაშორისო სატრანზიტო ფუნქცია შესძინა და ევროპის ენერგომომარაგებისთვის რუსეთის ალტერნატიული ხაზი გაჭრა. ამით რუსეთის საზღვრებთან ბუფერული ზონაც შექმნეს. ამ პროექტების ჩასაშლელად რუსებმა შევარდნაძე ორჯერ ააფეთქეს. რეალურად საქართველომ ამ პერიოდიდან დაიწყო რუსული გავლენის სფეროდან გამოსვლა.

  • "არსად წავალ"

2003 წელს, "ვარდების რევოლუციისას" საზოგადოებაში იყო მოლოდინი, რომ შევარდნაძე არ დათმობდა ძალაუფლებას და პროტესტს ჩაახშობდა. თუმცა 23 ნოემბერს, აქციის ლიდერებთან მორიგი შეხვედრის შემდეგ, შევარდნაძემ გადადგომის შესახებ განცხადება გააკეთა.

კობა ნარჩემაშვილი შევარდნაძის ხელისუფლების უკანასკნელი შინაგან საქმეთა მინისტრი:

"შევარდნაძე ფიქრობდა, რომ სააკაშვილი და ჟვანია სწორედ ზოგიერთმა დასავლელმა პარტნიორმა წააქეზა. აქციების პირველი დღიდანვე ამბობდა, ჩავალ და დაველაპარაკები პროტესტანტებსო, თუმცა, ვიღაცები კატეგორიულად შეეწინააღმდეგნენ. ერთ დილას დაცვასთან ერთად პარლამენტის შენობის წინ შეკრებილ ხალხთან გავიდა. ეს მოულოდნელობა იყო იმჟამინდელი ოპოზიციის ლიდერებისთვის, ისინი ამას არ ითხოვდნენ. მახსოვს, ვუთხარი - თუ ქვეყნიდან წასვლას გადაწყვეტთ, პრობლემა არ არის-მეთქი, რაზეც მიპასუხა, საქართველოდან არსად წავალ, არავითარ შემთხვევაში არ ვიქცევი დესტრუქციულ ფიგურად, რომელიც ქვეყნის გარეთ იცხოვრებს და ქვეყანაში შეეცდება პრობლემების შექმნასო!"

მოკლედ, დადგა შევარდნაძის შემოდგომა და როგორც ერთ დროს მან დაიკავა მჟავანაძის ადგილი, 2003 წელს მისი ადგილი მისმა მოწაფეებმა დაიკავეს.

წყარო