პოლიტიკა
მსოფლიო
სამართალი

21

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

შაბათი, მთვარის ოცდამეხუთე დღე დაიწყება 01:51-ზე, მთვარე კუროში გადაბრძანდება 05:52-ზე – დღე პასიურია, მოუსმინეთ თქვენს შინაგან ხმას. არ იჩქაროთ. დღის პირველ ნახევარში დაისვენეთ. მოაგვარეთ მარტივი საკითხები. გადადეთ რთული მოლაპარაკებები. დაიცავით ნეიტრალიტეტი კოლეგებთან ურთიერთობაში. არ არის რეკომენდებული: აჩქარება, ხელშეკრულებებისა და კონტრაქტების გაფორმება. გადაწყვეტილებების მიღება. გააძლიერეთ თქვენი ფინანსური მდგომარეობა. ხელსაყრელია ავეჯის და უძრავი ქონების შეძენა. შეიძინეთ სურსათი და საყოფაცხოვრებო ნივთები. უმჯობესია თავი შეიკავოთ ქონის, ლორის, ქაშაყის, დამუშავებული ყველის და მსგავსი პროდუქტების ჭამისგან.
სამხედრო
სპორტი
საზოგადოება
კონფლიქტები
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
Faceამბები
მეცნიერება
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
ვალერი ზალუჟნიმ მემკვიდრეობით მიღებული 1 მილიონი აშშ დოლარი უკრაინის არმიას შესწირა : "ოდნავადაც კი არ დავფიქრებულვარ..."
ვალერი ზალუჟნიმ მემკვიდრეობით მიღებული 1 მილიონი აშშ დოლარი უკრაინის არმიას შესწირა : "ოდნავადაც კი არ დავფიქრებულვარ..."

უკ­რა­ი­ნის შე­ი­ა­რა­ღე­ბუ­ლი ძა­ლე­ბის მთა­ვარ­სარ­დალ­მა, გე­ნე­რალ­მა ვა­ლე­რი ზა­ლუ­ჟ­ნიმ ან­დერ­ძით მი­ღე­ბუ­ლი ერთი მი­ლი­ო­ნი აშშ დო­ლა­რი უკ­რა­ი­ნის ჯარს შეს­წი­რა.

ამის შე­სა­ხებ ინ­ფორ­მა­ცი­ას გა­მო­ცე­მა The New York Times- ი ავ­რცე­ლებს.

მე­დი­ის ცნო­ბით, ზა­ლუ­ჟ­ნიმ მემ­კვიდ­რე­ო­ბა აშშ-ში მცხოვ­რე­ბი უკ­რა­ი­ნე­ლის­გან, 1938 წელს და­ბა­დე­ბუ­ლი გრი­გო­რი (გრე­გო­რი) სტე­პა­ნე­ცის­გან მი­ი­ღო.

უკ­რა­ი­ნის შე­ი­ა­რა­ღე­ბუ­ლი ძა­ლე­ბის პრეს­სამ­სა­ხურ­მა აღ­ნიშ­ნუ­ლი ინ­ფორ­მა­ცია, "უკ­რა­ინ­სკა პრავ­დას­თან" და­ა­დას­ტუ­რა.

"გე­ნე­რალ­მა ზა­ლუ­ჟ­ნიმ სრუ­ლი თან­ხა გა­და­რი­ცხა უკ­რა­ი­ნის ეროვ­ნულ ბან­კში უკ­რა­ი­ნის არ­მი­ის სპე­ცი­ა­ლურ ან­გა­რიშ­ზე. ეს 2023 წლის 5 იან­ვა­რის სა­ბან­კო ტრან­ზაქ­ცი­ით დას­ტურ­დე­ბა", - აც­ნო­ბეს გა­მო­ცე­მას.

"მთე­ლი ჩემი სი­ცო­ცხლე მი­ვუ­ძღვე­ნი შე­ი­ა­რა­ღე­ბულ ძა­ლებს. ოდ­ნა­ვი ეჭ­ვიც კი არ მქო­ნია, რა უნდა გა­მე­კე­თე­ბი­ნა მემ­კვიდ­რე­ო­ბის მი­ღე­ბის შემ­დეგ. ბა­ტო­ნი გრი­გო­რის უკა­ნას­კნე­ლი ნება აშ­კა­რად იყო ჩემი მეშ­ვე­ო­ბით უკ­რა­ი­ნის არ­მი­ის მხარ­და­ჭე­რა. მად­ლო­ბე­ლი ვარ. ყვე­ლას, ვინც ეხ­მა­რე­ბა უკ­რა­ი­ნის შე­ი­ა­რა­ღე­ბულ ძა­ლებს" - გა­ნა­ცხა­და მთა­ვარ­სარ­დალ­მა.

  • რა არის ცნო­ბი­ლი გრი­გო­რი სტე­პა­ნე­ცი­ზე, ვის­გა­ნაც ზა­ლუ­ჟ­ნიმ ან­დერ­ძი მი­ი­ღო

"უკ­რა­ინ­სკა პრავ­დას" ცნო­ბით, გრი­გო­რი (გრე­გო­რი) სტე­პა­ნე­ცი 1938 წელს უკ­რა­ი­ნის ქა­ლაქ ვი­ნი­ცა­ში და­ი­ბა­და, უმაღ­ლე­სი გა­ნათ­ლე­ბა კი მოს­კო­ვის სა­ხელ­მწი­ფო უნი­ვერ­სი­ტეტ­ში მი­ი­ღო. გა­მო­ცე­მის ცნო­ბით, სტე­პა­ნეც­მა ომის სა­ში­ნე­ლი შე­დე­გე­ბი სა­კუ­თარ თავ­ზე ჯერ კი­დევ ბავ­შვო­ბა­ში იწ­ვნია.

მისი მამა მე­ო­რე მსოფ­ლიო ომში იბ­რძო­და და ის გერ­მა­ნე­ლებ­მა მოკ­ლეს. ამის შემ­დეგ, მას და დე­დას ბევ­რი დაბ­რკო­ლე­ბის გა­და­ლახ­ვა მო­უ­წი­ათ.

პრო­ფე­სი­ით მა­თე­მა­ტი­კოს­მა სტე­პა­ნეც­მა საბ­ჭო­თა კავ­ში­რი 1989 წელს და­ტო­ვა და გა­ემ­გზავ­რა აშშ-ში, სა­დაც კომ­პა­ნია Microsoft-ში მუ­შა­ობ­და.

  • ვინ არის ვა­ლე­რი ზა­ლუ­ჟ­ნი, რო­მელ­საც უკ­რა­ი­ნე­ლე­ბი "რკი­ნის გე­ნე­რალს" უწო­დე­ბენ

უკ­რა­ი­ნე­ლე­ბი აფა­სე­ბენ ზა­ლუ­ჟ­ნის დამ­სა­ხუ­რე­ბას ქვეყ­ნის თა­ვი­სუფ­ლე­ბის­თვის ბრძო­ლა­ში. მას უკ­რა­ი­ნა­ში გმირს და "რკი­ნის გე­ნე­რალს" უწო­დე­ბენ და ამ­ბო­ბენ, რომ ის თა­ნა­მედ­რო­ვე თა­ო­ბის სამ­ხედ­რო, ახა­ლი ეპო­ქის ჯა­რის ნა­წი­ლია.

თა­ვად ზა­ლუ­ჟ­ნი გა­ურ­ბის პო­პუ­ლა­რო­ბას და ცდი­ლობს, სა­ზო­გა­დო­ე­ბა­ში ნაკ­ლე­ბი ილა­პა­რა­კონ მას­ზე, რო­გორც სა­ხელ­გან­თქმულ გე­ნე­რალ­ზე.

ზა­ლუ­ჟ­ნის უკავ­შირ­დე­ბა უკ­რა­ი­ნის სამ­ხედ­რო ძა­ლე­ბის სტრუქ­ტუ­რა­ში ცვლი­ლე­ბე­ბის შე­ტა­ნა. მათ შო­რის, რე­ორ­გა­ნი­ზა­ცი­ის პრო­ცეს­ში, ის პი­რე­ბი გა­ა­თა­ვი­სუფ­ლა, რომ­ლე­ბიც ძვე­ლე­ბუ­რი, საბ­ჭო­თა მიდ­გო­მის მომ­ხრე­ე­ბი იყ­ვნენ და ასე­თე­ბი უკ­რა­ი­ნის ჯარს მრავ­ლად ჰყავ­და.

"რკი­ნის გე­ნე­რა­ლი" 1973 წლის ივ­ლის­ში, ქა­ლაქ ნო­ვოგ­რად-ვო­ლინ­სკში, ჟი­ტო­მი­რის ოლ­ქში და­ი­ბა­და. მისი მა­მაც სამ­ხედ­რო იყო. სწავ­ლობ­და ოდე­სის სამ­ხედ­რო აკა­დე­მი­ის სახ­მე­ლე­თო ჯა­რე­ბის ინ­სტი­ტუტ­სა და კი­ე­ვის ეროვ­ნუ­ლი თავ­დაც­ვის აკა­დე­მი­ა­ში, რის შემ­დე­გაც მუ­შა­ობ­და სხვა­დას­ხვა პოს­ტებ­ზე, მათ შო­რის, ის იყო მე­ქა­ნი­ზე­ბუ­ლი ბრი­გა­დის მე­თა­უ­რი.

უფრო ვრცლად ვა­ლე­რი ზა­ლუ­ჟ­ნის შე­სა­ხებ იხი­ლეთ სტა­ტია:

მკითხველის კომენტარები / 27 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
პოლკოვ-ნიკი!!!
9

ვინ დაუტოვა გენერალს ერთი მილიონი დოლარი??????????????

შეწუხებული
9

ვაი საცოდავო ჩემო ქვეყანავ. მშურს, არ დავმალავ უკრაინელების ზალუჟნის!!!

 ჩვენი მინისტრის გვარის არ ვიცი,, გული მიკვდება! ფიზიოგნომია თუ რაიმეზე მეტყველებს... და ალბათ მეტყველებს!!!ჩვენ ზარქუას და ოდიშარიას ( მილიონერია საიდან?).უნდა ვუსმინოთ და ასე ვიყოთ. მეშინია ძალიან. რა გველის ამათ ხელში!??

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ისტორიული გამარჯვება - საქართველოს ძიუდოისტთა ნაკრები მსოფლიო ჩემპიონია!
ავტორი:

ვალერი ზალუჟნიმ მემკვიდრეობით მიღებული 1 მილიონი აშშ დოლარი უკრაინის არმიას შესწირა : "ოდნავადაც კი არ დავფიქრებულვარ..."

ვალერი ზალუჟნიმ მემკვიდრეობით მიღებული 1 მილიონი აშშ დოლარი უკრაინის არმიას შესწირა : "ოდნავადაც კი არ დავფიქრებულვარ..."

უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდალმა, გენერალმა ვალერი ზალუჟნიმ ანდერძით მიღებული ერთი მილიონი აშშ დოლარი უკრაინის ჯარს შესწირა.

ამის შესახებ ინფორმაციას გამოცემა The New York Times- ი ავრცელებს.

მედიის ცნობით, ზალუჟნიმ მემკვიდრეობა აშშ-ში მცხოვრები უკრაინელისგან, 1938 წელს დაბადებული გრიგორი (გრეგორი) სტეპანეცისგან მიიღო.

უკრაინის შეიარაღებული ძალების პრესსამსახურმა აღნიშნული ინფორმაცია, "უკრაინსკა პრავდასთან" დაადასტურა.

"გენერალმა ზალუჟნიმ სრული თანხა გადარიცხა უკრაინის ეროვნულ ბანკში უკრაინის არმიის სპეციალურ ანგარიშზე. ეს 2023 წლის 5 იანვარის საბანკო ტრანზაქციით დასტურდება", - აცნობეს გამოცემას.

"მთელი ჩემი სიცოცხლე მივუძღვენი შეიარაღებულ ძალებს. ოდნავი ეჭვიც კი არ მქონია, რა უნდა გამეკეთებინა მემკვიდრეობის მიღების შემდეგ. ბატონი გრიგორის უკანასკნელი ნება აშკარად იყო ჩემი მეშვეობით უკრაინის არმიის მხარდაჭერა. მადლობელი ვარ. ყველას, ვინც ეხმარება უკრაინის შეიარაღებულ ძალებს" - განაცხადა მთავარსარდალმა.

  • რა არის ცნობილი გრიგორი სტეპანეციზე, ვისგანაც ზალუჟნიმ ანდერძი მიიღო

"უკრაინსკა პრავდას" ცნობით, გრიგორი (გრეგორი) სტეპანეცი 1938 წელს უკრაინის ქალაქ ვინიცაში დაიბადა, უმაღლესი განათლება კი მოსკოვის სახელმწიფო უნივერსიტეტში მიიღო. გამოცემის ცნობით, სტეპანეცმა ომის საშინელი შედეგები საკუთარ თავზე ჯერ კიდევ ბავშვობაში იწვნია.

მისი მამა მეორე მსოფლიო ომში იბრძოდა და ის გერმანელებმა მოკლეს. ამის შემდეგ, მას და დედას ბევრი დაბრკოლების გადალახვა მოუწიათ.

პროფესიით მათემატიკოსმა სტეპანეცმა საბჭოთა კავშირი 1989 წელს დატოვა და გაემგზავრა აშშ-ში, სადაც კომპანია Microsoft-ში მუშაობდა.

  • ვინ არის ვალერი ზალუჟნი, რომელსაც უკრაინელები "რკინის გენერალს" უწოდებენ

უკრაინელები აფასებენ ზალუჟნის დამსახურებას ქვეყნის თავისუფლებისთვის ბრძოლაში. მას უკრაინაში გმირს და "რკინის გენერალს" უწოდებენ და ამბობენ, რომ ის თანამედროვე თაობის სამხედრო, ახალი ეპოქის ჯარის ნაწილია.

თავად ზალუჟნი გაურბის პოპულარობას და ცდილობს, საზოგადოებაში ნაკლები ილაპარაკონ მასზე, როგორც სახელგანთქმულ გენერალზე.

ზალუჟნის უკავშირდება უკრაინის სამხედრო ძალების სტრუქტურაში ცვლილებების შეტანა. მათ შორის, რეორგანიზაციის პროცესში, ის პირები გაათავისუფლა, რომლებიც ძველებური, საბჭოთა მიდგომის მომხრეები იყვნენ და ასეთები უკრაინის ჯარს მრავლად ჰყავდა.

"რკინის გენერალი" 1973 წლის ივლისში, ქალაქ ნოვოგრად-ვოლინსკში, ჟიტომირის ოლქში დაიბადა. მისი მამაც სამხედრო იყო. სწავლობდა ოდესის სამხედრო აკადემიის სახმელეთო ჯარების ინსტიტუტსა და კიევის ეროვნული თავდაცვის აკადემიაში, რის შემდეგაც მუშაობდა სხვადასხვა პოსტებზე, მათ შორის, ის იყო მექანიზებული ბრიგადის მეთაური.

უფრო ვრცლად ვალერი ზალუჟნის შესახებ იხილეთ სტატია: