მოზაიკა
მსოფლიო

19

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ორშაბათი, მთვარის ოცდამეორე დღე დაიწყება 02:56-ზე, მთვარე მერწყულშია არ წამოიწყოთ ახალი საქმეები. ყოველდღიური საქმეებით შემოიფარგლეთ. ნუ მიიღებთ მნიშვნელოვან გადაწყვეტილებებს. ვაჭრობისთვის არახელსაყრელი დღეა. მოერიდეთ საქმეების, ურთიერთობების გარჩევას. აკონტროლეთ ემოციები. კარგი დღეა შემოქმედებითი საქმიანობისთვის. ცოდნის მისაღებად, გამოცდის ჩასაბარებლად. ცუდი დღეა საქმიანობის, სამსახურის შესაცვლელად. უფროსთან ურთიერთობა კარგს არაფერს მოგიტანთ. გახსოვდეთ, რომ ამ დღეს ადამიანები უფრო მეტ დაპირებას იძლევიან, ვიდრე სინამდვილეში გაგიკეთებენ. მეტად დაისვენეთ, ივარჯიშეთ, მაგრამ მკვეთრ ილეთებს მოერიდეთ. შეასრულეთ საოჯახო საქმეები. ქორწინება და ნიშნობა სხვა დღისთვის გადადეთ. გაფრთხილდით, მოსალოდნელია ტრავმები და მოტეხილობები.
კულტურა/შოუბიზნესი
სამხედრო
სამართალი
საზოგადოება
მეცნიერება
სპორტი
Faceამბები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
მაგდა პაპიძე საჯარო ბოდიშს ითხოვს მათგან, ვინც მის ქორწინებაზე ინფორმაცია გაავრცელა - მსჯავრდებული საგამოძიებო ორგანოებს მიმართავს: რას ჰყვება ადვოკატი?
მაგდა პაპიძე საჯარო ბოდიშს ითხოვს მათგან, ვინც მის ქორწინებაზე ინფორმაცია გაავრცელა - მსჯავრდებული საგამოძიებო ორგანოებს მიმართავს: რას ჰყვება ადვოკატი?

"ჯორ­ჯი­ან თა­იმ­სის" გავ­რცე­ლე­ბულ ინ­ფორ­მა­ცი­ას, რომ მსჯავ­რდე­ბულ­მა მაგ­და პა­პი­ძემ თა­ვის თა­ნაკ­ლა­სელ­ზე ცი­ხე­ში იქორ­წი­ნა, კა­ტე­გო­რი­უ­ლად უარ­ყოფს რო­გორც პე­ნი­ტენ­ცი­უ­რი და­წე­სე­ბუ­ლე­ბა, ასე­ვე მსჯავ­რდე­ბუ­ლის ად­ვო­კა­ტი ეკა ქო­ბე­საშ­ვი­ლი. ად­ვო­კატ­მა პა­პი­ძე დღეს ცი­ხე­ში მო­ი­ნა­ხუ­ლა. მისი თქმით, პა­პი­ძემ საქ­მის გა­მო­ძი­ე­ბის მო­თხოვ­ნით 24 იან­ვარს სა­ჩივ­რის წე­რი­ლე­ბი გა­აგ­ზავ­ნა რო­გორც პრო­კუ­რა­ტუ­რა­ში, ისე თბი­ლი­სის სა­ქა­ლა­ქო სა­სა­მარ­თლო­ში. ასე­ვე უახ­ლო­ეს დღე­ებ­ში ჟურ­ნა­ლის­ტუ­რი ეთი­კის ქარ­ტი­ა­საც მი­მარ­თავს და ცრუ ინ­ფორ­მა­ცი­ის გავ­რცე­ლე­ბის­თვის ჟურ­ნა­ლის­ტის პა­სუ­ხის­მგებ­ლო­ბას მო­ი­თხოვს.

"ადა­მი­ა­ნის უფ­ლე­ბა­თა ცენ­ტრის" იუ­რის­ტი ეკა ქო­ბე­საშ­ვი­ლი:

- დღეს შევ­ხვდი მაგ­დას რუს­თა­ვის ქალ­თა და­წე­სე­ბუ­ლე­ბა­ში, იცო­და გავ­რცე­ლე­ბუ­ლი ინ­ფორ­მა­ცია, ფაქ­ტი უარ­ყო, ამ­ბობს, რომ სიც­რუ­ეა, სრუ­ლი აბ­სურ­დია. ამის გამო აპი­რებს ბრძო­ლას. მო­ი­თხოვს პა­სუ­ხის­მგებ­ლო­ბა და­ე­კის­როს იმ პირს, ვინც ეს ინ­ფორ­მა­ცია მი­ზან­მი­მარ­თუ­ლად გა­ავ­რცე­ლა. ფიქ­რობს, რომ ეს მის წი­ნა­აღ­მდეგ მი­ზან­მი­მარ­თუ­ლად გავ­რცე­ლე­ბუ­ლი ინ­ფორ­მა­ცი­აა და არის მისი ფსი­ქო­ლო­გი­უ­რი ტე­რო­რის კი­დევ ერთი მცდე­ლო­ბა. ძა­ლი­ან გაბ­რა­ზე­ბუ­ლია. ამ­ბობს, რომ არა­ნა­ი­რი კონ­ტაქ­ტი არა­ვის­თან არ ჰქო­ნია და მსგავ­სი სა­უ­ბა­რი არც ყო­ფი­ლა. ჩი­ვის, ითხოვს გა­მო­ძი­ე­ბას. ჩვენს ორ­გა­ნი­ზა­ცი­ას გა­სუ­ლი წლის მი­წუ­რულს მოგ­ვმარ­თა თხოვ­ნით, რომ დაგ­ვეც­ვა მისი უფ­ლე­ბე­ბი, რათა სა­პა­ტიმ­რო­ში არ­სე­ბუ­ლი პი­რო­ბე­ბი გა­უმ­ჯო­ბეს­დეს. ამ თვალ­საზ­რი­სით ვხვდე­ბით მას. დღეს იყო ჩვე­უ­ლებ­რი­ვი ვი­ზი­ტი, ისე­დაც და­გეგ­მი­ლი გვქონ­და, რად­გან მი­ვი­ღეთ ცი­ხი­დან მისი წე­რი­ლი და ეს ხმა­უ­რი­ა­ნი ამ­ბა­ვიც ამ ვი­ზიტს და­ემ­თხვა. აბ­სო­ლუ­ტუ­რი სიც­რუ­ეა რაც გავ­რცელ­და.

- მაგ­და კონ­კრე­ტუ­ლად ვის უჩი­ვის?

- უჩი­ვის პირ­ველ­წყა­როს, იმ ჟურ­ნა­ლისტს, ვინც ეს ამ­ბა­ვი ცალ­მხრი­ვად გა­ა­შუ­ქა. ამ­ბობს, ჟურ­ნა­ლისტს თა­ვი­სუფ­ლად შე­ეძ­ლო ჩემი დე­დის­თვის, დის­თვის, ან თუნ­დაც პე­ნი­ტენ­ცი­უ­რი სამ­სა­ხუ­რის­თვის მო­ე­მარ­თა და გა­და­ე­მოწ­მე­ბი­ნა ეს ინ­ფორ­მა­ცი­აო. ასე­ვე ითხოვს იმის გა­მო­ძი­ე­ბას, თუ ვინ არის და­ინ­ტე­რე­სე­ბუ­ლი მისი მი­სა­მარ­თით ასე­თი ცრუ ბრალ­დე­ბის გავ­რცე­ლე­ბით. ასე­ვე გავ­რცელ­და არას­წო­რი ინ­ფორ­მა­ცია, თით­ქოს ოჯა­ხის წევ­რე­ბი არ ხვდე­ბი­ან მას და­წე­სე­ბუ­ლე­ბა­ში. ესეც არას­წო­რია, მე როცა ვი­ყა­ვი მი­სუ­ლი შეხ­ვედ­რა­ზე, მა­ში­ნაც იყ­ვნენ პა­ე­მან­ზე ოჯა­ხის წევ­რე­ბი. მას კონ­ტაქ­ტი აქვს ჩვე­უ­ლებ­რივ თა­ვის ოჯახ­თან და ესეც ცრუ ინ­ფორ­მა­ცი­აა. ის ხვდე­ბა დე­დას დას, ისი­ნი სარ­გებ­ლო­ბენ პა­ემ­ნის უფ­ლე­ბით ჩვე­უ­ლებ­რი­ვად და სა­ტე­ლე­ფო­ნო ზა­რე­ბის უფ­ლე­ბით. სა­ტე­ლე­ფო­ნო სა­უბ­რის მთელ დროს იყე­ნებს ოჯახ­თან კო­მუ­ნი­კა­ცი­ის­თვის.

ეკა ქო­ბე­საშ­ვი­ლი

- ალ­ბათ ეკონ­ტაქ­ტე­ბით მისი დას და დე­დას, მათ რა რე­აქ­ცია ჰქონ­დათ გავ­რცე­ლე­ბულ ინ­ფორ­მა­ცი­ა­ზე?

- მათ რე­აქ­ცი­ა­ზე ვერ გა­ვა­კე­თებ გან­ცხა­დე­ბას, ერთს გე­ტყვით, ისი­ნიც უარ­ყო­ფენ კა­ტე­გო­რი­უ­ლად ამ ფაქტს. მსგავ­სი არა­ფე­რი ყო­ფი­ლა მის ცხოვ­რე­ბა­ში.

- თქვენ ამ­ბობთ, რომ პა­პი­ძე რე­ჟი­მის შეც­ვლას ითხოვს...

- ჯერ­ჯე­რო­ბით არა­ფე­რი შეც­ვლი­ლა ამ კუ­თხით და ჩვენ ვა­პი­რებთ ამ სა­კი­თხზე მუ­შა­ო­ბას, ვფიქ­რობთ, რომ მი­ვაღ­წევთ შე­დეგს. შვი­დი წე­ლია სა­მარ­ტოო სა­კან­ში იხ­დის სას­ჯელს. ცხოვ­რობს პა­ტა­რა სა­კან­ში, მას შე­ზღუ­დუ­ლი აქვს მოძ­რა­ო­ბი­სა და სუფ­თა ჰა­ერ­ზე ყოფ­ნის უფ­ლე­ბა, მხო­ლოდ ერთ სა­ათს ატა­რებს ჰა­ერ­ზე, რო­მე­ლიც ასე­ვე პა­ტა­რა, ბე­ტო­ნის სა­კა­ნია, უბ­რა­ლოდ, და­ხუ­რუ­ლი ჭე­რის ნაც­ვლად არის გი­სო­სე­ბი, სა­ი­და­ნაც იღებს ჰა­ერს და ჩანს ცა, სხვა არა­ფე­რი. ამი­ტომ ვფიქ­რობთ, რომ რე­ჟი­მი უნდა შე­იც­ვა­ლოს და ეხ­მა­რე­ბით ამის მოგ­ვა­რე­ბა­ში.

- ეს რე­ჟი­მი ხომ მას სა­სა­მარ­თლოს გა­და­წყვე­ტი­ლე­ბით მი­ე­სა­ჯა, რა­ტომ უნდა შე­ეც­ვა­ლოს რე­ჟი­მი?

- არ უნდა ირ­ღვე­ო­დეს მისი ჯან­მრთე­ლო­ბის უფ­ლე­ბა, მისი ადა­მი­ა­ნუ­რი უფ­ლე­ბე­ბი რომ იყოს და­ცუ­ლი სა­ჭი­როა რა­ღა­ცე­ე­ბის გა­კე­თე­ბა. ის ითხოვს მეტი აქ­ტი­ვო­ბის მი­ცე­მის შე­საძ­ლებ­ლო­ბას. და­ხუ­რუ­ლი რე­ჟი­მი რომ აქვს მის­ჯი­ლი ეს იმას არ უნდა ნიშ­ნავ­დეს, რომ არ მოხ­დეს მდგო­მა­რე­ო­ბის შემ­სუ­ბუ­ქე­ბა. შე­უძ­ლია პე­ნი­ტენ­ცი­ურ და­წე­სე­ბუ­ლე­ბას მეტი შე­ღა­ვა­თი გა­უ­წი­ოს მას და მეტ სივ­რცე­ში გა­და­ად­გი­ლე­ბის სა­შუ­ა­ლე­ბა მის­ცეს. ვფიქ­რობთ, მას უნდა მი­ე­ცეს ჰა­ერ­ზე ყოფ­ნის­თვის და ფი­ზი­კუ­რი აქ­ტი­ვო­ბის­თვის მეტი სივ­რცე, მეტი დრო, რათა მისი ჯან­მრთე­ლო­ბის მდგო­მა­რე­ო­ბა კი­დევ უფრო მე­ტად არ გარ­თულ­დეს. ერთ ჩვე­უ­ლებ­რივ სა­კან­ში ცხოვ­რობს მთე­ლი დღის გან­მავ­ლო­ბა­ში, სხვა პა­ტიმ­რებ­თან კო­მუ­ნი­კა­ცია არ აქვს. იღებს სა­მე­დი­ცი­ნო დახ­მა­რე­ბას, მაგ­რამ რაც არ უნდა მი­ი­ღოს მე­დი­კა­მენ­ტე­ბი, ეს საკ­მა­რი­სი არ იქ­ნე­ბა, თუ გა­მო­კე­ტი­ლი იქ­ნე­ბა პა­ტა­რა ოთახ­ში.

- ხომ არ აქვს ეჭვი, ვინ გა­უვრცე­ლა მას ეს ინ­ფორ­მა­ცია, სი­უ­ჟეტ­ში იყო სა­უ­ბა­რი, რომ რეს­პო­დენ­ტი მისი ოჯა­ხის ახ­ლო­ბე­ლი იყო

- ამ­ბობს, რომ არ ჰყავს ოჯა­ხის ახ­ლო­ბე­ლი ისე­თი, ვინც ასე­თი ტი­პის კო­მენ­ტარს გა­ა­კე­თებ­და და ცრუ ინ­ფორ­მა­ცი­ას გა­ავ­რცე­ლებ­დაო. ამი­ტომ ითხოვს გა­მო­ძი­ე­ბას და ელო­დე­ბა ინ­ფორ­მა­ცი­ის პირ­ველ­წყა­როს­გან ბო­დი­შის მოხ­დას. ვინც გა­ავ­რცე­ლა ცრუ ამ­ბა­ვი, იმას უჩი­ვის და რო­გორც გი­თხა­რით შე­ტა­ნი­ლი აქვს სა­ჩი­ვა­რი და ითხოვს სა­ჯა­როდ ბო­დი­შის მოხ­დას და ფაქ­ტე­ბის უარ­ყო­ფას სა­ჯა­როდ ამ ჟურ­ნა­ლის­ტის მიერ.

მკითხველის კომენტარები / 30 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
ლიზი
0

საშიში უსულგულო ქალი ... როგორ გაიმეტა ქმარ-შვილი 

არავისტი
1

იმ წუთსვე იმ ქმარშვილთან ერთად თავის თავისთვისაც განაჩენი უნდა გამოეტანა.იმ ჰაერის ირსიც არ არის.პირდაპირ უნდა დაეხვრიტათ

sponsored by ContentRoom
დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ვოლოდიმირ ზელენსკი, რომში აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტს ჯეი დი ვენსს და სახელმწიფო მდივანს მარკო რუბიოს შეხვდა
ავტორი:

მაგდა პაპიძე საჯარო ბოდიშს ითხოვს მათგან, ვინც მის ქორწინებაზე ინფორმაცია გაავრცელა - მსჯავრდებული საგამოძიებო ორგანოებს მიმართავს: რას ჰყვება ადვოკატი?

მაგდა პაპიძე საჯარო ბოდიშს ითხოვს მათგან, ვინც მის ქორწინებაზე ინფორმაცია გაავრცელა - მსჯავრდებული საგამოძიებო ორგანოებს მიმართავს: რას ჰყვება ადვოკატი?

"ჯორჯიან თაიმსის" გავრცელებულ ინფორმაციას, რომ მსჯავრდებულმა მაგდა პაპიძემ თავის თანაკლასელზე ციხეში იქორწინა, კატეგორიულად უარყოფს როგორც პენიტენციური დაწესებულება, ასევე მსჯავრდებულის ადვოკატი ეკა ქობესაშვილი. ადვოკატმა პაპიძე დღეს ციხეში მოინახულა. მისი თქმით, პაპიძემ საქმის გამოძიების მოთხოვნით 24 იანვარს საჩივრის წერილები გააგზავნა როგორც პროკურატურაში, ისე თბილისის საქალაქო სასამართლოში. ასევე უახლოეს დღეებში ჟურნალისტური ეთიკის ქარტიასაც მიმართავს და ცრუ ინფორმაციის გავრცელებისთვის ჟურნალისტის პასუხისმგებლობას მოითხოვს.

"ადამიანის უფლებათა ცენტრის" იურისტი ეკა ქობესაშვილი:

- დღეს შევხვდი მაგდას რუსთავის ქალთა დაწესებულებაში, იცოდა გავრცელებული ინფორმაცია, ფაქტი უარყო, ამბობს, რომ სიცრუეა, სრული აბსურდია. ამის გამო აპირებს ბრძოლას. მოითხოვს პასუხისმგებლობა დაეკისროს იმ პირს, ვინც ეს ინფორმაცია მიზანმიმართულად გაავრცელა. ფიქრობს, რომ ეს მის წინააღმდეგ მიზანმიმართულად გავრცელებული ინფორმაციაა და არის მისი ფსიქოლოგიური ტერორის კიდევ ერთი მცდელობა. ძალიან გაბრაზებულია. ამბობს, რომ არანაირი კონტაქტი არავისთან არ ჰქონია და მსგავსი საუბარი არც ყოფილა. ჩივის, ითხოვს გამოძიებას. ჩვენს ორგანიზაციას გასული წლის მიწურულს მოგვმართა თხოვნით, რომ დაგვეცვა მისი უფლებები, რათა საპატიმროში არსებული პირობები გაუმჯობესდეს. ამ თვალსაზრისით ვხვდებით მას. დღეს იყო ჩვეულებრივი ვიზიტი, ისედაც დაგეგმილი გვქონდა, რადგან მივიღეთ ციხიდან მისი წერილი და ეს ხმაურიანი ამბავიც ამ ვიზიტს დაემთხვა. აბსოლუტური სიცრუეა რაც გავრცელდა.

- მაგდა კონკრეტულად ვის უჩივის?

- უჩივის პირველწყაროს, იმ ჟურნალისტს, ვინც ეს ამბავი ცალმხრივად გააშუქა. ამბობს, ჟურნალისტს თავისუფლად შეეძლო ჩემი დედისთვის, დისთვის, ან თუნდაც პენიტენციური სამსახურისთვის მოემართა და გადაემოწმებინა ეს ინფორმაციაო. ასევე ითხოვს იმის გამოძიებას, თუ ვინ არის დაინტერესებული მისი მისამართით ასეთი ცრუ ბრალდების გავრცელებით. ასევე გავრცელდა არასწორი ინფორმაცია, თითქოს ოჯახის წევრები არ ხვდებიან მას დაწესებულებაში. ესეც არასწორია, მე როცა ვიყავი მისული შეხვედრაზე, მაშინაც იყვნენ პაემანზე ოჯახის წევრები. მას კონტაქტი აქვს ჩვეულებრივ თავის ოჯახთან და ესეც ცრუ ინფორმაციაა. ის ხვდება დედას დას, ისინი სარგებლობენ პაემნის უფლებით ჩვეულებრივად და სატელეფონო ზარების უფლებით. სატელეფონო საუბრის მთელ დროს იყენებს ოჯახთან კომუნიკაციისთვის.

ეკა ქობესაშვილი

- ალბათ ეკონტაქტებით მისი დას და დედას, მათ რა რეაქცია ჰქონდათ გავრცელებულ ინფორმაციაზე?

- მათ რეაქციაზე ვერ გავაკეთებ განცხადებას, ერთს გეტყვით, ისინიც უარყოფენ კატეგორიულად ამ ფაქტს. მსგავსი არაფერი ყოფილა მის ცხოვრებაში.

- თქვენ ამბობთ, რომ პაპიძე რეჟიმის შეცვლას ითხოვს...

- ჯერჯერობით არაფერი შეცვლილა ამ კუთხით და ჩვენ ვაპირებთ ამ საკითხზე მუშაობას, ვფიქრობთ, რომ მივაღწევთ შედეგს. შვიდი წელია სამარტოო საკანში იხდის სასჯელს. ცხოვრობს პატარა საკანში, მას შეზღუდული აქვს მოძრაობისა და სუფთა ჰაერზე ყოფნის უფლება, მხოლოდ ერთ საათს ატარებს ჰაერზე, რომელიც ასევე პატარა, ბეტონის საკანია, უბრალოდ, დახურული ჭერის ნაცვლად არის გისოსები, საიდანაც იღებს ჰაერს და ჩანს ცა, სხვა არაფერი. ამიტომ ვფიქრობთ, რომ რეჟიმი უნდა შეიცვალოს და ეხმარებით ამის მოგვარებაში.

- ეს რეჟიმი ხომ მას სასამართლოს გადაწყვეტილებით მიესაჯა, რატომ უნდა შეეცვალოს რეჟიმი?

- არ უნდა ირღვეოდეს მისი ჯანმრთელობის უფლება, მისი ადამიანური უფლებები რომ იყოს დაცული საჭიროა რაღაცეების გაკეთება. ის ითხოვს მეტი აქტივობის მიცემის შესაძლებლობას. დახურული რეჟიმი რომ აქვს მისჯილი ეს იმას არ უნდა ნიშნავდეს, რომ არ მოხდეს მდგომარეობის შემსუბუქება. შეუძლია პენიტენციურ დაწესებულებას მეტი შეღავათი გაუწიოს მას და მეტ სივრცეში გადაადგილების საშუალება მისცეს. ვფიქრობთ, მას უნდა მიეცეს ჰაერზე ყოფნისთვის და ფიზიკური აქტივობისთვის მეტი სივრცე, მეტი დრო, რათა მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა კიდევ უფრო მეტად არ გართულდეს. ერთ ჩვეულებრივ საკანში ცხოვრობს მთელი დღის განმავლობაში, სხვა პატიმრებთან კომუნიკაცია არ აქვს. იღებს სამედიცინო დახმარებას, მაგრამ რაც არ უნდა მიიღოს მედიკამენტები, ეს საკმარისი არ იქნება, თუ გამოკეტილი იქნება პატარა ოთახში.

- ხომ არ აქვს ეჭვი, ვინ გაუვრცელა მას ეს ინფორმაცია, სიუჟეტში იყო საუბარი, რომ რესპოდენტი მისი ოჯახის ახლობელი იყო

- ამბობს, რომ არ ჰყავს ოჯახის ახლობელი ისეთი, ვინც ასეთი ტიპის კომენტარს გააკეთებდა და ცრუ ინფორმაციას გაავრცელებდაო. ამიტომ ითხოვს გამოძიებას და ელოდება ინფორმაციის პირველწყაროსგან ბოდიშის მოხდას. ვინც გაავრცელა ცრუ ამბავი, იმას უჩივის და როგორც გითხარით შეტანილი აქვს საჩივარი და ითხოვს საჯაროდ ბოდიშის მოხდას და ფაქტების უარყოფას საჯაროდ ამ ჟურნალისტის მიერ.