მსოფლიო
სამართალი
პოლიტიკა

3

ივლისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ხუთშაბათი, მთვარის მეცხრე დღე დაიწყება 14:46-ზე, მთვარე სასწორშია – დღის ენერგია უარყოფითად მოქმედებს ადამიანებზე. პროვოკაციების დღეა, უფრთხილდით მოტყუებას და ცდუნებებს, იყავით მოკრძალებული. კარგი დღეა მარხვისთვის. საკვები უნდა იყოს მარტივი და მსუბუქი. არ მიირთვათ ხელოვნური პროდუქტები, ნამცხვრები, სოკო და ხორცი. ცოტა დაისვენეთ, აღიდგინეთ ძალა. მოუფრთხილდით პირად ნივთებს. იყავით თავშეკავებული და ტოლერანტული სამსახურში, კომუნიკაციაში, ეცადეთ არავის ანაწყენოთ. არ მიიღოთ მონაწილეობა სარისკო საქმიანობაში. არ არის რეკომენდებული ბიზნესის დაწყება. პრეზენტაციებსა და გასართობ ღონისძიებებზე დასწრება. ხელშეკრულებების გაფორმება. საბუთების შედგენა. ეს დღე ყველაზე არახელსაყრელია ქორწინებისა და საქორწილო ღონისძიებებისთვის.
საზოგადოება
მოზაიკა
სამხედრო
კონფლიქტები
სპორტი
მეცნიერება
კულტურა/შოუბიზნესი
Faceამბები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
ომის მოწინააღმდეგე 61 წლის ქალს რუსეთში 10 წლამდე პატიმრობა ემუქრება - ნატალიას შინაპატიმრობისას ქმარს ინფარქტი დაემართა, შვილობილი კი გაუჩინარდა...
ომის მოწინააღმდეგე 61 წლის ქალს რუსეთში 10 წლამდე პატიმრობა ემუქრება - ნატალიას შინაპატიმრობისას ქმარს ინფარქტი დაემართა, შვილობილი კი გაუჩინარდა...

ოქ­ტომ­ბრის ბო­ლოს, რუ­სეთ­ში, ულან-უდე­ში მცხოვ­რებ 61 წლის ნა­ტა­ლია ფი­ლო­ნო­ვას ში­ნა­პა­ტიმ­რო­ბა მი­უ­სა­ჯეს, რად­გან მან, პო­ლი­ცი­ელს, სა­ვა­რა­უ­დოდ, ბურ­თუ­ლი­ა­ნი კა­ლა­მი და­არ­ტყა მას შემ­დეგ, რაც მო­ბი­ლი­ზა­ცი­ის წი­ნა­აღ­მდეგ გა­მარ­თულ აქ­ცი­ა­ზე და­ა­კა­ვეს.

უკ­რა­ი­ნუ­ლი მე­დია წერს რუსი ოპო­ზი­ცი­ო­ნე­რი ქა­ლის შე­სა­ხებ, რო­მე­ლიც 2000-იანი წლე­ბის და­სა­წყი­სი­დან თა­ვი­სი გა­ზე­თის მკი­თხვე­ლებს ადა­მი­ა­ნის უფ­ლე­ბე­ბის დარ­ღვე­ვის შე­სა­ხებ უყ­ვე­ბა და უშიშ­რო­ე­ბის ძა­ლე­ბის თვით­ნე­ბო­ბას აპ­რო­ტეს­ტებს.

"ნა­წი­ლობ­რი­ვი“ მო­ბი­ლი­ზა­ცი­ის და­წყე­ბი­დან სამი დღის შემ­დეგ, 2022 წლის 24 სექ­ტემ­ბერს, ულან-უდეს ცენ­ტრში, თე­ატ­რის მო­ე­დან­ზე აქ­ცია გა­ი­მარ­თა. ორ­გა­ნი­ზე­ბა­ში კი ნა­ტა­ლია და­ა­და­ნა­შა­უ­ლეს და ის სხვა აქ­ტი­ვის­ტებ­თან ერ­თად და­ა­პა­ტიმ­რეს. საქ­მის გან­ხილ­ვის დროს, მო­უ­ლოდ­ნე­ლად სა­სა­მარ­თლო დარ­ბაზ­ში ევა­კუ­ა­ცია გა­მო­ცხად­და და პო­ლი­ცი­ამ ბრალ­დე­ბუ­ლე­ბი მო­ე­დან­ზე გა­მო­იყ­ვა­ნა. ბრალ­დე­ბის თა­ნახ­მად, ქალ­მა პო­ლი­ცი­ე­ლე­ბი თით­ქოს სწო­რედ ამ დროს და­ა­ზი­ა­ნა.

ფი­ლო­ნო­ვას ბრა­ლი წა­უ­ყე­ნეს, რომ მან მო­ა­ხერ­ხა და ერ­თდრო­უ­ლად ორ პო­ლი­ცი­ელს და­არ­ტყა სა­ხე­ში. ერთს - ხელი, მე­ო­რეს - ბურ­თუ­ლი­ა­ნი კა­ლა­მი. საქ­მეს მოწ­მე­ე­ბი არ ჰყავს.

ოქ­ტომ­ბრის ბო­ლოს ფი­ლო­ნო­ვას სახ­ლი გა­ჩხრი­კეს და "და­ნა­შა­უ­ლის ია­რა­ღიც" იპო­ვეს - უსაფრ­თხო­ე­ბის ძა­ლებ­მა ფი­ლო­ნო­ვას შვი­ლის ზურგჩან­თი­დან ბურ­თუ­ლი­ა­ნი კა­ლა­მი ამო­ი­ღეს და "ხე­ლი­სუფ­ლე­ბის წარ­მო­მად­გენ­ლის მი­მართ ძა­ლა­დო­ბის­თვის“ სო­ცი­ა­ლუ­რი აქ­ტი­ვის­ტი ში­ნა­პა­ტიმ­რო­ბა­ში გა­და­იყ­ვა­ნეს. ფი­ლო­ნო­ვას საქ­მე­ზე გა­მო­ძი­ე­ბა ჯერ კი­დევ გრძელ­დე­ბა, მას 10 წლამ­დე თა­ვი­სუფ­ლე­ბის აღ­კვე­თა ემუქ­რე­ბა.

ნა­ტა­ლია ფი­ლო­ნო­ვას ში­ნა­პა­ტიმ­რო­ბა­ში მო­თავ­სე­ბი­დან რამ­დე­ნი­მე დღე­ში, მის­მა მე­უღ­ლემ სერ­გე­იმ მი­ო­კარ­დი­უ­მის ინ­ფარ­ქტი გა­და­ი­ტა­ნა. ამ დროს ის 16 წლის შვი­ლო­ბილ ვლა­დი­მერ­თან ერ­თად ნა­თე­სა­ვებს სტუმ­რობ­და ტრანს-ბა­ი­კა­ლის მხა­რე­ში. მალე მათი ვლა­დი­მე­რი გა­უ­ჩი­ნარ­და.

ნა­ტა­ლია ცდი­ლობ­და და­ერ­წმუ­ნე­ბი­ნა გა­მომ­ძი­ე­ბე­ლი, რომ მას სას­წრა­ფოდ სჭირ­დე­ბო­და მო­ზარ­დის პოვ­ნა, მაგ­რამ ქალი ში­ნა­პა­ტიმ­რო­ბი­დან არ გა­უშ­ვეს. 31 ოქ­ტომ­ბრის ღა­მეს, ფი­ლო­ნო­ვა ელექტრო­ნუ­ლი სა­მა­ჯუ­რით, ქმარ­თან გა­ემ­გზავ­რა და შვი­ლიც მო­ძებ­ნა, მაგ­რამ სახ­ლის და­ტო­ვე­ბის გამო ქალს ბრა­ლი და­უმ­ძი­მეს.

ნა­ტა­ლია ფი­ლო­ნო­ვა პა­ცი­ფის­ტი ჟურ­ნა­ლის­ტია. მას ჰქონ­და ად­გი­ლობ­რი­ვი გა­ზე­თი, სა­დაც უსა­მარ­თლო­ბას აპ­რო­ტეს­ტებ­და, მაგ­რამ ხე­ლი­სუფ­ლე­ბამ და­უ­ხუ­რა. ის მუდ­მი­ვად მო­ნა­წი­ლე­ობ­და ხე­ლი­სუფ­ლე­ბის წი­ნა­აღ­მდეგ გა­მარ­თულ აქ­ცი­ებ­ში.

ულან-უდე­ში ნა­ტა­ლი­ამ მო­ა­წყო საპ­რო­ტეს­ტო აქ­ცი­ე­ბი, მათ შო­რის ბო­რის ნემ­ცო­ვის ხსოვ­ნი­სად­მი მი­ძღვნი­ლი პი­კე­ტე­ბის სე­რია და აქ­ცი­ე­ბი კონ­სტი­ტუ­ცი­ა­ში ცვლი­ლე­ბე­ბის წი­ნა­აღ­მდეგ. 2014 წელს ფი­ლო­ნო­ვამ მო­ა­წყო მი­ტინ­გი რუ­სუ­ლი ჯა­რე­ბის უკ­რა­ი­ნა­ში შეს­ვლის წი­ნა­აღ­მდეგ. იგი იდგა არ­ბატ­ზე, ულან-უდის ერთ-ერთ ცენ­ტრა­ლურ ქუ­ჩა­ზე, ბა­ნე­რით "და­ი­ცა­ვი თა­ვი­სუფ­ლე­ბა!"

უკ­რა­ი­ნა­ში რუ­სე­თის სრულ­მას­შტა­ბი­ა­ნი შემჭრის პირ­ვე­ლი­ვე დღე­ე­ბი­დან ფი­ლო­ნო­ვა შე­უ­ერ­თდა ომის სა­წი­ნა­აღ­მდე­გო მოძ­რა­ო­ბას. მისი ბრძო­ლის გზა არა­ძა­ლა­დობ­რი­ვი წი­ნა­აღ­მდე­გო­ბაა.

მკითხველის კომენტარები / 9 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
!!!ნინი!!!
0

აი პუტინის დიდსულოვნება მოხუცებისადმი! ის პაწაწინა ბავშვები რომ დაიჭირა მშობლებთა ერთდ გამოუშვა?! თუ იმათც ადამიანთა, და სულიერ არსებათა სიძულვილით აღზრდიან და შემდეგ წარგზავნიან თითქოს სამყაროს გადასარჩენ სპეცოპერაციებს ატარებე!!! 

nini
28

უკრაინაშიც იგივეა

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
თურქეთში ტყის ხანძარს ებრძვიან - ჰათაის პროვინციაში ხანძარი დასახლებულ პუნქტებს მიუახლოვდა, აღნიშნულის გამო კი მოსახლეობის ევაკუაცია განხორციელდა
ავტორი:

ომის მოწინააღმდეგე 61 წლის ქალს რუსეთში 10 წლამდე პატიმრობა ემუქრება - ნატალიას შინაპატიმრობისას ქმარს ინფარქტი დაემართა, შვილობილი კი გაუჩინარდა...

ომის მოწინააღმდეგე 61 წლის ქალს რუსეთში 10 წლამდე პატიმრობა ემუქრება - ნატალიას შინაპატიმრობისას ქმარს ინფარქტი დაემართა, შვილობილი კი გაუჩინარდა...

ოქტომბრის ბოლოს, რუსეთში, ულან-უდეში მცხოვრებ 61 წლის ნატალია ფილონოვას შინაპატიმრობა მიუსაჯეს, რადგან მან, პოლიციელს, სავარაუდოდ, ბურთულიანი კალამი დაარტყა მას შემდეგ, რაც მობილიზაციის წინააღმდეგ გამართულ აქციაზე დააკავეს.

უკრაინული მედია წერს რუსი ოპოზიციონერი ქალის შესახებ, რომელიც 2000-იანი წლების დასაწყისიდან თავისი გაზეთის მკითხველებს ადამიანის უფლებების დარღვევის შესახებ უყვება და უშიშროების ძალების თვითნებობას აპროტესტებს.

"ნაწილობრივი“ მობილიზაციის დაწყებიდან სამი დღის შემდეგ, 2022 წლის 24 სექტემბერს, ულან-უდეს ცენტრში, თეატრის მოედანზე აქცია გაიმართა. ორგანიზებაში კი ნატალია დაადანაშაულეს და ის სხვა აქტივისტებთან ერთად დააპატიმრეს. საქმის განხილვის დროს, მოულოდნელად სასამართლო დარბაზში ევაკუაცია გამოცხადდა და პოლიციამ ბრალდებულები მოედანზე გამოიყვანა. ბრალდების თანახმად, ქალმა პოლიციელები თითქოს სწორედ ამ დროს დააზიანა.

ფილონოვას ბრალი წაუყენეს, რომ მან მოახერხა და ერთდროულად ორ პოლიციელს დაარტყა სახეში. ერთს - ხელი, მეორეს - ბურთულიანი კალამი. საქმეს მოწმეები არ ჰყავს.

ოქტომბრის ბოლოს ფილონოვას სახლი გაჩხრიკეს და "დანაშაულის იარაღიც" იპოვეს - უსაფრთხოების ძალებმა ფილონოვას შვილის ზურგჩანთიდან ბურთულიანი კალამი ამოიღეს და "ხელისუფლების წარმომადგენლის მიმართ ძალადობისთვის“ სოციალური აქტივისტი შინაპატიმრობაში გადაიყვანეს. ფილონოვას საქმეზე გამოძიება ჯერ კიდევ გრძელდება, მას 10 წლამდე თავისუფლების აღკვეთა ემუქრება.

ნატალია ფილონოვას შინაპატიმრობაში მოთავსებიდან რამდენიმე დღეში, მისმა მეუღლემ სერგეიმ მიოკარდიუმის ინფარქტი გადაიტანა. ამ დროს ის 16 წლის შვილობილ ვლადიმერთან ერთად ნათესავებს სტუმრობდა ტრანს-ბაიკალის მხარეში. მალე მათი ვლადიმერი გაუჩინარდა.

ნატალია ცდილობდა დაერწმუნებინა გამომძიებელი, რომ მას სასწრაფოდ სჭირდებოდა მოზარდის პოვნა, მაგრამ ქალი შინაპატიმრობიდან არ გაუშვეს. 31 ოქტომბრის ღამეს, ფილონოვა ელექტრონული სამაჯურით, ქმართან გაემგზავრა და შვილიც მოძებნა, მაგრამ სახლის დატოვების გამო ქალს ბრალი დაუმძიმეს.

ნატალია ფილონოვა პაციფისტი ჟურნალისტია. მას ჰქონდა ადგილობრივი გაზეთი, სადაც უსამართლობას აპროტესტებდა, მაგრამ ხელისუფლებამ დაუხურა. ის მუდმივად მონაწილეობდა ხელისუფლების წინააღმდეგ გამართულ აქციებში.

ულან-უდეში ნატალიამ მოაწყო საპროტესტო აქციები, მათ შორის ბორის ნემცოვის ხსოვნისადმი მიძღვნილი პიკეტების სერია და აქციები კონსტიტუციაში ცვლილებების წინააღმდეგ. 2014 წელს ფილონოვამ მოაწყო მიტინგი რუსული ჯარების უკრაინაში შესვლის წინააღმდეგ. იგი იდგა არბატზე, ულან-უდის ერთ-ერთ ცენტრალურ ქუჩაზე, ბანერით "დაიცავი თავისუფლება!"

უკრაინაში რუსეთის სრულმასშტაბიანი შემჭრის პირველივე დღეებიდან ფილონოვა შეუერთდა ომის საწინააღმდეგო მოძრაობას. მისი ბრძოლის გზა არაძალადობრივი წინააღმდეგობაა.