პოლიტიკა
მსოფლიო

20

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

პარასკევი, მთვარის ოცდამეოთხე დღე დაიწყება 01:42-ზე, მთვარე ვერძშია – ფიზიკური ძალის ძლიერი ზრდაა. შესანიშნავია საპირისპირო სქესთან კომუნიკაცია. ხელსაყრელია საძირკვლის ჩაყრა, ბიზნესის დაწყება და სახლის მშენებლობის ან რემონტის დაწყება. გაუმკლავდეთ ფულთან დაკავშირებულ საკითხებს. განიხილეთ მიმდინარე საქმეები. კარგია არქივთან მუშაობა. დაასრულეთ მნიშვნელოვანი პროექტები. დაიწყეთ რემონტი. იყიდეთ უძრავი ქონება. კარგია გამოფენების, სპექტაკლების, კონცერტების, შემოქმედებითი საღამოების გამართვა. ისწავლეთ, აიმაღლე კვალიფიკაცია. საკვები უნდა იყოს მრავალფეროვანი და ნოყიერი. არ არის მიზანშეწონილი შიმშილი. კარგია ვარჯიში და იოგა.
კონფლიქტები
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
სამხედრო
Faceამბები
მეცნიერება
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"დეკრეტული“ შვებულების ფულადი დახმარება 1000 ლარის ნაცვლად 2000 ლარით განისაზღვრა
"დეკრეტული“ შვებულების ფულადი დახმარება 1000 ლარის ნაცვლად 2000 ლარით განისაზღვრა

სა­ქარ­თვე­ლოს პრე­მი­ერ-მი­ნის­ტრ ირაკ­ლი ღა­რი­ბაშ­ვი­ლის ხელ­მძღვა­ნე­ლო­ბით, მთავ­რო­ბის ად­მი­ნის­ტრა­ცი­ა­ში მთავ­რო­ბის სხდო­მა გა­ი­მარ­თა, სა­დაც მი­ნის­ტრთა კა­ბი­ნე­ტის წევ­რებ­მა დღის წეს­რი­გით გათ­ვა­ლის­წი­ნე­ბუ­ლი 11 სა­კი­თხი გა­ნი­ხი­ლეს.

ამის შე­სა­ხებ ინ­ფორ­მა­ცი­ას სა­ქარ­თვე­ლოს მთავ­რო­ბის ად­მი­ნის­ტრა­ცია ავ­რცე­ლებს.

ად­მი­ნის­ტრა­ცი­ის ცნო­ბით, გან­სა­ხილ­ველ სა­კი­თხთა შო­რის იყო სა­ქარ­თვე­ლოს მთავ­რო­ბის დად­გე­ნი­ლე­ბის პრო­ექ­ტი „ორ­სუ­ლო­ბი­სა და მშო­ბი­ა­რო­ბის გამო ანა­ზღა­უ­რე­ბა­დი შვე­ბუ­ლე­ბი­სა და ბავ­შვის მოვ­ლის გამო ანა­ზღა­უ­რე­ბა­დი შვე­ბუ­ლე­ბის, აგ­რეთ­ვე ახალ­შო­ბი­ლის შვი­ლად აყ­ვა­ნის გამო ანა­ზღა­უ­რე­ბა­დი შვე­ბუ­ლე­ბის პე­რი­ოდ­ზე გა­სა­ცე­მი ფუ­ლა­დი დახ­მა­რე­ბის ოდე­ნო­ბის გან­სა­ზღვრი­სა და გა­სა­ტა­რე­ბელ ზო­გი­ერთ ღო­ნის­ძი­ე­ბა­თა შე­სა­ხებ“. რო­გორც ინ­ფორ­მა­ცი­ა­შია აღ­ნიშ­ნუ­ლი, დად­გე­ნი­ლე­ბის პრო­ექ­ტის თა­ნახ­მად, ფუ­ლა­დი დახ­მა­რე­ბის ოდე­ნო­ბა ჯა­მუ­რად 1000 ლა­რის ნაც­ვლად 2000 ლა­რით გა­ნი­სა­ზღვრა.

„ამას­თან, სა­ჯა­რო სკო­ლის მას­წავ­ლე­ბელს, ორ­სუ­ლო­ბი­სა და მშო­ბი­ა­რო­ბის გამო, ბავ­შვის მოვ­ლის გამო, აგ­რეთ­ვე ახალ­შო­ბი­ლის შვი­ლად აყ­ვა­ნის გამო ანა­ზღა­უ­რე­ბად შვე­ბუ­ლე­ბებ­თან და­კავ­ში­რე­ბით, ზე­მო­აღ­ნიშ­ნულ დახ­მა­რე­ბას­თან ერ­თად, და­მა­ტე­ბი­თი სო­ცი­ა­ლუ­რი დაც­ვის ღო­ნის­ძი­ე­ბის სა­ხით, მის მიერ შვე­ბუ­ლე­ბე­ბის პე­რი­ოდ­ში მი­სა­ღე­ბი შრო­მი­თი გა­სამ­რჯე­ლოს სრულ ოდე­ნო­ბამ­დე შე­სავ­სე­ბად მი­ე­ცე­მა და­მა­ტე­ბი­თი ანა­ზღა­უ­რე­ბა სა­ქარ­თვე­ლოს გა­ნათ­ლე­ბი­სა და მეც­ნი­ე­რე­ბის სა­მი­ნის­ტროს მიერ, მის­თვის გა­მო­ყო­ფი­ლი ასიგ­ნე­ბე­ბის ფარ­გლებ­ში;

დად­გე­ნი­ლე­ბის მოქ­მე­დე­ბა გავ­რცელ­დე­ბა იმ და­საქ­მე­ბუ­ლებ­ზე, რომ­ლე­ბიც სა­ქარ­თვე­ლოს კა­ნონ­მდებ­ლო­ბის შე­სა­ბა­მი­სად, 2023 წლის 1 იან­ვრი­დან ისარ­გებ­ლე­ბენ ორ­სუ­ლო­ბი­სა და მშო­ბი­ა­რო­ბის გამო შვე­ბუ­ლე­ბით, ბავ­შვის მოვ­ლის გამო შვე­ბუ­ლე­ბი­თა და ახალ­შო­ბი­ლის შვი­ლად აყ­ვა­ნის გამო შვე­ბუ­ლე­ბით.

სა­ქარ­თვე­ლოს ორ­გა­ნულ კა­ნონ­ში - „სა­ქარ­თვე­ლოს შრო­მის კო­დექსში“ ზე­მო­აღ­ნიშ­ნუ­ლი ცვლი­ლე­ბის გან­ხორ­ცი­ე­ლე­ბამ­დე ე.წ. „დეკ­რე­ტუ­ლი“ შვე­ბუ­ლე­ბის ანა­ზღა­უ­რე­ბის ოდე­ნო­ბა 2014 წლი­დან 1000 ლარს შე­ად­გენ­და“, - ნათ­ქვა­მია გავ­რცე­ლე­ბულ ინ­ფორ­მა­ცი­ა­ში.

მკითხველის კომენტარები / 2 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
კატია
0

თუ შეიძლება განმარტოთ და განავრცოთ ეს საკითხი. კონკრეტულად ვის როგორ ეკუთვნის

ბედნიერი ერი
2

ე.ი კიდევ მოიმატებს გადასახადები და ბეგარები.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ვრცელდება იმ მამაკაცის დაკავების კადრები, რომელმაც სიმამრი მოკლა, სიდედრი კი სცემა
ავტორი:

"დეკრეტული“ შვებულების ფულადი დახმარება 1000 ლარის ნაცვლად 2000 ლარით განისაზღვრა

"დეკრეტული“ შვებულების ფულადი დახმარება 1000 ლარის ნაცვლად 2000 ლარით განისაზღვრა

საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის ხელმძღვანელობით, მთავრობის ადმინისტრაციაში მთავრობის სხდომა გაიმართა, სადაც მინისტრთა კაბინეტის წევრებმა დღის წესრიგით გათვალისწინებული 11 საკითხი განიხილეს.

ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს მთავრობის ადმინისტრაცია ავრცელებს.

ადმინისტრაციის ცნობით, განსახილველ საკითხთა შორის იყო საქართველოს მთავრობის დადგენილების პროექტი „ორსულობისა და მშობიარობის გამო ანაზღაურებადი შვებულებისა და ბავშვის მოვლის გამო ანაზღაურებადი შვებულების, აგრეთვე ახალშობილის შვილად აყვანის გამო ანაზღაურებადი შვებულების პერიოდზე გასაცემი ფულადი დახმარების ოდენობის განსაზღვრისა და გასატარებელ ზოგიერთ ღონისძიებათა შესახებ“. როგორც ინფორმაციაშია აღნიშნული, დადგენილების პროექტის თანახმად, ფულადი დახმარების ოდენობა ჯამურად 1000 ლარის ნაცვლად 2000 ლარით განისაზღვრა.

„ამასთან, საჯარო სკოლის მასწავლებელს, ორსულობისა და მშობიარობის გამო, ბავშვის მოვლის გამო, აგრეთვე ახალშობილის შვილად აყვანის გამო ანაზღაურებად შვებულებებთან დაკავშირებით, ზემოაღნიშნულ დახმარებასთან ერთად, დამატებითი სოციალური დაცვის ღონისძიების სახით, მის მიერ შვებულებების პერიოდში მისაღები შრომითი გასამრჯელოს სრულ ოდენობამდე შესავსებად მიეცემა დამატებითი ანაზღაურება საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მიერ, მისთვის გამოყოფილი ასიგნებების ფარგლებში;

დადგენილების მოქმედება გავრცელდება იმ დასაქმებულებზე, რომლებიც საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად, 2023 წლის 1 იანვრიდან ისარგებლებენ ორსულობისა და მშობიარობის გამო შვებულებით, ბავშვის მოვლის გამო შვებულებითა და ახალშობილის შვილად აყვანის გამო შვებულებით.

საქართველოს ორგანულ კანონში - „საქართველოს შრომის კოდექსში“ ზემოაღნიშნული ცვლილების განხორციელებამდე ე.წ. „დეკრეტული“ შვებულების ანაზღაურების ოდენობა 2014 წლიდან 1000 ლარს შეადგენდა“, - ნათქვამია გავრცელებულ ინფორმაციაში.

×
Live: ეთერშია გადაცემა "360 გრადუსი"