ვატიკანი ბრიტანეთის საკათედრო ტაძრის "სექს წვეულების" შესახებ არსებულ ჭორებს იძიებს, რომელიც, სავარაუდოდ, "ლოკდაუნის" დროს მოხდა. კათოლიკური ეკლესია განიხილავს მტკიცებულებებს იმის შესახებ, რომ ერთ-ერთმა მღვდელმა მრევლი, კერძო წვეულებაზე, მისსავე საცხოვრებელში დაპატიჟა. არაერთი ადამიანი ჩიოდა, რომ მამა მაიკლ მაკკოიმ მათ მაშინ შესთავაზა წვეულებაზე დასწრება, როცა შეკრებები არ იყო ნებადართული.
57 წლის მაკკოიმ 2021 წლის აპრილში მოიკლა თავი, მას შემდეგ, რაც გაიგო, რომ მასზე გამოძიება დაიწყო. ნორთუმბრიის პოლიციამ გამოძიება ბავშვებზე სექსუალური ძალადობის ბრალდებით დაიწყო. კათოლიკური სტანდარტების დაცვის სააგენტომ (CSSA) გასულ კვირას ეპარქიაში "დაუგეგმავი დამცველობითი აუდიტი" დაიწყო. საგენტოს აღმასრულებელმა დირექტორმა სტივ ეშლიმ თქვა, რომ ორგანო დამოუკიდებელია და "სრული ავტონომია აქვს". მისივე თქმით, საგამოძიებო სამუშაოების ფარგლებში ნებისმიერი მოხსენებული დარღვევა, ძალადობის ყველა ბრალდება და მთლიან ეპარქიაში დაცვის კულტურა იქნება გამოკვლეული.
ჩრდილო-დასავლეთ ინგლისის ყოფილმა მთავარმა პროკურორმა და CSSA-ს თავმჯდომარემ, ნაზირ აფზალმა დასძინა:
"ეჭვი არ შეგეპაროთ, რომ ერთ ქვასაც კი არ დავტოვებთ ამოუბრუნებელს, როცა საქმე ხალხის დაცვას ეხება."
წყარო: theguardian
მოამზადა: ანა სიბოშვილმა
თვითონ რა, რძით არიან დაბანილები?
დაილოცოს ჩვენი უწმინდესი ეკლესია