საზოგადოება
პოლიტიკა
სამართალი

9

ივლისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ოთხშაბათი, მთვარის მეთხუთმეტე დღე დაიწყება 22:10-ზე, მთვარე თხის რქაში გადავა 12:52-ზე – ენერგიული დღეა. ჯობია ემოციების მოთვინიერება, ვნებების აღკვეთა და თვითდისციპლინის გაძლიერება დაიწყება. მოიქეცით მშვიდად. მნიშვნელოვანი არაფერი გააკეთო. დაიწყეთ მარტივი ამოცანები, რომლებიც არ საჭიროებს ზედმეტ ძალისხმევას. ყურადღება მიაქციეთ საინტერესო იდეებს, ეს შესაძლოა სამომავლოდ გამოგადგებათ. იზრდება ტრავმებისა და ძლიერი ნერვული დაძაბულობის ალბათობა. უმჯობესია უარი თქვათ ძლიერ ჩაის, ყავასა და ალკოჰოლურ სასმელებზე. დღეს მოხმარებული პროდუქტები უნდა იყოს მაღალი ხარისხის და ახალი.
მსოფლიო
სამხედრო
მოზაიკა
Faceამბები
კულტურა/შოუბიზნესი
სპორტი
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"ლევან ბერძენიშვილს ერეკლე მეორესთან დაკავშირებით არ ვეთანხმები... მაგრამ "ოცნებისტი" გოგოს უზრდელობა მამის ტოლა კაცთან არის გულისამრევი" - ალეკო ელისაშვილი
"ლევან ბერძენიშვილს ერეკლე მეორესთან დაკავშირებით არ ვეთანხმები... მაგრამ  "ოცნებისტი" გოგოს უზრდელობა მამის ტოლა კაცთან არის გულისამრევი" - ალეკო ელისაშვილი

ოპო­ზი­ცი­ო­ნე­რი პო­ლი­ტი­კო­სი ალე­კო ელი­საშ­ვი­ლი გუ­შინ, ლე­ვან ბერ­ძე­ნიშ­ვი­ლის ირ­გვლივ გან­ვი­თა­რე­ბულ მოვ­ლე­ნებს ეხ­მი­ა­ნე­ბა. კერ­ძოდ, "ალტ ინ­ფოს" ჟურ­ნა­ლის­ტის, ნა­თია ბე­რი­ძის მიერ ბერ­ძე­ნიშ­ვი­ლის შე­უ­რა­ცხყო­ფის ფაქტს.

"ლე­ვან ბერ­ძე­ნიშ­ვილს ერეკ­ლე მე­ო­რეს­თან და­კავ­ში­რე­ბით კა­ტე­გო­რი­უ­ლად არ ვე­თან­ხმე­ბი. უფრო მე­ტიც მისი დას­კვნე­ბი ერეკ­ლეს პრო­რუ­სუ­ლო­ბა­ზე არის ძა­ლი­ან არა­სე­რი­ო­ზუ­ლი, მცდა­რი და უგუ­ნუ­რიც კი. არა­ერთ ეთერ­ში მით­ქვამს, მზად ვარ ვე­დე­ბა­ტო ამ თე­მა­ზე თქო, მაგ­რამ არც ერთ არხს ეს დე­ბა­ტე­ბი არ და­უ­გეგ­მავს. თუმ­ცა, ამის მი­უ­ხე­და­ვად, ვი­ღაც "ოც­ნე­ბის­ტი" გო­გოს უზ­რდე­ლო­ბა მა­მის ტოლა კაც­თან, არის გუ­ლი­სამ­რე­ვი. "ნა­ცი­ო­ნა­ლე­ბის" დროს სა­ზი­ზღა­რი ტე­ლე­ვი­ზია რომ იყო, სა­ხე­ლი არც მახ­სოვს, ის კად­რუ­ლობ­და ასეთ ალის­ტრა­ხო­ო­ბას და ეგაა ზუს­ტად. გი­ლო­ცავთ ოც­ნე­ბას, თქვენ თქვე­ნი დე­და­ლი ალის­ტრა­ხო გყავთ! დარ­წმუ­ნე­ბუ­ლი ვარ, მაგ დე­დალ ალის­ტრა­ხოს ერეკ­ლე მე­ო­რე­ზე ნა­ხე­ვა­რი გვერ­დი არც აქვს წა­კი­თხუ­ლი, მაგ­რამ უზ­რდე­ლო­ბა­ში აშ­კა­რად ჩემ­პი­ო­ნია. ლე­ვან ბერ­ძე­ნიშ­ვილს არც არა­ფე­რი დაკ­ლე­ბია ამით, იმ უზ­რდელ­მა გო­გომ გვაჩ­ვე­ნა თა­ვი­სი ნამ­დვი­ლი სახე და "ოც­ნე­ბამ" კი­დევ დეგ­რა­და­ცი­ის ღრმა ტენ­დენ­ცია" - წერს ელი­საშ­ვი­ლი "ფე­ის­ბუქ­ში".

ცნო­ბის­თვის, სო­ცი­ა­ლურ ქსელ­ში გავ­რცელ­და ვი­დეო, სა­დაც ჩანს, რო­გორ აყე­ნებს შე­უ­რა­ცხყო­ფას ლე­ვან ბერ­ძე­ნიშ­ვილს ნა­თია ბე­რი­ძე.

კერ­ძოდ, ბე­რი­ძე ლე­ვან ბერ­ძე­ნიშ­ვილს ეუბ­ნე­ბა:

"ბა­ტო­ნო ლე­ვან, მე უნდა მეთ­ქვა, რომ ერეკ­ლე გმი­რი იყო და თქვენ არა­კა­ცი ხართ. აუ­ცი­ლებ­ლად უნდა მეთ­ქვა მთე­ლი სა­ქარ­თვე­ლოს სა­ხე­ლით. მად­ლო­ბა და ნახ­ვამ­დის"

მკითხველის კომენტარები / 86 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
ხა! ხა! ხა!
0

ჯიბიდან გავარდნილ ლევანას არ სცოდნია, ერეკლე მეორე საქართველოსთვის ვინ იყო. ხალხს ვეკითხები, რაში სჭირდება, საქართველოს და ქართველ ერს, მაგისი ბოროტი "განათლება". შე....ი ასეთ "ქართველს".

ალეკოს!
0

ჩემო ალეკო, იცით რა არის საწყენი და კიდევ გულისამრევი? როდესაც, ასეთი განათლებული, ნაკითხი "ტიპი", თავის თანამემამულეს, საქართველოს ერთ-ერთ საუკეთესო მეფეს, არ იცნობდეს. ეს ლანძღვა ქართველი ერის ლანძღვა არ არის? ხომ დაუჯერებელია, რომ რაღაცაში ვერ ერკვევა და შეგნებულად არ მოქმედებს. საქართველოს პირწავარდნილი მტერია და თქვენ ამას ვერ ხვდებით? კარგით რა! გვეყოფა მლიქვნელობა.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
რა ახალი დეტალები ხდება ცნობილი თორნიკე რიჟვაძის საქმეზე?
ავტორი:

"ლევან ბერძენიშვილს ერეკლე მეორესთან დაკავშირებით არ ვეთანხმები... მაგრამ "ოცნებისტი" გოგოს უზრდელობა მამის ტოლა კაცთან არის გულისამრევი" - ალეკო ელისაშვილი

"ლევან ბერძენიშვილს ერეკლე მეორესთან დაკავშირებით არ ვეთანხმები... მაგრამ  "ოცნებისტი" გოგოს უზრდელობა მამის ტოლა კაცთან არის გულისამრევი" - ალეკო ელისაშვილი

ოპოზიციონერი პოლიტიკოსი ალეკო ელისაშვილი გუშინ, ლევან ბერძენიშვილის ირგვლივ განვითარებულ მოვლენებს ეხმიანება. კერძოდ, "ალტ ინფოს" ჟურნალისტის, ნათია ბერიძის მიერ ბერძენიშვილის შეურაცხყოფის ფაქტს.

"ლევან ბერძენიშვილს ერეკლე მეორესთან დაკავშირებით კატეგორიულად არ ვეთანხმები. უფრო მეტიც მისი დასკვნები ერეკლეს პრორუსულობაზე არის ძალიან არასერიოზული, მცდარი და უგუნურიც კი. არაერთ ეთერში მითქვამს, მზად ვარ ვედებატო ამ თემაზე თქო, მაგრამ არც ერთ არხს ეს დებატები არ დაუგეგმავს. თუმცა, ამის მიუხედავად, ვიღაც "ოცნებისტი" გოგოს უზრდელობა მამის ტოლა კაცთან, არის გულისამრევი. "ნაციონალების" დროს საზიზღარი ტელევიზია რომ იყო, სახელი არც მახსოვს, ის კადრულობდა ასეთ ალისტრახოობას და ეგაა ზუსტად. გილოცავთ ოცნებას, თქვენ თქვენი დედალი ალისტრახო გყავთ! დარწმუნებული ვარ, მაგ დედალ ალისტრახოს ერეკლე მეორეზე ნახევარი გვერდი არც აქვს წაკითხული, მაგრამ უზრდელობაში აშკარად ჩემპიონია. ლევან ბერძენიშვილს არც არაფერი დაკლებია ამით, იმ უზრდელმა გოგომ გვაჩვენა თავისი ნამდვილი სახე და "ოცნებამ" კიდევ დეგრადაციის ღრმა ტენდენცია" - წერს ელისაშვილი "ფეისბუქში".

ცნობისთვის, სოციალურ ქსელში გავრცელდა ვიდეო, სადაც ჩანს, როგორ აყენებს შეურაცხყოფას ლევან ბერძენიშვილს ნათია ბერიძე.

კერძოდ, ბერიძე ლევან ბერძენიშვილს ეუბნება:

"ბატონო ლევან, მე უნდა მეთქვა, რომ ერეკლე გმირი იყო და თქვენ არაკაცი ხართ. აუცილებლად უნდა მეთქვა მთელი საქართველოს სახელით. მადლობა და ნახვამდის"