პოლიტიკა
მეცნიერება

25

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ხუთშაბათი, მთვარის მეორე დღე დაიწყება 04:52-ზე, მთვარე კირჩხიბშია – რეკომენდებულია ბიზნესის დაწყება. მუშაობა ინდივიდუალურადაც და გუნდურადაც. მოძებნეთ სპონსორები თქვენი პროექტებისთვის. შეგიძლიათ დაიწყოთ ახალი საგნების სწავლა, ჩაირიცხოთ კურსებზე. კარგია მოგზაურობა, მივლინებები. პირი და კბილები აქტიურია. კარგია ვარჯიშის დაწყება. რაც უფრო მარტივი და მსუბუქი იქნება დღეს საკვები, მით უკეთესია. არ არის მიზანშეწონილი ალკოჰოლისა და ხორცის მოხმარება. ერთ-ერთი საუკეთესო დღეა ქორწინებისთვის. დღეს შექმნილი ოჯახი ძლიერი და მეგობრული იქნება. კარგია პაემნის მოწყობა და საყვარელი ადამიანისთვის საჩუქრის მირთმევა.
მსოფლიო
სამხედრო
კულტურა/შოუბიზნესი
სპორტი
საზოგადოება
Faceამბები
მოზაიკა
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"მადლენამ ჩემი ოჯახი ამოწყვიტა" - ყველაზე სასტიკი მკვლელი ქალი საქართველოს ისტორიაში, რომლის სახელსაც13-მდე მკვლელობას უკავშირებენ
"მადლენამ ჩემი ოჯახი ამოწყვიტა" - ყველაზე სასტიკი მკვლელი ქალი საქართველოს ისტორიაში, რომლის სახელსაც13-მდე მკვლელობას უკავშირებენ

მრა­ვალ­გზის გა­სა­მარ­თლე­ბუ­ლი დამ­ნა­შა­ვე, მად­ლე­ნა ზვო­რი­კი­ნა-ბერ­ძე­ნიშ­ვი­ლი 2014 წელს, აზერ­ბა­ი­ჯა­ნელ და ქარ­თველ სა­მარ­თალ­დამ­ცავ­თა ერ­თობ­ლი­ვი ძა­ლის­ხმე­ვით, ბა­ქო­ში და­ა­კა­ვეს და სა­ქარ­თვე­ლო­ში დიდი ხმა­უ­რით ჩა­მო­იყ­ვა­ნეს. მას მთა­ვარ­მა პრო­კუ­რა­ტუ­რამ ბრა­ლი 1993 წელს გან­სა­კუთ­რე­ბით და­მამ­ძი­მე­ბელ გა­რე­მო­ე­ბებ­ში ჩა­დე­ნი­ლი 4 კა­ცის გან­ზრახ მკვლე­ლო­ბის ორ­გა­ნი­ზე­ბა­ში წა­უ­ყე­ნა (საქ­მე ეხე­ბა გურ­ჯა­ან­ში იმერ­ლიშ­ვი­ლე­ბის ოჯა­ხის ამო­წყვე­ტას). ამ ინ­ფორ­მა­ცი­ამ იმ­ჟა­მად მით­ქმა-მოთ­ქმა გა­მო­იწ­ვია. იმ­ხა­ნად ქარ­თვე­ლი სა­მარ­თალ­დამ­ცა­ვე­ბი ირ­წმუ­ნე­ბოდ­ნენ, რომ მად­ლე­ნას სა­მუ­და­მო პა­ტიმ­რო­ბას მი­უს­ჯიდ­ნენ, თუმ­ცა ზვო­რი­კი­ნამ ქალ­თა კო­ლო­ნი­ა­ში მხო­ლოდ 9 თვე გა­ა­ტა­რა. ამ ხნის გან­მავ­ლო­ბა­ში პრო­კუ­რა­ტუ­რამ ვერ შეძ­ლო საქ­მის დას­რუ­ლე­ბა, საკ­მა­რი­სი მტკი­ცე­ბუ­ლე­ბე­ბის წარ­დგე­ნა და სა­სა­მარ­თლომ ცი­ხი­დან მად­ლე­ნას გა­თა­ვი­სუფ­ლე­ბის გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა მი­ი­ღო. მად­ლე­ნამ სა­ქარ­თვე­ლო და­ტო­ვა.

2019 წელს გავ­რცელ­და ინ­ფორ­მა­ცია, რომ უკ­რა­ი­ნა - ბე­ლა­რუ­სის სა­ზღვარ­ზე 65 წლის რუ­სე­თის მო­ქა­ლა­ქე მად­ლე­ნა ზვო­რი­კი­ნა და­ა­კა­ვეს. იგი ბე­ლა­რუს­მა სა­მარ­თალ­დამ­ცვე­ლებ­მა იზო­ლა­ტორ­ში მო­ა­თავ­სეს, სა­დაც 40 დღე დაჰ­ყო მა­ნამ, ვიდ­რე რუ­სე­თი­სად­მი სა­ექ­სტრა­დი­ციო დო­კუ­მენ­ტე­ბი მზად­დე­ბო­და. იმა­ვე წლის 25 ნო­ემ­ბერს მად­ლე­ნა ზვო­რი­კი­ნა რუ­სეთს გა­და­ე­ცა.

რო­გორც რუ­სუ­ლი პრე­სა იმ­ჟა­მად წერ­და, მად­ლე­ნა ზვო­რი­კი­ნამ 1990-იან წლებ­ში, "საქ­მი­ან" პარტნი­ორ ალექ­სან­დრე რო­შინ­თან ერ­თად, რო­მე­ლიც რო­გორც ამ­ბო­ბენ, მისი საყ­ვა­რე­ლიც იყო, მოს­კოვ­ში ბან­და შექ­მნა, რომ­ლის ან­გა­რიშ­ზეც, სა­ვა­რა­უ­დოდ,13 მკვლე­ლო­ბაა. ჩა­დე­ნილ მრა­ვალ­რი­ცხო­ვან და­ნა­შა­უ­ლე­ბა­თა გამო მად­ლე­ნას "სის­ხლი­ა­ნი ატა­მან­შა" და­არ­ქვეს.

"ჩვე­ნი მუ­სი­კის მას­წავ­ლე­ბე­ლი იყო, მახ­სოვს, სულ გაპ­რან­ჭუ­ლი და­დი­ო­და, ლა­მა­ზი ქალი იყო. მისი ყო­ფი­ლი ქმა­რი, ვაჟა მა­თი­აშ­ვი­ლი, ალა­ზან­ში და­იხ­რჩო. მად­ლე­ნა მთელ კა­ხეთს აზან­ზა­რებ­და, მუ­სი­კის მას­წავ­ლე­ბე­ლი უცებ კა­ხე­თის "მხედ­რი­ო­ნის" უფ­რო­სი გახ­და. მისი ყვე­ლას ეში­ნო­და. იმერ­ლიშ­ვი­ლე­ბის ამო­ხოც­ვა­ში თა­ვი­დან­ვე მას ასა­ხე­ლებ­დნენ", - გა­ნა­ცხდა "კვი­რის პა­ლიტ­რას­თან" გურ­ჯა­ა­ნის ერთ-ერ­თმა მკვიდრმა რამ­დე­ნი­მე წლის წინ.

  • მა­სობ­რი­ვი მკვლე­ლო­ბე­ბი რუ­სეთ­ში

1993 წლის დე­კემ­ბერ­ში მოს­კო­ვის ია­სე­ნე­ვოს რა­ი­ონ­ში მდე­ბა­რე ერთ-ერთ ბი­ნა­ში ძა­ლა­დობ­რი­ვი სიკ­ვდი­ლის ნიშ­ნე­ბის მქო­ნე ექ­ვსი ცხე­და­რი აღ­მო­ა­ჩი­ნეს. ყვე­ლა მოკ­ლუ­ლი წარ­მო­შო­ბით უკ­რა­ი­ნი­დან, ლვო­ვი­დან იყო. მი­ლი­ცი­ის ოპე­რა­ტი­უ­ლი სამ­სა­ხუ­რის მუ­შა­კებ­მა მი­აკ­ვლი­ეს, რომ ისი­ნი მოს­კოვ­ში ავ­ტო­მან­ქა­ნე­ბის მო­პარ­ვა-გა­ტა­ცე­ბით იყ­ვნენ და­კა­ვე­ბულ­ნი. რად­გა­ნაც მომ­ხდა­რი ფაქ­ტი აშ­კა­რად უკავ­შირ­დე­ბო­და მსხვერ­პლთა კრი­მი­ნა­ლურ ბიზ­ნესს, მი­ლი­ცი­ამ ეჭვი კონ­კუ­რენ­ტებ­ზე მი­ი­ტა­ნა.

გა­მო­ძი­ე­ბა კვალ­მა სა­ქარ­თვე­ლო­ში მცხოვ­რებ მად­ლე­ნა ზვო­რი­კი­ნა-ბერ­ძე­ნიშ­ვი­ლამ­დე მი­იყ­ვა­ნა. რო­გორც გა­ირ­კვა, მომ­ხდა­რი ფაქ­ტი­დან რამ­დე­ნი­მე წლით ადრე მან ბე­დის სა­ძებ­ნე­ლად მოს­კოვს მი­ა­შუ­რა და სა­ვაჭ­რო ფირ­მა "წმინ­და გი­ორ­გი" შექ­მნა, თუმ­ცა კო­მერ­ცი­უ­ლი საქ­მი­ა­ნო­ბა მის­თვის მხო­ლოდ ერ­თგვა­რი სა­ფა­რის როლს ას­რუ­ლებ­და - სი­ნამ­დვი­ლე­ში "წმინ­და გი­ორ­გის" თა­ნამ­შრომ­ლე­ბი მკვლე­ლო­ბე­ბი­თა და ბან­დი­ტიზ­მით იყ­ვნენ და­კა­ვე­ბუ­ლე­ბი. თავ­და­პირ­ვე­ლად გა­მო­ძი­ე­ბა დაჯ­გუ­ფე­ბის ლი­დე­რად სწო­რედ მად­ლე­ნას მი­იჩ­ნევ­და, მაგ­რამ შემ­დეგ, 1995 წელს, როცა "წმინ­და გი­ორ­გის" თით­ქმის ყვე­ლა წევ­რი და­ა­პა­ტიმ­რეს, აღ­მოჩ­ნდა, რომ ბან­დის მე­თა­უ­რი მად­ლე­ნას სა­მო­ქა­ლა­ქო ქმა­რი - ალექ­სან­დრე რო­ში­ნი იყო.

2002 წლის ზა­ფხულ­ში მოს­კო­ვის სა­ქა­ლა­ქო სა­სა­მარ­თლომ ალექ­სან­დრე რო­შინს, რო­მელ­საც პი­რა­დად ხუთი ადა­მი­ა­ნი ჰყავ­და მოკ­ლუ­ლი, იმ დრო­ი­სათ­ვის სას­ჯე­ლის მაქ­სი­მა­ლუ­რი ვადა - 15-წლი­ა­ნი პა­ტიმ­რო­ბა მი­უ­სა­ჯა. იდენ­ტუ­რად და­ი­სა­ჯა მისი თა­ნამ­ზრახ­ვე­ლი ალექ­სეი ფო­კი­ნი - რვა ადა­მი­ა­ნის მკვლე­ლი.

რაც შე­ე­ხე­ბა მად­ლე­ნას, მას მკვლე­ლო­ბის ბრალ­დე­ბის ნა­წი­ლი მო­ეხ­სნა, მაგ­რამ გი­სო­სე­ბი­ან შე­ნო­ბა­ში 9 წლით მა­ინც გა­იგ­ზავ­ნა. ამას­თან, მხედ­ვე­ლო­ბა­ში იქნა რა მი­ღე­ბუ­ლი, რომ ზვო­რი­კი­ნა გა­მო­ძი­ე­ბი­სა და სა­სა­მარ­თლო გან­ხილ­ვის პრო­ცეს­ში და­კა­ვე­ბუ­ლი იყო, მას ეს ვადა პა­ტიმ­რო­ბად ჩა­ეთ­ვა­ლა და იგი ცი­ხი­დან გა­ნა­ჩე­ნის გა­მო­ტა­ნი­დან ორი წლის შემ­დეგ გა­მო­ვი­და. გა­თა­ვი­სუფ­ლე­ბულ­მა მად­ლე­ნამ ტე­რო­როზ­მის მსხვერ­პლთა დახ­მა­რე­ბის სა­ერ­თა­შო­რი­სო ფონ­დი "ალ­დო­ე­დი" და­ა­ფუძნა, მაგ­რამ ფონ­დის ხელ­მძღვა­ნე­ლო­ბა არ დას­ცალ­და - მალე თავი ისევ ცი­ხე­ში ამოჰ­ყო.

  • მკვლე­ლო­ბე­ბი სა­ქარ­თვე­ლო­ში

2004 წელს მად­ლე­ნა ზვო­რი­კი­ნა სა­ქარ­თვე­ლოს პრო­კუ­რა­ტუ­რის მო­თხოვ­ნით და­ა­კა­ვეს, სა­დაც მას­ზე 1990-იანი წლე­ბი­დან ძებ­ნა იყო გა­მო­ცხა­დე­ბუ­ლი. ქარ­თვე­ლი ძა­ლოვ­ნე­ბის მო­ნა­ცე­მე­ბით, 1993 წელს მად­ლე­ნა ალექ­სან­დრე რო­შინ­თან, ალექ­სეი ფო­კინ­თან და ბან­დის კი­დევ რამ­დე­ნი­მე წევრთან ერ­თად კა­ხეთ­ში ჩა­ვი­და ად­გი­ლობ­რივ მძღო­ლებ­ში ფუ­ლის აკ­რე­ფის მიზ­ნით. მეტი და­მა­ჯე­რებ­ლო­ბი­სათ­ვის ბან­დი­ტებ­მა მო­ი­მა­რა­გეს ია­რა­ღი, აგ­რეთ­ვე ში­ნა­გან საქ­მე­თა სა­მი­ნის­ტროს, თავ­დაც­ვის უწყე­ბი­სა და უშიშ­რო­ე­ბის ორ­გა­ნო­ე­ბის მუ­შაკ­თა ყალ­ბი პი­რა­დო­ბის მოწ­მო­ბე­ბი.

რო­გორც გა­მო­ძი­ე­ბა მი­იჩ­ნევს, მად­ლე­ნას ბრძა­ნე­ბით რამ­დე­ნი­მე შე­ი­ა­რა­ღე­ბუ­ლი თავ­დას­ხმა გან­ხორ­ცი­ელ­და. ასე მა­გა­ლი­თად - თბი­ლი­სი-გურ­ჯა­ა­ნის ავ­ტოტ­რა­სა­ზე მოკ­ლეს ში­ნა­გან საქ­მე­თა სა­მი­ნის­ტროს თა­ნამ­შრო­მე­ლი, შემ­დეგ ისი­ნი ად­გი­ლობ­რი­ვი მცხოვ­რე­ბის - გივი იმერ­ლიშ­ვი­ლის ოჯახს გა­უს­წორ­დნენ: არ და­ინ­დეს არც მისი ცოლი ლა­მა­რა და არც შვი­ლი ანე­ტა. სახ­ლი­დან წა­ი­ღეს სა­ყო­ფა­ცხოვ­რე­ბო ტექ­ნი­კა, სა­ნა­დი­რო თო­ფე­ბი, გა­ი­ტა­ცეს ავ­ტო­მო­ბი­ლი "ნივა", რო­მე­ლიც გა­ყალ­ბე­ბუ­ლი დო­კუ­მენ­ტე­ბით გა­ყი­დეს და რუ­სეთ­ში დაბ­რუნ­დნენ. მად­ლე­ნა ზვო­რი­კი­ნა-ბერ­ძე­ნიშ­ვი­ლი მკვლე­ლო­ბას­თან კავ­შირს უარ­ყოფ­და რამ­დე­ნი­მე წლის წინ "კვი­რის პა­ლიტ­რის­თვის" მი­ცე­მულ ინ­ტერ­ვი­უ­ში.

კრი­მი­ნა­ლუ­რი წარ­სუ­ლის გარ­და, მად­ლე­ნა ზვო­რი­კი­ნას მდი­და­რი საბ­რძო­ლო გა­მოც­დი­ლე­ბაც ჰქონ­და. ქარ­თვე­ლი სა­მარ­თალ­დამ­ცველ­თა მო­ნა­ცე­მე­ბით, 1990-იანი წლე­ბის და­სა­წყის­ში იგი გა­სამ­ხედ­რო­ე­ბუ­ლი ორ­გა­ნი­ზა­ცი­ის - "მხედ­რი­ო­ნის" კა­ხე­თის ფრთას ხელ­მძღვა­ნე­ლობ­და.

  • "ოცი წე­ლია, ჩემს მიც­ვა­ლე­ბუ­ლებს ვე­ძებ"

გურ­ჯა­ან­ში ყვე­ლას ახ­სოვს უშიშ­რო­ე­ბის ყო­ფი­ლი მა­ღალ­ჩი­ნოს­ნის, ვა­სილ იმერ­ლიშ­ვი­ლის სახ­ლში დატ­რი­ა­ლე­ბუ­ლი ტრა­გე­დია - და­ნა­შა­უ­ლებ­რივ­მა ჯგუფ­მა ოჯა­ხის ხუთი წევ­რი მოკ­ლა და შემ­დეგ ცხედ­რე­ბი გა­აქ­რო. "კვი­რის პა­ლიტ­რამ" 2014 წელს მი­აკ­ვლია იმერ­ლიშ­ვი­ლე­ბის ოჯა­ხის ერთ-ერთ გა­დარ­ჩე­ნილ წევ­რს, და­ვით იმერ­ლიშ­ვილს, რო­მელ­მაც შემ­ზა­რა­ვი და­ნა­შა­უ­ლის დე­ტა­ლე­ბი მოყ­ვა:

- მად­ლე­ნამ ჩემი ოჯა­ხი ამო­წყვი­ტა. ჩემი უფ­რო­სი ბი­ძაშ­ვი­ლი, ვიცე-პოლ­კოვ­ნი­კი ვა­სი­კო იმერ­ლიშ­ვი­ლი, უშიშ­რო­ე­ბის მა­შინ­დე­ლი მი­ნის­ტრის, იგორ გი­ორ­გა­ძის მო­ად­გი­ლე იყო. 1993 წლის 9 აგ­ვის­ტოს მო­მიკ­ლეს ბიძა, ბი­ცო­ლა, ბი­ძაშ­ვი­ლი ვა­სი­კო და მო­ხუ­ცი ბე­ბია, მა­ნამ­დე კი მე­ო­რე ბი­ძაშ­ვი­ლი გია მოს­კოვ­ში მოკ­ლეს.

ობ­ლად გა­ვი­ზარ­დე, მშობ­ლე­ბი რომ და­მე­ხო­ცა, 9 წლის ვი­ყა­ვი და ბი­ძამ ჩემს ბი­ძაშ­ვი­ლებ­თან ერ­თად შვი­ლი­ვით გამ­ზარ­და. ეს ტრა­გე­დია რომ დატ­რი­ალ­და, აფხა­ზე­თის ომში ვიბ­რძო­დი. თავ­ზარ­დამ­ცე­მი ამ­ბა­ვი თვე-ნა­ხევ­რის შემ­დეგ, ომი­დან დაბ­რუ­ნე­ბულ­მა გა­ვი­გე. სოფ­ლის ცენ­ტრში მე­ზობ­ლის ბიჭ­მა რომ და­მი­ნა­ხა, გაკ­ვირ­ვე­ბულ­მა მკი­თხა, ცო­ცხა­ლი ხარო? მერე და­ა­მა­ტა, სახ­ლში არ შეხ­ვი­დე, და­ნაღ­მუ­ლი­აო. ენა ჩა­მი­ვარ­და, რომ უნდა მე­კი­თხა, რას მე­უბ­ნე­ბი, ერთი კარ­გად ამიხ­სე­ნი-მეთ­ქი, სწრა­ფად გამ­შორ­და.

სახ­ლის­კენ წა­ვე­დი. ბი­ძა­ჩემს ძაღ­ლე­ბი ჰყავ­და, რო­გორც კი და­მი­ნა­ხავ­დნენ, სიყ­ვა­რუ­ლით მე­გე­ბე­ბოდ­ნენ. სა­წყლე­ბი - გა­თი­შუ­ლი ეყარ­ნენ, ურე­აქ­ცი­ოდ, ეტყო­ბა, რა­ღაც გა­უ­კე­თეს. მე­ო­რე სარ­თულ­ზე რომ ავე­დი, გა­ვოგნ­დი, მარ­ტო კედ­ლე­ბი იყო დარ­ჩე­ნი­ლი, ყვე­ლა­ფე­რი გა­ე­ტა­ნათ... მერე გა­ვი­გე, რომ ჩე­მი­ა­ნე­ბი და­უ­ხო­ცავთ.

- რას საქ­მი­ა­ნობ­დნენ ოჯა­ხის სხვა წევ­რე­ბი?

- უმ­ცროს ბი­ძაშ­ვილს, გიას, ან­ტიკ­ვა­რუ­ლი ია­რა­ღის კო­ლექ­ცია ჰქონ­და, ყვე­ლა - რე­გის­ტრი­რე­ბუ­ლი. ნა­წი­ლი ჩემ­თან ინა­ხე­ბო­და, ნა­წი­ლი - ბი­ძა­ჩემ­თან. 1993 წელს მე და გიამ რუ­სეთ­ში პორტვე­ი­ნი, ღვი­ნო და არა­ყი წა­ვი­ღეთ, მაგ­რამ ვერ გავ­ყი­დეთ. მა­შინ საქ­მე­ში მად­ლე­ნა ჩა­ე­რია, მო­გე­ბა სა­მად უნდა გაგ­ვე­ყო. და­ვუ­ტო­ვეთ პრო­დუქ­ცია და წა­მო­ვე­დით. მერე მად­ლე­ნამ აღარ მო­ინ­დო­მა თან­ხის გა­ნა­წი­ლე­ბა, არა­და, მა­ნამ­დე გიას აც­ნო­ბა, ყვე­ლა­ფე­რი გორ­კის ავ­ტო­ქარ­ხა­ნას ჩა­ვა­ბა­რე და სა­ნაც­ვლოდ ახა­ლი 15 "ვოლ­გა" უნდა მოგ­ვცე­ნო. აქე­დან 5 მად­ლე­ნა­სი უნდა ყო­ფი­ლი­ყო, 10 - ჩვე­ნი.

- არ მოგ­ცათ მან­ქა­ნე­ბი?

- მად­ლე­ნა რომ აღარ გა­მოჩ­ნდა, გია წა­ვი­და მოს­კოვ­ში, მას მერე აღარც გვი­ნა­ხავს. სა­მა­გი­ე­როდ, მად­ლე­ნამ ვა­სი­კოს­თან გა­მოგ­ზავ­ნა კუ­რი­ე­რი, გია მო­სუ­ლია ლარ­სის სა­ზღვარ­თან, ახა­ლი მან­ქა­ნე­ბი მოჰ­ყავს, პრობ­ლე­მე­ბი ექ­მნე­ბა მე­სა­ზღვრე­ებ­თან და და­ეხ­მა­რე ძმას მან­ქა­ნე­ბის გად­მოყ­ვა­ნა­შიო. ვა­სი­კო თა­ვი­სი წი­თე­ლი "ნი­ვით" წა­ვი­და და ერთ სა­ათ­ში გურ­ჯა­ან­ში და­უ­ნა­ხავთ, რომ ვა­სი­კოს უკვე უნომ­რო მან­ქა­ნის სა­ჭეს ვი­ღაც უც­ნო­ბი ეჯდა, მას მერე ვა­სი­კოც გაქ­რა. იმ სა­ღა­მოს ჩვენს სახ­ლში მო­სუ­ლან სამ­ხედრო­ფორ­მი­ა­ნი რუ­სე­ბი და უთ­ქვამთ ბი­ძა­ჩე­მის­თვის, კარ­გად არის საქ­მე, ვა­სი­კოს ვე­ლა­პა­რა­კეთ რა­ცი­ით, სა­ზღვა­რი გად­მოკ­ვე­თეს და ცოტა ხან­ში მო­ვაო. ბი­ძა­ჩემ­მაც საკ­ლა­ვი დაკ­ლა, შვი­ლე­ბის მო­ლო­დინ­ში სახ­ლში დიდი სუფ­რა გა­შა­ლა, ამის მერე რა მოხ­და, ეს უკვე მად­ლე­ნამ იცის.

ბი­ძია გივი, ბი­ცო­ლა ლა­მა­რა და ბე­ბი­ა­ჩე­მი გაქ­რნენ, არც მათი საფ­ლა­ვე­ბი მაქვს.

გა­ვი­გე, რუ­სებ­თან ერ­თად გურ­ჯა­ა­ნე­ლე­ბიც ყო­ფი­ლან გა­რე­უ­ლი მათ სიკ­ვდილ­ში. არა­ვის უფიქ­რია მათი მო­ძებ­ნა, თით­ქოს არც ყო­ფი­ლიყ­ვნენ, მე კი წლე­ბია, დე­ტა­ლებს ვიკ­ვლევ. გა­აგ­რძე­ლეთ კი­თხვა

მკითხველის კომენტარები / 4 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
ამირანი
0

იგორ გიორგაძის მოადგილე მოკლეს და საქმე არაა გამოძიებული? საეჭვოა! 

მე მგონია მოტივიც და საფუძველიც სულ სხვა რამ უნდა იყოს.

დიდი ზურგის და გარანტიების გარეშე ვინ გაბედავდა?

იყო, მარა რა იყო !
75

დიდებული დრო იყო და მერე რუსეთის დავალებით სააკოვმა დაგვაქცია!

 

მაგრამ "ოცნების" თავგამოდებით ვბრუნდებით იმ საამურ პერიოდში !

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
რატომ გაგიჟდა მსოფლიო labubu-ს თოჯინებზე?
ავტორი:

"მადლენამ ჩემი ოჯახი ამოწყვიტა" - ყველაზე სასტიკი მკვლელი ქალი საქართველოს ისტორიაში, რომლის სახელსაც13-მდე მკვლელობას უკავშირებენ

"მადლენამ ჩემი ოჯახი ამოწყვიტა" - ყველაზე სასტიკი მკვლელი ქალი საქართველოს ისტორიაში, რომლის სახელსაც13-მდე მკვლელობას უკავშირებენ

მრავალგზის გასამართლებული დამნაშავე, მადლენა ზვორიკინა-ბერძენიშვილი 2014 წელს, აზერბაიჯანელ და ქართველ სამართალდამცავთა ერთობლივი ძალისხმევით, ბაქოში დააკავეს და საქართველოში დიდი ხმაურით ჩამოიყვანეს. მას მთავარმა პროკურატურამ ბრალი 1993 წელს განსაკუთრებით დამამძიმებელ გარემოებებში ჩადენილი 4 კაცის განზრახ მკვლელობის ორგანიზებაში წაუყენა (საქმე ეხება გურჯაანში იმერლიშვილების ოჯახის ამოწყვეტას). ამ ინფორმაციამ იმჟამად მითქმა-მოთქმა გამოიწვია. იმხანად ქართველი სამართალდამცავები ირწმუნებოდნენ, რომ მადლენას სამუდამო პატიმრობას მიუსჯიდნენ, თუმცა ზვორიკინამ ქალთა კოლონიაში მხოლოდ 9 თვე გაატარა. ამ ხნის განმავლობაში პროკურატურამ ვერ შეძლო საქმის დასრულება, საკმარისი მტკიცებულებების წარდგენა და სასამართლომ ციხიდან მადლენას გათავისუფლების გადაწყვეტილება მიიღო. მადლენამ საქართველო დატოვა.

2019 წელს გავრცელდა ინფორმაცია, რომ უკრაინა - ბელარუსის საზღვარზე 65 წლის რუსეთის მოქალაქე მადლენა ზვორიკინა დააკავეს. იგი ბელარუსმა სამართალდამცველებმა იზოლატორში მოათავსეს, სადაც 40 დღე დაჰყო მანამ, ვიდრე რუსეთისადმი საექსტრადიციო დოკუმენტები მზადდებოდა. იმავე წლის 25 ნოემბერს მადლენა ზვორიკინა რუსეთს გადაეცა.

როგორც რუსული პრესა იმჟამად წერდა, მადლენა ზვორიკინამ 1990-იან წლებში, "საქმიან" პარტნიორ ალექსანდრე როშინთან ერთად, რომელიც როგორც ამბობენ, მისი საყვარელიც იყო, მოსკოვში ბანდა შექმნა, რომლის ანგარიშზეც, სავარაუდოდ,13 მკვლელობაა. ჩადენილ მრავალრიცხოვან დანაშაულებათა გამო მადლენას "სისხლიანი ატამანშა" დაარქვეს.

"ჩვენი მუსიკის მასწავლებელი იყო, მახსოვს, სულ გაპრანჭული დადიოდა, ლამაზი ქალი იყო. მისი ყოფილი ქმარი, ვაჟა მათიაშვილი, ალაზანში დაიხრჩო. მადლენა მთელ კახეთს აზანზარებდა, მუსიკის მასწავლებელი უცებ კახეთის "მხედრიონის" უფროსი გახდა. მისი ყველას ეშინოდა. იმერლიშვილების ამოხოცვაში თავიდანვე მას ასახელებდნენ", - განაცხდა "კვირის პალიტრასთან" გურჯაანის ერთ-ერთმა მკვიდრმა რამდენიმე წლის წინ.

  • მასობრივი მკვლელობები რუსეთში

1993 წლის დეკემბერში მოსკოვის იასენევოს რაიონში მდებარე ერთ-ერთ ბინაში ძალადობრივი სიკვდილის ნიშნების მქონე ექვსი ცხედარი აღმოაჩინეს. ყველა მოკლული წარმოშობით უკრაინიდან, ლვოვიდან იყო. მილიციის ოპერატიული სამსახურის მუშაკებმა მიაკვლიეს, რომ ისინი მოსკოვში ავტომანქანების მოპარვა-გატაცებით იყვნენ დაკავებულნი. რადგანაც მომხდარი ფაქტი აშკარად უკავშირდებოდა მსხვერპლთა კრიმინალურ ბიზნესს, მილიციამ ეჭვი კონკურენტებზე მიიტანა.

გამოძიება კვალმა საქართველოში მცხოვრებ მადლენა ზვორიკინა-ბერძენიშვილამდე მიიყვანა. როგორც გაირკვა, მომხდარი ფაქტიდან რამდენიმე წლით ადრე მან ბედის საძებნელად მოსკოვს მიაშურა და სავაჭრო ფირმა "წმინდა გიორგი" შექმნა, თუმცა კომერციული საქმიანობა მისთვის მხოლოდ ერთგვარი საფარის როლს ასრულებდა - სინამდვილეში "წმინდა გიორგის" თანამშრომლები მკვლელობებითა და ბანდიტიზმით იყვნენ დაკავებულები. თავდაპირველად გამოძიება დაჯგუფების ლიდერად სწორედ მადლენას მიიჩნევდა, მაგრამ შემდეგ, 1995 წელს, როცა "წმინდა გიორგის" თითქმის ყველა წევრი დააპატიმრეს, აღმოჩნდა, რომ ბანდის მეთაური მადლენას სამოქალაქო ქმარი - ალექსანდრე როშინი იყო.

2002 წლის ზაფხულში მოსკოვის საქალაქო სასამართლომ ალექსანდრე როშინს, რომელსაც პირადად ხუთი ადამიანი ჰყავდა მოკლული, იმ დროისათვის სასჯელის მაქსიმალური ვადა - 15-წლიანი პატიმრობა მიუსაჯა. იდენტურად დაისაჯა მისი თანამზრახველი ალექსეი ფოკინი - რვა ადამიანის მკვლელი.

რაც შეეხება მადლენას, მას მკვლელობის ბრალდების ნაწილი მოეხსნა, მაგრამ გისოსებიან შენობაში 9 წლით მაინც გაიგზავნა. ამასთან, მხედველობაში იქნა რა მიღებული, რომ ზვორიკინა გამოძიებისა და სასამართლო განხილვის პროცესში დაკავებული იყო, მას ეს ვადა პატიმრობად ჩაეთვალა და იგი ციხიდან განაჩენის გამოტანიდან ორი წლის შემდეგ გამოვიდა. გათავისუფლებულმა მადლენამ ტეროროზმის მსხვერპლთა დახმარების საერთაშორისო ფონდი "ალდოედი" დააფუძნა, მაგრამ ფონდის ხელმძღვანელობა არ დასცალდა - მალე თავი ისევ ციხეში ამოჰყო.

  • მკვლელობები საქართველოში

2004 წელს მადლენა ზვორიკინა საქართველოს პროკურატურის მოთხოვნით დააკავეს, სადაც მასზე 1990-იანი წლებიდან ძებნა იყო გამოცხადებული. ქართველი ძალოვნების მონაცემებით, 1993 წელს მადლენა ალექსანდრე როშინთან, ალექსეი ფოკინთან და ბანდის კიდევ რამდენიმე წევრთან ერთად კახეთში ჩავიდა ადგილობრივ მძღოლებში ფულის აკრეფის მიზნით. მეტი დამაჯერებლობისათვის ბანდიტებმა მოიმარაგეს იარაღი, აგრეთვე შინაგან საქმეთა სამინისტროს, თავდაცვის უწყებისა და უშიშროების ორგანოების მუშაკთა ყალბი პირადობის მოწმობები.

როგორც გამოძიება მიიჩნევს, მადლენას ბრძანებით რამდენიმე შეიარაღებული თავდასხმა განხორციელდა. ასე მაგალითად - თბილისი-გურჯაანის ავტოტრასაზე მოკლეს შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომელი, შემდეგ ისინი ადგილობრივი მცხოვრების - გივი იმერლიშვილის ოჯახს გაუსწორდნენ: არ დაინდეს არც მისი ცოლი ლამარა და არც შვილი ანეტა. სახლიდან წაიღეს საყოფაცხოვრებო ტექნიკა, სანადირო თოფები, გაიტაცეს ავტომობილი "ნივა", რომელიც გაყალბებული დოკუმენტებით გაყიდეს და რუსეთში დაბრუნდნენ. მადლენა ზვორიკინა-ბერძენიშვილი მკვლელობასთან კავშირს უარყოფდა რამდენიმე წლის წინ "კვირის პალიტრისთვის" მიცემულ ინტერვიუში.

კრიმინალური წარსულის გარდა, მადლენა ზვორიკინას მდიდარი საბრძოლო გამოცდილებაც ჰქონდა. ქართველი სამართალდამცველთა მონაცემებით, 1990-იანი წლების დასაწყისში იგი გასამხედროებული ორგანიზაციის - "მხედრიონის" კახეთის ფრთას ხელმძღვანელობდა.

  • "ოცი წელია, ჩემს მიცვალებულებს ვეძებ"

გურჯაანში ყველას ახსოვს უშიშროების ყოფილი მაღალჩინოსნის, ვასილ იმერლიშვილის სახლში დატრიალებული ტრაგედია - დანაშაულებრივმა ჯგუფმა ოჯახის ხუთი წევრი მოკლა და შემდეგ ცხედრები გააქრო. "კვირის პალიტრამ" 2014 წელს მიაკვლია იმერლიშვილების ოჯახის ერთ-ერთ გადარჩენილ წევრს, დავით იმერლიშვილს, რომელმაც შემზარავი დანაშაულის დეტალები მოყვა:

- მადლენამ ჩემი ოჯახი ამოწყვიტა. ჩემი უფროსი ბიძაშვილი, ვიცე-პოლკოვნიკი ვასიკო იმერლიშვილი, უშიშროების მაშინდელი მინისტრის, იგორ გიორგაძის მოადგილე იყო. 1993 წლის 9 აგვისტოს მომიკლეს ბიძა, ბიცოლა, ბიძაშვილი ვასიკო და მოხუცი ბებია, მანამდე კი მეორე ბიძაშვილი გია მოსკოვში მოკლეს.

ობლად გავიზარდე, მშობლები რომ დამეხოცა, 9 წლის ვიყავი და ბიძამ ჩემს ბიძაშვილებთან ერთად შვილივით გამზარდა. ეს ტრაგედია რომ დატრიალდა, აფხაზეთის ომში ვიბრძოდი. თავზარდამცემი ამბავი თვე-ნახევრის შემდეგ, ომიდან დაბრუნებულმა გავიგე. სოფლის ცენტრში მეზობლის ბიჭმა რომ დამინახა, გაკვირვებულმა მკითხა, ცოცხალი ხარო? მერე დაამატა, სახლში არ შეხვიდე, დანაღმულიაო. ენა ჩამივარდა, რომ უნდა მეკითხა, რას მეუბნები, ერთი კარგად ამიხსენი-მეთქი, სწრაფად გამშორდა.

სახლისკენ წავედი. ბიძაჩემს ძაღლები ჰყავდა, როგორც კი დამინახავდნენ, სიყვარულით მეგებებოდნენ. საწყლები - გათიშული ეყარნენ, ურეაქციოდ, ეტყობა, რაღაც გაუკეთეს. მეორე სართულზე რომ ავედი, გავოგნდი, მარტო კედლები იყო დარჩენილი, ყველაფერი გაეტანათ... მერე გავიგე, რომ ჩემიანები დაუხოცავთ.

- რას საქმიანობდნენ ოჯახის სხვა წევრები?

- უმცროს ბიძაშვილს, გიას, ანტიკვარული იარაღის კოლექცია ჰქონდა, ყველა - რეგისტრირებული. ნაწილი ჩემთან ინახებოდა, ნაწილი - ბიძაჩემთან. 1993 წელს მე და გიამ რუსეთში პორტვეინი, ღვინო და არაყი წავიღეთ, მაგრამ ვერ გავყიდეთ. მაშინ საქმეში მადლენა ჩაერია, მოგება სამად უნდა გაგვეყო. დავუტოვეთ პროდუქცია და წამოვედით. მერე მადლენამ აღარ მოინდომა თანხის განაწილება, არადა, მანამდე გიას აცნობა, ყველაფერი გორკის ავტოქარხანას ჩავაბარე და სანაცვლოდ ახალი 15 "ვოლგა" უნდა მოგვცენო. აქედან 5 მადლენასი უნდა ყოფილიყო, 10 - ჩვენი.

- არ მოგცათ მანქანები?

- მადლენა რომ აღარ გამოჩნდა, გია წავიდა მოსკოვში, მას მერე აღარც გვინახავს. სამაგიეროდ, მადლენამ ვასიკოსთან გამოგზავნა კურიერი, გია მოსულია ლარსის საზღვართან, ახალი მანქანები მოჰყავს, პრობლემები ექმნება მესაზღვრეებთან და დაეხმარე ძმას მანქანების გადმოყვანაშიო. ვასიკო თავისი წითელი "ნივით" წავიდა და ერთ საათში გურჯაანში დაუნახავთ, რომ ვასიკოს უკვე უნომრო მანქანის საჭეს ვიღაც უცნობი ეჯდა, მას მერე ვასიკოც გაქრა. იმ საღამოს ჩვენს სახლში მოსულან სამხედროფორმიანი რუსები და უთქვამთ ბიძაჩემისთვის, კარგად არის საქმე, ვასიკოს ველაპარაკეთ რაციით, საზღვარი გადმოკვეთეს და ცოტა ხანში მოვაო. ბიძაჩემმაც საკლავი დაკლა, შვილების მოლოდინში სახლში დიდი სუფრა გაშალა, ამის მერე რა მოხდა, ეს უკვე მადლენამ იცის.

ბიძია გივი, ბიცოლა ლამარა და ბებიაჩემი გაქრნენ, არც მათი საფლავები მაქვს.

გავიგე, რუსებთან ერთად გურჯაანელებიც ყოფილან გარეული მათ სიკვდილში. არავის უფიქრია მათი მოძებნა, თითქოს არც ყოფილიყვნენ, მე კი წლებია, დეტალებს ვიკვლევ. გააგრძელეთ კითხვა