პოლიტიკა
მეცნიერება

17

ივლისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ხუთშაბათი, მთვარის ოცდამესამე დღე დაიწყება 23:58-ზე, მთვარე ვერძშია – რეკომენდებულია: მონანიება, მიტევება, მარხვა. სახლის განწმენდა და დალოცვა. კარგია ყველაფერი ზედმეტის მოშორება. არ არის რეკომენდებული: მოლაპარაკებების წარმოება. აზრებისა და იდეების სხვებისთვის გაზიარება. გაუფრთხილდით ხერხემალს. უარი თქვით ხორცზე, ყავასა და ალკოჰოლზე. ჭარბმა კვებამ შესაძლოა კუჭ-ნაწლავის დაავადებები გამოიწვიოს. ამ დღეს გაწყვეტილი კავშირები არასოდეს აღდგება და ადამიანები ძალიან სწრაფად ივიწყებენ ერთმანეთს.
მსოფლიო
საზოგადოება
მოზაიკა
Faceამბები
სამხედრო
კონფლიქტები
კულტურა/შოუბიზნესი
სპორტი
წიგნები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"ომის სამოსი" - როგორ შეიქმნა უკრაინული ბრენდი M-TAC-ი, რომლის შეკერილ ტანსაცმელსაც ვოლოდიმირ ზელენსკი ატარებს
"ომის სამოსი" - როგორ შეიქმნა უკრაინული ბრენდი M-TAC-ი, რომლის შეკერილ ტანსაცმელსაც ვოლოდიმირ ზელენსკი ატარებს

M-TAC-ის ბრენ­დის დამ­ფუძ­ნებ­ლებს არა­სო­დეს ჰქო­ნი­ათ იმის ამ­ბი­ცია, რომ გა­ე­კე­თე­ბი­ნათ დიდი ბიზ­ნე­სი. მათ მხო­ლოდ სამ­ხედ­რო­ე­ბის­თვის მა­ღა­ლი ხა­რის­ხის და მო­სა­ხერ­ხე­ბე­ლი ტან­საც­მლის დამ­ზა­დე­ბა სურ­დათ. ომმა აი­ძუ­ლა ისი­ნი დიდ თა­მაშ­ზე წა­სუ­ლიყ­ვნენ...

უკ­რა­ი­ნულ კომ­პა­ნია M‑TAC-ს, ტაქ­ტი­კუ­რი ტან­საც­მლის მწარ­მო­ე­ბელს, ჰყავს თა­ვი­სი „ბრენ­დის ელჩი“, რო­მელ­ზეც ნე­ბის­მი­ე­რი დიდი ბრენ­დი იოც­ნე­ბებ­და. ის თა­ვი­სუ­ფალ სამ­ყა­რო­ში ერთ-ერთი ყვე­ლა­ზე პო­პუ­ლა­რუ­ლი ადა­მი­ა­ნი, უკ­რა­ი­ნის პრე­ზი­დენ­ტი ვო­ლო­დი­მირ ზე­ლენ­სკია. ზე­ლენ­სკის და მისი გა­რე­მოც­ვის გარ­და, M-TAC სა­მოსს ატა­რებს უკ­რა­ი­ნის შე­ი­ა­რა­ღე­ბუ­ლი ძა­ლე­ბის მთა­ვარ­სარ­და­ლი ვა­ლე­რი ზა­ლუ­ჟი­ნი, ალექ­სან­დრ კა­მი­ში­ნი და მსა­ხი­ო­ბი ჟან-კლოდ ვან და­მიც კი. და ასე­ვე - ასი­ა­თა­სო­ბით სამ­ხედ­რო და სა­მო­ქა­ლა­ქო პირი უკ­რა­ი­ნა­ში.

ბრენ­დი М-ТАС 2014 წელს, დონ­ბას­ში ომი და­წყე­ბის შემ­დეგ შე­იქ­მნა. მა­ნამ­დე კი­ევ­ში მცხოვ­რე­ბი ალექ­სან­დრე კა­რა­სე­ვი, გა­ნათ­ლე­ბით ხე­ლო­ვა­ნი, ცხრა წლის გან­მავ­ლო­ბა­ში აწყობ­და და ყიდ­და აირ­სოფ­ტის სამ­ხედ­რო თა­მა­შებს.

დონ­ბა­სის მოვ­ლე­ნებ­მა ყვე­ლა­ფე­რი შეც­ვა­ლა. "ომის თა­მა­შე­ბი უსარ­გებ­ლო გახ­და", - ამ­ბობს კა­რა­სე­ვი, "ნამ­დვი­ლი ომი და­ი­წყო." მე­წარ­მემ მთე­ლი აღ­ჭურ­ვი­ლო­ბა ფრონტს გა­დას­ცა. ტაქ­ტი­კურ და სამ­ხედ­რო ტან­საც­მელს აღარ ყი­დუ­ლობ­დნენ აირ­სოფ­ტის მო­თა­მა­შე­ე­ბი, არა­მედ სამ­ხედ­რო­ე­ბი, რომ­ლე­ბიც აღ­მო­სავ­ლეთ­ში მი­დი­ოდ­ნენ. "მი­ლი­ტა­რის­ტი" სწრა­ფად გა­და­იქ­ცა სამ­ხედ­რო სა­ა­გენ­ტოდ.

თა­ვი­დან კა­რა­სევ­მა ევ­რო­პი­დან სამ­ხედ­რო ტან­საც­მლის შე­მო­ტა­ნა და­ი­წყო, მაგ­რამ კონ­კუ­რენ­ტე­ბის რა­ო­დე­ნო­ბა გა­ი­ზარ­და. "მა­შინ ვი­ფიქ­რე: რა­ტომ არ უნდა შევ­ქმნათ ტაქ­ტი­კუ­რი ტან­საც­მლის უკ­რა­ი­ნუ­ლი ბრენ­დი”, - იხ­სე­ნებს მა­მა­კა­ცი. ასე და­ი­ბა­და М-ТАС ბრენ­დი. კა­რა­სევ­მა პარტნი­ო­რად მი­იწ­ვია დი­ზა­ი­ნე­რი დე­ნის გო­ლოვ­კო, რო­მელ­საც ევა­ლე­ბო­და მო­დე­ლე­ბის შექ­მნა.

M‑TAC-ის ერთ-ერთი პირ­ვე­ლი პრო­დუქ­ტი იყო Agressor ტაქ­ტი­კუ­რი შარ­ვა­ლი, რო­მე­ლიც ბესტსე­ლე­რად იქცა, რო­დე­საც ის ზე­ლენ­სკიმ მო­ირ­გო. ბრენ­დის შარ­ვალს ხში­რად ადა­რე­ბენ ამე­რი­კუ­ლი კომ­პა­ნი­ის Crye Precision Field Pants მო­დელს. ეს შე­და­რე­ბა არ არის უსა­ფუძ­ვლო.

М-ТАС-ის დამ­ფუძ­ნებ­ლე­ბი არ მა­ლა­ვენ, რომ მო­დე­ლე­ბის შექ­მნამ­დე ისი­ნი ეწ­ვივ­ნენ უცხო­ურ გა­მო­ფე­ნებს, სა­დაც დე­ტა­ლუ­რად შე­ის­წავ­ლეს ტოპ-ბრენ­დე­ბის პრო­დუქ­ცი­ის ტექ­ნო­ლო­გი­ე­ბი და დი­ზა­ი­ნი.

2014 წელს სამ­ხედ­რო სა­ქო­ნელ­ზე მო­თხოვ­ნის ბუმი და­ახ­ლო­ე­ბით ოთხი თვე გაგ­რძელ­და... "თა­ვი­დან გა­ყიდ­ვე­ბი მცი­რე იყო", - იხ­სე­ნებს კა­რა­სე­ვი. შემ­დეგ თან­და­თან გა­ი­ზარ­და. YouControl-ის მო­ნა­ცე­მე­ბით, 2020 წელს კომ­პა­ნი­ის შე­მო­სა­ვალ­მა 86 მი­ლი­ო­ნი გრივ­ნა შე­ად­გი­ნა.

დიდი ომის და­წყე­ბამ­დე კა­რა­სე­ვი­სა და გო­ლოვ­კოს ბიზ­ნე­სი შვი­დი მა­ღა­ზი­ის­გან შეგ­დე­ბო­და. ჰქონ­დათ სა­ხე­ლოს­ნო­ე­ბი და სა­წყო­ბე­ბი კი­ევ­ში, ჰყავ­დათ 200-ზე მეტი თა­ნამ­შრო­მე­ლი, ასო­ბით პრო­დუქ­ცი­ის ხაზი, მა­ღა­ზია და სა­წყო­ბი პო­ლო­ნეთ­ში, მაგ­რამ დიდი ომის­თვის ეს საკ­მა­რი­სი არ იყო.

თე­ბერ­ვლის ბო­ლო­დან ერთი თვის გან­მავ­ლო­ბა­ში მათ მა­ღა­ზი­ებ­ში ას­მეტ­რი­ა­ნი რი­გე­ბი დად­გა. "სო­ცი­ა­ლურ ქსე­ლებ­ში ხუმ­რობ­დნენ, რომ Apple-ის მა­ღა­ზი­ებს ასე­თი რი­გე­ბი მა­შინ აქვთ, რო­დე­საც ახა­ლი პრო­დუქ­ცია გა­მო­დის", - ამ­ბობს დუ­ჟი­კი, IT დე­პარ­ტა­მენ­ტის დი­რექ­ტო­რი და М-ТАС-ის სა­ბი­თუ­მო გა­ყიდ­ვე­ბის ხელ­მძღვა­ნე­ლი.

გაზ­რდილ მო­თხოვ­ნას და­ე­მა­ტა ის ფაქ­ტი, რომ თა­ნამ­შრომ­ლე­ბის ნა­წილ­მა ომის და­წყე­ბის შემ­დეგ ოჯა­ხე­ბი გა­იყ­ვა­ნეს უსაფრ­თხო ად­გი­ლას, ხოლო კა­რა­სე­ვი და რამ­დე­ნი­მე სხვა თა­ნამ­შრო­მე­ლი ჯარ­ში გა­ემ­გზავრნენ. ომის პირ­ველ კვი­რებ­ში წარ­მო­ე­ბა და ონ­ლა­ინ გა­ყიდ­ვე­ბი შე­ჩერ­და: ამის გამ­კე­თე­ბე­ლი არა­ვინ იყო, ყვე­ლა მუ­შა­ობ­და მზა პრო­დუქ­ცი­ის გა­სავ­რცე­ლებ­ლად.

ივ­ნის­ში კა­რა­სევ­მა და­ი­წყო ახა­ლი ქარ­ხნის მშე­ნებ­ლო­ბა ლვო­ვის რე­გი­ონ­ში. ამის­თვის მან 800 000 დო­ლა­რის და­ფი­ნან­სე­ბა მო­აგ­რო­ვა. ინ­ვეს­ტო­რე­ბი არი­ან Orexim-ის თა­ნა­დამ­ფუძ­ნე­ბე­ლი იური ბუ­დ­ნი­კი და აღ­მას­რუ­ლე­ბე­ლი დი­რექ­ტო­რი ალექ­სან­დრე ხუ­დო­ლი. პირ­ვე­ლი კა­რა­სე­ვის ძვე­ლი მე­გო­ბა­რია. "ის იყო ჩემი პირ­ვე­ლი ინ­გლი­სუ­რი ენის დამ­რი­გე­ბე­ლი, როცა პა­ტა­რა ვი­ყა­ვი", - იხ­სე­ნებს კა­რა­სე­ვი.

M-TAC-ის პრო­დუქ­ცია კარ­გი ხა­რის­ხის გარ­და ფა­სი­თაც იგებს. მა­გა­ლი­თად, ავ­სტრი­უ­ლი ბრენ­დის Carinthia-ს ქურ­თუ­კი 350 დო­ლა­რი ღირს. M-TAC Softshell ქურ­თუ­კი - $115. და­მა­ტე­ბი­თი უპი­რა­ტე­სო­ბა ის არის, რომ უკ­რა­ი­ნე­ლი სამ­ხედ­რო­ე­ბის­თვის მოქ­მე­დებს 15%-იანი ფას­დაკ­ლე­ბა M-TAC-ის ყვე­ლა პრო­დუქტზე.

კი­ე­ვის ქარ­ხა­ნა ჭი­ან­ჭვე­ლე­ბის ბუ­დეს ჰგავს. ათო­ბით მკე­რა­ვი ჭრის, კე­რავს, ქარ­გავს.

ყვე­ლა­ფე­რი ფრონ­ტის­თვის

კა­რა­სევ­მა სწრა­ფად აით­ვი­სა ინ­ვეს­ტი­ცია. M-TAC წარ­მო­ე­ბა ივ­ნი­სი­დან დღემ­დე სამ­ჯერ გა­ი­ზარ­და. და­ი­ქი­რა­ვა 550 ადა­მი­ა­ნი. "ლვოვ­ში ჩვენ და­ვი­წყეთ წარ­მო­ე­ბა ნუ­ლი­დან. სამ კვი­რა­ში და­ვი­ქი­რა­ვეთ პირ­ვე­ლი 100 თა­ნამ­შრო­მე­ლი“, - ამ­ბობს გო­ლოვ­კო.

"ომი სა­მუ­და­მოდ არ გაგ­რძელ­დე­ბა, არის თუ არა გო­ნივ­რუ­ლი ამ­ხე­ლა ინ­ვეს­ტი­ცია მი­ლი­ტა­რის­ტურ სა­წარ­მო­ში? - „ომის შემ­დეგ ვი­ფიქ­რებთ. ახლა ყვე­ლა­ფე­რი უნდა გა­ვა­კე­თოთ იმის­თვის, რომ გა­ვი­მარ­ჯვოთ“, - ამ­ბობს კა­რა­სე­ვი.

გო­ლოვ­კოს აზ­რით, ბრენ­დს, რო­მელ­მაც უკ­რა­ი­ნე­ლე­ბის გული მო­ი­გო, კარ­გი პერ­სპექ­ტი­ვე­ბი აქვს და­სავ­ლე­თის ბა­ზარ­ზე. "ბევ­რი და­ინ­ტე­რეს­და ჩვე­ნი პრო­დუქ­ცი­ით" - ამ­ბობს გო­ლოვ­კო. "მაგ­რამ ამ დრო­ის­თვის მთა­ვა­რი ამო­ცა­ნაა უკ­რა­ი­ნე­ლი სამ­ხედ­რო­ე­ბის სა­ჭი­რო­ე­ბე­ბის დაკ­მა­ყო­ფი­ლე­ბა..."

წყა­რო

მკითხველის კომენტარები / 20 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
თ.მ.
9

პრიმიტიულ ადამიანებზეა გათვლილი

ეჰჰ
27

აგვისტოს ომი ზელიაა აგვისტოს ომიი, იუთუბზე დევს იცოდე ფაქტები.მაგას ვერსად გაექცევი და ჩვენც სულ გვემახსოვრება ეს.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ვრცელდება სპეცოპერაციის კადრები და ფარული ჩანაწერები, რომლებშიც "ქურდულ სამყაროსთან" კავშირში მყოფი ფიგურირებენ
ავტორი:

"ომის სამოსი" - როგორ შეიქმნა უკრაინული ბრენდი M-TAC-ი, რომლის შეკერილ ტანსაცმელსაც ვოლოდიმირ ზელენსკი ატარებს

"ომის სამოსი" - როგორ შეიქმნა უკრაინული ბრენდი M-TAC-ი, რომლის შეკერილ ტანსაცმელსაც ვოლოდიმირ ზელენსკი ატარებს

M-TAC-ის ბრენდის დამფუძნებლებს არასოდეს ჰქონიათ იმის ამბიცია, რომ გაეკეთებინათ დიდი ბიზნესი. მათ მხოლოდ სამხედროებისთვის მაღალი ხარისხის და მოსახერხებელი ტანსაცმლის დამზადება სურდათ. ომმა აიძულა ისინი დიდ თამაშზე წასულიყვნენ...

უკრაინულ კომპანია M‑TAC-ს, ტაქტიკური ტანსაცმლის მწარმოებელს, ჰყავს თავისი „ბრენდის ელჩი“, რომელზეც ნებისმიერი დიდი ბრენდი იოცნებებდა. ის თავისუფალ სამყაროში ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული ადამიანი, უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკია. ზელენსკის და მისი გარემოცვის გარდა, M-TAC სამოსს ატარებს უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდალი ვალერი ზალუჟინი, ალექსანდრ კამიშინი და მსახიობი ჟან-კლოდ ვან დამიც კი. და ასევე - ასიათასობით სამხედრო და სამოქალაქო პირი უკრაინაში.

ბრენდი М-ТАС 2014 წელს, დონბასში ომი დაწყების შემდეგ შეიქმნა. მანამდე კიევში მცხოვრები ალექსანდრე კარასევი, განათლებით ხელოვანი, ცხრა წლის განმავლობაში აწყობდა და ყიდდა აირსოფტის სამხედრო თამაშებს.

დონბასის მოვლენებმა ყველაფერი შეცვალა. "ომის თამაშები უსარგებლო გახდა", - ამბობს კარასევი, "ნამდვილი ომი დაიწყო." მეწარმემ მთელი აღჭურვილობა ფრონტს გადასცა. ტაქტიკურ და სამხედრო ტანსაცმელს აღარ ყიდულობდნენ აირსოფტის მოთამაშეები, არამედ სამხედროები, რომლებიც აღმოსავლეთში მიდიოდნენ. "მილიტარისტი" სწრაფად გადაიქცა სამხედრო სააგენტოდ.

თავიდან კარასევმა ევროპიდან სამხედრო ტანსაცმლის შემოტანა დაიწყო, მაგრამ კონკურენტების რაოდენობა გაიზარდა. "მაშინ ვიფიქრე: რატომ არ უნდა შევქმნათ ტაქტიკური ტანსაცმლის უკრაინული ბრენდი”, - იხსენებს მამაკაცი. ასე დაიბადა М-ТАС ბრენდი. კარასევმა პარტნიორად მიიწვია დიზაინერი დენის გოლოვკო, რომელსაც ევალებოდა მოდელების შექმნა.

M‑TAC-ის ერთ-ერთი პირველი პროდუქტი იყო Agressor ტაქტიკური შარვალი, რომელიც ბესტსელერად იქცა, როდესაც ის ზელენსკიმ მოირგო. ბრენდის შარვალს ხშირად ადარებენ ამერიკული კომპანიის Crye Precision Field Pants მოდელს. ეს შედარება არ არის უსაფუძვლო.

М-ТАС-ის დამფუძნებლები არ მალავენ, რომ მოდელების შექმნამდე ისინი ეწვივნენ უცხოურ გამოფენებს, სადაც დეტალურად შეისწავლეს ტოპ-ბრენდების პროდუქციის ტექნოლოგიები და დიზაინი.

2014 წელს სამხედრო საქონელზე მოთხოვნის ბუმი დაახლოებით ოთხი თვე გაგრძელდა... "თავიდან გაყიდვები მცირე იყო", - იხსენებს კარასევი. შემდეგ თანდათან გაიზარდა. YouControl-ის მონაცემებით, 2020 წელს კომპანიის შემოსავალმა 86 მილიონი გრივნა შეადგინა.

დიდი ომის დაწყებამდე კარასევისა და გოლოვკოს ბიზნესი შვიდი მაღაზიისგან შეგდებოდა. ჰქონდათ სახელოსნოები და საწყობები კიევში, ჰყავდათ 200-ზე მეტი თანამშრომელი, ასობით პროდუქციის ხაზი, მაღაზია და საწყობი პოლონეთში, მაგრამ დიდი ომისთვის ეს საკმარისი არ იყო.

თებერვლის ბოლოდან ერთი თვის განმავლობაში მათ მაღაზიებში ასმეტრიანი რიგები დადგა. "სოციალურ ქსელებში ხუმრობდნენ, რომ Apple-ის მაღაზიებს ასეთი რიგები მაშინ აქვთ, როდესაც ახალი პროდუქცია გამოდის", - ამბობს დუჟიკი, IT დეპარტამენტის დირექტორი და М-ТАС-ის საბითუმო გაყიდვების ხელმძღვანელი.

გაზრდილ მოთხოვნას დაემატა ის ფაქტი, რომ თანამშრომლების ნაწილმა ომის დაწყების შემდეგ ოჯახები გაიყვანეს უსაფრთხო ადგილას, ხოლო კარასევი და რამდენიმე სხვა თანამშრომელი ჯარში გაემგზავრნენ. ომის პირველ კვირებში წარმოება და ონლაინ გაყიდვები შეჩერდა: ამის გამკეთებელი არავინ იყო, ყველა მუშაობდა მზა პროდუქციის გასავრცელებლად.

ივნისში კარასევმა დაიწყო ახალი ქარხნის მშენებლობა ლვოვის რეგიონში. ამისთვის მან 800 000 დოლარის დაფინანსება მოაგროვა. ინვესტორები არიან Orexim-ის თანადამფუძნებელი იური ბუდნიკი და აღმასრულებელი დირექტორი ალექსანდრე ხუდოლი. პირველი კარასევის ძველი მეგობარია. "ის იყო ჩემი პირველი ინგლისური ენის დამრიგებელი, როცა პატარა ვიყავი", - იხსენებს კარასევი.

M-TAC-ის პროდუქცია კარგი ხარისხის გარდა ფასითაც იგებს. მაგალითად, ავსტრიული ბრენდის Carinthia-ს ქურთუკი 350 დოლარი ღირს. M-TAC Softshell ქურთუკი - $115. დამატებითი უპირატესობა ის არის, რომ უკრაინელი სამხედროებისთვის მოქმედებს 15%-იანი ფასდაკლება M-TAC-ის ყველა პროდუქტზე.

კიევის ქარხანა ჭიანჭველების ბუდეს ჰგავს. ათობით მკერავი ჭრის, კერავს, ქარგავს.

ყველაფერი ფრონტისთვის

კარასევმა სწრაფად აითვისა ინვესტიცია. M-TAC წარმოება ივნისიდან დღემდე სამჯერ გაიზარდა. დაიქირავა 550 ადამიანი. "ლვოვში ჩვენ დავიწყეთ წარმოება ნულიდან. სამ კვირაში დავიქირავეთ პირველი 100 თანამშრომელი“, - ამბობს გოლოვკო.

"ომი სამუდამოდ არ გაგრძელდება, არის თუ არა გონივრული ამხელა ინვესტიცია მილიტარისტურ საწარმოში? - „ომის შემდეგ ვიფიქრებთ. ახლა ყველაფერი უნდა გავაკეთოთ იმისთვის, რომ გავიმარჯვოთ“, - ამბობს კარასევი.

გოლოვკოს აზრით, ბრენდს, რომელმაც უკრაინელების გული მოიგო, კარგი პერსპექტივები აქვს დასავლეთის ბაზარზე. "ბევრი დაინტერესდა ჩვენი პროდუქციით" - ამბობს გოლოვკო. "მაგრამ ამ დროისთვის მთავარი ამოცანაა უკრაინელი სამხედროების საჭიროებების დაკმაყოფილება..."

წყარო

×
Live: ეთერშია "თავისუფალი სტუდია"