ავტორი:

"რუსთავი 2" - ის ინფორმაციით, საგარეჯოში ყოფილი სამხედროს მიერ 5 ადამიანის მკვლელობას წინ კონფლიქტი უძღოდა

"რუსთავი 2" - ის ინფორმაციით, საგარეჯოში ყოფილი სამხედროს მიერ 5 ადამიანის მკვლელობას წინ კონფლიქტი უძღოდა

20 იანვარს, ღამის1-ლ საგარეჯოში, ხუთსართულიანი კორპუსის მესამე სართულიდან ავტომატური იარაღის ხმა გიასმა.

თავდასხმელი ესროდა ყველას, განურჩევლად, იყენებდა ბინის ორივე აივანს. მოქალაქეებს და ექიმებს არ აძლევდა დაჭრილებთან მიახლოების საშუალებას, ვინც სცადა ისიც ადგილზე მოკლა. მათგან ერთი პოლიციის თანამშრომელია, რომელიც ახალგაზრდა ქალს გადაეფარა. სულ გარდაცვლილია 5 ადამიანი. თავდამსხმელი კი, რომელმაც სპეცოპერაციის დაწყებმდე, თვაი მოიკლა ყოფილი სამხედრო აღმოჩნდა.

"რუსთვის 2"-ის ინფორმაციით, მკვლელობის, სავარაუდო მოტივი გახდა ერთ-ერთ მოკლულთან კონფლიქტი, რომელიც ათუაშვილს ჰქონდა. ის თუ როდის განვითარდა კონფლიქტი ამაზე დამატებითი დეტალები, ჯერჯერობით, უცნობია.

შეგახსენებთ, საგარეჯოში, ერთ-ერთი კორპუსიდან შეიარაღებულმა პირმა ცეცხლი გვიან ღამით გახსნა. სროლის შედეგად, თავდამსხმელის ჩათვლით, რომელმაც საბოლოოდ თავი მოიკლა, დაიღუპა 6 ადამიანი, დაჭრილია 5 პირი. შსს-ს ცნობით, შემთხვევის ადგილზე სპეცდანიშნულების რაზმის მისვლისთანავე ბრალდებულმა ცეცხლსასროლი იარაღიდან გასროლით თავი მოიკლა.

იხილეთ ასევე: