ავტორი:

"ყველა შეძრა საგარეჯოში მომხდარმა ტრაგედიამ..." - პატრიარქის სამძიმრის წერილი

"ყველა შეძრა საგარეჯოში მომხდარმა ტრაგედიამ..." - პატრიარქის სამძიმრის წერილი

საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი, ილია მეორე საგარეჯოში მომხდარ ტრაგედიას ეხმაურება.

მან დაღუპულთა ოჯახებს სამძიმარი გამოუცხადა.

"ყველა შეძრა საგარეჯოში მომხდარმა ტრაგედიამ, რომელსაც შეეწირნენ ახალგაზრდები, - დავით ნასრაძე,ზაზა ჩიხლაძე,ნოდარ რჩეულიშვილი,ზაქრო მათიაშვილი და ღირსეული პოლიციელი ოთარ ღვინაშვილი, რომელმაც საკუთარი თავგანწირვით სხვისი სიცოცხლე გადაარჩინა.

სამძიმარს ვუცხადებთ მათი ოჯახის წევრებს, მეგობრებსა და გულშემატკივრებს.

აღვავლენთ ლოცვებს გარდაცვლილთა სულთა საოხად, რათა უფალმა სავანესა მართალთასა დააწესოს მათი უკვდავი სულნი, ხოლო ახლობლებს მიანიჭოს ლოცვის ძალა და რწმენა იმისა, რომ სიცოცხლე ამ ქვეყნად არ მთავრდება, არამედ გარდაცვალება დასაწყისია მარადიული ცხოვრებისა.

ასევე ვლოცულობთ დაშავებულთა გადარჩენისა და გამოჯანმრთელებისათვის. ღმერთმა ისინი მალე დაუბრუნოს საკუთარ ოჯახებს“ , - ვკითხულობთ პატრიარქის სამძიმრის წერილში, რომელიც საპტარიარქოს "ფეისბუქის" ოფიციალურ გვერდზე გამოქვეყნდა.

შეგახსენებთ, საგარეჯოში მომხდარი თავდასხმის დროს, 6 ადამიანი დაიღუპა, 5 კი დაშავდა.