ავტორი:

"არ ვიცოდი, გადარჩებოდა თუ არა..." - პრიანკა ჩოპრა პირველად ლაპარაკობს ქალიშვილზე, რომელიც სუროგატი დედის დახმარებით, დღენაკლული დაიბადა

"არ ვიცოდი, გადარჩებოდა თუ არა..." - პრიანკა ჩოპრა პირველად ლაპარაკობს ქალიშვილზე, რომელიც სუროგატი დედის დახმარებით, დღენაკლული დაიბადა

პრიანკა ჩოპრა ბრიტანული Vogue-ის თებერვლის ნომერში მოხვდა. ერთ-ერთ კადრში მსახიობი ქალიშვილთან, მელტი მერისთან ერთად გამოჩნდა. ჟურნალისტებთან საუბარში ვარსკვლავმა გულახდილად პირველად ისაუბრა ბავშვზე.

გოგონა სუროგატი დედის დახმარებით 7-თვიანი დაიბადა.

"საოპერაციოში ვიყავი, როცა ის გამოვიდა. ის ისეთი პატარა იყო, ჩემს ხელზე პატარა“, - აღიარებს პრიანკა ახალ ინტერვიუში.

"მე დავინახე, რას აკეთებენ ექთანები ინტენსიურ თერაპიაში. ისინი ღვთის საქმეს აკეთებენ. მე და ნიკი იქ ვიდექით, როდესაც მათ მისი ინტუბაცია მოახდინეს. არ ვიცი, როგორ იპოვეს ის, რაც სჭირდებოდათ (მის პაწაწინა სხეულში) მისი ინტუბაციისთვის“.

”ჩვენ მასთან ყოველ დღეს ვატარებდით. ჩემს მკერდზე, ჩემი ქმრის მკერდზე იყო ხოლმე”, - ამბობს პრიანკა. "არ ვიცოდი, გადარჩებოდა თუ არა".

მან ასევე უპასუხა მათ, ვინც აკრიტიკებდა მის გადაწყვეტილებას სუროგატი დედისგან ბავშვის გაჩენის გამო. გააგრძელეთ კითხვა