პოლიტიკა
მსოფლიო
სამართალი

7

ივლისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ორშაბათი, მთვარის მეცამეტე დღე დაიწყება 20:04-ზე, მთვარე მშვილდოსანს ესტუმრება 02:05-ზე – კარგია ჯგუფური მუშაობისთვის, ახალი ინფორმაციის მოსაპოვებლად, ახალი სასწავლო ციკლების დასაყენებლად. საყოფაცხოვრებო ნივთების დაგროვების, შეძენისა და წარმოების დღე. კარგია პურის გამოცხობა. შეიტანეთ კორექტირება ბიზნესში და გააფართოვეთ გავლენის სფეროები. ხელი მოაწერე ხელშეკრულებებს. კარგია თანამშრომლების დაქირავება, საჯარო ღონისძიებების ჩატარება. მიიღეთ ახალი ინფორმაცია, გაიუმჯობესეთ განათლება. იმუშავეთ გუნდში და განიხილეთ აქტუალური საკითხები კოლეგების ან თანამოაზრეების გარემოცვაში. აქტიური ორგანოებია: თეძოები, ვენები, საჯდომის ნერვი. ფაფა, ბოსტნეული და ხილი შეუცვლელია.
სამხედრო
Faceამბები
საზოგადოება
სპორტი
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
დასრულდა საგარეჯოელი თავდამსხმელის მეუღლისა და შვილის დაკითხვა
დასრულდა საგარეჯოელი თავდამსხმელის მეუღლისა და შვილის დაკითხვა

სა­გა­რე­ჯოს პო­ლი­ცი­ის გან­ყო­ფი­ლე­ბა­ში იმ ყო­ფი­ლი სამ­ხედ­რო მო­სამ­სა­ხუ­რის მე­უღ­ლი­სა და შვი­ლის და­კი­თხვა დას­რულ­და, რო­მელ­მაც წუ­ხელ მე­ზობ­ლებ­სა და პო­ლი­ცი­ას ცე­ცხლი გა­უხ­სნა. მათ და­კი­თხვის დას­რუ­ლე­ბის შემ­დგომ ჟურ­ნა­ლის­ტებ­თან კო­მენ­ტა­რი არ გა­უ­კე­თე­ბი­ათ.

49 წლის მა­მა­კა­ცის ოჯა­ხის წევ­რე­ბი სა­მარ­თალ­დამ­ცა­ვე­ბის შე­კი­თხვებს პა­სუ­ხობ­დნენ იმის შე­სა­ხებ, თუ რა მოხ­და 20 იან­ვრის ღა­მეს, რა დრო­საც სა­გა­რე­ჯო­ში, ყო­ფილ­მა სამ­ხედ­რომ ია­რა­ღი­დან გას­რო­ლის შე­დე­გად 5 პირი მოკ­ლა, 5 კი დაჭ­რა.

რო­გორც ჟურ­ნა­ლის­ტებს კა­ხე­თის პო­ლი­ცი­ის დე­პარ­ტა­მენ­ტის დი­რექ­ტორ­მა თე­ი­მუ­რაზ კა­ლან­და­ძემ გა­ნუ­ცხა­და, გა­მო­ძი­ე­ბა მიმ­დი­ნა­რე­ობს, რომ­ლის ფარ­გლებ­შიც ყვე­ლა­ფერს პა­სუ­ხი გა­ე­ცე­მა. თუმ­ცა, რა ინ­ფორ­მა­ცია მი­ა­წო­დეს თავ­დამ­სხმე­ლის ოჯა­ხის წევ­რებ­მა სა­მარ­თალ­დამ­ცვე­ლებს, მან მე­დი­ას­თან არ და­ა­კონ­კრე­ტა.

"გა­მო­ძი­ე­ბის ინ­ტე­რე­სე­ბი­დან გა­მომ­დი­ნა­რე, ამ ეტაპ­ზე, ვერ გე­ტყვით, შვილ­მა რო­გორ ითა­ნამ­შრომ­ლა და რა ჩვე­ნე­ბა მის­ცა გა­მო­ძი­ე­ბას. მიმ­დი­ნა­რე­ობს გა­მო­ძი­ე­ბა", - აცხა­დებს თე­ი­მუ­რაზ კა­ლან­და­ძე.

შე­გახ­სე­ნებთ, რომ ში­ნა­გან საქ­მე­თა სა­მი­ნის­ტროს ინ­ფორ­მა­ცი­ით, სა­გა­რე­ჯო­ში მომ­ხდა­რი შემ­თხვე­ვის შე­დე­გად გარ­და­იც­ვა­ლა 5 და და­იჭ­რა კორ­პუ­სის ეზო­ში მყო­ფი 5 ადა­მი­ა­ნი. გარ­დაც­ვლილ­თა­გან 1 პო­ლი­ცი­ე­ლი, 4 კი იმ კორ­პუ­სის მცხოვ­რე­ბია, სა­დაც ყო­ფილ­მა სამ­ხედ­რომ ცე­ცხლი გახ­სნა.

ამას­თან, გა­მო­ძი­ე­ბის ინ­ფორ­მა­ცი­ით, სა­ცხოვ­რე­ბე­ლი კორ­პუ­სის ერთ-ერთი ბი­ნის აივ­ნი­დან რამ­დე­ნი­მე გას­რო­ლა 1974 წელს და­ბა­დე­ბულ­მა ნ.ა. გა­ნა­ხორ­ცი­ე­ლა.

მა­თი­ვე ცნო­ბით, აღ­ნიშ­ნულ­მა პირ­მა, მოგ­ვი­ა­ნე­ბით, სპეც­და­ნიშ­ნუ­ლე­ბის რაზ­მის გა­მო­ჩე­ნის­თა­ნა­ვე, სა­ვა­რა­უ­დოდ, თავი მო­იკ­ლა.

იხი­ლეთ ასე­ვე:

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
როგორ ცვლის ხელოვნური ინტელექტი ჩვენი ყოველდღიური ცხოვრების წესს?
ავტორი:

დასრულდა საგარეჯოელი თავდამსხმელის მეუღლისა და შვილის დაკითხვა

დასრულდა საგარეჯოელი თავდამსხმელის მეუღლისა და შვილის დაკითხვა

საგარეჯოს პოლიციის განყოფილებაში იმ ყოფილი სამხედრო მოსამსახურის მეუღლისა და შვილის დაკითხვა დასრულდა, რომელმაც წუხელ მეზობლებსა და პოლიციას ცეცხლი გაუხსნა. მათ დაკითხვის დასრულების შემდგომ ჟურნალისტებთან კომენტარი არ გაუკეთებიათ.

49 წლის მამაკაცის ოჯახის წევრები სამართალდამცავების შეკითხვებს პასუხობდნენ იმის შესახებ, თუ რა მოხდა 20 იანვრის ღამეს, რა დროსაც საგარეჯოში, ყოფილმა სამხედრომ იარაღიდან გასროლის შედეგად 5 პირი მოკლა, 5 კი დაჭრა.

როგორც ჟურნალისტებს კახეთის პოლიციის დეპარტამენტის დირექტორმა თეიმურაზ კალანდაძემ განუცხადა, გამოძიება მიმდინარეობს, რომლის ფარგლებშიც ყველაფერს პასუხი გაეცემა. თუმცა, რა ინფორმაცია მიაწოდეს თავდამსხმელის ოჯახის წევრებმა სამართალდამცველებს, მან მედიასთან არ დააკონკრეტა.

"გამოძიების ინტერესებიდან გამომდინარე, ამ ეტაპზე, ვერ გეტყვით, შვილმა როგორ ითანამშრომლა და რა ჩვენება მისცა გამოძიებას. მიმდინარეობს გამოძიება", - აცხადებს თეიმურაზ კალანდაძე.

შეგახსენებთ, რომ შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, საგარეჯოში მომხდარი შემთხვევის შედეგად გარდაიცვალა 5 და დაიჭრა კორპუსის ეზოში მყოფი 5 ადამიანი. გარდაცვლილთაგან 1 პოლიციელი, 4 კი იმ კორპუსის მცხოვრებია, სადაც ყოფილმა სამხედრომ ცეცხლი გახსნა.

ამასთან, გამოძიების ინფორმაციით, საცხოვრებელი კორპუსის ერთ-ერთი ბინის აივნიდან რამდენიმე გასროლა 1974 წელს დაბადებულმა ნ.ა. განახორციელა.

მათივე ცნობით, აღნიშნულმა პირმა, მოგვიანებით, სპეცდანიშნულების რაზმის გამოჩენისთანავე, სავარაუდოდ, თავი მოიკლა.

იხილეთ ასევე: