საგარეჯოში მომხდარი შემთხვევის დროს დაჭრილებიდან “ჯეო ჰოსპიტალსის” საგარეჯოს ფილიალში მკურნალობას 4 პაციენტი განაგრძობს, რომელთაგან სამის მდგომარეობა სტაბილურია.
როგორც კლინიკის ექიმმა მამუკა ოთიაშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა, ამ სამიდან ერთ პაციენტს მსუბუქი დაზიანებები აღენიშნება, რომელსაც უკვე ჩაუტარდა გადაუდებელ ამბულატორიაში ჭრილობების ქირურგიული დამუშავება და იგეგმება კლინიკიდან გაწერა.
რაც შეეხება მეოთხე პაციენტს, რომელიც 21 წლის არის, ექიმის თქმით, მისი მდგომარეობა კრიტიკულად მძიმეა.
"კლინიკაში ცეცხლნასროლი ნაკვეთი ჭრილობებით შემოვიდა 6 ავადმყოფი. მათგან ერთ-ერთი, პოლიციელი გარდაცვლილია. ხუთ პირს ჩაუტარდა შესაბამისი ოპერაციული მკურნალობა. ერთ-ერთი მათგანი გადაყვანილია თბილისის სპეციალიზებულ კლინიკაში. ამჟამად კლინიკაში 4 ავადმყოფი რჩება, აქედან 3-ის მდგომარეობა სტაბილურია, ერთის მდგომარეობა კი, კრიტიკულად მძიმე, რომელიც ამ ეტაპისთვის, ოპერაციის შემდგომ რეანიმაციულ განყოფილებაში მკურნალობას განაგრძობს. მას აქვს ცეცხლნასროლი გამჭოლი ჭრილობები მუცლის ღრუს და მარჯვენა ბარძაყის მიდამოში. დაზიანებულია არტერია და ვენა, რომლის აღდგენაც გაკეთდა. ამ ეტაპზე მკურნალობას განაგრძობს კრიტიკული მედიცინის დეპარტამენტში”, - განაცხადა მამუკა ოთიაშვილმა.
ასევე იხილეთ: