ავტორი:

გამოკითხვაზე გადაიყვანეს დანაშაულის ჩამდენი პირის, ყოფილი სამხედროს შვილი -  რა ხდება ამ დროისთვის საგარეჯოში, ტრაგედიის ადგილას

გამოკითხვაზე გადაიყვანეს დანაშაულის ჩამდენი პირის, ყოფილი სამხედროს შვილი -  რა ხდება ამ დროისთვის საგარეჯოში, ტრაგედიის ადგილას

საგარეჯოში მომხდარი შემთხვევის თვითმხილველი პირები სამართალდამცავებმა პოლიციის განყოფილებაში გამოკითხვაზე გადაიყვანეს.

გამოკითხვაზე გადაიყვანეს დანაშაულის ჩამდენი პირის, ყოფილი სამხედროს შვილიც.

რაც შეეხება ადგილზე არსებულ ვითარებას - კორპუსში, საიდანაც მოქალაქეებს თავს დაესხნენ, ექსპერტ-კრიმინალისტები საგამოძიებო მოქმედებებს ამ დრომდე ატარებენ.

შეგახსენებთ, შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, საგარეჯოში მომხდარი შემთხვევის შედეგად გარდაიცვალა 5 და დაიჭრა კორპუსის ეზოში მყოფი 5 ადამიანი. გარდაცვლილთაგან 1 პოლიციელი, 4 კი იმ კორპუსის მცხოვრებია, სადაც ყოფილმა სამხედრომ ცეცხლი გახსნა.

ამასთან, როგორც უწყების მორიგ განცხადებაშია ნათქვამი, გამოძიების ინფორმაციით, საცხოვრებელი კორპუსის ერთ-ერთი ბინის აივნიდან რამდენიმე გასროლა 1974 წელს დაბადებულმა ნ.ა. განახორციელა. მათივე ცნობით, აღნიშნულმა პირმა, მოგვიანებით, სპეცდანიშნულების რაზმის გამოჩენისთანავე, სავარაუდოდ, თავი მოიკლა.