ავტორი:

"საქართველოს არ გამოუგზავნია არც ერთი ტყვია, არც ერთი დანა - გეკითხებით, აქვს თუ არა ერთი დანა ან ერთი ტყვია სიმბოლურად" - ოლექსეი გონჩარენკო

"საქართველოს არ გამოუგზავნია არც ერთი ტყვია, არც ერთი დანა - გეკითხებით, აქვს თუ არა ერთი დანა ან ერთი ტყვია სიმბოლურად" - ოლექსეი გონჩარენკო

"საქართველოს არ გამოუგზავნია არც ერთი ტყვია, არც ერთი დანა - გეკითხებით, აქვს თუ არა ერთი დანა, ან ერთი ტყვია სიმბოლურად, რომელიც ცხადყოფს, რომ თბილისი მხარს უჭერს უკრაინას საერთო მტერთან ბრძოლაში", - ამის შესახებ უკრაინის რადას დეპუტატმა ოლექსეი გონჩარენკომ "პალიტრანიუსთან" ინტერვიუში განაცხადა.

"უპირველეს ყოვლისა, მინდა გითხრათ, რომ ჩვენ ძალიან მადლობელი ვართ ქართველი ხალხის მხარდაჭერისთვის, მაგრამ ჩვენ ძალიან უკმაყოფილო ვართ იმით, რომ საქართველოს ხელისუფლება საერთოდ არ დაეხმარა უკრაინას. მათ არ გამოუგზავნიათ არც ერთი ტყვია, არც ერთი დანა, სრულიად არაფერი რუსული ოკუპაციის წინააღმდეგ საბრძოლველად.

ეს ძალიან უცნაურია, რადგან როდესაც რუსეთი საქართველოს თავს დაესხა, უკრაინა იყო ერთ-ერთი ქვეყანა, რომელიც მხარს უჭერდა მას, არა მხოლოდ სიტყვებით, არამედ იარაღითაც. ახლა ჩვენ საქართველოს ხელისუფლება უარს გვეუბნება ყოველგვარ იარაღზე. ვფიქრობ, რომ ეს ძალიან დიდი შეცდომაა და ეს იმაზე მეტყველებს, რომ საქართველოს ხელისუფლებას ჯერ კიდევ არ აქვს გადაწყვეტილი, რომელ მხარეს არის ომში.

გეკითხებით, აქვს თუ არა საქართველოს ერთი დანა ან ერთი ტყვია? ეს არის პასუხი თქვენს კითხვაზე. ჩვენ არ ველოდებით საქართველოსგან HIMARS-სა და F16-ებს, ეს შეუძლებელია და ჩვენ კარგად გვესმის, მაგრამ თუნდაც ერთი იარაღი, ერთი ავტომატი, ერთი ტყვია, სიმბოლურად ცხადყოფს, რომ საქართველო მხარს უჭერს უკრაინას ჩვენს საერთო მტერთან ბრძოლაში.

რუსეთს საქართველოს ტერიტორიის 20% აქვს ოკუპირებული. რუსეთს აქვს ოკუპირებული უკრაინის ტერიტორიების 20%-ც და ჩვენ აბსოლუტურად ერთ მდგომარეობაში ვართ. ჩვენ გვესმის, რომ ქართული შეიარაღება არც თუ ისე ძლიერია და ნებისმიერი დახმარება სიმბოლურია, მაგრამ საქართველოს ხელისუფლება უარს აცხადებს დახმარებაზე", - განაცხადა გონჩარენკომ.

წაიკითხეთ ინტერვიუ სრულად