მსოფლიო
სამართალი

22

იანვარი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ხუთშაბათი, მთვარის ოცდამეოთხე დღე დაიწყება 04:20-ზე, მთვარე მორიელშია დღეს კარგია ახალი, მნიშვნელოვანი საქმეების დაწყება. ფინანსური საკითხების მოგვარება. ვაჭრობა. მოერიდეთ კამათს, საქმეების გარჩევას. არ გირჩევთ მგზავრობას, საცხოვრებელი მისამართის შეცვლას. სარგებელს მოგიტანთ კოლექტიური სამუშაო, მაგრამ კოლეგების მიმართ ირონიის, ცინიზმის გამოვლენას არ გირჩევთ. მოერიდეთ ალკოჰოლსა და სიგარეტს, ცხარე და ცხიმიან საკვებს. რეკომენდებულია: ცურვა, შხაპის მიღება.
პოლიტიკა
კონფლიქტები
მოზაიკა
Faceამბები
კულტურა/შოუბიზნესი
სამხედრო
მეცნიერება
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"როგორც გავიგეთ, მოქალაქეს გადაეფარა, რა დროსაც ტყვია მას მოხდა" - რას ჰყვებიან საგარეჯოში მოკლულ პოლიციელზე?
"როგორც გავიგეთ, მოქალაქეს გადაეფარა, რა დროსაც ტყვია მას მოხდა" - რას ჰყვებიან საგარეჯოში მოკლულ პოლიციელზე?

ტრა­გე­დია დატ­რი­ალ­და კა­ხეთ­ში. ში­ნა­გან საქ­მე­თა სა­მი­ნის­ტროს ინ­ფორ­მა­ცი­ით, სა­გა­რე­ჯო­ში მომ­ხდა­რი შემ­თხვე­ვის შე­დე­გად გარ­და­იც­ვა­ლა 5 და და­იჭ­რა კორ­პუ­სის ეზო­ში მყო­ფი 5 ადა­მი­ა­ნი. გარ­დაც­ვლილ­თა­გან 1 პო­ლი­ცი­ე­ლი, 4 კი იმ კორ­პუ­სის მცხოვ­რე­ბია, სა­დაც ყო­ფილ­მა სამ­ხედ­რომ ცე­ცხლი გახ­სნა.

ამას­თან, რო­გორც უწყე­ბის მო­რიგ გან­ცხა­დე­ბა­შია ნათ­ქვა­მი, გა­მო­ძი­ე­ბის ინ­ფორ­მა­ცი­ით, სა­ცხოვ­რე­ბე­ლი კორ­პუ­სის ერთ-ერთი ბი­ნის აივ­ნი­დან რამ­დე­ნი­მე გას­რო­ლა 1974 წელს და­ბა­დე­ბულ­მა ნ.ა. გა­ნა­ხორ­ცი­ე­ლა.

მა­თი­ვე ცნო­ბით, აღ­ნიშ­ნულ­მა პირ­მა, მოგ­ვი­ა­ნე­ბით, სპეც­და­ნიშ­ნუ­ლე­ბის რაზ­მის გა­მო­ჩე­ნის­თა­ნა­ვე, სა­ვა­რა­უ­დოდ, თვით­ლიკ­ვი­და­ცია გა­ნა­ხორ­ცი­ე­ლა. შემ­თხვე­ვას ემსხვერ­პლა პო­ლი­ცი­ე­ლი ო.ღ. ის კრი­მი­ნა­ლუ­რი პო­ლი­ცი­ის თა­ნამ­შრო­მე­ლი იყო. წლე­ბის განმვლო­ბა­ში ის თბი­ლის­ში მუ­შა­ობ­და და სა­გა­რე­ჯოს გან­ყო­ფი­ლე­ბა­ში რამ­დე­ნი­მე წლის წინ გა­და­ვი­და.

ად­გი­ლობ­რი­ვე­ბის ინ­ფორ­მა­ცი­ით, პო­ლი­ცი­ე­ლი იმ დროს და­იჭ­რა, როცა იქვე მყოფ მო­ქა­ლა­ქეს გა­და­ე­ფა­რა.

"იო­ლის მა­ღა­ზი­ას­თან გა­და­ე­ფა­რა მო­ქა­ლა­ქეს და გუ­ლის არე­ში მოხ­ვდა ტყვია. ად­გილ­ზე გარ­და­იც­ვა­ლა. სა­კუ­თა­რი სი­ცო­ცხლის ფა­სად ერთ-ერთი ად­გი­ლო­რი­ვი გა­და­არ­ჩი­ნა" - ყვე­ბი­ან ად­გი­ლობ­რი­ვე­ბი.

"ძა­ლი­ან მძი­მე შემ­თხვე­ვაა, მინ­და მი­ვუ­სამ­ძიმ­რო ოჯა­ხებს. გარ­დაც­ვლი­ლია 5 ადა­მი­ა­ნი, სა­ი­და­ნაც, სამ­წუ­ხა­როდ, 1 არის ჩვე­ნი თა­ნამ­შრო­მე­ლი. 5 ადა­მი­ა­ნი დაჭ­რი­ლია, სა­ი­და­ნაც ერთ-ერ­თის მდგო­მა­რე­ო­ბა მძი­მეა. მას ოპე­რა­ცია უტარ­დე­ბა და ექი­მე­ბი ჯერ ვერ გვე­უბ­ნე­ბი­ან, რა დო­ნის სიმ­ძი­მეა. არ­ტე­რია აქვს და­ზი­ა­ნე­ბუ­ლი და არ ვი­ცით, გა­დარ­ჩე­ბა თუ ვერა. ღმერ­თმა ქნას გა­დარ­ჩეს. ვერ ვხსნით, რა მოხ­და", - გა­ნა­ცხა­და შს მი­ნის­ტრმა.

რაც შე­ე­ხე­ბა პირს, რო­მელ­მაც გას­რო­ლა გა­ნა­ხორ­ცი­ე­ლა, ის ყო­ფი­ლი სამ­ხედ­რო ნო­დარ ათუ­აშ­ვი­ლია. ვახ­ტანგ გო­მე­ლა­უ­რის ინ­ფორ­მა­ცი­ით, ის თავ­დაც­ვის სა­მი­ნის­ტრო­ში 2006-2021 წლებ­ში მუ­შა­ობ­და.

"თავ­დაც­ვის სა­მი­ნის­ტრო­ში 2006 წლი­დან მუ­შა­ობ­და. ოპე­რა­ტი­უ­ლი ინ­ფორ­მა­ცი­ით, რო­მე­ლიც დაგ­ვი­დას­ტუ­რეს, 2021 წელს და­ტო­ვა სამ­ხედ­რო სამ­სა­ხუ­რი. ავ­ღა­ნე­თის მი­სი­ა­შიც ნამ­ყო­ფია. რა მოხ­და არა­ვინ იცის“, - გა­ნუ­ცხა­და ჟურ­ნა­ლის­ტებს გო­მე­ლა­ურ­მა, რო­მე­ლიც სა­გა­რე­ჯო­ში, შემ­თხვე­ვის ად­გილ­ზე ჩა­ვი­და.

???
19

საქართველო ტრაგედიების ქვეყანა გახდა

 

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
MMA | მერაბ დვალიშვილი UFC-ის განახლებულ საერთო რეიტინგში მე-5 ადგილზე დაწინაურდა - ტოპ 5-ში უკვე ორი ქართველია
ავტორი:

"როგორც გავიგეთ, მოქალაქეს გადაეფარა, რა დროსაც ტყვია მას მოხდა" - რას ჰყვებიან საგარეჯოში მოკლულ პოლიციელზე?

"როგორც გავიგეთ, მოქალაქეს გადაეფარა, რა დროსაც ტყვია მას მოხდა" - რას ჰყვებიან საგარეჯოში მოკლულ პოლიციელზე?

ტრაგედია დატრიალდა კახეთში. შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, საგარეჯოში მომხდარი შემთხვევის შედეგად გარდაიცვალა 5 და დაიჭრა კორპუსის ეზოში მყოფი 5 ადამიანი. გარდაცვლილთაგან 1 პოლიციელი, 4 კი იმ კორპუსის მცხოვრებია, სადაც ყოფილმა სამხედრომ ცეცხლი გახსნა.

ამასთან, როგორც უწყების მორიგ განცხადებაშია ნათქვამი, გამოძიების ინფორმაციით, საცხოვრებელი კორპუსის ერთ-ერთი ბინის აივნიდან რამდენიმე გასროლა 1974 წელს დაბადებულმა ნ.ა. განახორციელა.

მათივე ცნობით, აღნიშნულმა პირმა, მოგვიანებით, სპეცდანიშნულების რაზმის გამოჩენისთანავე, სავარაუდოდ, თვითლიკვიდაცია განახორციელა. შემთხვევას ემსხვერპლა პოლიციელი ო.ღ. ის კრიმინალური პოლიციის თანამშრომელი იყო. წლების განმვლობაში ის თბილისში მუშაობდა და საგარეჯოს განყოფილებაში რამდენიმე წლის წინ გადავიდა.

ადგილობრივების ინფორმაციით, პოლიციელი იმ დროს დაიჭრა, როცა იქვე მყოფ მოქალაქეს გადაეფარა.

"იოლის მაღაზიასთან გადაეფარა მოქალაქეს და გულის არეში მოხვდა ტყვია. ადგილზე გარდაიცვალა. საკუთარი სიცოცხლის ფასად ერთ-ერთი ადგილორივი გადაარჩინა" - ყვებიან ადგილობრივები.

"ძალიან მძიმე შემთხვევაა, მინდა მივუსამძიმრო ოჯახებს. გარდაცვლილია 5 ადამიანი, საიდანაც, სამწუხაროდ, 1 არის ჩვენი თანამშრომელი. 5 ადამიანი დაჭრილია, საიდანაც ერთ-ერთის მდგომარეობა მძიმეა. მას ოპერაცია უტარდება და ექიმები ჯერ ვერ გვეუბნებიან, რა დონის სიმძიმეა. არტერია აქვს დაზიანებული და არ ვიცით, გადარჩება თუ ვერა. ღმერთმა ქნას გადარჩეს. ვერ ვხსნით, რა მოხდა", - განაცხადა შს მინისტრმა.

რაც შეეხება პირს, რომელმაც გასროლა განახორციელა, ის ყოფილი სამხედრო ნოდარ ათუაშვილია. ვახტანგ გომელაურის ინფორმაციით, ის თავდაცვის სამინისტროში 2006-2021 წლებში მუშაობდა.

"თავდაცვის სამინისტროში 2006 წლიდან მუშაობდა. ოპერატიული ინფორმაციით, რომელიც დაგვიდასტურეს, 2021 წელს დატოვა სამხედრო სამსახური. ავღანეთის მისიაშიც ნამყოფია. რა მოხდა არავინ იცის“, - განუცხადა ჟურნალისტებს გომელაურმა, რომელიც საგარეჯოში, შემთხვევის ადგილზე ჩავიდა.