პოლიტიკა
მსოფლიო
სამართალი

17

ივლისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ხუთშაბათი, მთვარის ოცდამესამე დღე დაიწყება 23:58-ზე, მთვარე ვერძშია – რეკომენდებულია: მონანიება, მიტევება, მარხვა. სახლის განწმენდა და დალოცვა. კარგია ყველაფერი ზედმეტის მოშორება. არ არის რეკომენდებული: მოლაპარაკებების წარმოება. აზრებისა და იდეების სხვებისთვის გაზიარება. გაუფრთხილდით ხერხემალს. უარი თქვით ხორცზე, ყავასა და ალკოჰოლზე. ჭარბმა კვებამ შესაძლოა კუჭ-ნაწლავის დაავადებები გამოიწვიოს. ამ დღეს გაწყვეტილი კავშირები არასოდეს აღდგება და ადამიანები ძალიან სწრაფად ივიწყებენ ერთმანეთს.
საზოგადოება
მოზაიკა
Faceამბები
მეცნიერება
კონფლიქტები
სამხედრო
სპორტი
წიგნები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"უკრაინაში მიმდინარე ომი კატასტროფულია მთელი რეგიონისთვის, ჩვენც გვეხება..." - პრემიერმა ღარიბაშვილმა დავოსში უკრაინაც ახსენა
"უკრაინაში მიმდინარე ომი კატასტროფულია მთელი რეგიონისთვის, ჩვენც გვეხება..." - პრემიერმა ღარიბაშვილმა დავოსში უკრაინაც ახსენა

უკ­რა­ი­ნა­ში მიმ­დი­ნა­რე ომი კა­ტას­ტრო­ფუ­ლი ომია მთე­ლი რე­გი­ო­ნის­თვის, ჩვენც გვე­ხე­ბა. მგო­ნი, ამ ომმა დაგ­ვა­ნა­ხა, რომ ქვეყ­ნებ­მა და ერებ­მა ეკო­ნო­მი­კის დი­ვერ­სი­ფი­კა­ცია უნდა მო­ახ­დი­ნონ, - ამის შე­სა­ხებ პრე­მი­ერ-მი­ნის­ტრმა, ირაკ­ლი ღა­რი­ბაშ­ვილ­მა და­ვო­სის ეკო­ნო­მი­კუ­რი ფო­რუ­მის ფარ­გლებ­ში გა­მარ­თულ პა­ნე­ლურ დის­კუ­სი­ა­ზე - "რო­გორ იქცა ევ­რა­ზი­ის შუა დე­რე­ფა­ნი ბი­ლი­კი­დან გზატ­კე­ცი­ლად" სი­ტყვით გა­მოს­ვლი­სას გა­ნა­ცხა­და.

მან აღ­ნიშ­ნა, რომ სა­ქარ­თვე­ლო პარტნი­ო­რებ­თან ერ­თად დიდ მნიშ­ვნე­ლო­ბას ანი­ჭებს რო­გორც საგ­ზაო ინფრას­ტრუქ­ტუ­რის, ასე­ვე პორ­ტე­ბის გან­ვი­თა­რე­ბას.

"ომამ­დე ქვეყ­ნე­ბი ყუ­რა­დღე­ბას აქ­ცევ­დნენ შუა დე­რე­ფანს, მაგ­რამ ომის შემ­დეგ ყუ­რა­დღე­ბა გა­აქ­ტი­ურ­და და გა­ი­ზარ­და. ამი­ტომ, რო­გორც პრე­ზი­დენ­ტმა ილ­ჰამ ალი­ევ­მა ბრძა­ნა, მეც გა­ვი­მე­ო­რებ, ბრწყინ­ვა­ლე ურ­თი­ერ­თო­ბე­ბი გვაქვს აზერ­ბა­ი­ჯან­თან, ყა­ზა­ხეთ­თან, თურ­ქეთ­თან, ჩვენ სტრა­ტე­გი­უ­ლი პარტნი­ო­რო­ბა გაგ­ვაჩ­ნია. ჩვე­ნი ქი­მი­უ­რი ნივ­თი­ე­რე­ბე­ბის სა­ხით შერ­წყმა ძა­ლი­ან კარ­გია. ჩვენ ამ ეტაპ­ზე დიდ კა­პი­ტალ­და­ბან­დე­ბას ვახ­დენთ ინფრას­ტრუქ­ტუ­რა­ზე. მინ­და ვახ­სე­ნო, რომ ჩვე­ნი გზატ­კე­ცი­ლე­ბი, რო­მე­ლიც შენ­დე­ბა, 2024 წლის ბო­ლოს­თვის უნდა დას­რულ­დეს. 2,3 მი­ლი­არ­დი დო­ლა­რი ჩა­ი­დო ამ საგ­ზაო ინფრას­ტრუქ­ტუ­რის მშე­ნებ­ლო­ბა­ში. ეს ხელს შე­უ­წყობს ტრან­სპორ­ტი­რე­ბის მი­მარ­თუ­ლე­ბას“,- გა­ნა­ცხა­და ღა­რი­ბაშ­ვილ­მა.

მან სა­პორ­ტო ინფრას­ტრუქ­ტუ­რის გან­ვი­თა­რე­ბა­ზეც ისა­უბ­რა და ანაკ­ლი­ის ღრმა­წყლო­ვა­ნი პორ­ტი ახ­სე­ნა.

"ერთი კონ­კრე­ტუ­ლი ანაკ­ლი­ის ღრმა­წყლო­ვა­ნი პორ­ტი მინ­და ვახ­სე­ნო. ჩვენ გა­დავ­წყვი­ტეთ, რომ სა­ქარ­თვე­ლოს მთავ­რო­ბა და­ი­წყებს ამ პორ­ტის მშე­ნებ­ლო­ბას, ამ კონ­სორ­ცი­უ­მის 51% იქ­ნე­ბა სა­ქარ­თვე­ლოს მთავ­რო­ბის მფლო­ბე­ლო­ბა­ში, 49% კი გა­მო­ცხად­დე­ბა სა­ერ­თა­შო­რი­სო ტენ­დერ­ზე. ჩვენ სა­უ­ბა­რი გვაქვს ბევრ პო­ტენ­ცი­ურ ინ­ვეს­ტორ­თან ამ მი­მარ­თუ­ლე­ბით. რა­ტომ ვა­კე­თებთ ამას და რა­ტომ გვინ­და ამ პორ­ტის მშე­ნებ­ლო­ბა, მო­გახ­სე­ნებთ. პრე­ზი­დენ­ტმა ალი­ევ­მა ბრძა­ნა, რომ მზარ­დია პო­ტენ­ცი­ა­ლი პორ­ტებ­ში. სა­ქარ­თვე­ლოს 550 ტონა შე­უძ­ლია გა­ა­ტა­როს, 200-ზე მეტი ბა­თუმ­ში, ეს არ არის საკ­მა­რი­სი. მინ­და, ეს პრო­ექ­ტი შე­საძ­ლებ­ლო­ბე­ბის გაზ­რდის მიზ­ნით გან­ვა­ხორ­ცი­ე­ლოთ.

ასე­ვე მინ­და ვახ­სე­ნო, რომ აზერ­ბა­ი­ჯან­თან ერ­თად, ჩვენ სხვა­დას­ხვა ინი­ცი­ა­ტი­ვას ვა­ხორ­ცი­ე­ლებთ, მათ შო­რის არის შავი ზღვის წყალ­ქვე­შა ელექტრო­ნუ­ლი კა­ბე­ლი. ესეც სა­ინ­ტე­რე­სო ინი­ცი­ა­ტი­ვაა, ამას ვა­კე­თებთ აზერ­ბა­ი­ჯან­თან, რუ­მი­ნეთ­თან, უნ­გრეთ­თან ერ­თად. ეს ინი­ცი­ა­ტი­ვა მხარ­და­ჭე­რი­ლია ევ­რო­კავ­ში­რის მიერ. სექ­ტემ­ბერ­ში, ბუ­ქა­რეს­ტში ხელი მო­ვა­წე­რეთ ურ­თი­ერ­თგა­გე­ბის მე­მო­რან­დუმს, ოთხი­ვე ქვე­ყა­ნა გა­ნა­ხორ­ცი­ე­ლებს ამ პრო­ექტს და ინ­ვეს­ტი­რე­ბას ჩა­დებს ამ ამ­ბი­ცი­ურ პრო­ექ­ტში. ეს ძა­ლი­ან სა­ინ­ტე­რე­სო ინი­ცი­ა­ტი­ვაა. ამი­ტომ, მზად უნდა ვი­ყოთ, რომ გა­იზ­რდე­ბა სა­ქო­ნელბ­რუნ­ვა ამ დე­რე­ფან­ში. ეს მარ­შრუ­ტი ყვე­ლა­ზე მოკ­ლეა ევ­რო­პა­სა და მწარ­მო­ებ­ლებს შო­რის. მა­გა­ლი­თად, ჩი­ნე­თი­დან მო­მა­ვა­ლი მა­ტა­რე­ბე­ლი, რო­მე­ლიც სა­ქარ­თვე­ლოს გა­ივ­ლის, 15 მაქ­სი­მუმ 10 დღე­ში შე­მო­ვა სა­ქარ­თვე­ლო­ში. ამი­ტომ, ეს სა­ინ­ტე­რე­სო, მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი დე­რე­ფა­ნია“, - გა­ნა­ცხა­და ღა­რი­ბაშ­ვილ­მა.

პრე­მი­ერ-მი­ნის­ტრმა აღ­ნიშ­ნა, რომ ოპ­ტი­მის­ტუ­რად არის გან­წყო­ბი­ლი და მი­იჩ­ნევს, რომ ყვე­ლა ქვე­ყა­ნა სარ­გე­ბელს მი­ი­ღებს ამ დე­რეფ­ნი­დან.

....
4

შენ რა გეხება, სანქცირებულ საწვავს საერთაშორისო ფასებით ყიდი, ფული რუსეთიდან შემოგდის, პროდუქცია სულ რუსულია მაღაზიებში და აქედანაც ევროპის პროდუქცია მშვენივრად შედის რუსეთში. ერთი პროგნოზში არ გაგიმართლა,სამ დღეში არ მორჩა

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ხელოვნური ინტელექტი - მინუსები და პლუსები
ავტორი:

"უკრაინაში მიმდინარე ომი კატასტროფულია მთელი რეგიონისთვის, ჩვენც გვეხება..." - პრემიერმა ღარიბაშვილმა დავოსში უკრაინაც ახსენა

"უკრაინაში მიმდინარე ომი კატასტროფულია მთელი რეგიონისთვის, ჩვენც გვეხება..." - პრემიერმა ღარიბაშვილმა დავოსში უკრაინაც ახსენა

უკრაინაში მიმდინარე ომი კატასტროფული ომია მთელი რეგიონისთვის, ჩვენც გვეხება. მგონი, ამ ომმა დაგვანახა, რომ ქვეყნებმა და ერებმა ეკონომიკის დივერსიფიკაცია უნდა მოახდინონ, - ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა დავოსის ეკონომიკური ფორუმის ფარგლებში გამართულ პანელურ დისკუსიაზე - "როგორ იქცა ევრაზიის შუა დერეფანი ბილიკიდან გზატკეცილად" სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

მან აღნიშნა, რომ საქართველო პარტნიორებთან ერთად დიდ მნიშვნელობას ანიჭებს როგორც საგზაო ინფრასტრუქტურის, ასევე პორტების განვითარებას.

"ომამდე ქვეყნები ყურადღებას აქცევდნენ შუა დერეფანს, მაგრამ ომის შემდეგ ყურადღება გააქტიურდა და გაიზარდა. ამიტომ, როგორც პრეზიდენტმა ილჰამ ალიევმა ბრძანა, მეც გავიმეორებ, ბრწყინვალე ურთიერთობები გვაქვს აზერბაიჯანთან, ყაზახეთთან, თურქეთთან, ჩვენ სტრატეგიული პარტნიორობა გაგვაჩნია. ჩვენი ქიმიური ნივთიერებების სახით შერწყმა ძალიან კარგია. ჩვენ ამ ეტაპზე დიდ კაპიტალდაბანდებას ვახდენთ ინფრასტრუქტურაზე. მინდა ვახსენო, რომ ჩვენი გზატკეცილები, რომელიც შენდება, 2024 წლის ბოლოსთვის უნდა დასრულდეს. 2,3 მილიარდი დოლარი ჩაიდო ამ საგზაო ინფრასტრუქტურის მშენებლობაში. ეს ხელს შეუწყობს ტრანსპორტირების მიმართულებას“,- განაცხადა ღარიბაშვილმა.

მან საპორტო ინფრასტრუქტურის განვითარებაზეც ისაუბრა და ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტი ახსენა.

"ერთი კონკრეტული ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტი მინდა ვახსენო. ჩვენ გადავწყვიტეთ, რომ საქართველოს მთავრობა დაიწყებს ამ პორტის მშენებლობას, ამ კონსორციუმის 51% იქნება საქართველოს მთავრობის მფლობელობაში, 49% კი გამოცხადდება საერთაშორისო ტენდერზე. ჩვენ საუბარი გვაქვს ბევრ პოტენციურ ინვესტორთან ამ მიმართულებით. რატომ ვაკეთებთ ამას და რატომ გვინდა ამ პორტის მშენებლობა, მოგახსენებთ. პრეზიდენტმა ალიევმა ბრძანა, რომ მზარდია პოტენციალი პორტებში. საქართველოს 550 ტონა შეუძლია გაატაროს, 200-ზე მეტი ბათუმში, ეს არ არის საკმარისი. მინდა, ეს პროექტი შესაძლებლობების გაზრდის მიზნით განვახორციელოთ.

ასევე მინდა ვახსენო, რომ აზერბაიჯანთან ერთად, ჩვენ სხვადასხვა ინიციატივას ვახორციელებთ, მათ შორის არის შავი ზღვის წყალქვეშა ელექტრონული კაბელი. ესეც საინტერესო ინიციატივაა, ამას ვაკეთებთ აზერბაიჯანთან, რუმინეთთან, უნგრეთთან ერთად. ეს ინიციატივა მხარდაჭერილია ევროკავშირის მიერ. სექტემბერში, ბუქარესტში ხელი მოვაწერეთ ურთიერთგაგების მემორანდუმს, ოთხივე ქვეყანა განახორციელებს ამ პროექტს და ინვესტირებას ჩადებს ამ ამბიციურ პროექტში. ეს ძალიან საინტერესო ინიციატივაა. ამიტომ, მზად უნდა ვიყოთ, რომ გაიზრდება საქონელბრუნვა ამ დერეფანში. ეს მარშრუტი ყველაზე მოკლეა ევროპასა და მწარმოებლებს შორის. მაგალითად, ჩინეთიდან მომავალი მატარებელი, რომელიც საქართველოს გაივლის, 15 მაქსიმუმ 10 დღეში შემოვა საქართველოში. ამიტომ, ეს საინტერესო, მნიშვნელოვანი დერეფანია“, - განაცხადა ღარიბაშვილმა.

პრემიერ-მინისტრმა აღნიშნა, რომ ოპტიმისტურად არის განწყობილი და მიიჩნევს, რომ ყველა ქვეყანა სარგებელს მიიღებს ამ დერეფნიდან.